პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა გზებს მიმართავენ სამშენებლო კომპანიები, იპოთეკური სესხების გაცემის გამკაცრების შემდეგ, რომ ბინების გაყიდვები არ შემცირდეს
რა გზებს მიმართავენ სამშენებლო კომპანიები, იპოთეკური სესხების გაცემის გამკაცრების შემდეგ, რომ ბინების გაყიდვები არ შემცირდეს

თბი­ლი­სის მე­რი­ის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დე­და­ქა­ლაქ­ში დღეს 179 და­უს­რუ­ლე­ბე­ლი მშე­ნებ­ლო­ბაა. თუმ­ცა სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია "ახა­ლი თბი­ლი­სი" ყვე­ლა­ფერს აკე­თებს იმის­თვის, რომ მათი რა­ო­დე­ნო­ბა კი­დევ ერ­თით არ გა­ი­ზარ­დოს. უფრო მე­ტიც მა­შინ რო­დე­საც კომ­პა­ნი­ე­ბის ნა­წი­ლი შე­ნო­ბის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში შეყ­ვა­ნას უკვე ათე­უ­ლო­ბით წე­ლია ცდი­ლობს "ახა­ლი თბი­ლი­სის" გლ­დან­ში მშე­ნე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სის ორმა კორ­პუს­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი ნე­ბარ­თვა საკ­მა­ოდ მალე 3 თვე­ში მი­ი­ღო.

რა პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას აპი­რებს კომ­პა­ნია და რო­გორ აი­სა­ხე­ბა მათ მიერ წარ­მო­ე­ბულ სა­მუ­შა­ო­ებ­ზე ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მიერ ამოქ­მე­დე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც იპო­თე­კუ­რი სეს­ხის აღე­ბას ამ­კაც­რებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი კი­თხვე­ბით Ambebi.ge-მ კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტორს გი­ორ­გი სარ­ქი­სი­ანს მი­მარ­თა

- რო­დის შე­მოხ­ვე­დით სა­ქარ­თვე­ლოს სამ­შე­ნებ­ლო ბა­ზარ­ზე და რო­გორ შე­იც­ვა­ლა ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი გა­რე­მო ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ?

- სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე 2016 წლის და­სა­წყის­ში შე­მო­ვე­დით. პი­რო­ბე­ბი მა­შინ საკ­მა­ოდ ხელ­საყ­რე­ლი და კარ­გი იყო. მო­ცე­მუ­ლი მო­მენ­ტის­თვის ისი­ნი ოდ­ნავ შე­იც­ვა­ლა და, ჩვე­ნი მო­საზ­რე­ბით, ეს გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით, რის გა­მოც გა­ყიდ­ვე­ბი არა მხო­ლოდ ჩვენ­თან, არა­მედ ყვე­ლა სფე­რო­ში შემ­ცირ­და. კონ­კრე­ტუ­ლი სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით რომ ვი­სა­უბ­როთ, გა­სუ­ლი წლის იან­ვარ­თან შე­და­რე­ბით გა­ყიდ­ვე­ბი 50%-ით შემ­ცირ­და, თე­ბერ­ვალ­თან შე­და­რე­ბით კი 70%-ით.

თუ ქვე­ყა­ნა­ში სი­ტუ­ა­ცია არ შე­იც­ვლე­ბა და არ შემ­სუ­ბუქ­დე­ბა ის პი­რო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ეროვ­ნულ­მა ბან­კმა იპო­თე­კის გა­ცე­მის გამ­კაც­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ი­ღო, ჩვე­ნი კომ­პა­ნია ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში გა­ნაგ­რძობს კლი­ენ­ტე­ბის მხარ­და­ჭე­რას იმის­თვის, რომ მათ შეძ­ლონ კრე­დი­ტის მი­ღე­ბა ან, უკი­დუ­რეს შემ­თხვე­ვა­ში, ჩვენ თა­ვად გავ­ცემთ კრე­დი­ტებს. ამ­ჟა­მად სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში კლი­ენ­ტებს გან­ვა­დე­ბას ვაძ­ლევთ, მო­მა­ვალ­ში კი, ალ­ბათ, ჩვენ თა­ვად შევ­თა­ვა­ზებთ კრე­დი­ტებს. არც ერთ შემ­თხვე­ვა­ში ჩვენს კლი­ენ­ტებს დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე არ დავ­ტო­ვებთ და კომ­პა­ნია გა­ა­კე­თებს ყვე­ლა­ფერს იმის­თვის, რომ მომ­ხმა­რე­ბელ­მა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თის შე­ძე­ნა შეძ­ლოს.

- რა ეტაპ­ზეა ახლა თქვე­ნი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და რამ­დე­ნად გრძელ­ვა­დი­ა­ნია თქვე­ნი გეგ­მე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- მო­ცე­ნუ­ლი მო­მენ­ტის­თვის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სის 2 კორ­პუ­სი (29 500 კვ.მ) უკვე ავა­შე­ნეთ,ამ წლის დე­კემ­ბრის­თვის და­ვას­რუ­ლებთ მე-3 კორ­პუ­სის (16 600 კვ.მ) მშე­ნებ­ლო­ბას , 2020 წლის­თვის კი მე-4 კორ­პუ­სის (16 600) მშე­ნებ­ლო­ბას. ახლა ვა­კე­თებთ მე­ხუ­თე კორ­პუ­სის პრო­ექტს (14500 კვ.მ), რო­მე­ლიც 2021 წელს აშენ­დე­ბა.

რა თქმა უნდა, იყო გარ­კვე­უ­ლი მცი­რე სირ­თუ­ლე­ე­ბი, თუმ­ცა ,მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, ჩვე­ნი გუნ­დი გა­უმკლავ­და ყვე­ლა სიძ­ნე­ლეს და ახ­ლაც ჩვენ ბი­ნათ­მფლო­ბე­ლებ­თან დი­ა­ლო­გის რე­ჟიმ­ში ვცდი­ლობთ ყვე­ლა შე­საძ­ლო პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რებს.

თუმ­ცა არ ვა­პი­რებთ ამ პრო­ექ­ტზე გა­ჩე­რე­ბას და ვგეგ­მავთ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას. კომ­პა­ნი­ას სა­კუთ­რე­ბა­ში გა­აჩ­ნია გარ­კვე­უ­ლი მი­წის ბან­კი, რო­მელ­ზე­დაც კი­დევ ერთი დიდი კომ­პლექ­სუ­რი მშე­ნებ­ლო­ბის და­გეგვმა და აშე­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია (და­ახ­ლო­ე­ბით, 70 ათა­სი კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი და სა­ო­ფი­სე ფარ­თე­ბის მო­ცუ­ლო­ბით). თუმ­ცა, რა თქმა უნდა, ესეც იმა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი ექ­ნე­ბათ თუ არა მომ­ხმა­რებ­ლებს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თის შე­ძე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

ჩვენ მი­ზა­ნი არ არის დღეს რა­ღაც მო­გე­ბის მი­ღე­ბა და შემ­დეგ ბა­ზა­რის და­ტო­ვე­ბა, საკ­მა­ოდ გრძელ­ვა­დი­ა­ნი სტრა­ტე­გია გვაქვს.

- რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ მშე­ნებ­ლო­ბის გლ­დან­ში და­წყე­ბა და არა დე­და­ქა­ლა­ქის რო­მე­ლი­მე ცენ­ტრა­ლურ რა­ი­ონ­ში ?

- გლ­და­ნი ძა­ლი­ან სწრა­ფად მზარ­დი და ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი რა­ი­ო­ნია თბი­ლის­ში. რაც შე­ე­ხე­ბა ცენ­ტრა­ლურ რა­ი­ო­ე­ნებს იქ არის დარ­ჩე­ნი­ლი ცალ­კე­უ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, სა­დაც ცალ­კე ერ­თე­უ­ლი კორ­პუ­სის აშე­ნე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, თუმ­ცა კომ­პან­ნი­ის ჩა­ნა­ფიქ­რი იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ მომ­ხმა­რებ­ლებს შევ­თა­ვა­ზოთ ხელ­მი­საწ­ვდო­მი და ღირ­სე­უ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ხელ­საყ­რელ ფა­სად . ეს არის კომ­პლექ­სი , რო­მე­ლიც სა­კუ­თარ თავ­ში გუ­ლის­ხმობს რეკ­რი­ა­ცი­ულ ზო­ნებს , კო­მერ­ცი­ულ და სა­ო­ფი­სე ფარ­თებ­საც -ანუ, მა­ცხოვ­რე­ბელს ყვე­ლა­ფერს შევ­თა­ვა­ზებთ ერთ სივ­რცე­ში.

ასე­ვე, რა თქმა უნდა, ვით­ვა­ლის­წი­ნებთ ჩვე­ნი პა­ტა­რა ბი­ნად­რე­ბის ინ­ტე­რე­სებ­სა და სურ­ვი­ლებს და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მშე­ნებ­ლო­ბა ჯერ დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ არის, ბავ­შვე­ბის­თვის სა­თა­მა­შო მო­ე­და­ნი მო­ვა­წყვეთ. რო­დე­საც მშე­ნებ­ლო­ბა დას­რულ­დე­ბა აქ იქ­ნე­ბა კი­პა­რო­სე­ბის უზარ­მა­ზა­რი ხე­ი­ვა­ნი და ზო­გა­დად ვა­მა­ყობთ იმით, რომ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა ხე შე­ვი­ნარ­ჩუ­ნეთ. ასე­ვე ვა­პი­რებთ აქ სხვა­დას­ხვა რეკ­რე­ქა­ცი­უ­ლი და და­სას­ვე­ნე­ბე­ლი ზო­ნე­ბის მო­წყო­ბას. ჩვენ გვსურ­და რომ ეს ერ­თი­ა­ნი კომ­პლექ­სი ყო­ფი­ლი­ყო და ამის შე­თა­ვა­ზე­ბა მხო­ლოდ ისეთ რა­ი­ონ­ში შეგ­ვიძ­ლია რო­გო­რიც გლ­და­ნია.

- რა­ტომ უნდა შე­ა­ჩე­როს მომ­ხმა­რე­ბელ­მა არ­ჩე­ვა­ნი თქვენს კომ­პა­ნი­ა­ზე ?

ჩვენს კლი­ენ­ტებს გა­ცი­ლე­ბით უფრო ხა­რი­ას­ხი­ან პრო­დუქტს ვთა­ვა­ზობთ და ეს ეხე­ბა რო­გორც მო­პირ­კე­თე­ბას, ასე­ვე სამ­შე­ნებ­ლო­ბა მა­სა­ლა­სა და ტიხ­რებს. ძა­ლი­ან ცოტა კომ­პა­ნია თუ იყე­ნებს იმა­ვე „ბე­დე­გი“ს ბლოკს, რო­მე­ლიც ჩვე­უ­ლებ­რივ­ზე გა­ცი­ლე­ბით ძვი­რი ღირს. ამას­თან­ვე, ჩვე­ნი კორ­პუ­სე­ბის ფა­სა­დის ნა­წი­ლი ტრა­ვერ­ტი­ნით არის მო­პირ­კე­თე­ბუ­ლი, აივ­ნე­ბი შე­მი­ნუ­ლია, რაც ქა­ლა­ქის იერ­სა­ხე­შიც კარ­გად ჯდე­ბა თუმ­ცა საკ­მა­ოდ ძვი­რია. ასე­ვე ფოიე, რო­მე­ლიც სხვა კორ­პუ­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სულ რამ­დე­ნი­მე კვად­რა­ტულ მეტრს შე­ად­გენს, ჩვე­ნი კორ­პუ­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში საკ­მა­ოდ ფარ­თოა და ასე­ვე მო­პირ­კე­თე­ბუ­ლია ბუ­ნებ­რი­ვი ქვით. ამას­თა­ნა­ვე, გვაქვს ია­ტა­კი­დან ჭე­რამ­დე ვიტ­რა­ჟე­ბი, რაც შე­ნო­ბას გან­სა­კუთ­რე­ბულ იერს სძენს. აქვე გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია მან­ძი­ლი მეტ­რომ­დე, რაც საკ­მა­ოდ მცი­რეა და მი­წის­ქვე­შა კე­თილ­მო­წყო­ბი­ლი პარ­კინ­გი.

გარ­და ამი­სა, ჩვენ­მა კომ­პი­ა­ნი­ამ საკ­მა­ოდ დიდი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სი გა­ი­ღო მშე­ნებ­ლო­ბის და­წყე­ბამ­დე ნი­ა­და­გის შე­სას­წავ­ლად, რაც აფ­სო­ლუ­ტუ­რად მა­ღალ დო­ნე­ზე გა­ვა­კე­თეთ. ჩა­ვა­ტა­რეთ, რო­გორც სე­ის­მო­ლო­გი­უ­რი, ასე­ვე გრუნ­ტის გა­მოკ­ვლე­ვე­ბი, ეს უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით გა­ვა­კე­თეთ და ახლა ჩვე­ნი შე­ნო­ბე­ბი 8-9 ბა­ლი­ან მი­წისძვრას უძ­ლეს. ვი­მე­დოვ­ნებ აქ არა­ფე­რი მსგავ­სი არ იქ­ნე­ბა თუმ­ცა შე­ნო­ბა მა­ინც ასეთ სიმ­ძლავ­რე­ზეა გათ­ვლი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა უსაფრ­თხო­ე­ბის სხვა ნორ­მებს, ყვე­ლა­ფე­რი, რაც რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით არის მო­თხოვ­ნი­ლი ჩვე­ნი კორ­პუ­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლა­ფე­რი მაქსმა­ლუ­რად გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია.

ყვე­ლა­ზე კარ­გი კი ის არის, რომ ჩვენ მიერ გა­წე­უ­ლი და­მა­ტე­ბი­თი ხარ­ჯე­ბი არა­ნა­ი­რად არ აი­სა­ხე­ბა კლი­ენ­ტე­ბის­თვის შე­თა­ვა­ზე­ბულ ფა­სებ­ზე და თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ჩვენ მათ ვაძ­ლევთ შე­საძ­ლებ­ლო­ბას სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი იმა­ზე გა­ცი­ლე­ბით ია­ფად შე­ი­ძი­ნონ ვიდ­რე სხვა­გან.

აქვე უნდა ით­ქვას, რომ ჩვენ ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ, კარ­გი რე­პუ­ტა­ცი­ის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად, რად­გან, რო­გორ უც­ნა­უ­რად არ უნდა ჟღერ­დეს, გვინ­და, რომ 30-40 წლის შემ­დეგ აქ რომ გა­ვივ­ლით, სი­ა­მა­ყით ვთქვათ, რომ ეს ოდეს­ღაც ჩვენ ავა­შე­ნეთ.

ავ­ტო­რი: სა­ლო­მე აბუ­ლაშ­ვი­ლი

(R)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

რა გზებს მიმართავენ სამშენებლო კომპანიები, იპოთეკური სესხების გაცემის გამკაცრების შემდეგ, რომ ბინების გაყიდვები არ შემცირდეს

რა გზებს მიმართავენ სამშენებლო კომპანიები, იპოთეკური სესხების გაცემის გამკაცრების შემდეგ, რომ ბინების გაყიდვები არ შემცირდეს

თბილისის მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დედაქალაქში დღეს 179 დაუსრულებელი მშენებლობაა. თუმცა სამშენებლო კომპანია "ახალი თბილისი" ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მათი რაოდენობა კიდევ ერთით არ გაიზარდოს. უფრო მეტიც მაშინ როდესაც კომპანიების ნაწილი შენობის ექსპლუატაციაში შეყვანას უკვე ათეულობით წელია ცდილობს "ახალი თბილისის" გლდანში მშენებარე საცხოვრებელი კომპლექსის ორმა კორპუსმა აღნიშნული ნებართვა საკმაოდ მალე 3 თვეში მიიღო.

რა პროექტების განხორციელებას აპირებს კომპანია და როგორ აისახება მათ მიერ წარმოებულ სამუშაოებზე ეროვნული ბანკის მიერ ამოქმედებული რეგულაციები, რომლებიც იპოთეკური სესხის აღებას ამკაცრებს. აღნიშნული კითხვებით Ambebi.ge-მ კომპანიის დირექტორს გიორგი სარქისიანს მიმართა

- როდის შემოხვედით საქართველოს სამშენებლო ბაზარზე და როგორ შეიცვალა ბაზარზე არსებული გარემო ამ წლების განმავლობაში ?

- საქართველოს ბაზარზე 2016 წლის დასაწყისში შემოვედით. პირობები მაშინ საკმაოდ ხელსაყრელი და კარგი იყო. მოცემული მომენტისთვის ისინი ოდნავ შეიცვალა და, ჩვენი მოსაზრებით, ეს განპირობებულია ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციებით, რის გამოც გაყიდვები არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ ყველა სფეროში შემცირდა. კონკრეტული სტატისტიკური მონაცემებით რომ ვისაუბროთ, გასული წლის იანვართან შედარებით გაყიდვები 50%-ით შემცირდა, თებერვალთან შედარებით კი 70%-ით.

თუ ქვეყანაში სიტუაცია არ შეიცვლება და არ შემსუბუქდება ის პირობები, რომლებიც ეროვნულმა ბანკმა იპოთეკის გაცემის გამკაცრებასთან დაკავშირებით მიიღო, ჩვენი კომპანია ყველა შემთხვევაში განაგრძობს კლიენტების მხარდაჭერას იმისთვის, რომ მათ შეძლონ კრედიტის მიღება ან, უკიდურეს შემთხვევაში, ჩვენ თავად გავცემთ კრედიტებს. ამჟამად სახლის მშენებლობის პერიოდში კლიენტებს განვადებას ვაძლევთ, მომავალში კი, ალბათ, ჩვენ თავად შევთავაზებთ კრედიტებს. არც ერთ შემთხვევაში ჩვენს კლიენტებს დახმარების გარეშე არ დავტოვებთ და კომპანია გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ მომხმარებელმა საცხოვრებელი ფართის შეძენა შეძლოს.

- რა ეტაპზეა ახლა თქვენი პროექტის განხორციელება და რამდენად გრძელვადიანია თქვენი გეგმები საქართველოში?

- მოცენული მომენტისთვის საცხოვრებელი კომპლექსის 2 კორპუსი (29 500 კვ.მ) უკვე ავაშენეთ,ამ წლის დეკემბრისთვის დავასრულებთ მე-3 კორპუსის (16 600 კვ.მ) მშენებლობას , 2020 წლისთვის კი მე-4 კორპუსის (16 600) მშენებლობას. ახლა ვაკეთებთ მეხუთე კორპუსის პროექტს (14500 კვ.მ), რომელიც 2021 წელს აშენდება.

რა თქმა უნდა, იყო გარკვეული მცირე სირთულეები, თუმცა ,მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენი გუნდი გაუმკლავდა ყველა სიძნელეს და ახლაც ჩვენ ბინათმფლობელებთან დიალოგის რეჟიმში ვცდილობთ ყველა შესაძლო პრობლემის მოგვარებს.

თუმცა არ ვაპირებთ ამ პროექტზე გაჩერებას და ვგეგმავთ საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობის გაგრძელებას. კომპანიას საკუთრებაში გააჩნია გარკვეული მიწის ბანკი, რომელზედაც კიდევ ერთი დიდი კომპლექსური მშენებლობის დაგეგვმა და აშენება შესაძლებელია (დაახლოებით, 70 ათასი კვადრატული მეტრის საცხოვრებელი და საოფისე ფართების მოცულობით). თუმცა, რა თქმა უნდა, ესეც იმაზე დამოკიდებული ექნებათ თუ არა მომხმარებლებს საცხოვრებელი ფართის შეძენის შესაძლებლობა.

ჩვენ მიზანი არ არის დღეს რაღაც მოგების მიღება და შემდეგ ბაზარის დატოვება, საკმაოდ გრძელვადიანი სტრატეგია გვაქვს.

- რატომ გადაწყვიტეთ მშენებლობის გლდანში დაწყება და არა დედაქალაქის რომელიმე ცენტრალურ რაიონში ?

- გლდანი ძალიან სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი რაიონია თბილისში. რაც შეეხება ცენტრალურ რაიოენებს იქ არის დარჩენილი ცალკეული ტერიტორიები, სადაც ცალკე ერთეული კორპუსის აშენებაა შესაძლებელი, თუმცა კომპანნიის ჩანაფიქრი იმაში მდგომარეობს, რომ მომხმარებლებს შევთავაზოთ ხელმისაწვდომი და ღირსეული საცხოვრებელი ხელსაყრელ ფასად . ეს არის კომპლექსი , რომელიც საკუთარ თავში გულისხმობს რეკრიაციულ ზონებს , კომერციულ და საოფისე ფართებსაც -ანუ, მაცხოვრებელს ყველაფერს შევთავაზებთ ერთ სივრცეში.

ასევე, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ ჩვენი პატარა ბინადრების ინტერესებსა და სურვილებს და მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობა ჯერ დასრულებული არ არის, ბავშვებისთვის სათამაშო მოედანი მოვაწყვეთ. როდესაც მშენებლობა დასრულდება აქ იქნება კიპაროსების უზარმაზარი ხეივანი და ზოგადად ვამაყობთ იმით, რომ ტერიტორიაზე არსებული ყველა ხე შევინარჩუნეთ. ასევე ვაპირებთ აქ სხვადასხვა რეკრექაციული და დასასვენებელი ზონების მოწყობას. ჩვენ გვსურდა რომ ეს ერთიანი კომპლექსი ყოფილიყო და ამის შეთავაზება მხოლოდ ისეთ რაიონში შეგვიძლია როგორიც გლდანია.

- რატომ უნდა შეაჩეროს მომხმარებელმა არჩევანი თქვენს კომპანიაზე ?

ჩვენს კლიენტებს გაცილებით უფრო ხარიასხიან პროდუქტს ვთავაზობთ და ეს ეხება როგორც მოპირკეთებას, ასევე სამშენებლობა მასალასა და ტიხრებს. ძალიან ცოტა კომპანია თუ იყენებს იმავე „ბედეგი“ს ბლოკს, რომელიც ჩვეულებრივზე გაცილებით ძვირი ღირს. ამასთანვე, ჩვენი კორპუსების ფასადის ნაწილი ტრავერტინით არის მოპირკეთებული, აივნები შემინულია, რაც ქალაქის იერსახეშიც კარგად ჯდება თუმცა საკმაოდ ძვირია. ასევე ფოიე, რომელიც სხვა კორპუსების შემთხვევაში სულ რამდენიმე კვადრატულ მეტრს შეადგენს, ჩვენი კორპუსების შემთხვევაში საკმაოდ ფართოა და ასევე მოპირკეთებულია ბუნებრივი ქვით. ამასთანავე, გვაქვს იატაკიდან ჭერამდე ვიტრაჟები, რაც შენობას განსაკუთრებულ იერს სძენს. აქვე გასათვალისწინებელია მანძილი მეტრომდე, რაც საკმაოდ მცირეა და მიწისქვეშა კეთილმოწყობილი პარკინგი.

გარდა ამისა, ჩვენმა კომპიანიამ საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსი გაიღო მშენებლობის დაწყებამდე ნიადაგის შესასწავლად, რაც აფსოლუტურად მაღალ დონეზე გავაკეთეთ. ჩავატარეთ, როგორც სეისმოლოგიური, ასევე გრუნტის გამოკვლევები, ეს უსაფრთხოების მიზნით გავაკეთეთ და ახლა ჩვენი შენობები 8-9 ბალიან მიწისძვრას უძლეს. ვიმედოვნებ აქ არაფერი მსგავსი არ იქნება თუმცა შენობა მაინც ასეთ სიმძლავრეზეა გათვლილი. რაც შეეხება უსაფრთხოების სხვა ნორმებს, ყველაფერი, რაც რეგულაციებით არის მოთხოვნილი ჩვენი კორპუსების შემთხვევაში ყველაფერი მაქსმალურად გათვალისწინებულია.

ყველაზე კარგი კი ის არის, რომ ჩვენ მიერ გაწეული დამატებითი ხარჯები არანაირად არ აისახება კლიენტებისთვის შეთავაზებულ ფასებზე და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ მათ ვაძლევთ შესაძლებლობას საცხოვრებელი ფართი იმაზე გაცილებით იაფად შეიძინონ ვიდრე სხვაგან.

აქვე უნდა ითქვას, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, კარგი რეპუტაციის შესანარჩუნებლად, რადგან, როგორ უცნაურად არ უნდა ჟღერდეს, გვინდა, რომ 30-40 წლის შემდეგ აქ რომ გავივლით, სიამაყით ვთქვათ, რომ ეს ოდესღაც ჩვენ ავაშენეთ.

ავტორი: სალომე აბულაშვილი

(R)

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის