პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სუსი: "ისლამური სახელმწიფოს" იდეების მხარდამჭერებმა, შესაძლოა, ჯიჰადისტების ლიდერების დავალებით იმოქმედონ
სუსი: "ისლამური სახელმწიფოს" იდეების მხარდამჭერებმა, შესაძლოა, ჯიჰადისტების ლიდერების დავალებით იმოქმედონ

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ „და­ე­შის“ ("ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო") შე­საძ­ლო მხარ­დამ­ჭერ­თა რა­ო­დე­ნო­ბა და გავ­ლე­ნა კი­დევ უფრო შემ­ცირ­და, - ამის შე­სა­ხებ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის 2018 წლის ან­გა­რიშ­შია ნათ­ქვა­მი.

პარ­ლა­მენ­ტის­თვის გაგ­ზავ­ნილ ან­გა­რიშ­ში ნათ­ქვა­მია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, სხვა ქვეყ­ნე­ბის მსგავ­სად, სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ­მა ცალ­კე­ულ­მა პი­რებ­მა, რომ­ლე­ბიც მხარს უჭერ­დნენ „ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ იდე­ებს, შე­საძ­ლოა, ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ლი­დე­რე­ბის და­ვა­ლე­ბით იმოქ­მე­დონ.

„ტე­რო­რიზ­მის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის საქ­მი­ა­ნო­ბის ერთ-ერთ ძი­რი­თად მი­მარ­თუ­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს. 2018 წელს სამ­სა­ხუ­რი აქ­ტი­უ­რად ახ­დენ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო ტე­რო­რიზ­მის ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის გა­მოვ­ლე­ნას და ინ­ტენ­სი­უ­რად მუ­შა­ობ­და მათ­თან გამ­კლა­ვე­ბის გზე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, ისე­ვე რო­გორც მსოფ­ლი­ოს მრა­ვა­ლი ქვეყ­ნის­თვის, ძი­რი­თად გა­მოწ­ვე­ვას ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია „ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო“ („და­ე­ში“) და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი წარ­მო­ად­გენ­დნენ.

სა­ან­გა­რი­შო პე­რი­ოდ­ში „და­ე­ში“ მოქ­მე­დე­ბას აგ­რძე­ლებ­და და­სუს­ტე­ბი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი და­ნა­კარ­გე­ბის შემ­დეგ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ახა­ლი სტრა­ტე­გი­ით. აღ­ნიშ­ნუ­ლის ფარ­გლებ­ში „და­ე­შის­თვის“ პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი აღარ იყო მხარ­დამ­ჭე­რე­ბის სი­რი­ა­სა და ერაყ­ში მო­ბი­ლი­ზე­ბა. ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მოქ­მე­დე­ბის მთა­ვარ ია­რა­ღად იქცა კონ­ფლიქ­ტის ზო­ნის მიღ­მა ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

„და­ე­ში“ მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში მცხოვ­რებ რა­დი­კა­ლი­ზე­ბულ პი­რებს ნე­ბის­მი­ე­რი სა­შუ­ა­ლე­ბით ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­კენ მო­უ­წო­დებ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის, მათ შო­რის, ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, კვლავ აქ­ტი­უ­რად ავ­რცე­ლებ­და სა­კუ­თარ იდე­ო­ლო­გი­ას, ახ­დენ­და პი­რე­ბის რა­დი­კა­ლი­ზა­ცი­ა­სა და გა­და­ბი­რე­ბას.

2018 წელს „ალ-ქა­ი­და“ და „თა­ლი­ბა­ნი“ კვლავ წარ­მო­ად­გენ­დნენ ერთ-ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­ერ­თა­შო­რი­სო ტე­რო­რის­ტულ გა­მოწ­ვე­ვას. „ალ-ქა­ი­და“ აქ­ტი­ვო­ბებს, ძი­რი­თა­დად, ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­სა და აფ­რი­კის კონ­ტი­ნენტზე მოქ­მე­დი რე­გი­ო­ნუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ახორ­ცი­ე­ლებ­და. „თა­ლი­ბა­ნი“ გა­ნაგ­რძობ­და ავ­ღა­ნე­თის სამ­თავ­რო­ბო ძა­ლებ­სა და ქვე­ყა­ნა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­სი­ით მყოფ სამ­ხედ­რო­ებ­ზე თავ­დას­ხმებს.

სა­ან­გა­რი­შო პე­რი­ოდ­ში სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი აქ­ტი­უ­რად ატა­რებ­და ღო­ნის­ძი­ე­ბებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ტე­რო­რიზ­მთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი საფრ­თხე­ე­ბის გა­მოვ­ლე­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით. მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ტე­რო­რიზ­მთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის მხრი­დან საფრ­თხის შემ­ცვე­ლი ქმე­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა, და­მუ­შა­ვე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა.

სამ­სა­ხუ­რის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ „და­ე­შის“ შე­საძ­ლო მხარ­დამ­ჭერ­თა რა­ო­დე­ნო­ბა და გავ­ლე­ნა კი­დევ უფრო შემ­ცირ­და. ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის იდე­ე­ბის ად­გი­ლობ­რივ მხარ­დამ­ჭე­რებს არ აქვთ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად და შე­თან­ხმე­ბუ­ლად მოქ­მე­დე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და არ ჰყავთ ე.წ. ლი­დე­რი.

წარ­სულ­ში „და­ე­შის“ იდე­ე­ბის მი­მართ მო­წყვლა­დი ახალ­გაზ­რდე­ბი ამ­ჟა­მად აღარ ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან ე.წ. “ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს” იდე­ო­ლო­გი­ით. ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რე­ბის თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბი­სა და ფუ­ლა­დი სახ­სრე­ბის მო­ზიდ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბის შე­ზღუდ­ვის შე­დე­გად „და­ე­შის“ იდე­ო­ლო­გი­ის ად­გი­ლობ­რი­ვი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვან ფი­ნან­სურ სირ­თუ­ლე­ებს გა­ნიც­დი­ან.

აღ­ნიშ­ნუ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, სხვა ქვეყ­ნე­ბის მსგავ­სად, სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ­მა ცალ­კე­ულ­მა პი­რებ­მა, რომ­ლე­ბიც მხარს უჭერ­დნენ „ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ იდე­ებს, შე­საძ­ლოა, ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ლი­დე­რე­ბის და­ვა­ლე­ბით იმოქ­მე­დონ. აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნის, მათი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და აღ­კვე­თის მიზ­ნით სა­ან­გა­რი­შო პე­რი­ოდ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და შე­სა­ბა­მი­სი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი“, - ნათ­ქვა­მია დო­კუ­მენ­ტში.

ამას­თან, რო­გორც სუს-ი აღ­ნიშ­ნავს, სა­ყუ­რა­დღე­ბოა, რომ დღე­ი­სათ­ვის სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბობს ექ­სტრე­მის­ტუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის მქო­ნე პირ­თა ჯგუ­ფე­ბი, რო­მელ­თა მი­ზანს, ამ ეტაპ­ზე, სა­ხელ­მწი­ფოს­თან და­პი­რის­პი­რე­ბა არ წარ­მო­ად­გენს.

„გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, რომ მო­მა­ვალ­ში მათ სა­კუ­თა­რი კავ­ში­რე­ბი და ფი­ნან­სუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი სხვა­დას­ხვა ექ­სტრე­მის­ტუ­ლი ან/და ტე­რო­რის­ტუ­ლი ჯგუ­ფი­სა თუ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­ი­ყე­ნონ. აღ­ნიშ­ნუ­ლი საფრ­თხის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი მოქ­მე­დებს კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი ნორ­მე­ბის შე­სა­ბა­მი­სად და ატა­რებს პრე­ვენ­ცი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს.

სა­ან­გა­რი­შო პე­რი­ოდ­ში დად­გინ­და რამ­დე­ნი­მე პირი, რომ­ლე­ბიც ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცის, მათ შო­რის, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის იდე­ებს ავ­რცე­ლებ­დნენ. აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბის მი­მართ გა­ტარ­და კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ან­გა­რიშ­ში.

გარ­და ამი­სა, სუს-ი გან­მარ­ტავს, რომ 2018 წელს აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სი­რი­ა­სა და ერაყ­ში მებ­რძო­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად.

„გა­სულ წელს სი­რი­ა­სა და ერაყ­ში მიმ­დი­ნა­რე საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს რამ­დე­ნი­მე მო­ქა­ლა­ქე და­ი­ღუ­პა, 20-ზე მეტი იბ­რძო­და ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის რი­გებ­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი­სა და მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბის ქვე­ყა­ნა­ში შე­საძ­ლო დაბ­რუ­ნე­ბის საფრ­თხეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სამ­სა­ხუ­რი გა­ნაგ­რძობს მუ­შა­ო­ბას და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი­სა და სხვა შე­სა­ბა­მი­სი სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის მიერ გა­წე­უ­ლი ძა­ლის­ხმე­ვის შე­დე­გად 2018 წელს სი­რი­ა­სა და ერაყ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გამ­გზავ­რე­ბის ფაქ­ტე­ბი არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა.

სა­ან­გა­რი­შო პე­რი­ოდ­ში სამ­სა­ხუ­რის მიერ შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბის შე­დე­გად მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცირ­და ტე­რო­რიზ­მთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის ტრან­ზი­ტუ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტე­ბი. აღ­ნიშ­ნუ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, მსოფ­ლი­ოს სხვა ქვეყ­ნე­ბის მსგავ­სად, გარ­კვე­უ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი კვლავ არ­სე­ბობს.

ტე­რო­რიზ­მთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­მოს­ვლის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად სა­ხელ­მწი­ფოს სა­ბა­ჟო და სა­სა­ზღვრო გამ­ტარ პუნ­ქტებ­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბა მკაც­რად კონ­ტროლ­დე­ბა, ასე­ვე ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის კვე­თის მუდ­მი­ვი მო­ნი­ტო­რინ­გი. მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა მარ­შრუ­ტე­ბი და არ­ხე­ბი, რო­მე­ლიც, შე­საძ­ლოა, ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არა­ლე­გა­ლუ­რად მო­სახ­ვედ­რად იქ­ნეს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლო არ გა­ნე­კუთ­ვნე­ბა მა­ღა­ლი რის­კის ქვე­ყა­ნა­თა რი­ცხვს, შე­სა­ბა­მი­სად, ნე­ბის­მი­ერ ბრალ­დე­ბას, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ტრან­ზი­ტუ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით უცხო­ე­ლი ტე­რო­რის­ტი მებ­რძო­ლე­ბის ან/და ტე­რო­რიზ­მთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბის შე­სა­ხებ, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი გა­ნი­ხი­ლავს, რო­გორც მი­ზან­მი­მარ­თულ პრო­ვო­კა­ცი­ას.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას უთ­მობს ტე­რო­რის­ტუ­ლი/ექ­სტრე­მის­ტუ­ლი იდე­ე­ბის შე­საძ­ლო მხარ­დამ­ჭერ სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას. აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით 2018 წელს გა­მოვ­ლე­ნი­ლია რამ­დე­ნი­მე პირი. მათ მი­მართ გა­ტარ­და კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია დო­კუ­მენ­ტში.

ან­გა­რიშ­ში ასე­ვე გან­მარ­ტე­ბუ­ლია, რომ ტე­რო­რის­ტუ­ლი საფრ­თხე­ე­ბის კონ­ტექ­სტში, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­მოწ­ვე­ვად რჩე­ბა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მიერ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი და ად­გილ­ზე შექ­მნი­ლი უკონ­ტრო­ლო ვი­თა­რე­ბა.

„რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძალა და სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი კვლავ ინარ­ჩუ­ნე­ბენ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, მათი მიზ­ნე­ბი­სა და ამო­ცა­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ სხვა­დას­ხვა ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის ინი­ცი­რე­ბა/ინ­სცე­ნი­რე­ბა.

გა­მოწ­ვე­ვებ­ზე სა­პა­სუ­ხოდ ინ­ტენ­სი­უ­რად ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და ტე­რო­რის­ტულ საფრ­თხე­ებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვლის მიზ­ნით სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან აქ­ტი­უ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მუ­შა­ო­ბა მა­ღა­ლი რის­კის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბის შე­ფა­სე­ბის, სა­ხელ­მწი­ფო სტრა­ტე­გი­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბის პას­პორ­ტი­ზა­ცი­ი­სა და რის­კე­ბის ანა­ლი­ზის მი­მარ­თუ­ლე­ბით. აქ­ტი­უ­რად ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და ტე­რო­რიზ­მის წი­ნა­აღ­მდეგ მებ­რძო­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნა­ყო­ფე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა/გა­დამ­ზა­დე­ბა.

სა­ან­გა­რი­შო პე­რი­ოდ­ში გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის ტე­რო­რიზ­მის თა­ვით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბე­ბის 10 საქ­მე­ზე, ასე­ვე გაგ­რძელ­და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი 2017 წელს და­წყე­ბულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ებ­ზე.

2018 წელს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ინი­ცი­ა­ტი­ვით და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, ასე­ვე სხვა უწყე­ბე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით, შე­მუ­შავ­და ტე­რო­რიზ­მის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს 2019-2021 წლე­ბის ეროვ­ნუ­ლი სტრა­ტე­გია და სტრა­ტე­გი­ის სამ­წლი­ა­ნი სა­მოქ­მე­დო გეგ­მა.

სტრა­ტე­გი­ა­ში ნათ­ლად არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი ტე­რო­რიზ­მი­სა და ექ­სტრე­მიზ­მის კუ­თხით ქვეყ­ნის წი­ნა­შე მდგა­რი საფრ­თხე­ე­ბი და გა­მოწ­ვე­ვე­ბი, ასე­ვე მათ­თან გამ­კლა­ვე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ხელ­მწი­ფოს ერ­თი­ა­ნი ხედ­ვა, მისი მიზ­ნე­ბი და ამო­ცა­ნე­ბი. დო­კუ­მენ­ტის შე­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­ში მოხ­და სა­უ­კე­თე­სო სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა. სამ­სა­ხუ­რი აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობ­და სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რებ­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან.

2018 წელს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ გა­წე­უ­ლი ეფექ­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­დე­გად, ქვე­ყა­ნა­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად იქნა შემ­ცი­რე­ბუ­ლი ტე­რო­რიზ­მი­დან მომ­დი­ნა­რე საფრ­თხე­ე­ბი. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­დე­ბი­თად არის ასა­ხუ­ლი გა­ე­რო-ს, ევ­რო­კავ­ში­რი­სა და აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის ან­გა­რი­შებ­ში“, - ნათ­ქვა­მია დო­კუ­მენ­ტში.

ავტორი:

სუსი: "ისლამური სახელმწიფოს" იდეების მხარდამჭერებმა, შესაძლოა, ჯიჰადისტების ლიდერების დავალებით იმოქმედონ

სუსი: "ისლამური სახელმწიფოს" იდეების მხარდამჭერებმა, შესაძლოა, ჯიჰადისტების ლიდერების დავალებით იმოქმედონ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად საქართველოში მცხოვრებ „დაეშის“ ("ისლამური სახელმწიფო") შესაძლო მხარდამჭერთა რაოდენობა და გავლენა კიდევ უფრო შემცირდა, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიშშია ნათქვამი.

პარლამენტისთვის გაგზავნილ ანგარიშში ნათქვამია, რომ აღნიშნულის მიუხედავად, სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოში მცხოვრებმა ცალკეულმა პირებმა, რომლებიც მხარს უჭერდნენ „ისლამური სახელმწიფოს“ იდეებს, შესაძლოა, ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერების დავალებით იმოქმედონ.

„ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს. 2018 წელს სამსახური აქტიურად ახდენდა საერთაშორისო ტერორიზმის ახალი გამოწვევების გამოვლენას და ინტენსიურად მუშაობდა მათთან გამკლავების გზების გაუმჯობესების მიმართულებით.

საქართველოსთვის, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის, ძირითად გამოწვევას ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“ („დაეში“) და მასთან დაკავშირებული დაჯგუფებები წარმოადგენდნენ.

საანგარიშო პერიოდში „დაეში“ მოქმედებას აგრძელებდა დასუსტებისა და ტერიტორიული დანაკარგების შემდეგ შემუშავებული ახალი სტრატეგიით. აღნიშნულის ფარგლებში „დაეშისთვის“ პრიორიტეტული აღარ იყო მხარდამჭერების სირიასა და ერაყში მობილიზება. ტერორისტული ორგანიზაციის მოქმედების მთავარ იარაღად იქცა კონფლიქტის ზონის მიღმა ტერორისტული აქტების განხორციელება.

„დაეში“ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ რადიკალიზებულ პირებს ნებისმიერი საშუალებით ტერორისტული თავდასხმების განხორციელებისკენ მოუწოდებდა. აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაცია თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის, ინტერნეტსივრცისა და სოციალური ქსელების გამოყენებით, კვლავ აქტიურად ავრცელებდა საკუთარ იდეოლოგიას, ახდენდა პირების რადიკალიზაციასა და გადაბირებას.

2018 წელს „ალ-ქაიდა“ და „თალიბანი“ კვლავ წარმოადგენდნენ ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ტერორისტულ გამოწვევას. „ალ-ქაიდა“ აქტივობებს, ძირითადად, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკის კონტინენტზე მოქმედი რეგიონული დაჯგუფებების მეშვეობით ახორციელებდა. „თალიბანი“ განაგრძობდა ავღანეთის სამთავრობო ძალებსა და ქვეყანაში საერთაშორისო მისიით მყოფ სამხედროებზე თავდასხმებს.

საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად ატარებდა ღონისძიებებს საქართველოში ტერორიზმთან დაკავშირებული საფრთხეების გამოვლენის მიმართულებით. მიმდინარეობდა ტერორიზმთან დაკავშირებული პირების მხრიდან საფრთხის შემცველი ქმედებების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

სამსახურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად საქართველოში მცხოვრებ „დაეშის“ შესაძლო მხარდამჭერთა რაოდენობა და გავლენა კიდევ უფრო შემცირდა. ტერორისტული ორგანიზაციის იდეების ადგილობრივ მხარდამჭერებს არ აქვთ ორგანიზებულად და შეთანხმებულად მოქმედების შესაძლებლობა და არ ჰყავთ ე.წ. ლიდერი.

წარსულში „დაეშის“ იდეების მიმართ მოწყვლადი ახალგაზრდები ამჟამად აღარ ინტერესდებიან ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს” იდეოლოგიით. ტერორისტული ორგანიზაციის წევრების თავისუფალი გადაადგილებისა და ფულადი სახსრების მოზიდვის შესაძლებლობის შეზღუდვის შედეგად „დაეშის“ იდეოლოგიის ადგილობრივი მხარდამჭერები მნიშვნელოვან ფინანსურ სირთულეებს განიცდიან.

აღნიშნულის მიუხედავად, სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოში მცხოვრებმა ცალკეულმა პირებმა, რომლებიც მხარს უჭერდნენ „ისლამური სახელმწიფოს“ იდეებს, შესაძლოა, ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერების დავალებით იმოქმედონ. აღნიშნული პირების გამოვლენის, მათი დანაშაულებრივი ქმედებების პრევენციისა და აღკვეთის მიზნით საანგარიშო პერიოდში ხორციელდებოდა შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, როგორც სუს-ი აღნიშნავს, საყურადღებოა, რომ დღეისათვის საქართველოში არსებობს ექსტრემისტული შეხედულებების მქონე პირთა ჯგუფები, რომელთა მიზანს, ამ ეტაპზე, სახელმწიფოსთან დაპირისპირება არ წარმოადგენს.

„გამორიცხული არ არის, რომ მომავალში მათ საკუთარი კავშირები და ფინანსური შესაძლებლობები სხვადასხვა ექსტრემისტული ან/და ტერორისტული ჯგუფისა თუ ორგანიზაციის სასარგებლოდ გამოიყენონ. აღნიშნული საფრთხის თავიდან აცილების მიზნით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოქმედებს კანონით დადგენილი ნორმების შესაბამისად და ატარებს პრევენციულ ღონისძიებებს.

საანგარიშო პერიოდში დადგინდა რამდენიმე პირი, რომლებიც ინტერნეტსივრცის, მათ შორის, სოციალური ქსელების გამოყენებით, ტერორისტული ორგანიზაციების იდეებს ავრცელებდნენ. აღნიშნული პირების მიმართ გატარდა კანონით გათვალისწინებული პროცედურები“, - აღნიშნულია ანგარიშში.

გარდა ამისა, სუს-ი განმარტავს, რომ 2018 წელს აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა სირიასა და ერაყში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების კანონსაწინააღმდეგო ქმედებებთან დაკავშირებული მტკიცებულებების მოსაპოვებლად.

„გასულ წელს სირიასა და ერაყში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში საქართველოს რამდენიმე მოქალაქე დაიღუპა, 20-ზე მეტი იბრძოდა ტერორისტული ორგანიზაციების რიგებში. აღნიშნული პირებისა და მათი ოჯახის წევრების ქვეყანაში შესაძლო დაბრუნების საფრთხესთან დაკავშირებით სამსახური განაგრძობს მუშაობას და განახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სხვა შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ გაწეული ძალისხმევის შედეგად 2018 წელს სირიასა და ერაყში საქართველოს მოქალაქეების გამგზავრების ფაქტები არ დაფიქსირებულა.

საანგარიშო პერიოდში სამსახურის მიერ შესაბამისი ღონისძიებების გატარების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა ტერორიზმთან დაკავშირებული პირების მიერ საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტულად გამოყენების მცდელობის ფაქტები. აღნიშნულის მიუხედავად, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, გარკვეული გამოწვევები კვლავ არსებობს.

ტერორიზმთან დაკავშირებული პირების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის თავიდან ასაცილებლად სახელმწიფოს საბაჟო და სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე გადაადგილება მკაცრად კონტროლდება, ასევე ხორციელდება სახელმწიფო საზღვრის კვეთის მუდმივი მონიტორინგი. მეთვალყურეობას ექვემდებარება მარშრუტები და არხები, რომელიც, შესაძლოა, ქვეყნის ტერიტორიაზე არალეგალურად მოსახვედრად იქნეს გამოყენებული. ამ მიმართულებით საქართველო არ განეკუთვნება მაღალი რისკის ქვეყანათა რიცხვს, შესაბამისად, ნებისმიერ ბრალდებას, საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილების თვალსაზრისით უცხოელი ტერორისტი მებრძოლების ან/და ტერორიზმთან დაკავშირებული პირების განსაკუთრებული აქტივობის შესახებ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განიხილავს, როგორც მიზანმიმართულ პროვოკაციას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ტერორისტული/ექსტრემისტული იდეების შესაძლო მხარდამჭერ საქართველოში მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქმიანობას. აღნიშნული მიმართულებით 2018 წელს გამოვლენილია რამდენიმე პირი. მათ მიმართ გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ანგარიშში ასევე განმარტებულია, რომ ტერორისტული საფრთხეების კონტექსტში, საქართველოსთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები და ადგილზე შექმნილი უკონტროლო ვითარება.

„რუსეთის საოკუპაციო ძალა და სპეცსამსახურები კვლავ ინარჩუნებენ შესაძლებლობას, მათი მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, განახორციელონ სხვადასხვა ტერორისტული აქტივობების ინიცირება/ინსცენირება.

გამოწვევებზე საპასუხოდ ინტენსიურად ხორციელდებოდა ტერორისტულ საფრთხეებზე რეაგირების შესაძლებლობების გაუმჯობესება, ინფორმაციის გაცვლის მიზნით საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობა. მიმდინარეობდა მუშაობა მაღალი რისკის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების უსაფრთხოების ზომების შეფასების, სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტების პასპორტიზაციისა და რისკების ანალიზის მიმართულებით. აქტიურად ხორციელდებოდა ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლი სპეციალური დანაყოფების თანამშრომლების მომზადება/გადამზადება.

საანგარიშო პერიოდში გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ტერორიზმის თავით გათვალისწინებული დანაშაულებების 10 საქმეზე, ასევე გაგრძელდა საგამოძიებო მოქმედებები 2017 წელს დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეებზე.

2018 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინიციატივით და ხელმძღვანელობით, ასევე სხვა უწყებების ჩართულობით, შემუშავდა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს 2019-2021 წლების ეროვნული სტრატეგია და სტრატეგიის სამწლიანი სამოქმედო გეგმა.

სტრატეგიაში ნათლად არის წარმოდგენილი ტერორიზმისა და ექსტრემიზმის კუთხით ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეები და გამოწვევები, ასევე მათთან გამკლავების მიმართულებით სახელმწიფოს ერთიანი ხედვა, მისი მიზნები და ამოცანები. დოკუმენტის შემუშავების პროცესში მოხდა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება. სამსახური აქტიურად თანამშრომლობდა სტრატეგიულ პარტნიორებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.

2018 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაწეული ეფექტური საქმიანობის შედეგად, ქვეყანაში მნიშვნელოვნად იქნა შემცირებული ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხეები. აღნიშნული დადებითად არის ასახული გაერო-ს, ევროკავშირისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში“, - ნათქვამია დოკუმენტში.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები