ავტორი:

ხაშურში ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ხაშურში ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ხაშურში, ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო პროცესი გორის რაიონულ სასამართლოში დღეს შედგა. ბრალდებულმა შმაგი დოლიძემ დუმილის უფლება გამოიყენა და პროკურორის და მოსამართლის მხრიდან დასმულ კითხვებს არ უპასუხა.

"გორის რაიონულმა სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა, ბრალდებულ შმაგი დოლიძის მიმართ პატიმრობის გამოყენებაზე. მოსამართლემ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები და მოსაზრებები პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით, დაკმაყოფილ იქნა ჩვენი შუამდგომლობა და შმაგი დოლიძეს შეფარდებული აქვს პატიმრობა", - განაცხადა პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა. წინასასამართლო სხდომა 2019 წლის 17 მაისს ჩაინიშნა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა შმაგი დოლიძემ ხაშურის ერთ-ერთ სილამაზის სალონში თავის მეუღლეს დანით მრავლობით დაზიანებები მიაყენა. ექიმების ინფორმაციით, 33 წლის ქალს 6 ჭრილობა აღენიშნება. მედიკოსების განმარტებით, ახალგაზრდა ქალს დაზიანებული აქვს რამდენიმე ორგანო. დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.

ქორწინების მიზნით, 19 წლის გოგოსთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

თბილისში, პაბლო პიკასოს ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი მოკლეს

"ვინაიდან გადაწყვეტილი ჰქონდა მოკვლა, გაქცულ მეუღლეს დაეწია და კვლავ დანა დაარტყა" - პროკურატურა ხაშურში მომხდარ დაჭრის ფაქტზე