ჰოლანდიაში ჩატარებულმა დნმ ანალიზმა ლეუსდენში, ტექსელის კუნძულზე დაღუპული ორი ქართველი ჯარისკაცის იდენტობა დაადგინა. აღნიშნული ანალიზი ჰოლანდიის სასამართლო-სამედიცინო ინსტიტუტმა ჩაატარა.
ჰოლანდიური მედიის ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც დნმ ანალიზმა უდავოდ დაადგინა დღემდე უცნობი ჯარისკაცების ვინაობა. მკვლევარმა რემკო რეიდინგმა განაცხადა, რომ ანალიზი 100%-ით იძლევა იმის თქმის საშუალებას, თუ ვინ არის საფლავში დაკრძალული და წარწერა „უცნობი ჯარისკაცი“ შეიძლება შეიცვალოს. საუბარია ქართველ ჯარისკაცზე, ფიდო ჭოლიაშვილზე და ანტონ გვინიაშვილზე. მკვლევარი რემკო რეიდინგი საქართველოში იყო და პირადად მოუყვა აღნიშნული ჯარისკაცების ოჯახის წევრებს ამ ამბავის შესახებ.