ნინი ბადურაშვილის მამა, 57 წლის კინორეჟისორი ერეკლე ბადურაშვილი დღეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. ერეკლე ბადურაშვილი ორშაბათს, თირკმელების მძიმე შეტევით გარდაიცვალა. როგორც AMBEBI.GE-თვის გახდა ცნობილი, შვილის დაკრძალვისას შეუძლოდ გახდა დედამისი, მსახიობი ლალი ბადურაშვილი.
"ლალი ცუდად არის, მომხდარმა მასზე ძალიან იმოქმედა. დღეს შეუძლოდ გახდა, სასწრაფო გამოიძახეს და ექიმებმა ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. როგორია ახლა მისი მდგომარეობა არ ვიცი, როცა მივედი დაკრძალვაზე ლალი უკვე გადაყვანილი ჰყავდა სასწრაფოს", - განუცხადა "ამბები.გე"-ს ბადურაშვილების ახლობელმა.
AMBEBI.GE აზუსტებს ინფორმაციას ლალი ბადურაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და მოგვიანებით შემოგთავაზებთ.