პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ის, რომ პირველი პრეზიდენტის დაღუპვის გარემოებები დღემდე გამოუძიებელია, ჩვენი ქვეყნის დიდი სირცხვილია - ივანიშვილი
ის, რომ პირველი პრეზიდენტის დაღუპვის გარემოებები დღემდე გამოუძიებელია, ჩვენი ქვეყნის დიდი სირცხვილია - ივანიშვილი

ის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის და­ღუპ­ვის გა­რე­მო­ე­ბე­ბი დღემ­დე გა­მო­უ­ძი­ე­ბე­ლია, ჩვე­ნი ქვეყ­ნის დიდი სირ­ცხვი­ლია, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და თავ­მჯდო­მა­რე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას და­ბა­დე­ბი­დან 80 წლის­თავს.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის გა­მო­ძი­ე­ბის საქ­მე დრო­უ­ლად უნდა მი­ვი­დეს ბო­ლომ­დე და ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი სა­ხე­ლი და­ერ­ქა­ვას.

„ორი დღის შემ­დეგ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თა­რი­ღი დგე­ბა, 31 მარტს ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ოთხმო­ცი წელი შე­უს­რულ­დე­ბო­და. ეს დღე ბევრ მი­ვი­წყე­ბულ ტკი­ვილს გაგ­ვიღ­ვი­ძებს, ბევრ რა­მეს გაგ­ვახ­სე­ნებს და ჩვენ მარ­თლაც გვჭირ­დე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი და­ფიქ­რე­ბა და უახ­ლო­ე­სი წარ­სუ­ლის სწო­რი ანა­ლი­ზი. იმ უახ­ლო­ე­სი წარ­სუ­ლის, რო­მე­ლიც სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ტრა­გი­კუ­ლი ის­ტო­რი­ით იწყე­ბა. რო­გორ მოხ­და, რომ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სამ­შობ­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის იბ­რძო­და, რო­მელ­მაც რე­ა­ლო­ბად აქ­ცია მრა­ვა­ლი თა­ო­ბის ოც­ნე­ბა და გა­მო­ა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, ცოტა ხან­ში სწო­რედ ამ და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ქარ­თვე­ლო­ში ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუ­პა ისევ სა­კუ­თა­რი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის­გან და­უნ­დობ­ლად დევ­ნი­ლი.

აქვე აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ით­ქვას - ის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის და­ღუპ­ვის გა­რე­მო­ე­ბე­ბი დღემ­დე გა­მო­უ­ძი­ე­ბე­ლია, არის ჩვე­ნი ქვეყ­ნის დიდი სირ­ცხვი­ლი. ეს საქ­მე აუ­ცი­ლებ­ლად და დრო­უ­ლად უნდა მი­ვი­დეს ბო­ლომ­დე და ყვე­ლა­ფერს და­ერ­ქვას თა­ვი­სი სა­ხე­ლი. რო­გორ და რა­ტომ მოხ­და, რომ ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის აღ­დგე­ნის გა­რიჟ­რაჟ­ზე, რო­დე­საც ყვე­ლა­ზე მე­ტად გვჭირ­დე­ბო­და ერ­თი­ა­ნო­ბა, ამ დროს ჩვენ ერ­თმა­ნეთს და­ვე­რი­ეთ და ქვე­ყა­ნა და­ვან­გრი­ეთ. არ იქ­ნე­ბო­და სწო­რი გა­რე­შე მტრის­თვის ყვე­ლაფ­რის დაბ­რა­ლე­ბა, მტე­რი ყო­ველ­თვის ისე იქ­ცე­ვა, რო­გორც მტე­რი უნდა იქ­ცე­ო­დეს, ჩვენ ჩვე­ნი შეც­დო­მე­ბი უნდა გა­ვა­ა­ნა­ლი­ზოთ და ის მი­ზე­ზე­ბი მოვ­ძებ­ნოთ, რაც ამ შეც­დო­მე­ბის დაშ­ვე­ბას გვა­ი­ძუ­ლებს”, - ნათ­ქვა­მია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რემ ასე­ვე ქარ­თველ გმი­რებ­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ მათ ღირ­სე­უ­ლი პა­ტი­ვი უნდა მი­ვა­გოთ, რად­გან მო­მა­ვალს „პირ­ნათ­ლად გა­ვუს­წო­როთ თვა­ლი“.

„სიმ­ბო­ლუ­რია, რომ ზვი­ა­დის და­ბა­დე­ბის დღი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში ოც­და­ა­თი წელი სრულ­დე­ბა, რაც ჩვე­ნი გმი­რე­ბი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლას შე­ე­წირ­ნენ და ჩვენ კი­დევ ვი­სა­უბ­რებთ ამ მოვ­ლე­ნის მნიშ­ვნე­ლო­ბის შე­სა­ხებ. 31 მარტს ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას და­ბა­დე­ბის დღეა, სულ მალე ოთხმო­ცი წლის გახ­დე­ბა მე­რაბ კოს­ტა­ვა, სწო­რედ ზვი­ა­დის და მე­რა­ბის სა­ხე­ლებს უკავ­შირ­დე­ბა ტრა­გი­კუ­ლი ცხრა აპ­რი­ლის გა­მარ­ჯვე­ბის დღედ გარ­დაქ­მნა და მე­ო­რე რეს­პუბ­ლი­კის და­ბა­დე­ბის დღედ გა­მო­ცხა­დე­ბა. ჩვენ პა­ტი­ვი უნდა მი­ვა­გოთ ჩვენს გმი­რებს და ამას­თა­ნა­ვე სა­თა­ნა­დო დას­კვნე­ბი გა­მო­ვი­ტა­ნოთ წარ­სუ­ლი­დან, რათა შევ­ძლოთ, პირ­ნათ­ლად გა­ვუს­წო­როთ თვა­ლი მო­მა­ვალს - 31 მარ­ტი არის და­ბა­დე­ბის დღე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის, რო­მე­ლიც შე­ე­წი­რა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის ბრძო­ლას და რომ­ლის საქ­მე­მაც გა­ი­მარ­ჯვა!“-აღ­ნიშ­ნუ­ლია ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ავტორი:

ის, რომ პირველი პრეზიდენტის დაღუპვის გარემოებები დღემდე გამოუძიებელია, ჩვენი ქვეყნის დიდი სირცხვილია - ივანიშვილი

ის, რომ პირველი პრეზიდენტის დაღუპვის გარემოებები დღემდე გამოუძიებელია, ჩვენი ქვეყნის დიდი სირცხვილია - ივანიშვილი

ის, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაღუპვის გარემოებები დღემდე გამოუძიებელია, ჩვენი ქვეყნის დიდი სირცხვილია, - ასე ეხმაურება პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 80 წლისთავს.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გამოძიების საქმე დროულად უნდა მივიდეს ბოლომდე და ყველაფერს თავისი სახელი დაერქავას.

„ორი დღის შემდეგ, მნიშვნელოვანი თარიღი დგება, 31 მარტს ზვიად გამსახურდიას ოთხმოცი წელი შეუსრულდებოდა. ეს დღე ბევრ მივიწყებულ ტკივილს გაგვიღვიძებს, ბევრ რამეს გაგვახსენებს და ჩვენ მართლაც გვჭირდება სერიოზული დაფიქრება და უახლოესი წარსულის სწორი ანალიზი. იმ უახლოესი წარსულის, რომელიც სწორედ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ტრაგიკული ისტორიით იწყება. როგორ მოხდა, რომ ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება სამშობლოს თავისუფლებისთვის იბრძოდა, რომელმაც რეალობად აქცია მრავალი თაობის ოცნება და გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა, ცოტა ხანში სწორედ ამ დამოუკიდებელ საქართველოში ტრაგიკულად დაიღუპა ისევ საკუთარი თანამემამულეებისგან დაუნდობლად დევნილი.

აქვე აუცილებლად უნდა ითქვას - ის, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაღუპვის გარემოებები დღემდე გამოუძიებელია, არის ჩვენი ქვეყნის დიდი სირცხვილი. ეს საქმე აუცილებლად და დროულად უნდა მივიდეს ბოლომდე და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი. როგორ და რატომ მოხდა, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღდგენის გარიჟრაჟზე, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდებოდა ერთიანობა, ამ დროს ჩვენ ერთმანეთს დავერიეთ და ქვეყანა დავანგრიეთ. არ იქნებოდა სწორი გარეშე მტრისთვის ყველაფრის დაბრალება, მტერი ყოველთვის ისე იქცევა, როგორც მტერი უნდა იქცეოდეს, ჩვენ ჩვენი შეცდომები უნდა გავაანალიზოთ და ის მიზეზები მოვძებნოთ, რაც ამ შეცდომების დაშვებას გვაიძულებს”, - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.

პარტიის თავმჯდომარემ ასევე ქართველ გმირებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ ღირსეული პატივი უნდა მივაგოთ, რადგან მომავალს „პირნათლად გავუსწოროთ თვალი“.

„სიმბოლურია, რომ ზვიადის დაბადების დღიდან რამდენიმე დღეში ოცდაათი წელი სრულდება, რაც ჩვენი გმირები თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირნენ და ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ ამ მოვლენის მნიშვნელობის შესახებ. 31 მარტს ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა, სულ მალე ოთხმოცი წლის გახდება მერაბ კოსტავა, სწორედ ზვიადის და მერაბის სახელებს უკავშირდება ტრაგიკული ცხრა აპრილის გამარჯვების დღედ გარდაქმნა და მეორე რესპუბლიკის დაბადების დღედ გამოცხადება. ჩვენ პატივი უნდა მივაგოთ ჩვენს გმირებს და ამასთანავე სათანადო დასკვნები გამოვიტანოთ წარსულიდან, რათა შევძლოთ, პირნათლად გავუსწოროთ თვალი მომავალს - 31 მარტი არის დაბადების დღე დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, რომელიც შეეწირა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას და რომლის საქმემაც გაიმარჯვა!“-აღნიშნულია ივანიშვილის განცხადებაში.

რომელ პარტიას მისცემდა ხალხი ხმას, მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს - გამოკითხვის შედეგები

ვინ არის საქართველოში ყველაზე რეინტინგული ლიდერი და ვინ უფრო მოსწონთ გახარია თუ კალაძე - IRI-ის კვლევის შედეგები

უნდა ჩატარდეს თუ არა რიგგარეშე არჩევნები და ეთანხმება თუ არა ხალხი ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას - IRI-ს გამოკითხვის შედეგები