საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ის საყვარლის გამო მოკლეს..." - რა ვიცით ნოე სიხარულიძეზე, რომელიც ადვოკატის მტკიცებით, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის მამაა
"ის საყვარლის გამო მოკლეს..." - რა ვიცით ნოე სიხარულიძეზე, რომელიც ადვოკატის მტკიცებით, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის მამაა

ქარ­თუ­ლი "სა­მე­ფო კა­რის თა­მა­შე­ბი" აქ­ტუ­ა­ლო­ბას არ კარ­გავს - ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბის ორი შტოს და­პი­რის­პი­რე­ბამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა ფენა ჩა­ით­რია. ნუგ­ზარ და ანა ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკე­ბმა და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ მუხ­რა­ნე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თლო­ში და­ვა და­ი­წყეს. მო­სარ­ჩე­ლე მხა­რე, ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკი ყო­ფილ მე­უღ­ლეს სა­მე­ფო სა­ხე­ლის უნე­ბარ­თვოდ სარ­გებ­ლო­ბა­ში სდებს ბრალს და მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბის­თვის სიმ­ბო­ლურ თან­ხას - 1 ლა­რის გა­დახ­დას ითხოვს.

თუმ­ცა, პირ­ვე­ლი­ვე სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გრუ­ზინ­სკებ­მა მუხ­რა­ნე­ლე­ბის­გან შე­მა­გე­ბე­ლი ბრალ­დე­ბა მო­ის­მი­ნეს - და­ვით ბაგ­რა­ტი­ო­ნის ად­ვო­კატ­მა ლე­ვან ჩხე­ი­ძემ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის წინ მე­დი­ას­თან გა­ნა­ცხა­და, რომ "ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია და სან­დო წყა­რო­თი ვიცი, რომ სა­პატ­რი­არ­ქომ ჩა­ა­ტა­რა დნმ კვლე­ვა და ნუგ­ზარ ბაგ­რა­ტი­ო­ნი არ არის ბაგ­რა­ტი­ო­ნი, ის არის სი­ხა­რუ­ლი­ძე და იბ­რა­ლებს გვარს".

ამის შემ­დეგ, ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ნუგ­ზარ ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკი რე­ა­ლუ­რად თბი­ლი­სე­ლი ნოე სი­ხა­რუ­ლი­ძის ბი­ო­ლო­გი­უ­რი შვი­ლია.

AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, ვინ იყო ნოე სი­ხა­რუ­ლი­ძე და ამის გა­სარ­კვე­ვად მისი შთა­მო­მავ­ლე­ბი მო­ძებ­ნა. ნოე გლა­ხუ­ნას ძე სი­ხა­რუ­ლი­ძე ბიზ­ნეს­მე­ნი, მე­ცე­ნა­ტი და ქარ­თველ­თა შო­რის წერა-კი­თხვის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რი იყო. მისი შვი­ლიშ­ვი­ლი ტა­რი­ელ სი­ხა­რუ­ლი­ძე სი­ა­მოვ­ნე­ბით და­თან­ხმდა AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უს. ის პრო­ფე­სი­ით კავ­კა­სი­უ­რი და სლა­ვუ­რი ენე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტია და ათი წე­ლია თურ­ქეთ­ში ცხოვ­რობს და ლექ­ცი­ებს კი­თხუ­ლობს.

აი, რა გვი­ამ­ბო ტა­რი­ელ სი­ხა­რუ­ლი­ძემ წი­ნაპ­რის, ნოე სი­ხა­რუ­ლი­ძის შე­სა­ხებ:

- ნოეს დიდი ქო­ნე­ბა ჰქონ­და, ლუდ­სა­ხარ­ში ქარ­ხა­ნა, ყი­ნუ­ლის და­მამ­ზა­დე­ბე­ლი ქარ­ხა­ნა, ასან­თის ფაბ­რი­კა, სას­ტუმ­რო­ე­ბი თბი­ლის­სა და ბა­თუმ­ში. ასე­ვე სა­ბურ­თა­ლოს მა­მუ­ლე­ბის მფლო­ბე­ლი იყო, მა­მუ­ლი ჰქონ­და გუ­რი­ა­შიც და აგა­რა­კი მწვა­ნე კონ­ცხზე. არას­დროს ავი­წყდე­ბო­და, რომ სი­ხა­რუ­ლი­ძეა და ყვე­ლას ეხ­მა­რე­ბო­და, არა მხო­ლოდ სი­ხა­რუ­ლი­ძე­ებს, სხვა გვა­რის შვი­ლებ­საც.

ბიზ­ნე­სის პა­რა­ლე­ლუ­რად ნოემ ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა ცეკ­ვი­სა და სიმ­ღე­რის ან­სამ­ბლი. თა­ვა­დაც უყ­ვარ­და სიმ­ღე­რა და ალ­ბათ ამან გა­ნა­პი­რო­ბა ან­სამ­ბლის შექ­მნა. ვიცი რომ, ძა­ლი­ან ლა­მა­ზი და წარ­მო­სა­დე­გი კაცი იყო. უამ­რა­ვი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ჰყავ­და. მე, ოჯა­ხის უმ­ცრო­სი შვი­ლი ვარ და სამ­წუ­ხა­როდ, ცოტა რამ მახ­სოვს ნოეს შე­სა­ხებ... ცნო­ბი­ლია, რომ ის ხელ­მოკ­ლე ოჯა­ხებს ეხ­მა­რე­ბო­და, ხელს უწყობ­და ახალ­გაზ­რდებს სა­ზღვარ­გა­რეთ სწავ­ლა­ში.

- ალ­ბათ გა­ე­ცა­ნით და­ვით ბაგ­რა­ტი­ო­ნის ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბას, რომ ნუგ­ზარ ბაგ­რა­ტი­ო­ნი რე­ა­ლუ­რად სი­ხა­რუ­ლი­ძეა და თით­ქოს ის ნოე სი­ხა­რუ­ლი­ძის შთა­მო­მა­ვა­ლია. რას იტყვით ამის შე­სა­ხებ, თქვენ გსმე­ნი­ათ რამე?

- ეს ჩვენ­თვის მტკივ­ნე­უ­ლი სა­კი­თხია. რო­გორც გი­თხა­რით, ნოე იყო ლა­მა­ზი კაცი და რა­მის გა­მო­რი­ცხვა შე­უძ­ლე­ბე­ლია... მე ვიცი ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია, რომ ის 1925 წელს საყ­ვარ­ლის გამო მოკ­ლეს. კაცი, რო­მე­ლიც ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე კლავს ადა­მი­ანს, ამით დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბა, თუმ­ცა ნოეს შემ­თხვე­ვა­ში გაგ­რძელ­და შუ­რის­ძი­ე­ბე­ბი... ბა­ბუ­ა­ჩე­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ბე­ბი­ა­ჩემს ყვე­ლა­ფე­რი წა­არ­თვეს და ათი წელი, ორი შვი­ლით ხან ერთ ნა­თე­სავ­თან ცხოვ­რობ­და, ხან მე­ო­რეს­თან.

ნოე სი­ხა­რუ­ლი­ძე და მისი მე­უღ­ლე, მა­რია ქორ­ჩი­ლა­ვა

30-იან წლებ­ში ნოეს საფ­ლა­ვი ამო­აგ­დეს და იქ სხვა ადა­მი­ა­ნი ჩა­ას­ვე­ნეს. 1935 წელს ბე­ბი­ა­ჩემს მის­ცეს ცნო­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ ყმა­ჩა­მორ­თმე­ულ­თა სი­ი­დან ამო­ი­ღეს და პას­ტე­რის ქუ­ჩა­ზე ჩა­ა­სახ­ლეს, ე.წ. შავ შე­სას­ვლელ­ში. ჰა­ე­რი და შუქი, მხო­ლოდ კა­რი­დან მი­ე­წო­დე­ბო­დათ. იმა­ვე წლებ­ში ბი­ძა­ჩე­მი გა­რი­ცხეს სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის სტუ­დენ­ტთა სი­ი­დან, მა­მა­ჩე­მის გაგ­დე­ბაც სურ­დათ, მაგ­რამ ის პრო­ფე­სუ­რამ და­იც­ვა. მამა მა­თე­მა­ტი­კო­სი და ავ­ტო­ინ­ჟი­ნე­რი გახ­ლდათ. ერთს ვი­ტყვი, უზ­ნე­ო­ბად მი­მაჩ­ნია ის ამ­ბე­ბი, რაც ახლა ხდე­ბა.

- რას ამ­ბო­ბენ, ვინ იყო ქალი, ვის­ზე ეჭ­ვი­ა­ნო­ბის გა­მოც მოკ­ლეს ნოე სი­ხა­რუ­ლი­ძე...

- ამა­ზე არა­ფე­რი ვიცი... ნოე ჭკვი­ა­ნი კაცი იყო, 16 წლი­სა უკვე სას­ტუმ­როს მე­ნე­ჯე­რი გახ­ლდათ. რო­დე­საც ე.წ. მუ­ნი­ცი­პა­ლი­ზა­ცია და­ი­წყო, ნოეს ყვე­ლა­ფე­რი ჩა­მო­არ­თვეს, მაგ­რამ ის არ და­ნებ­და, საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ბრძო­ლა კი მი­ა­მი­ტო­ბა იყო. მო­უს­ვე­ნა­რი კაცი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ აწყობ­და, დევ­ნიდ­ნენ. გა­ის­ტუმ­რეს იმ ქვეყ­ნად და არც ოჯა­ხი და­უ­ტო­ვეს...

ნოე სი­ხა­რუ­ლი­ძის შვი­ლე­ბი - ტა­რი­ე­ლი და ნოე

ნოეს სახ­ლი ჰქონ­და დიდი მთავ­რის ქუ­ჩა­ზე, რო­მე­ლიც მტკვარ­ზე გა­დი­ო­და, თავ­და­პირ­ვე­ლად როცა სახ­ლი ჩა­მო­არ­თვეს, სა­ცხოვ­რებ­ლად მის­სა­ვე სას­ტუმ­რო­ში „ვეტ­ცელ­ში“ გა­და­ვი­და და სწო­რედ იქ იპო­ვეს მკვდა­რი (გერ­მა­ნე­ლი ვეტ­ცე­ლე­ბის მიერ აშე­ნე­ბუ­ლი სას­ტუმ­რო "ვეტ­ცე­ლი" ნოემ 1911 წელს შე­ი­ძი­ნა, შე­ნო­ბა სა­ფუძ­ვლი­ა­ნად გა­და­ა­კე­თა და გა­ა­ფარ­თო­ვა. 1915 წელს კი სას­ტუმ­როს თა­ვი­სი სა­ხე­ლი - “ნოე” და­არ­ქვა).

ეს ჭო­რე­ბი სა­ი­დან წა­მო­ვი­და, არა­ვინ იცის... მეტ­საც გე­ტყვით, და­ახ­ლო­ე­ბით 15 წლის წინ, მე და­მი­კავ­შირ­და კო­ლე­გა ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი­დან და მი­თხრა, კი მე­რი­დე­ბა, მაგ­რამ რა­ღაც უნდა გი­თხრაო - ნოე ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის უკა­ნო­ნო შვი­ლი იყოო. ვუ­თხა­რი, გა­მო­ჩე­ნი­ლი ნა­თე­სა­ვი ყვე­ლას უნდა, მაგ­რამ ამ­დე­ნი წელი გა­ვი­და და ამ თე­მის ასე­თი ჯიჯგვნა არ შე­იძ­ლე­ბა-მეთ­ქი. ყველ­გან არის პრობ­ლე­მა, მაგ­რამ როცა ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს ეხე­ბი, საქ­ვეყ­ნოდ სა­ჯიჯგნი ხდე­ბა ეს ხალ­ხი და თე­მე­ბი, ადა­მი­ა­ნებ­მა კი პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბა უნდა იგ­რძნონ.

ნო­ეს­თან რა კავ­ში­რი აქვს ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბის ქორ­წი­ნე­ბას?! როცა ად­ვო­კატ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ნუგ­ზარ ბაგ­რა­ტი­ო­ნი სი­ხა­რუ­ლი­ძეა, რო­მე­ლი­მე მხა­რეს ჯარი რომ ჰყო­ლო­და, წარ­მოდ­გე­ნაც არ მინ­და რა მოხ­დე­ბო­და.

- თქვენ, რო­გორც ნოე სი­ხა­რუ­ლი­ძის შთა­მო­მა­ვა­ლი, თა­ნახ­მა იქ­ნე­ბით დნმ-ის ტეს­ტის ჩა­ტა­რე­ბა­ზე?

- ეს მი­მაჩ­ნია უზ­ნე­ო­ბად! თუ კაცს დნმ-ის გა­კე­თე­ბა არ უნდა და შენ მა­ინც და­ა­ძა­ლებ, ეს არის უზ­ნე­ო­ბა. ყვე­ლას უნდა კარ­გი სტა­ტუ­სის ნა­თე­სა­ვი, მაგ­რამ მე სნო­ბიზ­მი არ მჭირს, ამი­ტომ საქ­მე­ში ჩა­რე­ვის წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ. ბევ­რი ასე­თი ამ­ბა­ვი გვი­ნა­ხავს და მინ­და შე­გახ­სე­ნოთ, მა­ტყუ­ა­რა ადა­მი­ა­ნებ­საც თა­ვი­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აქვთ...

ფო­ტო­ე­ბი: ფბ-გვერ­დი Noe Sikharulidze/ნოე სი­ხა­რუ­ლი­ძე

ავტორი:

"ის საყვარლის გამო მოკლეს..." - რა ვიცით ნოე სიხარულიძეზე, რომელიც ადვოკატის მტკიცებით, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის მამაა

"ის საყვარლის გამო მოკლეს..." - რა ვიცით ნოე სიხარულიძეზე, რომელიც ადვოკატის მტკიცებით, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის მამაა

ქართული "სამეფო კარის თამაშები" აქტუალობას არ კარგავს - ბაგრატიონების ორი შტოს დაპირისპირებამ საზოგადოების ყველა ფენა ჩაითრია. ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკებმა დავით ბაგრატიონ მუხრანელის წინააღმდეგ სასამართლოში დავა დაიწყეს. მოსარჩელე მხარე, ბაგრატიონ-გრუზინსკი ყოფილ მეუღლეს სამეფო სახელის უნებართვოდ სარგებლობაში სდებს ბრალს და მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის სიმბოლურ თანხას - 1 ლარის გადახდას ითხოვს.

თუმცა, პირველივე სასამართლო პროცესზე გრუზინსკებმა მუხრანელებისგან შემაგებელი ბრალდება მოისმინეს - დავით ბაგრატიონის ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ სასამართლო პროცესის წინ მედიასთან განაცხადა, რომ "ჩემთვის ცნობილია და სანდო წყაროთი ვიცი, რომ საპატრიარქომ ჩაატარა დნმ კვლევა და ნუგზარ ბაგრატიონი არ არის ბაგრატიონი, ის არის სიხარულიძე და იბრალებს გვარს".

ამის შემდეგ, ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი რეალურად თბილისელი ნოე სიხარულიძის ბიოლოგიური შვილია.

AMBEBI.GE დაინტერესდა, ვინ იყო ნოე სიხარულიძე და ამის გასარკვევად მისი შთამომავლები მოძებნა. ნოე გლახუნას ძე სიხარულიძე ბიზნესმენი, მეცენატი და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი ორგანიზაციის წევრი იყო. მისი შვილიშვილი ტარიელ სიხარულიძე სიამოვნებით დათანხმდა AMBEBI.GE-სთან ინტერვიუს. ის პროფესიით კავკასიური და სლავური ენების სპეციალისტია და ათი წელია თურქეთში ცხოვრობს და ლექციებს კითხულობს.

აი, რა გვიამბო ტარიელ სიხარულიძემ წინაპრის, ნოე სიხარულიძის შესახებ:

- ნოეს დიდი ქონება ჰქონდა, ლუდსახარში ქარხანა, ყინულის დამამზადებელი ქარხანა, ასანთის ფაბრიკა, სასტუმროები თბილისსა და ბათუმში. ასევე საბურთალოს მამულების მფლობელი იყო, მამული ჰქონდა გურიაშიც და აგარაკი მწვანე კონცხზე. არასდროს ავიწყდებოდა, რომ სიხარულიძეა და ყველას ეხმარებოდა, არა მხოლოდ სიხარულიძეებს, სხვა გვარის შვილებსაც.

ბიზნესის პარალელურად ნოემ ჩამოაყალიბა ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი. თავადაც უყვარდა სიმღერა და ალბათ ამან განაპირობა ანსამბლის შექმნა. ვიცი რომ, ძალიან ლამაზი და წარმოსადეგი კაცი იყო. უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა. მე, ოჯახის უმცროსი შვილი ვარ და სამწუხაროდ, ცოტა რამ მახსოვს ნოეს შესახებ... ცნობილია, რომ ის ხელმოკლე ოჯახებს ეხმარებოდა, ხელს უწყობდა ახალგაზრდებს საზღვარგარეთ სწავლაში.

- ალბათ გაეცანით დავით ბაგრატიონის ადვოკატის განცხადებას, რომ ნუგზარ ბაგრატიონი რეალურად სიხარულიძეა და თითქოს ის ნოე სიხარულიძის შთამომავალია. რას იტყვით ამის შესახებ, თქვენ გსმენიათ რამე?

- ეს ჩვენთვის მტკივნეული საკითხია. როგორც გითხარით, ნოე იყო ლამაზი კაცი და რამის გამორიცხვა შეუძლებელია... მე ვიცი ასეთი ინფორმაცია, რომ ის 1925 წელს საყვარლის გამო მოკლეს. კაცი, რომელიც ეჭვიანობის ნიადაგზე კლავს ადამიანს, ამით დაკმაყოფილდება, თუმცა ნოეს შემთხვევაში გაგრძელდა შურისძიებები... ბაბუაჩემის გარდაცვალების შემდეგ, ბებიაჩემს ყველაფერი წაართვეს და ათი წელი, ორი შვილით ხან ერთ ნათესავთან ცხოვრობდა, ხან მეორესთან.

ნოე სიხარულიძე და მისი მეუღლე, მარია ქორჩილავა

30-იან წლებში ნოეს საფლავი ამოაგდეს და იქ სხვა ადამიანი ჩაასვენეს. 1935 წელს ბებიაჩემს მისცეს ცნობა იმის შესახებ, რომ ყმაჩამორთმეულთა სიიდან ამოიღეს და პასტერის ქუჩაზე ჩაასახლეს, ე.წ. შავ შესასვლელში. ჰაერი და შუქი, მხოლოდ კარიდან მიეწოდებოდათ. იმავე წლებში ბიძაჩემი გარიცხეს სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა სიიდან, მამაჩემის გაგდებაც სურდათ, მაგრამ ის პროფესურამ დაიცვა. მამა მათემატიკოსი და ავტოინჟინერი გახლდათ. ერთს ვიტყვი, უზნეობად მიმაჩნია ის ამბები, რაც ახლა ხდება.

- რას ამბობენ, ვინ იყო ქალი, ვისზე ეჭვიანობის გამოც მოკლეს ნოე სიხარულიძე...

- ამაზე არაფერი ვიცი... ნოე ჭკვიანი კაცი იყო, 16 წლისა უკვე სასტუმროს მენეჯერი გახლდათ. როდესაც ე.წ. მუნიციპალიზაცია დაიწყო, ნოეს ყველაფერი ჩამოართვეს, მაგრამ ის არ დანებდა, საბჭოთა ხელისუფლებასთან ბრძოლა კი მიამიტობა იყო. მოუსვენარი კაცი ხელისუფლებას არ აწყობდა, დევნიდნენ. გაისტუმრეს იმ ქვეყნად და არც ოჯახი დაუტოვეს...

ნოე სიხარულიძის შვილები - ტარიელი და ნოე

ნოეს სახლი ჰქონდა დიდი მთავრის ქუჩაზე, რომელიც მტკვარზე გადიოდა, თავდაპირველად როცა სახლი ჩამოართვეს, საცხოვრებლად მისსავე სასტუმროში „ვეტცელში“ გადავიდა და სწორედ იქ იპოვეს მკვდარი (გერმანელი ვეტცელების მიერ აშენებული სასტუმრო "ვეტცელი" ნოემ 1911 წელს შეიძინა, შენობა საფუძვლიანად გადააკეთა და გააფართოვა. 1915 წელს კი სასტუმროს თავისი სახელი - “ნოე” დაარქვა).

ეს ჭორები საიდან წამოვიდა, არავინ იცის... მეტსაც გეტყვით, დაახლოებით 15 წლის წინ, მე დამიკავშირდა კოლეგა ენათმეცნიერების ინსტიტუტიდან და მითხრა, კი მერიდება, მაგრამ რაღაც უნდა გითხრაო - ნოე ილია ჭავჭავაძის უკანონო შვილი იყოო. ვუთხარი, გამოჩენილი ნათესავი ყველას უნდა, მაგრამ ამდენი წელი გავიდა და ამ თემის ასეთი ჯიჯგვნა არ შეიძლება-მეთქი. ყველგან არის პრობლემა, მაგრამ როცა ცნობილ ადამიანებს ეხები, საქვეყნოდ საჯიჯგნი ხდება ეს ხალხი და თემები, ადამიანებმა კი პასუხიმგებლობა უნდა იგრძნონ.

ნოესთან რა კავშირი აქვს ბაგრატიონების ქორწინებას?! როცა ადვოკატმა განაცხადა, რომ ნუგზარ ბაგრატიონი სიხარულიძეა, რომელიმე მხარეს ჯარი რომ ჰყოლოდა, წარმოდგენაც არ მინდა რა მოხდებოდა.

- თქვენ, როგორც ნოე სიხარულიძის შთამომავალი, თანახმა იქნებით დნმ-ის ტესტის ჩატარებაზე?

- ეს მიმაჩნია უზნეობად! თუ კაცს დნმ-ის გაკეთება არ უნდა და შენ მაინც დააძალებ, ეს არის უზნეობა. ყველას უნდა კარგი სტატუსის ნათესავი, მაგრამ მე სნობიზმი არ მჭირს, ამიტომ საქმეში ჩარევის წინააღმდეგი ვარ. ბევრი ასეთი ამბავი გვინახავს და მინდა შეგახსენოთ, მატყუარა ადამიანებსაც თავისი პასუხისმგებლობა აქვთ...

ფოტოები: ფბ-გვერდი Noe Sikharulidze/ნოე სიხარულიძე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 500-ს გადააჭარბა

"ბავშვი თურქეთში უნდა გადაიყვანონ რეანომობილით, რაც 9 500 ლარი ღირს..." - 4 წლის ემილის, რომელიც ლეიკემიას ებრძვის, საზოგადოების დახმარება სჭირდება

"მოლოდინში აღარ ვართ რომ მაისში პიკი გვქონდეს, ჩვენ უკვე პლატო გვაქვს" - ეკატერინე ტიკარაძე