პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გერმანული სოფლების ისტორია საქართველოში - სად იყო პირველი გერმანული დასახლებები და ვინ იყვნენ შვაბები
გერმანული სოფლების ისტორია საქართველოში - სად იყო პირველი გერმანული დასახლებები და ვინ იყვნენ შვაბები

"ვი­ზენ­დორ­ფი" , "შტა­ინ­ფელ­დი" - დღე­საც ალ­ბათ ბევ­რს ეს სოფ­ლე­ბი გერ­მა­ნი­ა­ში ჰგო­ნია და არა ქვე­მო ქარ­თლში... თუ რო­გორ და­ი­წყო გერ­მა­ნუ­ლი და­სახ­ლე­ბე­ბის ის­ტო­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში, ამის შე­სა­ხებ ცნო­ბებს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო გვაწ­ვდის.

გერ­მა­ნი­ი­ის ფე­დე­რა­ცი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ, სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრომ და სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ გა­მოს­ცეს წიგ­ნი "გერ­მა­ნუ­ლი და­სახ­ლე­ბე­ბი და არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში" (ავ­ტო­რი: ნეს­ტან თა­თა­რაშ­ვი­ლი). წიგნ­ში ამომ­წუ­რა­ვად არის ინ­ფორ­მა­ცია გერ­მა­ნუ­ლი და­სახ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ, სა­ი­და­ნაც ამო­ნა­რი­დებს AMBEBI.GE-ს მკი­თხველს გა­ვაც­ნობთ. გერ­მა­ნუ­ლი და­სახ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ გვე­საბ­რე­ბა კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს იუ­ნეს­კო­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი - მა­ნა­ნა ვარ­ძე­ლაშ­ვი­ლი. სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სახ­ლე­ბუ­ლი გერ­მა­ნე­ლე­ბი ვურ­თემბგერ­გე­ლი შვა­ბე­ბი იყ­ვნენ. მათი მიგ­რა­ცია რამ­დე­ნი­მე არ­სე­ბი­თი მი­ზე­ზით იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, რაც უშუ­ა­ლო კავ­შირ­ში იყო ვურ­თემ­ბერ­გში არ­სე­ბულ მძი­მე სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კურ ვი­თა­რე­ბას­თან და რე­ლი­გი­ურ პრობ­ლე­მებ­თან.

პირ­ვე­ლი გერ­მა­ნე­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში 1817 წელს ჩა­მო­ვიდ­ნენ

თუმ­ცა რუ­სე­თის იმ­პე­რი­ულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უცხო­ელ­თა ჩა­მო­სახ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს და­პყრო­ბის­თა­ნა­ვე ჰქონ­და გა­და­წყვე­ტი­ლი. 1801 წელს, როცა სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა რუ­სეთ­მა უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ა­უქ­მა და ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა მისი რი­გი­თი გუ­ბერ­ნია გახ­და - იმ­პე­რა­ტო­რი ალექ­სან­დრე პირ­ვე­ლი 12 სექ­ტემ­ბრის მა­ნი­ფეს­ტში წერ­და, რომ "გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ექ­ცეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ქრის­ტი­ა­ნე­ბის ჩა­მო­სახ­ლე­ბას და წა­სა­ხა­ლი­სებ­ლად მათ­თვის საკ­მა­რი­სი მი­წე­ბის გა­მო­ყო­ფას".

მა­ნა­ნა ვარ­ძე­ლაშ­ვი­ლი:

- გერ­მა­ნუ­ლი და­სახ­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში 1817 წლი­დან ჩნდე­ბა, რო­დე­საც იმ­პე­რა­ტორ­მა გა­და­წყვი­ტა, რომ კო­ლო­ნი­ე­ბი ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში გად­მო­ე­სახ­ლე­ბი­ნა. პირ­ვე­ლი და­სახ­ლე­ბა თბი­ლის­ში გაჩ­ნდა, შემ­დეგ ბოლ­ნის­ში. რამ­დე­ნი­მე ტალ­ღად იყო გად­მო­სახ­ლე­ბა და შემ­დე­გი და­სახ­ლე­ბა ჩნდე­ბა ასუ­რეთ­ში. გერ­მა­ნე­ლე­ბი გამ­რავ­ლდნენ და რუ­სე­თის იმ­პე­რა­ტორს მი­მარ­თეს, მათ­თვის თა­ვი­სუ­ფა­ლი მიწა გა­მო­ე­ყო. დმა­ნის­ში ჩნდე­ბა შემ­დე­გი და­სახ­ლე­ბა, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნად გერ­მა­ნე­ლე­ბის მიერ და­არ­სე­ბუ­ლი და გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბუ­ლია.

რუ­სე­თის იმ­პე­რი­ა­ში მე-18 სა­უ­კუ­ნი­დან ჩა­მო­სახ­ლე­ბულ უცხო­ე­ლებს - "კო­ლო­ნის­ტებს" უწო­დებ­დნენ. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ხელს - "კო­ლო­ნია", რო­გორც ეს იმ­პე­რი­უ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ წყა­რო­ებ­შია ნახ­სე­ნე­ბი - სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში ის პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარმ­მარ­თე­ბელ­მა, გე­ნე­რალ­მა ნი­კო­ლაი რტიშ­ჩევ­მა ახ­სე­ნა 1814 წელს, როცა იმ­პე­რა­ტორს გა­უგ­ზავ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი რუკა და მო­ახ­სე­ნა, რომ ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კი­სა და მე­ურ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით, სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბო­და, თუ მო­იწ­ვევ­დნენ იმ უცხო­ე­ლებს, რომ­ლე­ბიც სამ­შობ­ლო­ში მი­წის ნაკ­ლე­ბო­ბას გა­ნიც­დი­ან და სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ა­არ­სებ­დნენ კო­ლო­ნი­ებს.

- რამ­დე­ნად ბევ­რი იყ­ვნენ გერ­მა­ნე­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- საკ­მა­ოდ ბევ­რი კო­ლო­ნია იყო. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ასე­თი­ვე გად­მო­სახ­ლე­ბე­ბი იყო პო­ლო­ნე­თი­და­ნაც, ისი­ნიც თით­ქოს ერ­თად სახ­ლდე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ მათ ად­გი­ლობ­რივ მა­ცხოვ­რებ­ლებ­თან ასი­მი­ლა­ცია გა­ნი­ცა­დეს. გერ­მა­ნე­ლე­ბი თა­ნამ­შრომ­ლობ­დნენ, კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი იყ­ვნენ ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის მი­მართ, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ იზო­ლი­რე­ბუ­ლად დარ­ჩნენ. ქარ­თულ-გერ­მა­ნუ­ლი ოჯა­ხე­ბის აღ­რე­ვის ბევ­რი ფაქ­ტი არ ყო­ფი­ლა. "თა­ვი­ანთ და­სახ­ლე­ბას გერ­მა­ნე­ლებ­მა დე­დო­ფალ მა­რია ფო­დო­რეს ასუ­ლის პა­ტივ­სა­ცე­მად, რო­მე­ლიც იმ­პე­რა­ტორ ალექ­სან­დრე პირ­ვე­ლის დედა და ვურ­თემ­ბერ­გის მე­ფის, ფრიდ­რიხ პირ­ვე­ლის და იყო - მა­რი­ენ­ფელ­დი და­არ­ქვეს. ეს იყო პირ­ვე­ლი გერ­მა­ნუ­ლი და­სახ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და ზო­გა­დად, ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში, სა­დაც შვა­ბე­ბი დამ­კვიდ­რდნენ.

მათ მთავ­რო­ბის ხარ­ჯით აუ­შე­ნეს ჩა­ლით გა­და­ხუ­რუ­ლი 16 ქვის ფარ­თო სახ­ლი, თი­თო­ე­უ­ლი - ორი ოჯა­ხის­თვის იყო გან­კუთ­ვნი­ლი. ჩა­მო­სუ­ლე­ბის­თვის პირ­ვე­ლი სახ­ნავ-სა­თე­სი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ად­გი­ლობ­რივ­მა გლე­ხებ­მა შე­ას­რუ­ლეს, მთავ­რო­ბის მიერ მი­ცე­მუ­ლი სა­თეს­ლე მა­სა­ლით. გერ­მა­ნელ­თა ჩა­მოს­ვლა გრძელ­დე­ბო­და შემ­დეგ წლებ­შიც. 1842 წელს, აბას­თუ­მან­თან და­არ­სდა კო­ლო­ნია ფრო­ი­დენ­ტა­ლი, რო­მე­ლიც 1848 წელს მა­რი­ენ­ფელ­დი­სა და პე­ტერსდორ­ფის სი­ახ­ლო­ვეს გა­და­ი­ტა­ნეს. 1850 წელს თბი­ლის­თან ახ­ლოს, მდი­ნა­რე ლო­ჭი­ნის სი­ახ­ლო­ვეს სტავ­რო­პო­ლი­დან, კო­ლო­ნია იო­ჰა­ნეს­დორ­ფი­დან ჩა­მო­სუ­ლი 9 გერ­მა­ნუ­ლი ოჯა­ხი და­ა­სახ­ლეს, თუმ­ცა 1854 წელს, სხვა­დას­ხვა მი­ზეზ­თა გამო, გერ­მა­ნე­ლე­ბი კვლავ სტავ­რო­პოლ­ში დაბ­რუნ­დნენ.

მე-19 სა­უ­კუ­ნის 30-იანი წლე­ბი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ცალ­კე­ულ გერ­მა­ნელ­თა ჩა­მოს­ვლაც გახ­შირ­და. ეკო­ნო­მი­კუ­რად უკვე მო­ღო­ნი­ე­რე­ბუ­ლი კო­ლო­ნის­ტე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სხვებ­საც ხელ­საყ­რე­ლი და­საქ­მე­ბის იმედს აძ­ლევ­და. მა­გა­ლი­თად, 1837 წელს ბა­დე­ნი­დან ჩა­მო­სულ­მა გერ­მა­ნელ­მა იო­ჰან ზა­ი­ბერ­ტმა სას­ტუმ­რო გახ­სნა დუ­შეთ­ში.

1846 წელს თბი­ლის­ში ჩა­მო­სუ­ლი 60 ხე­ლოს­ნის ეთ­ნი­კუ­რი შე­მად­გენ­ლო­ბა და­უ­ზუს­ტე­ბე­ლია, მაგ­რამ, სა­ვა­რა­უ­დოდ, მათ­ში გერ­მა­ნე­ლე­ბიც იქ­ნე­ბოდ­ნენ. ხში­რი იყო თა­ვი­სი სურ­ვი­ლით ცალ­კე­უ­ლი გერ­მა­ნე­ლე­ბის ჩა­მოს­ვლაც. ბევ­რის კვა­ლი დღეს უკვე და­კარ­გუ­ლია, თუმ­ცა ზო­გი­ერ­თის ამ­ბავს მათი შთა­მო­მავ­ლე­ბის მო­გო­ნე­ბე­ბის წყა­ლო­ბით ვეც­ნო­ბით. ასე­თია, მა­გა­ლი­თად, კლა­რა კო­პ­ფის მო­გო­ნე­ბე­ბი სა­კუ­თარ ოჯახ­ზე, რო­მელ­საც სა­მუ­შა­ოს სა­ძებ­ნე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სულ­მა ორმა გერ­მა­ნელ­მა და­უ­დო სა­თა­ვე. კლა­რას დიდი პა­პე­ბი­დან ერთი, გე­ორგ კო­პ­ფი, 1850 წელს ჩა­მო­ვი­და თბი­ლის­ში და ცნო­ბი­ლი კონ­დი­ტე­რი გახ­და, მე­ო­რე - გო­ტფ­რიდ შულ­ცე, 1856 წელს ჩა­სუ­ლა კა­ხეთ­ში და ჯერ თა­ვად ალექ­სან­დრე ჭავ­ჭა­ვა­ძის ვე­ნა­ხე­ბის ზე­დამ­ხედ­ვე­ლი იყო, შემ­დეგ კი 40 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მისი სი­ძის, ბა­რონ ნი­კო­ლა­ის, ბე­თა­ნი­ის მა­მულს მარ­თავ­და.

1817 წელს და­არ­სე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი გერ­მა­ნუ­ლი და­სახ­ლე­ბის, მა­რი­ენ­ფელ­დის გარ­და, 1820 წელს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ხუთი გერ­მა­ნუ­ლი კო­ლო­ნია იყო: ნოი-ტიფ­ლი­სი, ალექ­სან­დერსდორ­ფი, კა­ტა­რი­ნენ­ფელ­დი, ელი­ზა­ბეტ­თა­ლი და პე­ტერსდორ­ფი; დღე­ვან­დე­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კი ორი - ჰე­ლე­ნენ­დორ­ფი და ანენ­ფელ­დი. ეს და­სახ­ლე­ბე­ბი აღ­ნიშ­ნუ­ლია რუ­სე­თი­სა და აგ­რეთ­ვე სხვა ქვეყ­ნე­ბის მიერ გა­მო­ცე­მულ მა­შინ­დელ რუ­კებ­ზე, მაგ­რამ მათ შო­რის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო ი. გრეს­ლის 1856 წლის რუ­კაა, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს გერ­მა­ნუ­ლი კო­ლო­ნი­ე­ბი ავ­თენ­ტუ­რი და­სა­ხე­ლე­ბით და თან ყვე­ლა­ზე ზუს­ტი მდე­ბა­რე­ო­ბით არის მო­ნიშ­ნუ­ლი. გერ­მა­ნულ და­სახ­ლე­ბებს ჯერ "სა­ქარ­თვე­ლოს გერ­მა­ნულ კო­ლო­ნი­ებს" უწო­დებ­დნენ, 1848 წლი­დან კი - "ამი­ერ­კავ­კა­სი­ის გერ­მა­ნულ კო­ლო­ნი­ებს".

***

მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში, რეპ­რე­სი­უ­ლი მთავ­რო­ბის ბრძა­ნე­ბით, გერ­მა­ნე­ლე­ბი შუა აზი­ა­ში გა­ა­სახ­ლეს. დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, 1990-იანი წლე­ბი­დან გაღ­ვივ­და გერ­მა­ნელ­თა ინ­ტე­რე­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბი­სა. გვაქვს სა­ქარ­თვე­ლო­ში ოდეს­ღაც აქ მცხოვ­რე­ბი გერ­მა­ნე­ლი შთა­მო­მავ­ლე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის მა­გა­ლი­თე­ბი. ერ­თერ­თმა გერ­მა­ნელ­მა ასუ­რეთ­ში შე­ი­ძი­ნა გერ­მა­ნუ­ლი ტი­პის სახ­ლი, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ჩა­უ­ტა­რა მას და დღეს ევ­რო­პუ­ლი ტი­პის, სა­ავ­ტო­რო ღვი­ნოს უშ­ვებს. ასე­ვე ბოლ­ნის­ში არის გერ­მა­ნელ­თა შთა­მო­მავ­ლე­ბის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გერ­მა­ნუ­ლი წის­ქვი­ლი, რომ­ლის სივ­რცეც ხში­რად ეთ­მო­ბა ქარ­თულ-გერ­მა­ნულ ფო­რუ­მებს.

ჩვე­ნი პრო­ექ­ტი სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და და მო­ი­ცავ­და არა მხო­ლოდ და­სახ­ლე­ბებს, არა­მედ ცალ­კე­ულ შე­ნო­ბებ­საც, რომ­ლე­ბიც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით გვხვდე­ბა. ჩვე­ნი მი­ზა­ნი იყო, აღგ­ვე­ნუს­ხა და შეგ­ვეს­წავ­ლა ჩვე­ნი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი მემ­კვიდ­რე­ო­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სა­გან­ძუ­რი: შე­ნო­ბე­ბი, და­სახ­ლე­ბე­ბის გა­მორ­ჩე­უ­ლი სტრუქ­ტუ­რა, ტრა­დი­ცი­ე­ბი, მო­მა­ვალ­ში მათი ეტა­პობ­რი­ვი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის მიზ­ნით. სა­მეც­ნი­ე­რო-პო­პუ­ლა­რუ­ლი სა­მე­ნო­ვა­ნი გა­მო­ცე­მით გვაქვს სურ­ვი­ლი ხელი შე­უ­წყოთ მის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე მის სა­ზღვრებს გა­რეთ, ასე­ვე გვინ­და, და­ვა­ინ­ტე­რე­სოთ გერ­მა­ნე­ლე­ბი ამ ის­ტო­რი­ულ და­სახ­ლე­ბებ­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­თა და სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი კავ­ში­რე­ბის აღ­დგე­ნით. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მოხ­დეს არა მხო­ლოდ "უსუ­ლო" შე­ნო­ბე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, არა­მედ, ისე­ვე რო­გორც ორი სა­უ­კუ­ნის წინ, ში­ნა­არ­სით და­იტ­ვირ­თოს და აღ­დგეს ტრა­დი­ცუ­ლი წარ­მო­ე­ბე­ბი, ისევ გა­იხ­სნას გერ­მა­ნუ­ლი სკო­ლე­ბი/კულ­ტუ­რის სახ­ლე­ბი, სა­დაც ად­გი­ლობ­რივ ახალ­გაზ­რდებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მათ შე­ის­წავ­ლონ გერ­მა­ნუ­ლი ენა და ეზი­ა­რონ ევ­რო­პულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს. ყო­ვე­ლი­ვე ეს ხელს შე­უ­წყობს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის გზით ჩვე­ნი სოფ­ლე­ბის აღორ­ძი­ნე­ბას და მათ ეკო­ნო­მი­კურ კე­თილ­დღე­ო­ბას.

"... მე-19 სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რულს წერა-კი­თხვის მცოდ­ნე გერ­მა­ნე­ლე­ბი პრო­ცენ­ტუ­ლად მო­წი­ნა­ვე ად­გილს იკა­ვებ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა­ში. რო­გორც ყვე­ლა სხვა სა­ჭირ­ბო­რო­ტო ამ­ბა­ვი, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძეს (1837-1907), უდი­დეს ქარ­თველ მოღ­ვა­წეს, არც ეს ამ­ბა­ვი დარ­ჩე­ნია უყუ­რა­დღე­ბოდ: "გერ­მა­ნელს და სხვას მი­სებრ მიხ­ვედ­რილს კაცს ცოდ­ნა და სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბა სამ­კა­უ­ლად კი არა აქვს მიჩ­ნე­უ­ლი, იგი ცოდ­ნა­სა და გა­ნათ­ლე­ბას უყუ­რებს, რო­გორც აუ­ცი­ლე­ბელს სა­ჭი­რო­ე­ბას, რო­გორც არ­სე­ბითს პურ­სა… გერ­მა­ნელ­მა იცის, რომ შვი­ლის კა­ცად გა­მოს­ვლა, მა­ძღრად ყოფ­ნა და უტ­კივ­რად რჩე­ნა სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი..."

დღეს ყვე­ლა და­სახ­ლე­ბას ქარ­თუ­ლი სა­ხე­ლე­ბი აქვს. ჩვენ ინ­ვენ­ტა­რი­ზა­ცი­ის პე­რი­ოდ­ში და­სახ­ლე­ბებს, სიმ­ბო­ლუ­რად, გერ­მა­ნუ­ლი სა­ხე­ლე­ბი და­ვუბ­რუ­ნეთ. ტუ­რის­ტუ­ლი მა­ნიშ­ნებ­ლე­ბი არის ახ­ლან­დე­ლიც და გერ­მა­ნელ­თა მიერ დარ­ქმე­უ­ლი სა­ხელ­წო­დე­ბე­ბი­საც. ეს მეტ ტუ­რის­ტულ მი­ზი­დუ­ლო­ბას სძენს ამ არე­ალს. ასუ­რე­თის მთა­ვარ ქუ­ჩას ბოლო დრომ­დე სტა­ლი­ნის ქუჩა ეწო­დე­ბო­და. ქარ­თულ-გერ­მა­ნუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის, გერ­მა­ნელ­თა ორა­სი წლის ჩა­მო­სახ­ლე­ბის თა­რი­ღის აღ­სა­ნიშ­ნად, 2017 წელს სტა­ლი­ნის ქუ­ჩას სა­ხე­ლი გა­და­ერ­ქვა და - შვა­ბე­ბის ქუჩა და­ერ­ქვა... ძა­ლი­ან გვინ­და თრი­ა­ლეთ­ში არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლის ქარ­ხა­ნა არა მხო­ლოდ არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლად აღ­დგეს, არა­მედ გა­ნახ­ლდეს ტრა­დი­ცი­უ­ლი, გერ­მა­ნუ­ლი ყვე­ლის წარ­მო­ე­ბა. მა­შინ, რო­დე­საც, რე­გი­ო­ნა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა სა­ხელ­მწი­ფოს მთა­ვარ პრი­ო­რი­ტეტს წარ­მო­ად­გენს, ასე­თი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის რე­სურ­სე­ბი, სა­თა­ნა­დო დაც­ვი­სა და წარ­მო­ჩი­ნე­ბის, ასე­ვე და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ქმნის ქვეყ­ნის მდგრა­დი ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მთა­ვარ ქვა­კუ­თხედს.

ნიკა ან­თი­ძე, კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლი:

- ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში გერ­მა­ნუ­ლი და­სახ­ლე­ბე­ბი არ­სე­ბობ­და, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია! გერ­მა­ნე­ლებ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში უზარ­მა­ზა­რი კულ­ტუ­რა შექ­მნეს! ეს გან­სა­კუთ­რე­ბით იგ­რძნო­ბო­და ქვე­მო ქარ­თლში, სა­დაც მათი და­სახ­ლე­ბე­ბი იყო თავ­მოყ­რი­ლი. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ასუ­რეთ­ში მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის ბო­ლომ­დე იყო შე­მორ­ჩე­ნი­ლი გერ­მა­ნე­ლე­ბის მიერ გაყ­ვა­ნი­ლი ტრამ­ვა­ის ხაზი. მათ ბევ­რი რამ გა­ნა­ვი­თა­რეს და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო მათი ყოფ­ნა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში!

სოსო შარვაძე
0

საინტერესოა როგორ ცხოვრობდნენ ეკონომიური თვალსაზრისით რიგითი გერმანელები აქ დაარსებულ სოფლებში. 

ავტორი:

გერმანული სოფლების ისტორია საქართველოში - სად იყო პირველი გერმანული დასახლებები და ვინ იყვნენ შვაბები

გერმანული სოფლების ისტორია საქართველოში - სად იყო პირველი გერმანული დასახლებები და ვინ იყვნენ შვაბები

"ვიზენდორფი" , "შტაინფელდი" - დღესაც ალბათ ბევრს ეს სოფლები გერმანიაში ჰგონია და არა ქვემო ქართლში... თუ როგორ დაიწყო გერმანული დასახლებების ისტორია საქართველოში, ამის შესახებ ცნობებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გვაწვდის.

გერმანიიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტრომ და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გამოსცეს წიგნი "გერმანული დასახლებები და არქიტექტურული მემკვიდრეობა საქართველოში" (ავტორი: ნესტან თათარაშვილი). წიგნში ამომწურავად არის ინფორმაცია გერმანული დასახლებების შესახებ, საიდანაც ამონარიდებს AMBEBI.GE-ს მკითხველს გავაცნობთ. გერმანული დასახლებების შესახებ გვესაბრება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იუნესკოსა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი - მანანა ვარძელაშვილი. საქართველოში ჩამოსახლებული გერმანელები ვურთემბგერგელი შვაბები იყვნენ. მათი მიგრაცია რამდენიმე არსებითი მიზეზით იყო განპირობებული, რაც უშუალო კავშირში იყო ვურთემბერგში არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებასთან და რელიგიურ პრობლემებთან.

პირველი გერმანელები საქართველოში 1817 წელს ჩამოვიდნენ

თუმცა რუსეთის იმპერიულ ხელისუფლებას უცხოელთა ჩამოსახლება საქართველოს დაპყრობისთანავე ჰქონდა გადაწყვეტილი. 1801 წელს, როცა საქართველოს სამეფო ხელისუფლება და დამოუკიდებლობა რუსეთმა უკვე ოფიციალურად გააუქმა და ჩვენი ქვეყანა მისი რიგითი გუბერნია გახდა - იმპერატორი ალექსანდრე პირველი 12 სექტემბრის მანიფესტში წერდა, რომ "განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საქართველოში ქრისტიანების ჩამოსახლებას და წასახალისებლად მათთვის საკმარისი მიწების გამოყოფას".

მანანა ვარძელაშვილი:

- გერმანული დასახლებები საქართველოში 1817 წლიდან ჩნდება, როდესაც იმპერატორმა გადაწყვიტა, რომ კოლონიები ამიერკავკასიაში გადმოესახლებინა. პირველი დასახლება თბილისში გაჩნდა, შემდეგ ბოლნისში. რამდენიმე ტალღად იყო გადმოსახლება და შემდეგი დასახლება ჩნდება ასურეთში. გერმანელები გამრავლდნენ და რუსეთის იმპერატორს მიმართეს, მათთვის თავისუფალი მიწა გამოეყო. დმანისში ჩნდება შემდეგი დასახლება, რომელიც მთლიანად გერმანელების მიერ დაარსებული და განაშენიანებულია.

რუსეთის იმპერიაში მე-18 საუკუნიდან ჩამოსახლებულ უცხოელებს - "კოლონისტებს" უწოდებდნენ. რაც შეეხება სახელს - "კოლონია", როგორც ეს იმპერიული ხელისუფლების ოფიციალურ წყაროებშია ნახსენები - საქართველოსთან მიმართებაში ის პირველად საქართველოს მთავარმმართებელმა, გენერალმა ნიკოლაი რტიშჩევმა ახსენა 1814 წელს, როცა იმპერატორს გაუგზავნა საქართველოს გენერალური რუკა და მოახსენა, რომ ქვეყნის ეკონომიკისა და მეურნეობის განვითარების მიზნით, სასარგებლო იქნებოდა, თუ მოიწვევდნენ იმ უცხოელებს, რომლებიც სამშობლოში მიწის ნაკლებობას განიცდიან და საქართველოში დააარსებდნენ კოლონიებს.

- რამდენად ბევრი იყვნენ გერმანელები საქართველოში?

- საკმაოდ ბევრი კოლონია იყო. საინტერესოა, რომ ასეთივე გადმოსახლებები იყო პოლონეთიდანაც, ისინიც თითქოს ერთად სახლდებოდნენ, მაგრამ მათ ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ასიმილაცია განიცადეს. გერმანელები თანამშრომლობდნენ, კეთილგანწყობილი იყვნენ ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ იზოლირებულად დარჩნენ. ქართულ-გერმანული ოჯახების აღრევის ბევრი ფაქტი არ ყოფილა. "თავიანთ დასახლებას გერმანელებმა დედოფალ მარია ფოდორეს ასულის პატივსაცემად, რომელიც იმპერატორ ალექსანდრე პირველის დედა და ვურთემბერგის მეფის, ფრიდრიხ პირველის და იყო - მარიენფელდი დაარქვეს. ეს იყო პირველი გერმანული დასახლება საქართველოში და ზოგადად, ამიერკავკასიაში, სადაც შვაბები დამკვიდრდნენ.

მათ მთავრობის ხარჯით აუშენეს ჩალით გადახურული 16 ქვის ფართო სახლი, თითოეული - ორი ოჯახისთვის იყო განკუთვნილი. ჩამოსულებისთვის პირველი სახნავ-სათესი სამუშაოები ადგილობრივმა გლეხებმა შეასრულეს, მთავრობის მიერ მიცემული სათესლე მასალით. გერმანელთა ჩამოსვლა გრძელდებოდა შემდეგ წლებშიც. 1842 წელს, აბასთუმანთან დაარსდა კოლონია ფროიდენტალი, რომელიც 1848 წელს მარიენფელდისა და პეტერსდორფის სიახლოვეს გადაიტანეს. 1850 წელს თბილისთან ახლოს, მდინარე ლოჭინის სიახლოვეს სტავროპოლიდან, კოლონია იოჰანესდორფიდან ჩამოსული 9 გერმანული ოჯახი დაასახლეს, თუმცა 1854 წელს, სხვადასხვა მიზეზთა გამო, გერმანელები კვლავ სტავროპოლში დაბრუნდნენ.

მე-19 საუკუნის 30-იანი წლებიდან საქართველოში ცალკეულ გერმანელთა ჩამოსვლაც გახშირდა. ეკონომიკურად უკვე მოღონიერებული კოლონისტების მდგომარეობა სხვებსაც ხელსაყრელი დასაქმების იმედს აძლევდა. მაგალითად, 1837 წელს ბადენიდან ჩამოსულმა გერმანელმა იოჰან ზაიბერტმა სასტუმრო გახსნა დუშეთში.

1846 წელს თბილისში ჩამოსული 60 ხელოსნის ეთნიკური შემადგენლობა დაუზუსტებელია, მაგრამ, სავარაუდოდ, მათში გერმანელებიც იქნებოდნენ. ხშირი იყო თავისი სურვილით ცალკეული გერმანელების ჩამოსვლაც. ბევრის კვალი დღეს უკვე დაკარგულია, თუმცა ზოგიერთის ამბავს მათი შთამომავლების მოგონებების წყალობით ვეცნობით. ასეთია, მაგალითად, კლარა კოპფის მოგონებები საკუთარ ოჯახზე, რომელსაც სამუშაოს საძებნელად საქართველოში ჩამოსულმა ორმა გერმანელმა დაუდო სათავე. კლარას დიდი პაპებიდან ერთი, გეორგ კოპფი, 1850 წელს ჩამოვიდა თბილისში და ცნობილი კონდიტერი გახდა, მეორე - გოტფრიდ შულცე, 1856 წელს ჩასულა კახეთში და ჯერ თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის ვენახების ზედამხედველი იყო, შემდეგ კი 40 წლის განმავლობაში მისი სიძის, ბარონ ნიკოლაის, ბეთანიის მამულს მართავდა.

1817 წელს დაარსებული პირველი გერმანული დასახლების, მარიენფელდის გარდა, 1820 წელს საქართველოს ტერიტორიაზე ხუთი გერმანული კოლონია იყო: ნოი-ტიფლისი, ალექსანდერსდორფი, კატარინენფელდი, ელიზაბეტთალი და პეტერსდორფი; დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე კი ორი - ჰელენენდორფი და ანენფელდი. ეს დასახლებები აღნიშნულია რუსეთისა და აგრეთვე სხვა ქვეყნების მიერ გამოცემულ მაშინდელ რუკებზე, მაგრამ მათ შორის ერთ-ერთი საუკეთესო ი. გრესლის 1856 წლის რუკაა, სადაც საქართველოს გერმანული კოლონიები ავთენტური დასახელებით და თან ყველაზე ზუსტი მდებარეობით არის მონიშნული. გერმანულ დასახლებებს ჯერ "საქართველოს გერმანულ კოლონიებს" უწოდებდნენ, 1848 წლიდან კი - "ამიერკავკასიის გერმანულ კოლონიებს".

***

მეოცე საუკუნის დასაწყისში, რეპრესიული მთავრობის ბრძანებით, გერმანელები შუა აზიაში გაასახლეს. დემოკრატიული სახელმწიფოს დაბრუნების შემდეგ, 1990-იანი წლებიდან გაღვივდა გერმანელთა ინტერესი საქართველოში დაბრუნებისა. გვაქვს საქართველოში ოდესღაც აქ მცხოვრები გერმანელი შთამომავლების საქართველოში დაბრუნების მაგალითები. ერთერთმა გერმანელმა ასურეთში შეიძინა გერმანული ტიპის სახლი, რეაბილიტაცია ჩაუტარა მას და დღეს ევროპული ტიპის, საავტორო ღვინოს უშვებს. ასევე ბოლნისში არის გერმანელთა შთამომავლების მიერ გაკეთებული გერმანული წისქვილი, რომლის სივრცეც ხშირად ეთმობა ქართულ-გერმანულ ფორუმებს.

ჩვენი პროექტი სამი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა და მოიცავდა არა მხოლოდ დასახლებებს, არამედ ცალკეულ შენობებსაც, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით გვხვდება. ჩვენი მიზანი იყო, აღგვენუსხა და შეგვესწავლა ჩვენი მრავალფეროვანი მემკვიდრეობის განსაკუთრებული, განსხვავებული საგანძური: შენობები, დასახლებების გამორჩეული სტრუქტურა, ტრადიციები, მომავალში მათი ეტაპობრივი რეაბილიტაციის მიზნით. სამეცნიერო-პოპულარული სამენოვანი გამოცემით გვაქვს სურვილი ხელი შეუწყოთ მის პოპულარიზაციას როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ, ასევე გვინდა, დავაინტერესოთ გერმანელები ამ ისტორიულ დასახლებებში ინვესტიციების განხორციელებითა და საუკუნოვანი კავშირების აღდგენით. მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს არა მხოლოდ "უსულო" შენობების რეაბილიტაცია, არამედ, ისევე როგორც ორი საუკუნის წინ, შინაარსით დაიტვირთოს და აღდგეს ტრადიცული წარმოებები, ისევ გაიხსნას გერმანული სკოლები/კულტურის სახლები, სადაც ადგილობრივ ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცემათ შეისწავლონ გერმანული ენა და ეზიარონ ევროპულ ღირებულებებს. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს კულტურული მემკვიდრეობის გზით ჩვენი სოფლების აღორძინებას და მათ ეკონომიკურ კეთილდღეობას.

"... მე-19 საუკუნის მიწურულს წერა-კითხვის მცოდნე გერმანელები პროცენტულად მოწინავე ადგილს იკავებდნენ საქართველოს მოსახლეობაში. როგორც ყველა სხვა საჭირბოროტო ამბავი, ილია ჭავჭავაძეს (1837-1907), უდიდეს ქართველ მოღვაწეს, არც ეს ამბავი დარჩენია უყურადღებოდ: "გერმანელს და სხვას მისებრ მიხვედრილს კაცს ცოდნა და სწავლა-განათლება სამკაულად კი არა აქვს მიჩნეული, იგი ცოდნასა და განათლებას უყურებს, როგორც აუცილებელს საჭიროებას, როგორც არსებითს პურსა… გერმანელმა იცის, რომ შვილის კაცად გამოსვლა, მაძღრად ყოფნა და უტკივრად რჩენა სწავლა-განათლებაზეა დამოკიდებული..."

დღეს ყველა დასახლებას ქართული სახელები აქვს. ჩვენ ინვენტარიზაციის პერიოდში დასახლებებს, სიმბოლურად, გერმანული სახელები დავუბრუნეთ. ტურისტული მანიშნებლები არის ახლანდელიც და გერმანელთა მიერ დარქმეული სახელწოდებებისაც. ეს მეტ ტურისტულ მიზიდულობას სძენს ამ არეალს. ასურეთის მთავარ ქუჩას ბოლო დრომდე სტალინის ქუჩა ეწოდებოდა. ქართულ-გერმანული ურთიერთობების, გერმანელთა ორასი წლის ჩამოსახლების თარიღის აღსანიშნად, 2017 წელს სტალინის ქუჩას სახელი გადაერქვა და - შვაბების ქუჩა დაერქვა... ძალიან გვინდა თრიალეთში არსებული ყველის ქარხანა არა მხოლოდ არქიტექტურულად აღდგეს, არამედ განახლდეს ტრადიციული, გერმანული ყველის წარმოება. მაშინ, როდესაც, რეგიონალური განვითარების ხელშეწყობა სახელმწიფოს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, ასეთი განსხვავებული კულტურული მემკვიდრეობის რესურსები, სათანადო დაცვისა და წარმოჩინების, ასევე დაბალანსებული გამოყენების შემთხვევაში, ქმნის ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარების მთავარ ქვაკუთხედს.

ნიკა ანთიძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი:

- ის, რომ საქართველოში გერმანული დასახლებები არსებობდა, უმნიშვნელოვანესია! გერმანელებმა საქართველოში უზარმაზარი კულტურა შექმნეს! ეს განსაკუთრებით იგრძნობოდა ქვემო ქართლში, სადაც მათი დასახლებები იყო თავმოყრილი. წარმოიდგინეთ, ასურეთში მეოცე საუკუნის ბოლომდე იყო შემორჩენილი გერმანელების მიერ გაყვანილი ტრამვაის ხაზი. მათ ბევრი რამ განავითარეს და ძალიან მნიშვნელოვანი იყო მათი ყოფნა ჩვენს ქვეყანაში!