პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ დგანან წარმატებული და წარუმატებელი ქართველი ფეხბურთელების უკან - აგენტები ქართულ ფეხბურთში
ვინ დგანან წარმატებული და წარუმატებელი ქართველი ფეხბურთელების უკან - აგენტები ქართულ ფეხბურთში

სა­ი­დუმ­ლო არა­ვის­თვი­საა, რომ დღე­ვან­დელ ფეხ­ბურთში აგენ­ტე­ბი უდი­დეს როლს თა­მა­შო­ბენ ფეხ­ბურ­თე­ლის კა­რი­ე­რა­ში. რაც უნდა ნი­ჭი­ე­რი იყოს მო­თა­მა­შე, შე­იძ­ლე­ბა მან კა­რი­ე­რა ვერ აი­წყოს აგენ­ტის ხუშ­ტუ­რე­ბის და დიდი ფი­ნან­სუ­რი მა­დის გამო. ან პი­რი­ქით - შე­და­რე­ბით მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლი მოხ­ვდეს ისეთ კლუბ­ში, სხვა დროს და სხვა ვი­თა­რე­ბა­ში რომ ვერ შეძ­ლებ­და.

ჩვე­ნი წე­რი­ლი ქარ­თვე­ლი აგენ­ტე­ბის ნაღ­ვა­წის შე­ფა­სე­ბის ერ­თგვა­რი მცდე­ლო­ბაა - ამ წე­რილ­ში ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თი­სათ­ვის ლე­გენ­და­რულ არა­ერთ პერ­სო­ნას შეხ­ვდე­ბით, რომ­ლე­ბიც აგენ­ტე­ბი, ამ სი­ტყვის პირ­და­პი­რი გა­გე­ბით, არ ყო­ფი­ლან და თა­ვი­ან­თი პი­რა­დი კავ­ში­რე­ბით ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ ქარ­თველ ფეხ­ბურ­თე­ლებს კა­რი­ე­რის აწყო­ბა­ში, რაც უდა­ვოდ სა­შუ­რი საქ­მე გახ­ლდათ წლე­ბის წინ და ახ­ლან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­და­ნაც იმ ხალ­ხს მხო­ლოდ მად­ლო­ბა ეკუთ­ვნის.

ამ წე­რილ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას ვე­სა­უბ­რე ჩემს უფ­როს კო­ლე­გებს. იმ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც კარ­გად ახ­სოვთ 90-იანი წლე­ბის და­სა­წყი­სი. მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა ამ­ტკი­ცებს, რომ პირ­ვე­ლი სა­ფეხ­ბურ­თო აგენ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში გახ­ლდათ ილია კო­კა­ია. მას ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის წი­ნა­შე წარ­დგე­ნა ნამ­დვი­ლად არ სჭირ­დე­ბა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მან შექ­მნა ქარ­თუ­ლი საკ­ლუ­ბო ფეხ­ბურ­თი­სათ­ვის სა­მა­გა­ლი­თო "ზეს­ტა­ფო­ნი" და დღემ­დე მისი მფლო­ბე­ლია. სწო­რედ კო­კა­ი­ას დამ­სა­ხუ­რე­ბა გახ­ლდათ და­ვით მუ­ჯი­რის გა­დას­ვლა ტი­რას­პო­ლის "შე­რიფ­ში". მას ასე­ვე ძა­ლი­ან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და გერ­მა­ნულ და ევ­რო­პის სხვა ქვეყ­ნე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ კლუ­ბებ­თან.

როცა 90-იან წლებ­ზე ვსა­უბ­რობთ, არ უნდა გა­მოგ­ვრჩეს მე­რაბ ჟორ­და­ნი­ას ღვაწ­ლი ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის წინსვლის საქ­მე­ში. მა­შინ სა­ქარ­თვე­ლო­დან უცხო­ურ კლუ­ბებ­ში გა­დას­ვლა ასე იოლი არ იყო. ჟორ­და­ნი­ას ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­იც­ნო ევ­რო­პამ გი­ორ­გი ქინ­ქლა­ძის სა­ფეხ­ბურ­თო ნიჭი. ის დრო­ე­ბით "ზა­არბრი­უ­კენ­ში" გახ­ლდათ გა­ნა­თხოვ­რე­ბუ­ლი თბი­ლი­სის "დი­ნა­მო­დან", მერე მცი­რე ხნით და­უბ­რუნ­და მშობ­ლი­ურ კლუბს და გა­და­ვი­და "მან­ჩეს­ტერ სი­ტი­ში". ეს ტრანსფე­რი კარ­გა ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში სარ­ე­კორ­დო გახ­ლდათ ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თი­სათ­ვის. ჟორ­და­ნია არ იყო აგენ­ტი. ის პი­რა­დი კავ­ში­რე­ბით, დიდი ნაც­ნო­ბო­ბით ახერ­ხებ­და ბევ­რს. სწო­რედ ჟორ­და­ნი­ას მეშ­ვე­ო­ბით გა­იც­ვნეს ქარ­თველ­მა მო­თა­მა­შე­ებ­მა მა­შინ­დელ სი­ნამ­დვი­ლე­ში ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი მე­ნე­ჯე­რი, ერ­ვინ კა­ზა­კოვ­სკი.

ქინ­ქლა­ძის ტრანსფე­რის სა­კი­თხი კარ­გა ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­და­ვოდ ით­ვლე­ბო­და - "მრე­ტე­ბი" საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი თან­ხის მი­ღე­ბას იმე­დოვ­ნებ­და, მაგ­რამ დრო გა­ვი­და, კლუბ­მა მი­ზანს ვერ მი­აღ­წია და და­ი­შა­ლა კი­დეც. ამ ბრძო­ლის წა­გე­ბის შემ­დეგ ქარ­თულ ფეხ­ბურთში აღარ ჩანს ვაჟა ჩხა­ი­ძე - უდა­ვოდ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და თვითმყო­ფა­დი მოღ­ვა­წე ჩვე­ნი ფეხ­ბურ­თი­სა.

ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ფი­გუ­რაა რე­ვაზ ჭო­ხო­ნე­ლი­ძე. უკ­რა­ი­ნა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი, ვინც თა­ვის დრო­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი გახ­ლდათ. ჭო­ხო­ნე­ლი­ძეს ძა­ლი­ან მჭიდ­რო კავ­ში­რე­ბი ჰქონ­და კი­ე­ვის "დი­ნა­მოს­თან" და "მი­ლან­თან". სწო­რედ მან და­ა­ინ­ტე­რე­სა კი­ე­ვე­ლე­ბი კა­ლა­ძით. ამა­ვე დროს, უნდა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ კი­ე­ველ­თა მა­შინ­დე­ლი ლე­გენ­და - მწვრთნე­ლი, ვა­ლე­რი ლო­ბა­ნოვ­სკი უსა­თუ­ოდ და­ე­კი­თხე­ბო­და ჭკუ­ას ქარ­თუ­ლი და მსოფ­ლიო ფეხ­ბურ­თის კი­დევ ერთ ცო­ცხალ ლე­გე­ნას, და­ვით ყი­ფი­ანს.

სა­ინ­ტე­რე­სოა ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის კი­დევ ერთი ლე­გენ­დის, რე­ვაზ ძო­ძუ­აშ­ვი­ლი­სა და შე­პე­ტოვ­კის "ტემ­პის" ის­ტო­რია. როცა ეს კლუ­ბი უკ­რა­ი­ნის ჩემ­პი­ო­ნა­ტის უმაღ­ლეს ლი­გა­ში ას­პა­რე­ზობ­და, მისი პრე­ზი­დენ­ტი კი ქარ­თვე­ლი, გვა­რად ნიშ­ნი­ა­ნი­ძე გახ­ლდათ. სამ­წუ­ხა­როდ, ეს ურ­თი­ერ­თო­ბა დიდ­ხანს არ გაგ­რძელ­და. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

ვინ დგანან წარმატებული და წარუმატებელი ქართველი ფეხბურთელების უკან - აგენტები ქართულ ფეხბურთში

ვინ დგანან წარმატებული და წარუმატებელი ქართველი ფეხბურთელების უკან - აგენტები ქართულ ფეხბურთში

საიდუმლო არავისთვისაა, რომ დღევანდელ ფეხბურთში აგენტები უდიდეს როლს თამაშობენ ფეხბურთელის კარიერაში. რაც უნდა ნიჭიერი იყოს მოთამაშე, შეიძლება მან კარიერა ვერ აიწყოს აგენტის ხუშტურების და დიდი ფინანსური მადის გამო. ან პირიქით - შედარებით მოკრძალებული შესაძლებლობების ფეხბურთელი მოხვდეს ისეთ კლუბში, სხვა დროს და სხვა ვითარებაში რომ ვერ შეძლებდა.

ჩვენი წერილი ქართველი აგენტების ნაღვაწის შეფასების ერთგვარი მცდელობაა - ამ წერილში ქართული ფეხბურთისათვის ლეგენდარულ არაერთ პერსონას შეხვდებით, რომლებიც აგენტები, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, არ ყოფილან და თავიანთი პირადი კავშირებით ეხმარებოდნენ ქართველ ფეხბურთელებს კარიერის აწყობაში, რაც უდავოდ საშური საქმე გახლდათ წლების წინ და ახლანდელი გადასახედიდანაც იმ ხალხს მხოლოდ მადლობა ეკუთვნის.

ამ წერილზე მუშაობისას ვესაუბრე ჩემს უფროს კოლეგებს. იმ ადამიანებს, ვისაც კარგად ახსოვთ 90-იანი წლების დასაწყისი. მათი უმრავლესობა ამტკიცებს, რომ პირველი საფეხბურთო აგენტი საქართველოში გახლდათ ილია კოკაია. მას ქართველი გულშემატკივრების წინაშე წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება. მოგვიანებით მან შექმნა ქართული საკლუბო ფეხბურთისათვის სამაგალითო "ზესტაფონი" და დღემდე მისი მფლობელია. სწორედ კოკაიას დამსახურება გახლდათ დავით მუჯირის გადასვლა ტირასპოლის "შერიფში". მას ასევე ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა გერმანულ და ევროპის სხვა ქვეყნების წარმომადგენელ კლუბებთან.

როცა 90-იან წლებზე ვსაუბრობთ, არ უნდა გამოგვრჩეს მერაბ ჟორდანიას ღვაწლი ქართველი ფეხბურთელების წინსვლის საქმეში. მაშინ საქართველოდან უცხოურ კლუბებში გადასვლა ასე იოლი არ იყო. ჟორდანიას ინიციატივით გაიცნო ევროპამ გიორგი ქინქლაძის საფეხბურთო ნიჭი. ის დროებით "ზაარბრიუკენში" გახლდათ განათხოვრებული თბილისის "დინამოდან", მერე მცირე ხნით დაუბრუნდა მშობლიურ კლუბს და გადავიდა "მანჩესტერ სიტიში". ეს ტრანსფერი კარგა ხნის განმავლობაში სარეკორდო გახლდათ ქართული ფეხბურთისათვის. ჟორდანია არ იყო აგენტი. ის პირადი კავშირებით, დიდი ნაცნობობით ახერხებდა ბევრს. სწორედ ჟორდანიას მეშვეობით გაიცვნეს ქართველმა მოთამაშეებმა მაშინდელ სინამდვილეში ძალიან წარმატებული მენეჯერი, ერვინ კაზაკოვსკი.

ქინქლაძის ტრანსფერის საკითხი კარგა ხნის განმავლობაში სადავოდ ითვლებოდა - "მრეტები" საკმაოდ სოლიდური თანხის მიღებას იმედოვნებდა, მაგრამ დრო გავიდა, კლუბმა მიზანს ვერ მიაღწია და დაიშალა კიდეც. ამ ბრძოლის წაგების შემდეგ ქართულ ფეხბურთში აღარ ჩანს ვაჟა ჩხაიძე - უდავოდ ძალიან საინტერესო და თვითმყოფადი მოღვაწე ჩვენი ფეხბურთისა.

ძალიან საინტერესო ფიგურაა რევაზ ჭოხონელიძე. უკრაინაში მცხოვრები ქართველი, ვინც თავის დროზე წარმატებული ფეხბურთელი გახლდათ. ჭოხონელიძეს ძალიან მჭიდრო კავშირები ჰქონდა კიევის "დინამოსთან" და "მილანთან". სწორედ მან დააინტერესა კიეველები კალაძით. ამავე დროს, უნდა ვივარაუდოთ, რომ კიეველთა მაშინდელი ლეგენდა - მწვრთნელი, ვალერი ლობანოვსკი უსათუოდ დაეკითხებოდა ჭკუას ქართული და მსოფლიო ფეხბურთის კიდევ ერთ ცოცხალ ლეგენას, დავით ყიფიანს.

საინტერესოა ქართული ფეხბურთის კიდევ ერთი ლეგენდის, რევაზ ძოძუაშვილისა და შეპეტოვკის "ტემპის" ისტორია. როცა ეს კლუბი უკრაინის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობდა, მისი პრეზიდენტი კი ქართველი, გვარად ნიშნიანიძე გახლდათ. სამწუხაროდ, ეს ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელდა. წაიკითხეთ სრულად

რა თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდათ კორონავირუსით გარდაცვლილებს - დაავადებათა კონტროლის ცენტრის კვლევა

კომპანია "ჯი-თი მოტორსი“ ტვ პირველის ტყუილს პასუხობს

"ოქროს ბირჟა" მუშაობას აჩერებს - 5 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა