სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გლაუკომის ადრეული დიაგნოსტირება უკვე შესაძლებელია - ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრს უახლესი ტექნოლოგია შეემატა
გლაუკომის ადრეული დიაგნოსტირება უკვე შესაძლებელია - ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრს უახლესი ტექნოლოგია შეემატა

მსოფ­ლიო გლა­უ­კო­მის კვი­რე­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით „ნიუ ჰოს­პი­ტალსში“ უახ­ლე­სი სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო აპა­რა­ტის, „დი­ოფ­სი­სის“ ელექტრო­რე­ტი­ნოგ­რა­ფის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა. მოხ­სე­ნე­ბა წა­რად­გი­ნა ოფ­თალ­მო­ლო­გი­ის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის სას­წავ­ლო-სა­მეც­ნი­ე­რო მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა ოლეგ გო­ლო­ვა­ჩოვ­მა, რო­მელ­მაც გლა­უ­კო­მის ად­რე­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა.

რო­გორც მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი ოლეგ გო­ლო­ვა­ჩო­ვი გან­მარ­ტავს, გლა­უ­კო­მა არის ორი­ვე თვა­ლის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, რომ­ლის­თვი­საც და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია მუდ­მი­ვი ან პე­რი­ო­დუ­ლი წნე­ვის მო­მა­ტე­ბა, მხედ­ვე­ლო­ბის ვე­ლის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი და მხედ­ვე­ლო­ბის ნერ­ვის პროგ­რე­სუ­ლი დის­ტრო­ფია. იგი ხა­სი­ათ­დე­ბა ბა­დუ­რას გან­გლი­უ­რი უჯრე­დე­ბი­სა და მათი აქ­სო­ნე­ბის და­კარ­გვით. გლა­უ­კო­მა აქ­ტუ­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მაა, რამ­დე­ნა­დაც მან შე­საძ­ლოა გა­მო­იწ­ვი­ოს თვალ­ში შე­უქ­ცე­ვა­დი ცვლი­ლე­ბე­ბი მხედ­ვე­ლო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან დაქ­ვე­ი­თე­ბამ­დე და სიბრმა­ვემ­დე. და­ა­ვა­დე­ბის დრო­უ­ლი გა­მოვ­ლი­ნე­ბა კი და­ა­ვა­დე­ბის მარ­თვის და მხედ­ვე­ლო­ბის ფუნ­ქცი­ის ხან­გრძლი­ვად შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. ად­რე­ულ სტა­დი­ა­ზე გლა­უ­კო­მის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა აქამ­დე გარ­თუ­ლე­ბუ­ლი იყო. ამი­ე­რი­დან, ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე ელექტრო­რე­ტი­ნოგ­რა­ფის, „დი­ოფ­სი­სის“ მეშ­ვე­ო­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია დი­აგ­ნო­ზის დას­მა გან­გლი­ურ უჯრე­დე­ბის აპოპ­ტო­ზის გან­ვი­თა­რე­ბის და­წყე­ბით სტა­დი­ა­ზე ანუ - პრეგ­ლა­უ­კო­მის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო მო­წყო­ბი­ლო­ბა გლა­უ­კო­მის ად­რე­ულ ეტაპ­ზე დად­გე­ნას შე­საძ­ლე­ბელს ხდის და გლა­უ­კო­მის რის­კის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბის აღ­მო­ჩე­ნას მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ამარ­ტი­ვებს. შე­სა­ბა­მი­სად, ზრდის გლა­უ­კო­მის პრე­ვენ­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

ბა­ტო­ნო ოლეგ, რა არის „დი­ოფ­სი­სის“ ელექტრო­რე­ტი­ნოგ­რა­ფი?

„დი­ოფ­სი­სის“ ელექტრო­რე­ტი­ნოგ­რა­ფი გლა­უ­კო­მის ად­რე­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე სა­შუ­ა­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს და „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ ოფ­თალ­მო­ლო­გი­ის ეროვ­ნულ ცენ­ტრში უკვე ხელ­მი­საწ­ვდო­მია. ამ ტექ­ნო­ლო­გი­ის და­ნერგვას­თან და­კავ­ში­რე­ბით ნიუ ჰოს­პი­ტალსს „დი­ოფ­სი­სის“ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მარკ დე­ვი­სი ეწ­ვია და სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კონ­სულ­ტა­ცია გა­უ­წია. ეს უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გია წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ბა­დუ­რის, მხედ­ვე­ლო­ბის ტრაქ­ტის და თა­ვის ტვი­ნის და­ა­ვა­დე­ბე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბი­სა და მარ­თვის პრო­ცეს­შიც.

ელექტრო­რე­ტი­ნოგ­რა­ფია არის მხედ­ვე­ლო­ბის სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო არა­ინ­ვა­ზი­უ­რი, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გია, რო­მე­ლიც ელექტრო­რე­ტი­ნოგ­რა­ფი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით ახ­დენს გლა­უ­კო­მის ად­რე­ულ ეტაპ­ზე დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბას და იძ­ლე­ვა დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას პა­ცი­ენ­ტის მხედ­ვე­ლო­ბის შე­სა­ხებ.

რა პა­რა­მეტ­რე­ბის შე­ფა­სე­ბით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი ად­რე­უ­ლი გლა­უ­კო­მის დად­გე­ნა?

და­ნად­გა­რი ზო­მავს მხედ­ვე­ლო­ბის სის­ტე­მის ელექტრო აქ­ტი­ვო­ბას, რაც აქამ­დე შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო სხვა ოფ­თალ­მო­ლო­გი­უ­რი დი­აგ­ნოს­ტი­კის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით. თვალ­ში მოხ­ვედ­რი­ლი სი­ნათ­ლე გარ­და­იქ­მნე­ბა ელექტრო­ე­ნერ­გი­ად და ოპ­ტი­კუ­რი ნერ­ვის გავ­ლით ხვდე­ბა ტვი­ნის იმ ნა­წილ­ში, რო­მე­ლიც მხედ­ვე­ლო­ბა­ზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. და­ნად­გა­რი ზო­მავს სიგ­ნა­ლის სიჩ­ქა­რეს და სიძ­ლი­ე­რეს მთე­ლი გზის მან­ძილ­ზე, რო­მელ­საც სი­ნათ­ლე გა­ივ­ლის. შე­სა­ბა­მი­სად, და­ნად­გა­რის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია დად­გინ­დეს რამ­დე­ნად მყა­რი კავ­ში­რია თვა­ლებ­სა და ტვინს შო­რის.

ეს ტექ­ნო­ლო­გია ხელ­საყ­რე­ლია მხედ­ვე­ლო­ბის სხვა­დას­ხვა დარ­ღვე­ვის და­სად­გე­ნად და მისი სა­შუ­ა­ლე­ბით უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლია და­ვაკ­ვირ­დეთ რო­გორც და­ა­ვა­დე­ბის პრო­ცე­სის დი­ნა­მი­კას, ასე­ვე მკურ­ნა­ლო­ბის კო­რე­ლა­ცი­ას.

კი­დევ რა უნდა ვი­ცო­დეთ გლა­უ­კო­მის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის შე­სა­ხებ?

გლა­უ­კო­მის გა­მოვ­ლე­ნა ად­რე­ულ და შორსწა­სულ სტა­დი­ებ­ზე, რო­გორც წესი სიძ­ნე­ლეს არ წარ­მო­ად­გენს და არ სა­ჭი­რო­ებს და­მა­ტე­ბი­თი კვლე­ვე­ბის დიდი მო­ცუ­ლო­ბით ჩა­ტა­რე­ბას, ვი­ნა­ი­დან ამ დროს არის გლა­უ­კო­მის პრო­ცე­სის კლი­ნი­კუ­რი ნიშ­ნე­ბის მა­ნი­ფეს­ტა­ცია. გლა­უ­კო­მის ად­რე­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კის მი­ზანს წარ­მო­ად­გენს გლა­უ­კო­მის გა­მოვ­ლე­ნა ატრო­ფი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბამ­დე მხედ­ვე­ლო­ბის ნერ­ვის დის­კო­ში, ბა­დუ­რა­ზე და ბა­დუ­რის გან­გლი­ურ უჯრე­დებ­ში.

თვალ­ში­და წნე­ვა წარ­მო­ად­გენს გლა­უ­კო­მის ოპ­ტი­კუ­რი ნე­ი­რო­პა­თი­ის მნიშ­ვნე­ლო­ვან რის­კის ფაქ­ტორს. თვალ­ში­და წნე­ვის დაქ­ვე­ი­თე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ამ­ცი­რებს გლა­უ­კო­მის გან­ვი­თა­რე­ბის და პროგ­რე­სი­რე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბას. მისი დაქ­ვე­ი­თე­ბა და მდგრა­დი ნორ­მა­ლი­ზა­ცია რჩე­ბა გლა­უ­კო­მის მკურ­ნა­ლო­ბის ერთ-ერთ ამო­ცა­ნად.

„ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ ოფ­თალ­მო­ლო­გი­ის ეროვ­ნულ ცენ­ტრში, ოფ­თალ­მო­ლოგ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ი­სა და კვლე­ვე­ბის­თვის ჩა­წე­რა შე­საძ­ლე­ბე­ლია ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ზე: 2 190 190. ინ­ფორ­მა­ცია სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სე­ბი­სა და ექი­მე­ბის შე­სა­ხებ ხელ­მი­საწ­ვდო­მია სა­იტ­ზე www.newhospitals.ge

გსურს მო­იხ­სნა სათ­ვა­ლე?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

გლაუკომის ადრეული დიაგნოსტირება უკვე შესაძლებელია - ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრს უახლესი ტექნოლოგია შეემატა

გლაუკომის ადრეული დიაგნოსტირება უკვე შესაძლებელია - ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრს უახლესი ტექნოლოგია შეემატა

მსოფლიო გლაუკომის კვირეულთან დაკავშირებით „ნიუ ჰოსპიტალსში“ უახლესი სადიაგნოსტიკო აპარატის, „დიოფსისის“ ელექტრორეტინოგრაფის პრეზენტაცია გაიმართა. მოხსენება წარადგინა ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის სასწავლო-სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელმა ოლეგ გოლოვაჩოვმა, რომელმაც გლაუკომის ადრეული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე შესაძლებლობების შესახებ ისაუბრა.

როგორც მედიცინის დოქტორი ოლეგ გოლოვაჩოვი განმარტავს, გლაუკომა არის ორივე თვალის ქრონიკული დაავადება, რომლისთვისაც დამახასიათებელია მუდმივი ან პერიოდული წნევის მომატება, მხედველობის ველის დამახასიათებელი ცვლილებები და მხედველობის ნერვის პროგრესული დისტროფია. იგი ხასიათდება ბადურას განგლიური უჯრედებისა და მათი აქსონების დაკარგვით. გლაუკომა აქტუალური პრობლემაა, რამდენადაც მან შესაძლოა გამოიწვიოს თვალში შეუქცევადი ცვლილებები მხედველობის მნიშვნელოვან დაქვეითებამდე და სიბრმავემდე. დაავადების დროული გამოვლინება კი დაავადების მართვის და მხედველობის ფუნქციის ხანგრძლივად შენარჩუნების საშუალებას იძლევა. ადრეულ სტადიაზე გლაუკომის დიაგნოსტირება აქამდე გართულებული იყო. ამიერიდან, ულტრათანამედროვე ელექტრორეტინოგრაფის, „დიოფსისის“ მეშვეობით შესაძლებელია დიაგნოზის დასმა განგლიურ უჯრედების აპოპტოზის განვითარების დაწყებით სტადიაზე ანუ - პრეგლაუკომის დიაგნოსტირება. აღნიშნული სადიაგნოსტიკო მოწყობილობა გლაუკომის ადრეულ ეტაპზე დადგენას შესაძლებელს ხდის და გლაუკომის რისკის მქონე პაციენტების აღმოჩენას მნიშვნელოვნად ამარტივებს. შესაბამისად, ზრდის გლაუკომის პრევენციის შესაძლებლობას.

ბატონო ოლეგ, რა არის „დიოფსისის“ ელექტრორეტინოგრაფი?

„დიოფსისის“ ელექტრორეტინოგრაფი გლაუკომის ადრეული დიაგნოსტირების ულტრათანამედროვე საშუალებას წარმოადგენს და „ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში უკვე ხელმისაწვდომია. ამ ტექნოლოგიის დანერგვასთან დაკავშირებით ნიუ ჰოსპიტალსს „დიოფსისის“ წარმომადგენელი მარკ დევისი ეწვია და სამედიცინო პერსონალს მნიშვნელოვანი კონსულტაცია გაუწია. ეს უახლესი ტექნოლოგია წარმატებით გამოიყენება ბადურის, მხედველობის ტრაქტის და თავის ტვინის დაავადებების დიაგნოსტირებისა და მართვის პროცესშიც.

ელექტრორეტინოგრაფია არის მხედველობის სადიაგნოსტიკო არაინვაზიური, თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ელექტრორეტინოგრაფიის საშუალებით ახდენს გლაუკომის ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირებას და იძლევა დეტალურ ინფორმაციას პაციენტის მხედველობის შესახებ.

რა პარამეტრების შეფასებით არის შესაძლებელი ადრეული გლაუკომის დადგენა?

დანადგარი ზომავს მხედველობის სისტემის ელექტრო აქტივობას, რაც აქამდე შეუძლებელი იყო სხვა ოფთალმოლოგიური დიაგნოსტიკის ტექნოლოგიებით. თვალში მოხვედრილი სინათლე გარდაიქმნება ელექტროენერგიად და ოპტიკური ნერვის გავლით ხვდება ტვინის იმ ნაწილში, რომელიც მხედველობაზეა პასუხისმგებელი. დანადგარი ზომავს სიგნალის სიჩქარეს და სიძლიერეს მთელი გზის მანძილზე, რომელსაც სინათლე გაივლის. შესაბამისად, დანადგარის საშუალებით შესაძლებელია დადგინდეს რამდენად მყარი კავშირია თვალებსა და ტვინს შორის.

ეს ტექნოლოგია ხელსაყრელია მხედველობის სხვადასხვა დარღვევის დასადგენად და მისი საშუალებით უკვე შესაძლებელია დავაკვირდეთ როგორც დაავადების პროცესის დინამიკას, ასევე მკურნალობის კორელაციას.

კიდევ რა უნდა ვიცოდეთ გლაუკომის დიაგნოსტირების შესახებ?

გლაუკომის გამოვლენა ადრეულ და შორსწასულ სტადიებზე, როგორც წესი სიძნელეს არ წარმოადგენს და არ საჭიროებს დამატებითი კვლევების დიდი მოცულობით ჩატარებას, ვინაიდან ამ დროს არის გლაუკომის პროცესის კლინიკური ნიშნების მანიფესტაცია. გლაუკომის ადრეული დიაგნოსტიკის მიზანს წარმოადგენს გლაუკომის გამოვლენა ატროფიული პროცესების განვითარებამდე მხედველობის ნერვის დისკოში, ბადურაზე და ბადურის განგლიურ უჯრედებში.

თვალშიდა წნევა წარმოადგენს გლაუკომის ოპტიკური ნეიროპათიის მნიშვნელოვან რისკის ფაქტორს. თვალშიდა წნევის დაქვეითება მნიშვნელოვნად ამცირებს გლაუკომის განვითარების და პროგრესირების საშიშროებას. მისი დაქვეითება და მდგრადი ნორმალიზაცია რჩება გლაუკომის მკურნალობის ერთ-ერთ ამოცანად.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში, ოფთალმოლოგთან კონსულტაციისა და კვლევებისთვის ჩაწერა შესაძლებელია ტელეფონის ნომერზე: 2 190 190. ინფორმაცია სამედიცინო სერვისებისა და ექიმების შესახებ ხელმისაწვდომია საიტზე www.newhospitals.ge

გსურს მოიხსნა სათვალე?

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი