ავტორი:

თბილისელი ე.წ. კანონიერი ქურდი ალ კაპონეს ბედით - რუსეთში "გოჩოს" დაკავებას გეგმავენ

თბილისელი ე.წ. კანონიერი ქურდი ალ კაპონეს ბედით - რუსეთში "გოჩოს" დაკავებას გეგმავენ

რამდენიმე ხნის წინ, რუსეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული ინიციატივის შემდეგ, რაც ე.წ. კანონიერი ქურდებთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებას გულისხმობს, ადგილობრივი კრიმინალების შევიწროება დაიწყო.

რუსული მედიის ინფორმაციით, თავის დროზე ე.წ. კანონიერი ქურდები რუსეთში მთელი პოსტსაბჭოთა სივრციდან ჩავიდნენ, მათ შორის ჩრდილოეთ კავკასიიდან და შუა აზიიდან. ისინი რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში რესტორანებს, გასართობ ცენტრებს, კაზინოებსა და სხვა ობიექტებს ფლობდნენ, ან სულაც სხვებს წილებს ართმევდნენ. ეს ტენდენცია რუსეთში 90-იანი წლების შემდეგ დამკვიდრდა და დღემდე მყარად მუშაობს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქვეყანაში ქურდული მენტალიტეტი ვერ აღმოიფხვრება, თუმცა "მათ შორის გავლენების გადანაწილება ძლიერის გამარჯვების პრინციპით მოხდება, რაც მათ რაოდენობას მინიმუმამდე შეამცირებს".

კიდევ ერთ ვერსიით, რუსეთის ხელისუფლება კრიმინალებისგან ფულის ამოღების პროცესს იწყებს, "გახმაურებული დაკავებები" კი დასავლეთის მიერ დაწესებული რამდენიმე ეტაპიანი სანქციების შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობის ყურადღების გადასატანად აპრობირებული მეთოდია.

ფაქტია, რომ რუსეთში კრიმინალებს უკვე შეექმნათ დისკომფორტი. რამდენიმე დღის წინ, საქართველოდან წასული კიდევ ერთი "კრიმინალური ავტორიტეტი" ამოიღეს მიზანში. გამოცემა "Прайм Крайм"-ის ცნობით, ამჯერად, 63 წლის თბილისელი ე.წ. კანონიერი ქურდის თენგიზ დუმოევის, იგივე "გოჩოს" ჯერი დადგა.

წარსულში არაერთხელ ნასამართლევ, უამრავ საქმეში ბრალდებულ და სასჯელმოხდილ დუმოევს ადგილობრივი მართლმსაჯულება სახელმწიფოსთვის გადასახადების დამალვაში ადანაშაულებს. გამოცემა "გოჩოს" საქმეს ამერიკელი განსგტერის ალ კაპონეს ამბავს ადარებს, რომელსაც უმძიმესი კრიმინალური წარსული ჰქონდა, მაგრამ გამოძიებამ "ჩიკაგოს მეფეს" ვერაფერი დაუმტკიცა და საბოლოოდ, საბუღალტრო აღრიცხვების დარღვევაში გამოიჭირა, ციხეშიც გადასახადების დამალვის გამო ჩასვეს.

კრასნოდარის მხარეში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ე.წ. კანონიერ ქურდს გამოძიება სოჭის კაზინოში მოგებული დიდი თანხის გამო ედავება. არსებული მონაცემებით, მან 2017 წელს 24,3 მილიონი რუბლი მოიგო, "მოგებული თანხა კი დეკლაციაში არ მიუთითა", რაც თავისთავად აბსურდულია, რადგან უდიდესი ალბათობით, არც სხვა თანხები ექნებოდა ოფიციალურად აღრიცხული" - წერს რუსული მედია.

"ცნობისთვის, "გოჩომ" 90-იანი წლების შემდეგ, სოჭელი კრიმინალების რამდენიმე თაობის ზეწოლას გაუძლო და წამყვან ფიგურად დარჩა... მან არაერთი, მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე "ჩაფარცხა", მათ შორის, "ეგზოტიკურებიც". ამასთან, მისთვის მისჯილი არც ერთი ვადა მას ბოლომდე არ მოუხდია" - წერს გამოცემა.

რუსული მედიის ინფორმაციით, "დუმოევს ძალიან ახლო და კარგი კავშირები აქვს ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან... ამის დასტურია მისი ქონება სოჭის ცენტრალურ რაიონებში.

"როგორც ჩანს, რუსეთში, კრიმინალებთან ბრძოლის ახალ მეთოდებს ამკვიდრებენ, ისე, როგორც გასულ საუკუნეში ოკეანისგაღმა სახელმწიფოში მოხდა. ალ კაპონესგან განსხვავებით, ჩვენი კანონმდებლობის თანახმად "გოჩოს" მაქსიმუმ ერთწლიანი პატიმრობა ემუქრება, თუმცა თუ რეალისტები ვიქნებით, ის ჯარიმითაც გამოძვრება", - წერს გამოცემა.

ტრაგედია ერაყში - საავადმყოფოში, სადაც კოვიდინფიცირებულებს მკურნალობდნენ, ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 66-მდე გაიზარდა

"არასდროს მოვიხდი ბოდიშს იმაზე, თუ ვინ ვარ და საიდან მოვედი გუნდში" - რასისტული თავდასხმები ინგლისის ნაკრების წევრებზე, კაპიტნის ღირსეული პასუხი და დაწყებული გამოძიება

"ეს საშიში ტენდენციაა" - რას ამბობს ჯანმო-ს წარმომადგენელი ვაქცინების შერევაზე