პოლიტიკა

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თავი დაანებეთ საკუთარი სექსუალური ფანტაზიების რეალობად გასაღებას" - ფსიქოლოგი სქესობრივი აღზრდის ინიციატივაზე დეპუტატებს მიმართავს
"თავი დაანებეთ საკუთარი სექსუალური ფანტაზიების რეალობად გასაღებას" - ფსიქოლოგი სქესობრივი აღზრდის ინიციატივაზე დეპუტატებს მიმართავს

პრო­ფე­სო­რი, ფსი­ქო­ლო­გი მა­რი­ნე ჩი­ტაშ­ვი­ლი სკო­ლებ­ში სქე­სობ­რი­ვი აღ­ზრდის შე­სა­ხებ სოფო კი­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბას ეხ­მი­ა­ნე­ბა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა მხო­ლოდ მშობ­ლის თან­ხმო­ბის შემ­თხვე­ვა­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ჩი­ტაშ­ვი­ლი „ფე­ის­ბუქ­ზე“ ვრცელ სტა­ტუსს აქ­ვეყ­ნებს:

„დიდ­ხანს ვი­ფიქ­რე და გა­დავ­წყვი­ტე მა­ინც დავ­წე­რო კო­მენ­ტა­რი ამ აბ­სურ­დზე, რო­მე­ლიც რად­გან ჩა­ი­წე­რა კა­ნონპ­რო­ექ­ტში ეტყო­ბა სულ რი­ხინ-რი­ხი­ნით გა­ივ­ლის მე­ო­რე და მე­სა­მე მოს­მე­ნებს და ფსევ­დო-პუ­რი­ტა­ნუ­ლი მო­რა­ლით თავ­სა­ფარ­ში გა­მოხ­ვე­ულ თვალ­დახ­რილ ქა­ლებ­სა და სა­კუ­თა­რი ღირ­სე­ბით აღვსი­ლი კა­ცე­ბის მო­რიგ ქარ­ტი­ად იქ­ცე­ვა.

ცოდ­ნა ანუ სწავ­ლა, გა­გე­ბა, ახ­ლის შე­მეც­ნე­ბა - კოგ­ნი­ტუ­რი ანუ სა­აზ­როვ­ნო პრო­ცე­სია, რო­მე­ლიც პირ­და­პირ ბმა­ში არ არის სი­ა­მოვ­ნე­ბას­თან და ქცე­ვა­ში გა­მოვ­ლი­ნე­ბას­თან.

კი­თხვა მე სა­ი­დან მო­ვე­დი - სამი წლის ასაკ­ში - ნიშ­ნავს, კი­თხვას - ამ სამ­ყა­როს მე ვუყ­ვარ­ვარ თუ არა, რად­გან მე პა­ტა­რა გუ­ლი­ვე­რი ვარ გო­ლი­ა­თე­ბის სამ­ყა­რო­ში და ვშფო­თავ, ქვე­მო­დან გი­ყუ­რებთ და ვკი­თხუ­ლობ, რამე ხომ არ მო­მი­ვა? აქ სა­ი­დან გავჩნდი? მე არ მა­ინ­ტე­რე­სებს რა კონ­კრე­ტუ­ლი ქცე­ვა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ორმა ადა­მი­ან­მა ჩემი ჩა­სახ­ვი­სათ­ვის. მე მათ სრუ­ლი­ად სხვა რა­მეს ვე­კი­თხე­ბი, მე ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლუ­რი კი­თხვა მა­წუ­ხებს აქ უსაფრ­თხოდ ვარ თუ არა? რა­ტომ არ ვარ თქვე­ნის­თა­ნა დიდი? რა­ტომ დამ­ყუ­რებთ ზე­მო­დან? პა­სუ­ხი ჩემს კი­თხვა­ზე ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია - შენ ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის შე­დე­გად გაჩ­ნდი და შენ ჩვე­ნი სი­ხა­რუ­ლი ხარ!!! და მე, პა­ტა­რა გუ­ლი­ვე­რი, მშვი­დად ვაგ­რძე­ლებ ცხოვ­რე­ბას.

7-8 წლის ასაკ­ში მე ისევ დავ­სვამ ამ შე­კი­თხვას, უკვე ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბის, შე­მეც­ნე­ბის სურ­ვი­ლის გამო - ადა­მი­ა­ნი რო­გორ ჩნდე­ბა - და რად­გან სკო­ლა­ში უკვე მას­წავ­ლი­ან ბუ­ნე­ბას, რა­ღა­ცას ვხვდე­ბი, მაგ­რამ ბო­ლომ­დე ვერა და გე­კი­თხე­ბით მხო­ლოდ და მხო­ლოდ გა­გე­ბის­თვის - რა მე­ქა­ნიზ­მე­ბით მრავ­ლდე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი. ასეთ დროს პა­სუ­ხი მარ­ტი­ვია - ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მე­ბის სამ­ყა­რო, რო­მელ­თა ნა­წი­ლიც ჩვენ ვართ და ვე­კუთ­ვნით ხერ­ხემ­ლი­ა­ნებს (შე­გიძ­ლი­ათ სა­კუ­თა­რი ზურ­გიც კი უჩ­ვე­ნოთ და ხერ­ხემ­ლის მა­ლე­ბი და­ათ­ვლე­ვი­ნოთ) მრავ­ლდე­ბა ორი სქე­სის, მდედ­რო­ბი­თი და მამ­რო­ბი­თი, შე­უღ­ლე­ბით.

მდედ­რო­ბი­თი სქე­სი ატა­რებს კვერ­ცხუ­ჯრედს, მამ­რო­ბი­თი სპერ­მა­ტო­ზო­იდს, ცალ-ცალ­კე ისი­ნი ვერ წარ­მო­შო­ბენ თა­ვის მსგავსს, ამი­სათ­ვის სპეტ­მა­ტო­ზო­იდ­მა უნდა შე­აღ­წი­ოს კვერ­ცხუ­ჯრედ­ში, გა­ა­ნა­ყო­ფი­ე­როს ის და მერე იწყე­ბა უკვე ჩა­ნა­სა­ხის გან­ვი­თა­რე­ბა, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბი­სათ­ვის გან­სხვა­ვე­ბულ დროს იკა­ვებს. პირ­ვე­ლად ვი­თარ­დე­ბა... და აღარ დავ­წერ რა და რო­გორ ვი­თარ­დე­ბა, ამას წა­ი­კი­თხავს ვი­საც აინ­ტე­რე­სებს და მო­უყ­ვე­ბა შვი­ლებს. მე გა­ვი­გებ, რო­გორ ჩნდე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი და შემ­ცე­ნე­ბით ინ­ტე­რესს და­ვიკ­მა­ყო­ფი­ლებ.

მე არა­ფერს არ შე­გე­კი­თხე­ბით, რო­დე­საც 14-16 წლი­სას შე­მიყ­ვარ­დე­ბა ვინ­მე, ჩემი ორ­გა­ნიზ­მი იფეთ­ქებს და მე აღ­მო­ვა­ჩენ, რომ ან ქალი ვარ, და ან კაცი და მი­ზი­დავს მე­ო­რე და ის, რაც მი­თხა­რით 7-8 წლის ასაკ­ში (რო­გორ ვმრავ­ლდე­ბით) თურ­მე რა ქცე­ვის­კენ მი­ბიძ­გებს და ის, რაც მი­თხა­რით 3-4 წლის ასაკ­ში, რომ გიყ­ვარ­ვართ ორს, თურ­მე რას ნიშ­ნავს. მე არ მა­ინ­ტე­რე­სებს თქვე­ნი აზრი სიყ­ვა­რუ­ლის რი­ტუ­ა­ლი რო­გორ უნდა შე­ვას­რუ­ლო, ამას მე თვი­თონ­ვე მოვ­ძებ­ნი ინ­ტერ­ნე­ტით და წა­ვი­კი­თხავ, რომ ამის შე­სა­ხებ 40 სა­უ­კუ­ნის წი­ნაც ზუს­ტად ისე­ვე და იმ­დე­ნი იცოდ­ნენ, რო­გორც ჩვენ ვი­ცით დღეს. სიყ­ვა­რუ­ლის ქცე­ვის მე­ქა­ნი­კა თურ­მე რო­გო­რი ძვე­ლი და ახა­ლი ყო­ფი­ლა ერ­თდრო­უ­ლად.

თუ თქვენ 3-4 ან 7-8 წლის ასაკ­ში მო­მიყ­ვე­ბით ქა­ლი­სა და კა­ცის სქე­სობ­რი­ვი ქცე­ვის შე­სა­ხებ მე ვე­რა­ფერს ვერ გა­ვი­გებ, ვერ მი­ვი­ღებ პა­სუხს ჩემს კი­თხვებ­ზე და თქვენ­სა­ვით გა­ვუ­ცხოვ­დე­ბი სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა­გან და მე­გო­ნე­ბა, რომ სექ­სი სირ­ცხვი­ლია, ცუ­დია და და­სა­მა­ლი. მერე რო­დე­საც მომ­წი­ფე­ბის პე­რი­ო­დი და­მიდ­გე­ბა - ხმას ვერ ამო­ვი­ღებ, ან თავ­და­ყი­რა გა­და­ვეშ­ვე­ბი რო­მე­ლი­მე მარ­გი­ნა­ლურ ჯგუფ­ში, რად­გან არ მე­ცო­დი­ნე­ბა რა ხდე­ბა ჩემ თავს.

და ეს ყვე­ლა­ფე­რი იმის ბრა­ლი იქ­ნე­ბა, რომ თქვენ უფ­რო­სებ­მა ერ­თმა­ნეთ­ში აუ­რი­ეთ რა­მის ცოდ­ნა, რო­გორც შე­მეც­ნე­ბი­თი პრო­ცე­სი, და კონ­კრე­ტუ­ლი ქცე­ვა, რო­გორც სი­ა­მოვ­ნე­ბის მი­ღე­ბა.

ამ კა­ნო­ნით სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი აკა­ნო­ნებს უცო­დინ­რო­ბას იმის ში­შით, რომ სი­ა­მოვ­ნე­ბის მი­ღე­ბა აკ­რძა­ლუ­ლია და სირ­ცხვი­ლია მათი აზ­რით და ასე­ვე ხელს უწყობს ავ­ტო­რი­ტე­ტის მი­მართ (მშობ­ლის ნე­ბარ­თვა და თხოვ­ნა) მორ­ჩი­ლე­ბას და აფერ­ხებს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლი­ზა­ცი­ის გზა­ზე სა­კუ­თა­რი თა­ვის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბას და ემო­ცი­უ­რი ზრდას­რუ­ლო­ბის მიღ­წე­ვას.

ყო­ჩაღ! ზუს­ტად გა­ი­ზი­ა­რეთ და­სავ­ლუ­რი ქვეყ­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა - ერთი მა­გა­ლი­თი მა­ინც მო­იყ­ვა­ნეთ თქვე­ნი არ­გუ­მენ­ტი­სათ­ვის. სად ნა­ხეთ იგი­ვე? მშობ­ლის მიერ უა­რის თქმა რე­ლი­გი­უ­რი მო­საზ­რე­ბე­ბის გამო, მი­ღე­ბუ­ლია რიგ ქვეყ­ნებ­ში, მაგ­რამ ნე­ბარ­თვა, რომ გაკ­ვე­თი­ლი ჩა­უ­ტა­რონ, ეს თქვე­ნი მო­გო­ნი­ლია. სხვა­ო­ბა­საც ვერ ხე­დავთ ამ ორ მიდ­გო­მას შო­რის და სა­ყო­ველ­თაო პრაქ­ტი­კა გგო­ნი­ათ.

ისიც არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ ინ­ტერ­ნე­ტი არ­სე­ბობს, თქვე­ნი აკ­რძალ­ვე­ბი არა­ფერს არ გა­ა­კე­თებს და თავი და­ა­ნე­ბეთ სა­კუ­თა­რი სექ­სუ­ა­ლუ­რი ფან­ტა­ზი­ე­ბის რე­ა­ლო­ბად გა­სა­ღე­ბას.

არ გა­მო­მა­პა­როთ რო­დის აკ­რძა­ლავთ გარ­კვე­უ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო მი­მარ­თუ­ლე­ბებს ევო­ლუ­ცი­ის თე­ო­რი­ის ჩათ­ვლით - ადა­მი­ა­ნის ღვთი­უ­რი წარ­მო­შო­ბის მო­ტი­ვით - რომ სა­კუ­თა­რი მოკ­ვდა­ო­ბის და წარ­მავ­ლო­ბის შიშს გა­უმკლავ­დეთ.

ვინა ხართ? სა­ი­დან მოხ­ვე­დით? სად ის­წავ­ლეთ? რა ის­წავ­ლეთ? ვინ გი­თხრათ, რომ ადა­მი­ა­ნის ბედი თქვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის ანა­ბა­რაა!!!

დღეს შე­ვე­ცა­დე ჩემი სტუ­დენ­ტე­ბის­თვის ამეხ­სნა, რას ნიშ­ნავს პრო­ექ­ცია ამ მა­გა­ლით­ზე. მად­ლო­ბა ასე­თი კარ­გი ქე­ი­სი­სათ­ვის. მშვე­ნივ­რად გა­ი­გეს და და­ი­მახ­სოვ­რეს. ისიც ავუხ­სე­ნი, რომ ნე­ბის­მი­ე­რი აკ­რძალ­ვის მი­უ­ხე­და­ვად იდეა, აზრი არას­დროს კვდე­ბა და მა­გა­ლი­თად: ქრის­ტი­ა­ნო­ბა დგას სამ იდე­ა­ზე - სიყ­ვა­რულ­ზე, თა­ნას­წო­რო­ბა­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე.

ის რუს­თა­ვე­ლი მა­ინც წა­ი­კი­თხეთ, ყვე­ლა­ფერს რომ მისი სა­ხე­ლი და­არ­ქვით, რომ თქვენ­გან სა­სა­ცი­ლოდ აგ­დე­ბუ­ლი ღმერ­თი არ გა­წი­რავს ადა­მი­ანს - „მაგ­რამ ღმერ­თი არ გას­წი­რავს, კაც­სა შენ­გან გა­ნა­წირ­სა", - წერს ჩი­ტაშ­ვი­ლი.

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, სოფო კი­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ გა­და­წყვი­ტეს, კა­ნონპ­რო­ექ­ტში ჩა­ე­წე­რათ მუხ­ლი, რაც "აბ­სო­ლუ­ტუ­რად თავ­სე­ბა­დო­ბა­ში მო­დის სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებ­თან":

"თუ რო­მე­ლი­მე მშო­ბელს უნდა, თა­ვის შვილს ჰქონ­დეს სქე­სობ­რი­ვი აღ­ზრდის გაკ­ვე­თი­ლე­ბი, ეს შე­უძ­ლია, თუმ­ცა მან უნდა მის­ცეს თან­ხმო­ბა. ვი­საც არა აქვს ამის სურ­ვი­ლი, ვისი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბიც ამას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა, მა­შინ სხვა ფორ­მით უნდა მი­ი­ღოს ბავ­შვმა ეს გა­ნათ­ლე­ბა. შე­იძ­ლე­ბა, მშო­ბე­ლი იმ კონ­კრე­ტუ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბის ში­ნა­არსს არ ეთან­ხმე­ბო­დეს. ასე­თი ფორ­მით მი­წო­დე­ბა არ უნდა მოხ­დეს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ გა­მო­იწ­ვი­ოს და­პი­რის­პი­რე­ბა, არ გა­მო­იწ­ვი­ოს მღელ­ვა­რე­ბა ზოგ­ჯერ სა­მარ­თლი­ა­ნი. ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ეს ფორ­მუ­ლი­რე­ბა ჩავ­სვათ და შე­მო­ვი­ტა­ნოთ ასე­თი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა“, – გა­ნა­ცხა­და სოფო კი­ლა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"თავი დაანებეთ საკუთარი სექსუალური ფანტაზიების რეალობად გასაღებას" - ფსიქოლოგი სქესობრივი აღზრდის ინიციატივაზე დეპუტატებს მიმართავს

"თავი დაანებეთ საკუთარი სექსუალური ფანტაზიების რეალობად გასაღებას" - ფსიქოლოგი სქესობრივი აღზრდის ინიციატივაზე დეპუტატებს მიმართავს

პროფესორი, ფსიქოლოგი მარინე ჩიტაშვილი სკოლებში სქესობრივი აღზრდის შესახებ სოფო კილაძის განცხადებას ეხმიანება, რომ აღნიშნული განათლების მიღება მხოლოდ მშობლის თანხმობის შემთხვევაშია შესაძლებელი.

ჩიტაშვილი „ფეისბუქზე“ ვრცელ სტატუსს აქვეყნებს:

„დიდხანს ვიფიქრე და გადავწყვიტე მაინც დავწერო კომენტარი ამ აბსურდზე, რომელიც რადგან ჩაიწერა კანონპროექტში ეტყობა სულ რიხინ-რიხინით გაივლის მეორე და მესამე მოსმენებს და ფსევდო-პურიტანული მორალით თავსაფარში გამოხვეულ თვალდახრილ ქალებსა და საკუთარი ღირსებით აღვსილი კაცების მორიგ ქარტიად იქცევა.

ცოდნა ანუ სწავლა, გაგება, ახლის შემეცნება - კოგნიტური ანუ სააზროვნო პროცესია, რომელიც პირდაპირ ბმაში არ არის სიამოვნებასთან და ქცევაში გამოვლინებასთან.

კითხვა მე საიდან მოვედი - სამი წლის ასაკში - ნიშნავს, კითხვას - ამ სამყაროს მე ვუყვარვარ თუ არა, რადგან მე პატარა გულივერი ვარ გოლიათების სამყაროში და ვშფოთავ, ქვემოდან გიყურებთ და ვკითხულობ, რამე ხომ არ მომივა? აქ საიდან გავჩნდი? მე არ მაინტერესებს რა კონკრეტული ქცევა განახორციელა ორმა ადამიანმა ჩემი ჩასახვისათვის. მე მათ სრულიად სხვა რამეს ვეკითხები, მე ეგზისტენციალური კითხვა მაწუხებს აქ უსაფრთხოდ ვარ თუ არა? რატომ არ ვარ თქვენისთანა დიდი? რატომ დამყურებთ ზემოდან? პასუხი ჩემს კითხვაზე ძალიან მარტივია - შენ ჩვენი სიყვარულის შედეგად გაჩნდი და შენ ჩვენი სიხარული ხარ!!! და მე, პატარა გულივერი, მშვიდად ვაგრძელებ ცხოვრებას.

7-8 წლის ასაკში მე ისევ დავსვამ ამ შეკითხვას, უკვე ცნობისმოყვარეობის, შემეცნების სურვილის გამო - ადამიანი როგორ ჩნდება - და რადგან სკოლაში უკვე მასწავლიან ბუნებას, რაღაცას ვხვდები, მაგრამ ბოლომდე ვერა და გეკითხებით მხოლოდ და მხოლოდ გაგებისთვის - რა მექანიზმებით მრავლდებიან ადამიანები. ასეთ დროს პასუხი მარტივია - ცოცხალი ორგანიზმების სამყარო, რომელთა ნაწილიც ჩვენ ვართ და ვეკუთვნით ხერხემლიანებს (შეგიძლიათ საკუთარი ზურგიც კი უჩვენოთ და ხერხემლის მალები დაათვლევინოთ) მრავლდება ორი სქესის, მდედრობითი და მამრობითი, შეუღლებით.

მდედრობითი სქესი ატარებს კვერცხუჯრედს, მამრობითი სპერმატოზოიდს, ცალ-ცალკე ისინი ვერ წარმოშობენ თავის მსგავსს, ამისათვის სპეტმატოზოიდმა უნდა შეაღწიოს კვერცხუჯრედში, გაანაყოფიეროს ის და მერე იწყება უკვე ჩანასახის განვითარება, რომელიც სხვადასხვა სახეობისათვის განსხვავებულ დროს იკავებს. პირველად ვითარდება... და აღარ დავწერ რა და როგორ ვითარდება, ამას წაიკითხავს ვისაც აინტერესებს და მოუყვება შვილებს. მე გავიგებ, როგორ ჩნდებიან ადამიანები და შემცენებით ინტერესს დავიკმაყოფილებ.

მე არაფერს არ შეგეკითხებით, როდესაც 14-16 წლისას შემიყვარდება ვინმე, ჩემი ორგანიზმი იფეთქებს და მე აღმოვაჩენ, რომ ან ქალი ვარ, და ან კაცი და მიზიდავს მეორე და ის, რაც მითხარით 7-8 წლის ასაკში (როგორ ვმრავლდებით) თურმე რა ქცევისკენ მიბიძგებს და ის, რაც მითხარით 3-4 წლის ასაკში, რომ გიყვარვართ ორს, თურმე რას ნიშნავს. მე არ მაინტერესებს თქვენი აზრი სიყვარულის რიტუალი როგორ უნდა შევასრულო, ამას მე თვითონვე მოვძებნი ინტერნეტით და წავიკითხავ, რომ ამის შესახებ 40 საუკუნის წინაც ზუსტად ისევე და იმდენი იცოდნენ, როგორც ჩვენ ვიცით დღეს. სიყვარულის ქცევის მექანიკა თურმე როგორი ძველი და ახალი ყოფილა ერთდროულად.

თუ თქვენ 3-4 ან 7-8 წლის ასაკში მომიყვებით ქალისა და კაცის სქესობრივი ქცევის შესახებ მე ვერაფერს ვერ გავიგებ, ვერ მივიღებ პასუხს ჩემს კითხვებზე და თქვენსავით გავუცხოვდები საკუთარი თავისაგან და მეგონება, რომ სექსი სირცხვილია, ცუდია და დასამალი. მერე როდესაც მომწიფების პერიოდი დამიდგება - ხმას ვერ ამოვიღებ, ან თავდაყირა გადავეშვები რომელიმე მარგინალურ ჯგუფში, რადგან არ მეცოდინება რა ხდება ჩემ თავს.

და ეს ყველაფერი იმის ბრალი იქნება, რომ თქვენ უფროსებმა ერთმანეთში აურიეთ რამის ცოდნა, როგორც შემეცნებითი პროცესი, და კონკრეტული ქცევა, როგორც სიამოვნების მიღება.

ამ კანონით საქართველოს პარლამენტი აკანონებს უცოდინრობას იმის შიშით, რომ სიამოვნების მიღება აკრძალულია და სირცხვილია მათი აზრით და ასევე ხელს უწყობს ავტორიტეტის მიმართ (მშობლის ნებართვა და თხოვნა) მორჩილებას და აფერხებს ინდივიდუალიზაციის გზაზე საკუთარი თავის გაცნობიერებას და ემოციური ზრდასრულობის მიღწევას.

ყოჩაღ! ზუსტად გაიზიარეთ დასავლური ქვეყნების გამოცდილება - ერთი მაგალითი მაინც მოიყვანეთ თქვენი არგუმენტისათვის. სად ნახეთ იგივე? მშობლის მიერ უარის თქმა რელიგიური მოსაზრებების გამო, მიღებულია რიგ ქვეყნებში, მაგრამ ნებართვა, რომ გაკვეთილი ჩაუტარონ, ეს თქვენი მოგონილია. სხვაობასაც ვერ ხედავთ ამ ორ მიდგომას შორის და საყოველთაო პრაქტიკა გგონიათ.

ისიც არ გაითვალისწინეთ, რომ ინტერნეტი არსებობს, თქვენი აკრძალვები არაფერს არ გააკეთებს და თავი დაანებეთ საკუთარი სექსუალური ფანტაზიების რეალობად გასაღებას.

არ გამომაპაროთ როდის აკრძალავთ გარკვეული სამეცნიერო მიმართულებებს ევოლუციის თეორიის ჩათვლით - ადამიანის ღვთიური წარმოშობის მოტივით - რომ საკუთარი მოკვდაობის და წარმავლობის შიშს გაუმკლავდეთ.

ვინა ხართ? საიდან მოხვედით? სად ისწავლეთ? რა ისწავლეთ? ვინ გითხრათ, რომ ადამიანის ბედი თქვენი გადაწყვეტილებების ანაბარაა!!!

დღეს შევეცადე ჩემი სტუდენტებისთვის ამეხსნა, რას ნიშნავს პროექცია ამ მაგალითზე. მადლობა ასეთი კარგი ქეისისათვის. მშვენივრად გაიგეს და დაიმახსოვრეს. ისიც ავუხსენი, რომ ნებისმიერი აკრძალვის მიუხედავად იდეა, აზრი არასდროს კვდება და მაგალითად: ქრისტიანობა დგას სამ იდეაზე - სიყვარულზე, თანასწორობასა და თავისუფლებაზე.

ის რუსთაველი მაინც წაიკითხეთ, ყველაფერს რომ მისი სახელი დაარქვით, რომ თქვენგან სასაცილოდ აგდებული ღმერთი არ გაწირავს ადამიანს - „მაგრამ ღმერთი არ გასწირავს, კაცსა შენგან განაწირსა", - წერს ჩიტაშვილი.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა, რომ გადაწყვიტეს, კანონპროექტში ჩაეწერათ მუხლი, რაც "აბსოლუტურად თავსებადობაში მოდის საერთაშორისო სტანდარტებთან":

"თუ რომელიმე მშობელს უნდა, თავის შვილს ჰქონდეს სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები, ეს შეუძლია, თუმცა მან უნდა მისცეს თანხმობა. ვისაც არა აქვს ამის სურვილი, ვისი ღირებულებებიც ამას ეწინააღმდეგება, მაშინ სხვა ფორმით უნდა მიიღოს ბავშვმა ეს განათლება. შეიძლება, მშობელი იმ კონკრეტული გაკვეთილების შინაარსს არ ეთანხმებოდეს. ასეთი ფორმით მიწოდება არ უნდა მოხდეს, რომ საზოგადოებაში არ გამოიწვიოს დაპირისპირება, არ გამოიწვიოს მღელვარება ზოგჯერ სამართლიანი. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ეს ფორმულირება ჩავსვათ და შემოვიტანოთ ასეთი ვალდებულება“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

"შმაგი არს სიგიჟით თავსაც თვისა ავნებდეს და სხვათაცა მავნებელ ექმნებოდეს" - სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს

"ვირუსი არ მაქვს, მაგრამ ფსიქოლოგიური ტრავმა დიდხანს გამყვება" - რას ჰყვება ესპანეთიდან დაბრუნებული ქართველი, რომელმაც კარანტინში 22 დღე გაატარა

"ეს კაცი 3000 ლარით დააჯარიმეს, მხოლოდ იმიტომ, რომ შვილთან ერთად მაღაზიის წინ ელოდა რიგს" - რას წერს ზუგდიდში მომხდარ ინციდენტზე ირაკლი ღლონტი