პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ შეძლებს 1-ელი აპრილიდან დაგროვებითი საპენსიო სქემის დატოვებას და რა უნდა გაითვალისწინონ მათ
ვინ შეძლებს 1-ელი აპრილიდან დაგროვებითი საპენსიო სქემის დატოვებას და რა უნდა გაითვალისწინონ მათ

1-ელი აპ­რი­ლი­დან დაგ­რო­ვე­ბი­თი სა­პენ­სიო სქე­მის და­ტო­ვე­ბა შე­უძ­ლი­ათ იმ პი­რებს, რომ­ლებ­საც 2018 წლის 6 აგ­ვის­ტოს უკვე შე­უს­რულ­დათ 40 წელი ან მეტი. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­პენ­სიო სა­ა­გენ­ტო­დან აც­ნო­ბეს. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცით, მსურ­ვე­ლებს გან­ცხა­დე­ბის და­წე­რა სა­პენ­სიო სა­ა­გენ­ტოს ოფის­ში (ყიფ­ში­ძის 7ბ) ან სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ფი­ლი­ა­ლებ­ში შე­უძ­ლი­ათ.

„სქე­მის და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბის და­წე­რის მსურ­ვე­ლებ­მა, უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ შემ­დე­გი ინ­ფორ­მა­ცია: სქე­მა­ში ჩარ­თვის თა­რი­ღად ით­ვლე­ბა ის თა­რი­ღი, რო­დე­საც კომ­პა­ნი­ის, ან ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ბუ­ღალ­ტერ­მა და­ხუ­რა დეკ­ლა­რა­ცია და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და­საქ­მე­ბუ­ლის პირ­ვე­ლი სა­პენ­სიო შე­ნა­ტა­ნი. კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, პირ­ვე­ლი და­ხუ­რუ­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­რი­ღი­დან სამი თვის შემ­დეგ, და­საქ­მე­ბულს აქვს უფ­ლე­ბა და­წე­როს გან­ცხა­დე­ბა დაგ­რო­ვე­ბი­თი სა­პენ­სიო სქე­მის და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ. პირ­ვე­ლი სა­პენ­სიო შე­ნა­ტა­ნის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის თა­რი­ღი­სა და გას­ვლის პე­რი­ო­დის შე­მოწ­მე­ბა და­საქ­მე­ბულს სა­პენ­სიო სა­ა­გენ­ტოს ვებ-გვერ­დის პი­რად პრო­ფილ­ზე შე­უძ­ლია, იქ სა­დაც სა­პენ­სიო და­ნა­ზოგს ამოწ­მებს. ორი დამ­საქ­მებ­ლის შემ­თხვე­ვა­ში, პი­რად გვერ­დზე შე­სას­ვლე­ლად სა­ჭი­როა ორი პა­რო­ლი”, - ნათ­ქვა­მია სა­პენ­სიო სა­ა­გენ­ტოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

სა­პენ­სიო სა­ა­გენ­ტო­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ გან­ცხა­დე­ბის და­სა­წე­რად და­საქ­მე­ბუ­ლებს აქვთ მხო­ლოდ ორი თვე. თუ ამ ორ თვე­ში და­საქ­მე­ბუ­ლი არ და­წერს გან­ცხა­დე­ბას, ის რჩე­ბა დაგ­რო­ვე­ბი­თი სა­პენ­სიო სის­ტე­მის მო­ნა­წი­ლედ. ამას­თან, გან­ცხა­დე­ბის და­წე­რა მინ­დო­ბილ პირს ნო­ტა­რი­ა­ლუ­რად და­მოწ­მე­ბუ­ლი მინ­დო­ბი­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შე­უძ­ლია. სა­პენ­სიო სქე­მის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ, დაგ­რო­ვი­ლი თან­ხა შე­მომ­ტა­ნებს (სა­ხელ­მწი­ფო, დამ­საქ­მე­ბე­ლი, და­საქ­მე­ბუ­ლი) და­უბ­რუნ­დე­ბათ. სა­ა­გენ­ტო თან­ხე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას 30 კა­ლენ­და­რუ­ლი დღის ვა­და­ში უზ­რუნ­ველ­ყოფს.

ავტორი:

ვინ შეძლებს 1-ელი აპრილიდან დაგროვებითი საპენსიო სქემის დატოვებას და რა უნდა გაითვალისწინონ მათ

ვინ შეძლებს 1-ელი აპრილიდან დაგროვებითი საპენსიო სქემის დატოვებას და რა უნდა გაითვალისწინონ მათ

1-ელი აპრილიდან დაგროვებითი საპენსიო სქემის დატოვება შეუძლიათ იმ პირებს, რომლებსაც 2018 წლის 6 აგვისტოს უკვე შეუსრულდათ 40 წელი ან მეტი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპენსიო სააგენტოდან აცნობეს. მათივე ინფორმაცით, მსურველებს განცხადების დაწერა საპენსიო სააგენტოს ოფისში (ყიფშიძის 7ბ) ან სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალებში შეუძლიათ.

„სქემის დატოვების შესახებ განცხადების დაწერის მსურველებმა, უნდა გაითვალისწინონ შემდეგი ინფორმაცია: სქემაში ჩართვის თარიღად ითვლება ის თარიღი, როდესაც კომპანიის, ან ორგანიზაციის ბუღალტერმა დახურა დეკლარაცია და განახორციელა დასაქმებულის პირველი საპენსიო შენატანი. კანონის თანახმად, პირველი დახურული დეკლარაციის თარიღიდან სამი თვის შემდეგ, დასაქმებულს აქვს უფლება დაწეროს განცხადება დაგროვებითი საპენსიო სქემის დატოვების შესახებ. პირველი საპენსიო შენატანის განხორციელების თარიღისა და გასვლის პერიოდის შემოწმება დასაქმებულს საპენსიო სააგენტოს ვებ-გვერდის პირად პროფილზე შეუძლია, იქ სადაც საპენსიო დანაზოგს ამოწმებს. ორი დამსაქმებლის შემთხვევაში, პირად გვერდზე შესასვლელად საჭიროა ორი პაროლი”, - ნათქვამია საპენსიო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საპენსიო სააგენტოში განმარტავენ, რომ განცხადების დასაწერად დასაქმებულებს აქვთ მხოლოდ ორი თვე. თუ ამ ორ თვეში დასაქმებული არ დაწერს განცხადებას, ის რჩება დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილედ. ამასთან, განცხადების დაწერა მინდობილ პირს ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე შეუძლია. საპენსიო სქემის დატოვების შემდეგ, დაგროვილი თანხა შემომტანებს (სახელმწიფო, დამსაქმებელი, დასაქმებული) დაუბრუნდებათ. სააგენტო თანხების დაბრუნებას 30 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოფს.

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ