ავტორი:

ნინო ბურჯანაძის შვილი, ანზორ ბიწაძე პოლიტიკაში მიდის

ნინო ბურჯანაძის შვილი, ანზორ ბიწაძე პოლიტიკაში მიდის

პოლიტიკური პარტია "დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის შვილი ანზორ ბიწაძე პოლიტიკაში მიდის. ამის შესახებ ანზორ ბიწაძემ „რადიო პალიტრის“ გადაცემაში, „შუადღის სტუდია“ განაცხადა.

ანზორ ბიწაძის თქმით, იგი დედასთან ერთად "დემოკრატიულ მოძრაობაში“ იქნება, რაშიც სრული მხარდაჭერა აქვს საბჭოს მთავარი წევრებისგან.

"პარტიის არჩევაზე ბევრი არ მიფიქრია, რა თქმა უნდა, ვიქნები "დემოკრატიულ მოძრაობაში“. ამ თვის ბოლოს გამოცხადდება თარიღი შემდეგი ყრილობის. ძალიან საინტერესო გეგმებს, ხედვებს შევთავაზებთ ჩვენს ამომრჩევლებს. მე მივიღე სრული მხარდაჭერა საბჭოს მთავარი წევრებისგან, რადგან ეს ადამიანები არიან მოწმე იმ შრომისა, რომელიც მე მათთან ერთად გავწიე. მე მექნება ჩემი მოკრძალებული ადგილი იმ მიმართულებით, რომ ვიყო ღია კომუნიკაციაში ამომრჩეველთან. ვნახოთ, როგორ წარიმართება ეს ყველაფერი. პირველ რიგში, რასაც მე ვაპირებ არის ის, რომ გავაგრძელო ის დაუღალავი შრომა, რომ ჩვენი პარტიული სტრუქტურები და ორგანიზაცია იყოს მაქსიმალურად დაახლოებული ხალხთან. დადგა ის დრო, როდესაც ყველამ უნდა გააკეთოს ის, რაც შეუძლია“, - განაცხადა ანზორ ბიწაძემ.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

ირაკლი ღარიბაშვილსა და ჯანმო-ს დირექტორს შორის ვაქცინაციის თაობაზე სატელეფონო საუბარი გაიმართა - რა ინფორმაციას ავრცელებს მთავრობა?

"გამოკითხვის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეთა 70%-ს სურს, რომ დავბრუნდე" - მიხეილ სააკაშვილი