ავტორი:

"საქართველოში ახალი სამორინე შენდება რუსეთის საზღვართან..." - რა საფრთხეზე საუბრობს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი

"საქართველოში ახალი სამორინე შენდება რუსეთის საზღვართან..." - რა საფრთხეზე საუბრობს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი

საქართველოს მთავრობამ ნაბიჯები უნდა გადადგას, რათა სათამაშო ინდუსტრიაზე ზედამხედველობა მოახდინოს.

ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო სტრატეგიის შესახებ 2018 წლის ანგარიშში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახურის 2018 წლის იანვრის წლიური ანგარიშის თანახმად, საქართველოში დარეგისტრირებულია ლატარიის და სათამაშო 416 დაწესებულება და 31 სამორინე.

„ახალი სამორინე შენდება რუსეთის საზღვართან, რამაც შესაძლოა უზრუნველყოს ორგანიზებული დანაშაულისგან მიღებული შემოსავლის გათეთრება“, - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის ავტორები ასევე ამბობენ, რომ საქართველოში სათამაშო ინდუსტრიის ზრდა, მათ შორის ინტერნეტში, შემაშფოთებელია.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები