ავტორი:

ბესტსელერის ავტორი - თათული ღვინიანიძე პროექტ "დიდ ლიტერატურულ ტურნეს" შეუერთდა

ბესტსელერის ავტორი - თათული ღვინიანიძე პროექტ "დიდ ლიტერატურულ ტურნეს" შეუერთდა

მკითხველის საყვარელი ქართველი ავტორები პროექტის "დიდი ლიტერატურული ტურნეს" ფარგლებში, ამჯერად, ოზურგეთსა და ბათუმში იმყოფებოდნენ. "გახდი ბესტსელერის ავტორი 2018-ის" გამარჯვებულებთან ერთად მკითხველს ბესტსელერი რომანის, "აღიარება ხელისგულზე" ავტორიც შეხვდა.

"ამ შემთხვევაში არა მხოლოდ კონკურსის 2017 წლის გამარჯვებული, არამედ მოდერატორიც ვიყავი. შესაძლებლობა მომეცა, ერთგვარი ხიდის როლი მეთამაშა ახალ ავტორებსა და მათ პოტენციურ მკითხველებს შორის" - ამბობს თათული ღვინიანიძე.

ნიკოლოზ ტოტოღაშვილთან, ნათია ჯაგოდნიშვილთან, ვახტანგ ვახტანგაძესთან, გვანცა გუბელაძესთან, იაგო თვალაბეიშვილთან და თათული ღვინიანიძესთან შეხვედრა ოზურგეთის კაფეში "რვას +1" და ბათუმის "ბიბლუს გალერეაში" გაიმართა. ავტორები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსაც შეხვდნენ.

ღონისძიებები ინტერაქციული ხასიათის იყო. სტუმრებს, შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესვათ კითხვები საყვარელი ავტორებისათვის და ესაუბრათ მათთან არა მარტო მათ რომანებზე, არამედ, ზოგადად, ლიტერატურაზე და იმ აქტუალურ საკითხებზე, რომლებზეც დებიუტანტი ავტორები წერენ.

როგორც თათული აღნიშნავს, ბათუმელ და ოზურგეთელ მკითხველთან შეხვედრისას საინტერესო დისკუსიები გაიმართა ისეთ თემებზე, როგორიცაა ფემინიზმი, ქალთა უფლებები, ქართული მენტალიტეტის პოზიტიური განვითარება. მისივე თქმით, ღონისძიებებზე სტუმრებთან ერთად სახალისო თამაშებიც ჩაატარეს:

"ნიკოლოზ ტოტოღაშვილის "შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა" გავაცოცხლეთ, დამსწრე საზოგადოების დახმარებით. სწორედ მათ მოირგეს შიშის, მონატრების, ტკივილის, მოლოდინის, ბრაზის, მარტოობისა და იმედგაცრუების როლები" - ამბობს თათული და აღნიშნავს, რომ ოზურგეთში გამართული ლიტერატურული საღამო დამსწრე სტუმრების ლექსების გაცნობით დაასრულეს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი