ავტორი:

დევიდ ლინჩი ქართულ-ამერიკული ფილმის პროდიუსერი იქნება?

დევიდ ლინჩი ქართულ-ამერიკული ფილმის პროდიუსერი იქნება?

არსებული ინფორმაციით, ლეგენდარული ამერიკელი კინორეჟისორის დევიდ ლინჩის კავკასიის წარმომადგენლობა იღებს ფილმს, რომლის პროდიუსერიც დევიდ ლინჩი იქნება და მასში მონაწილეობას მიიღებენ ჰოლივუდისა და ევროპული კინოს ვარსკვლავები. ფილმის რეჟისორი კი ლინჩის ფონდის პრეზიდენტი, რეჟისორი გიგა აგლაძე იქნება.

აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად დევიდ ლინჩის ფონდსა და BA პროდაქშენს დავუკავშირდით, სადაც დაადასტურეს, რომ ფილმის გადაღება ნამდვილად იგეგმება, თუმცა დამატებითი დეტალების შესახებ საუბარს თავს არიდებენ.

BA პროდაქშენის პრესასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თეა აგლაძის თქმით, გარკვეული პერიოდის შემდეგ ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებს.

აგლაძის ინფორმაციითვე, აღნიშნულ საკითხზე გავრცელებული სხვა ინფორმაცია არასწორია და მხოლოდ ფონდის და BA პროდაქშენის მიერ გავრცელდება ფილმის შესახებ რეალური დეტალები.

შეგახსენებთ, "დევიდ ლინჩის ფონდის" წარმომადგენლობა საქართველოში 2017 წელს დაარსდა. ლეგენდარული რეჟისორი 2017 წლის ნოემბერში საქართველოში იმყოფებოდა. რეჟისორი, პროდიუსერი, ვიზუალური არტისტი, მუსიკოსი და მსახიობი, ცნობილია სიურეალისტური ფილმებით. მას The Guardian-მა "საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი რეჟისორი" უწოდა.

რაც შეეხება "დევიდ ლინჩის ფონდის" საქმიანობას, მას რამდენიმე მიმართულება აქვს: გენდერული თანასწორობის საკითხები, ბავშვთა დახმარება, ვეტერანების რეაბილიტაცია და სწავლება. ფონდს გადაწყვეტილი აქვს, გახსნას უნივერსიტეტი, სადაც კინომწარმოებლებს საშუალება ექნებათ, შეხვდნენ მსოფლიო კინოს ვარსკვლავებს, რომლებიც საქართველოში ჩამოვლენ. "ლინჩის ფონდში" უამრავი კინოვარსკვლავია გაერთიანებული.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება