ავტორი:

Apple-მა განახლებული პროდუქცია და ახალი აპლიკაციები წარადგინა

Apple-მა განახლებული პროდუქცია და ახალი აპლიკაციები წარადგინა

Apple-მა განახლებული პროდუქციის და განახლებული აპლიკაციების პრეზენტაცია გამართა. ამის შესახებ AMBEBI.ge-ს კომპანია "აიპლიუსიდან" აცნობეს.

„Apple-ის ახალი პრეზენტაციით ცნობილი გახდა, რომ მომხმარებლებს “სირის“ ხმარება უმარტივდებათ. დღეიდან მრავალფუნქციური “სირის” მეშვეობით 50%-ით სწრაფად შეძლებთ დაამყაროთ ნებისმიერ მოწყობილობასთან სწრაფი კონტაქტი.

კორპორაციამ გასული კვირის განმავლობაში, მომხმარებელს Airpods 2, განახლებული Mac-ის ხაზი, ახალი თაობის დიდი და პატარა iPad-ები წარუდგინა. Apple-ის ოფიციალური პარტნიორი “აიპლიუსი” Apple-ის მიერ გამოშვებული ახალ AirPods-ს, iPad Air-ის, iPad Mini-ის და iMac-ის გაყიდვების დაწყებას 10 აპრილიდან აანონსებს.

25 მარტის Apple-ის პრეზენტაციისას დიდი დრო პროგრამულ განახლებებს დაეთმო. iPlus უკვე მუშაობს ამ სერვისების ქართულ ბაზარზე ოპტიმიზაციისთვის და ქართველ მომხმარებლებსაც შეეძლება გამოვიყენოთ ყველა ის ბენეფიტი, რასაც Apple გვთავაზობს - მაგალითად, გავერთოთ კარგი გრაფიკის თამაშებით, ვუყუროთ სერიალებს ლოდინის გარეშე 4K გარჩევადობით და გავეცნოთ მსოფლიო სიახლეებს თითის ერთი დაჭერით.

აღსანიშნავია, რომ განახლებულ მოდელებზე წინა მოდელის ფასი შენარჩუნდა, მომხმარებლებს წინა მოდელის ფასად 2019 წლის მონაცემების ტექნიკის შეძენა შეეძლებათ.

ახალ მოდელებზე გარდა პროცესორისა და ვიდეო დაფების გაუმჯობესებისა, Apple-მა პროგრამული განახლება iOS 12.2-იც გამოუშვა. ეს ვერსია ძალიან ენერგოეფექტურია - თუ თქვენ დღის განმავლობაში ბევრჯერ გინატრიათ მეტი ელემენტი - ეს განახლება სწორედ თქვენთვისაა. მნიშვნელოვანია, ახალი თაობის Airpods წარდგენა, Apple-ის უსადენო ყურსასმენი დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში“, - ნათქვამია “აიპლიუსის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

iPlus-ის კომუნიკაციის მენეჯერის, გოგა თირქიას განცხადებით, ყურსასმენებზე დიდი მოთხოვნის გამო ერთ ადამიანზე მხოლოდ ერთი მოდელი იყიდება.

"გვინდა მეტ მომხმარებელს ჰქონდეს საშუალება შეიძინოს მართლაც ჯადოსნური Airpods და ამით გაიმარტივოს ცხოვრება. ყურსასმენი მართლა ძალიან პრაქტიკული გამოსაყენებელია. ყურიდან მოხსნის შემთხვევაში მუსიკა ავტომატურად პაუზდება, ხოლო მიკროფონი იმდენად “ჭკვიანია", რომ ხვდება ვის უკეთია. ამას გარდა, Airpods-ს მაღალი ხარისხის ჟღერადობა აქვს ”, - განაცხადა „აიპლიუსის“ კომუნიკაციის მენეჯერმა.

NS

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი