მსოფლიო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიცანით ბათუმელი ექიმი, რომელიც მკლავჭიდში საქართველოს 11-გზის ჩემპიონია
გაიცანით ბათუმელი ექიმი, რომელიც მკლავჭიდში საქართველოს 11-გზის ჩემპიონია

ბა­თუ­მე­ლი ექი­მი, ორ­თო­პედ-ტრავ­მა­ტო­ლო­გი და­რი­ნა ცე­ცხლა­ძე მკლავ­ჭიდ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი უკვე მე­თერ­თმე­ტედ გახ­და. ბა­თუ­მელ­მა გო­გო­ნამ AMBEBI.GE-ის სა­კუ­თა­რი წარ­მა­ტე­ბე­ბის შე­სა­ხებ უამ­ბო და ისიც გაგ­ვიმ­ხი­ლა, რო­გორ ახერ­ხებს სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­სა და სპორ­ტში ერ­თდრო­უ­ლად მოღ­ვა­წე­ო­ბას.

და­რი­ნა ცე­ცხლა­ძე გვე­უბ­ნე­ბა, რომ მკლავ­ჭი­დით 2009 წელს, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში და­ინ­ტე­რეს­და. გვიყ­ვე­ბა, რომ მისი სპორ­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მის­მა კო­ლე­გებ­მა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით შე­ი­ტყვეს, რაც მათ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა.

- რო­გორ და რო­დის და­ინ­ტე­რეს­დით მკლავ­ჭი­დით?

- 2009 წელს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ღია ტურ­ნი­რი ჩა­ტარ­და, სა­დაც პირ­ვე­ლად ვი­ას­პა­რე­ზე. ტურ­ნირს ჩემი მწვრთნე­ლი ეს­წრე­ბო­და, რო­მელ­მაც შე­მომ­თა­ვა­ზა, რომ ვარ­ჯი­შის გაგ­რძე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე წა­მიყ­ვან­და. თავ­და­პირ­ვე­ლად მკვლავ­ჭიდ­ში შე­ჯიბ­რე­ბებ­ზე 4 ოქრო მო­ვი­პო­ვე. 2009 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი ვარ.

ამის პა­რა­ლე­ლუ­რად ბა­თუ­მის რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ჰოს­პი­ტალ­ში ექი­მი-ტრავ­მა­ტო­ლო­გის პო­ზი­ცი­ა­ზე ვმუ­შა­ობ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ტრავ­მა­ტო­ლო­გის პო­ზი­ცი­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში ქა­ლე­ბი იშ­ვი­ა­თად არი­ან. ორი წე­ლია სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­ში ვარ და მომ­წონს რა­საც ვა­კე­თებ.

როცა ბა­თუ­მის შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლა და­ვას­რუ­ლე, 2014 წელს უკ­რა­ი­ნა­ში სწავ­ლის გა­საგ­რძე­ლებ­ლად წა­ვე­დი. იქ სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად მკლავ­ჭი­დის შე­ჯიბ­რე­ბებ­ზე გა­მოვ­დი­ო­დი და წარ­მა­ტე­ბე­ბიც მქონ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უკ­რა­ი­ნა­ში არა­ერ­თი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მქონ­და უკ­რა­ი­ნის სა­ხე­ლით მე­ას­პა­რე­ზა, მე არ დავ­თან­ხმდი. უკ­რა­ი­ნა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რებ­ზე ხუთი ოქ­როს მე­და­ლი მო­ვი­პო­ვე, რა თქმა უნდა, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით.

- რო­გორ ახერ­ხებთ შე­უ­თავ­სოთ ერ­თმა­ნეთს ექი­მო­ბა და სპორ­ტის ეს სა­ხე­ო­ბა?

- დილა ვარ­ჯი­შით იწყე­ბა. 09:00 სა­ათ­ზე სამ­სა­ხურ­ში მივ­დი­ვარ და შეს­ვე­ნე­ბის დრო­საც ვარ­ჯიშს ვუთ­მობ. ბოლო ოთხი თვეა დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი მაქვს სამ­სა­ხურ­ში და იძუ­ლე­ბუ­ლი ვარ სახ­ლში ვი­ვარ­ჯი­შო... როცა სახ­ლშიც და სპორტ-დარ­ბაზ­შიც ვერ ვა­ხერ­ხებ მის­ვლას, სა­ვარ­ჯი­შო ინ­ვენ­ტარს კლი­ნი­კა­ში ვა­ტა­რებ და აქ ვვარ­ჯი­შობ, რად­გან მინ­და, რომ კი­დევ უფრო დიდ წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წიო. არა­ერ­თი ოქ­როს მე­და­ლი, სწო­რედ ამ შრო­მის ფა­სად მაქვს მო­პო­ვე­ბუ­ლი.

- რას ნიშ­ნავს სპორ­ტის ეს სა­ხე­ო­ბა შენ­თვის?

- სპორ­ტში წარ­მა­ტე­ბა რომ არ მქო­ნო­და, ვერ ვიქ­ნე­ბო­დი წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­ში. ეს ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რია და ვა­პი­რებ, რომ აქ­ტი­უ­რად გა­ვაგ­რძე­ლო ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბა ორი­ვე სფე­რო­ში, მკლავ­ჭი­დი ჩემი მე­ო­რე პრო­ფე­სი­აა.

მე ვარ ექი­მი და პირ­ველ რიგ­ში უნდა ვემ­სა­ხუ­რო პა­ცი­ენ­ტებს, ასე­ვე ნე­ბის­მი­ერ დროს მზად ვარ, მი­ვი­ღო მკლავ­ჭი­დის შე­ჯიბრში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. უკვე 11 წე­ლია დარ­ბა­ზის მტვერს ვყლა­პავ და არ ვა­პი­რებ ვარ­ჯი­შის შე­წყვე­ტას - ეს სტი­მულს მაძ­ლევს, რომ ორი­ვე­გან წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვიყო.

- სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბით რამ­დე­ნად დი­დია და­ინ­ტე­რე­სე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ქა­ლე­ბის მხრი­დან?

- 2009 წელს ას­პა­რე­ზო­ბა რომ და­ვი­წყე, მა­შინ ქა­ლე­ბი სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბით თით­ქმის არ იყ­ვნენ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. გა­სულ წელ­თან შე­და­რე­ბით, წელს შე­ჯიბ­რზე ქალ­ბა­ტო­ნე­ბის მა­ღა­ლი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იკ­ვე­თა. იყ­ვნენ სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან ქა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით ას­პა­რე­ზობ­დნენ, თუმ­ცა გა­მარ­ჯვე­ბა მე მო­ვი­პო­ვე...

თუ იქ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა და და­ფი­ნან­სე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად წა­ვალ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზეც, ისე სა­კუ­თა­რი ხარ­ჯე­ბით შე­უძ­ლე­ბე­ლია წა­ვი­დე და ვი­ას­პა­რე­ზო.

- კო­ლე­გა ექი­მე­ბი და პა­ცი­ენ­ტე­ბი რო­გორ ხვდე­ბი­ან თქვენს მე­ო­რე პრო­ფე­სი­ას?

- თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით შე­ი­ტყვეს, რომ მე მკვლავ­ჭიდ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი ვარ. მათ არც კი იცოდ­ნენ, რომ სპორ­ტით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა პა­ცი­ენ­ტებს, ნა­წი­ლი მე­უბ­ნე­ბა რომ ჩემი წარ­მა­ტე­ბის შე­სა­ხებ სმე­ნი­ათ და გა­ო­ცე­ბუ­ლან ჩემი ექი­მო­ბით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს
ავტორი:

გაიცანით ბათუმელი ექიმი, რომელიც მკლავჭიდში საქართველოს 11-გზის ჩემპიონია

გაიცანით ბათუმელი ექიმი, რომელიც მკლავჭიდში საქართველოს 11-გზის ჩემპიონია

ბათუმელი ექიმი, ორთოპედ-ტრავმატოლოგი დარინა ცეცხლაძე მკლავჭიდში საქართველოს ჩემპიონი უკვე მეთერთმეტედ გახდა. ბათუმელმა გოგონამ AMBEBI.GE-ის საკუთარი წარმატებების შესახებ უამბო და ისიც გაგვიმხილა, როგორ ახერხებს სამედიცინო სფეროსა და სპორტში ერთდროულად მოღვაწეობას.

დარინა ცეცხლაძე გვეუბნება, რომ მკლავჭიდით 2009 წელს, უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში დაინტერესდა. გვიყვება, რომ მისი სპორტული ცხოვრების შესახებ საავადმყოფოში მისმა კოლეგებმა მედიასაშუალებებით შეიტყვეს, რაც მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

- როგორ და როდის დაინტერესდით მკლავჭიდით?

- 2009 წელს უნივერსიტეტში ღია ტურნირი ჩატარდა, სადაც პირველად ვიასპარეზე. ტურნირს ჩემი მწვრთნელი ესწრებოდა, რომელმაც შემომთავაზა, რომ ვარჯიშის გაგრძელების შემთხვევაში საქართველოს ჩემპიონატზე წამიყვანდა. თავდაპირველად მკვლავჭიდში შეჯიბრებებზე 4 ოქრო მოვიპოვე. 2009 წლიდან საქართველოს ჩემპიონი ვარ.

ამის პარალელურად ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ექიმი-ტრავმატოლოგის პოზიციაზე ვმუშაობ. აღსანიშნავია, რომ ტრავმატოლოგის პოზიციაზე საქართველოში ქალები იშვიათად არიან. ორი წელია სამედიცინო სფეროში ვარ და მომწონს რასაც ვაკეთებ.

როცა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა დავასრულე, 2014 წელს უკრაინაში სწავლის გასაგრძელებლად წავედი. იქ სწავლის პარალელურად მკლავჭიდის შეჯიბრებებზე გამოვდიოდი და წარმატებებიც მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში არაერთი შემოთავაზება მქონდა უკრაინის სახელით მეასპარეზა, მე არ დავთანხმდი. უკრაინაში საერთაშორისო ტურნირებზე ხუთი ოქროს მედალი მოვიპოვე, რა თქმა უნდა, საქართველოს სახელით.

- როგორ ახერხებთ შეუთავსოთ ერთმანეთს ექიმობა და სპორტის ეს სახეობა?

- დილა ვარჯიშით იწყება. 09:00 საათზე სამსახურში მივდივარ და შესვენების დროსაც ვარჯიშს ვუთმობ. ბოლო ოთხი თვეა დატვირთული გრაფიკი მაქვს სამსახურში და იძულებული ვარ სახლში ვივარჯიშო... როცა სახლშიც და სპორტ-დარბაზშიც ვერ ვახერხებ მისვლას, სავარჯიშო ინვენტარს კლინიკაში ვატარებ და აქ ვვარჯიშობ, რადგან მინდა, რომ კიდევ უფრო დიდ წარმატებას მივაღწიო. არაერთი ოქროს მედალი, სწორედ ამ შრომის ფასად მაქვს მოპოვებული.

- რას ნიშნავს სპორტის ეს სახეობა შენთვის?

- სპორტში წარმატება რომ არ მქონოდა, ვერ ვიქნებოდი წარმატებული სამედიცინო სფეროში. ეს ჩემთვის ყველაფერია და ვაპირებ, რომ აქტიურად გავაგრძელო ჩემი საქმიანობა ორივე სფეროში, მკლავჭიდი ჩემი მეორე პროფესიაა.

მე ვარ ექიმი და პირველ რიგში უნდა ვემსახურო პაციენტებს, ასევე ნებისმიერ დროს მზად ვარ, მივიღო მკლავჭიდის შეჯიბრში მონაწილეობა. უკვე 11 წელია დარბაზის მტვერს ვყლაპავ და არ ვაპირებ ვარჯიშის შეწყვეტას - ეს სტიმულს მაძლევს, რომ ორივეგან წარმატებული ვიყო.

- სპორტის ამ სახეობით რამდენად დიდია დაინტერესება საქართველოში ქალების მხრიდან?

- 2009 წელს ასპარეზობა რომ დავიწყე, მაშინ ქალები სპორტის ამ სახეობით თითქმის არ იყვნენ დაინტერესებული. გასულ წელთან შედარებით, წელს შეჯიბრზე ქალბატონების მაღალი ინტერესი გამოიკვეთა. იყვნენ საზღვარგარეთიდან ქალები, რომლებიც საქართველოს სახელით ასპარეზობდნენ, თუმცა გამარჯვება მე მოვიპოვე...

თუ იქნება შესაძლებლობა და დაფინანსება, აუცილებლად წავალ ევროპის ჩემპიონატზეც, ისე საკუთარი ხარჯებით შეუძლებელია წავიდე და ვიასპარეზო.

- კოლეგა ექიმები და პაციენტები როგორ ხვდებიან თქვენს მეორე პროფესიას?

- თანამშრომლებმა მედიასაშუალებებით შეიტყვეს, რომ მე მკვლავჭიდში საქართველოს ჩემპიონი ვარ. მათ არც კი იცოდნენ, რომ სპორტით ვარ დაკავებული. რაც შეეხება პაციენტებს, ნაწილი მეუბნება რომ ჩემი წარმატების შესახებ სმენიათ და გაოცებულან ჩემი ექიმობით.

"ვერაფერი გადაარჩინეს, აალების დროს სახლში იყვნენ ოჯახის წევრებიც" - ხონის რაიონში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

8 დარღვევა, რის გამოც საქართველოში ყველაზე მეტი მძღოლი ჯარიმდება

"თითოეული მონაწილე წარმართულად მხოლოდ თავის წყაროს წყალს სვამდა" - მესხური თამაშები: მითი თუ სინამდვილე? რას წერდა "დროება" 138 წლის წინ