სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბუნტი" სომხეთის ჯარში - "დიდი ალბათობით, სამხედროებს ფულის მიტანას აიძულებდნენ..."
"ბუნტი" სომხეთის ჯარში - "დიდი ალბათობით, სამხედროებს ფულის მიტანას აიძულებდნენ..."

სომ­ხე­თის არ­მი­ა­ში ჯა­რის­კა­ცე­ბის მიერ და­წყე­ბუ­ლი ბუნ­ტი ად­გი­ლობ­რივ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში "დის­ციპ­ლი­ნის მოშ­ლად შე­ა­ფა­სეს". ჯა­რის­კა­ცე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა ერთი სამ­ხედ­რო ნა­წი­ლი­დან მე­ო­რე­ში გა­დაყ­ვა­ნას მოჰ­ყვა - შე­დე­გად, ასე­უ­ლი გა­ი­ფი­ცა და სამ­ხედ­რო ნა­წი­ლი და­ტო­ვა.

სომ­ხუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, ვი­თა­რე­ბის გამ­წვა­ვე­ბის თა­ვი­დან ასა­რი­დებ­ლად, "დათ­მო­ბა­ზე" მე­თა­უ­რო­ბა წა­ვი­და და ქა­ლაქ მეგრთან ახ­ლოს მდე­ბა­რე სამ­ხედ­რო ნა­წილ­ში აბუნ­ტე­ბუ­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. უფ­ლე­ბა­დამ­ცე­ლე­ბი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის თქმით, ვი­თა­რე­ბის და­ძაბ­ვას ცდი­ლო­ბენ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში დარ­ჩე­ნი­ლი წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რო­მელ­თა კო­რუფ­ცი­უ­ლი წარ­სუ­ლის გამო მათი ჯა­რი­დან გაშ­ვე­ბა გარ­და­უ­ვა­ლია...

YerevanToday-ს ცნო­ბით, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, მეგ­რის სამ­ხედ­რო ნა­წილ­ში ერთ-ერთი ოფიც­რის, გვა­რად გას­პა­რი­ა­ნის მიერ ჯა­რის­კა­ცე­ბი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოჰ­ყვა, რის გა­მოც ასე­უ­ლო­ბით ჯა­რის­კაც­მა ნა­წი­ლი და­ტო­ვა. შემ­დეგ მათ ასე­უ­ლის მე­თა­უ­რი და­უ­კავ­შირ­და და დაბ­რუ­ნე­ბა სთხო­ვა.

"იმა­ვე ღა­მეს, ჯა­რის­კა­ცებს მო­წყო­ბა უბ­რძა­ნეს, ბუნ­ტში მო­ნა­წი­ლე 20 ჯა­რის­კა­ცი აარ­ჩი­ეს, მათ სამ­ხედ­რო ფორ­მა შე­მო­ა­ხი­ეს, ტე­ლე­ფო­ნე­ბი წა­არ­თვეს, ავ­ტო­ბუს­ში შე­ყა­რეს და კა­პა­ნის სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ა­ში წა­იყ­ვა­ნეს, იქი­დან კი სტე­ფა­ნა­კერ­ტის­კენ გა­და­ის­რო­ლეს. არა­და, 3 თვეა რაც ჯარ­ში არი­ან, არა­ვინ იცის რამ­დე­ნად მზად არი­ან იქა­უ­რო­ბის­თვის" - ამ­ბობს ერთი-ერთი ჯა­რის­კა­ცის დედა Кавказский Узел-თან სა­უ­ბარ­ში, რომ­ლის თქმი­თაც, მან შვი­ლის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი მხო­ლოდ მას შემ­დეგ შე­ი­ტყო, რაც ის ყა­რა­ბა­ღი­დან და­უ­კავ­შირ­და.

ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ჯა­რის­კა­ცე­ბის პრო­ტეს­ტი ად­გი­ლობ­რი­ვი ოფიც­რის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ გა­მო­იწ­ვია, თუმ­ცა, სომ­ხე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს პრეს-მდივ­ნის არი­რ­უნ ოვა­ნე­სი­ა­ნის თქმით, “ინ­ცი­დენ­ტი, რამ­დე­ნი­მე ჯა­რის­კა­ცის ქმე­დე­ბამ გა­მო­იწ­ვია, რომ­ლე­ბიც ცდი­ლობ­დნენ, 90-იანი წლე­ბის დრო­ინ­დე­ლი პრინ­ცი­პე­ბი გა­ე­ტა­რე­ბი­ნათ”.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ეს არ არის სწო­რი ვერ­სია, რად­გან სი­ნამ­დვი­ლე­ში, ოფი­ცერ გას­პა­რი­ა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მეა აღ­ძრუ­ლი:

“საქ­მე ის არის, რომ რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ძა­ლო­ვან უწყე­ბებ­სა და შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში ჯერ კი­დევ ინარ­ჩუ­ნე­ბენ პოს­ტებს სარ­გსი­ა­ნის დრო­ინ­დე­ლი კად­რე­ბი. ისი­ნი კი, ძვე­ლი სტი­ლით მუ­შა­ო­ბენ - კო­რუფ­ცია, ქრთა­მის მი­ტა­ნა... სამ­ხედ­რო ფორ­მა შე­მო­ა­ხია თურ­მე ოფი­ცერ­მა. ისი­ნი შეჩ­ვე­უ­ლი არი­ან 90-იანი წლე­ბის სტი­ლით მარ­თონ ჯარი. გავ­ლე­ნებს ვერ თმო­ბენ. ამ შემ­თხვე­ვა­შიც, ისი­ნი, დიდი ალ­ბა­თო­ბით, სამ­ხედ­რო­ებს ფუ­ლის მი­ტა­ნას აი­ძუ­ლებ­დნენ..." - ამ­ბობს AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი რო­ბერტ კო­ჩა­რი­ა­ნი.

ორ­გა­ნი­ზა­ცია “ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სა­ხე­ლით” ხელ­მძვა­ნე­ლი ჟანა ალექ­სი­ა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს რომ, ოფიც­რე­ბი ჯა­რის­კა­ცე­ბის დამ­ცი­რე­ბას ცდი­ლობ­დნენ. სხვე­ბის თქმით, ჯა­რის­კა­ცებ­მა ოფიც­რე­ბის ცემა გა­და­წყვი­ტეს, რა­საც მათი მხრი­დან, შე­სა­ბა­მი­სი რე­აქ­ცია მოჰ­ყვა.

“ეს ფაქ­ტი და­უს­ჯე­ლი რომ დარ­ჩეს, ნიშ­ნავს, რომ იგი­ვე მოხ­დე­ბა სხვა სამ­ხედ­რო ნა­წი­ლებ­შიც. ოფიც­რე­ბი­სა და მე­თა­უ­რო­ბის თემა სომ­ხე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში შე­სას­წავ­ლია...” - ამ­ბობს უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი არ­ტურ სა­კუნ­ცი.

ყა­რა­ბაღ­ში გა­დაყ­ვა­ნი­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის დე­დებ­მა 24 მარტს აქ­ცია გა­მარ­თეს და გა­მო­ძი­ე­ბის ობი­ექ­ტუ­რად წარ­მარ­თვა მო­ი­თხო­ვეს. ისი­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სთხო­ვენ, მათი შვი­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ჩი­ვა­რი არ შე­ი­ტა­ნონ, რად­გან ყა­რა­ბაღ­ში, სა­დაც რის­კე­ბი ისე­დაც არ­სე­ბობს, მათ და­მა­ტე­ბი­თი სტრე­სის ქვეშ მო­უ­წევთ მსა­ხუ­რე­ბა. “რაც შე­ე­ხე­ბა ფორ­მას, რო­მე­ლიც მათ ოფი­ცერ­მა და­უ­ხია, ასე არ უნდა მოქ­ცე­უ­ლი­ყო, მაგ­რამ არა­უ­შავს, ახალს ვი­ყი­დით. ჩვე­ნი თხოვ­ნაა, - ისი­ნი არ გა­სა­მარ­თლდნენ” - ამ­ბობს ერთ-ერთი სამ­ხედ­რო დედა.

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცია, “მშვი­დო­ბი­ა­ნი დი­ა­ლო­გის” წარ­მო­მად­გენ­ლის მანე გრი­გო­რი­ა­ნის თქმით, 1994 წლი­დან მეგ­რი­ში მდე­ბა­რე სამ­ხედ­რო ნა­წილ­ში 8 გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და, რო­მე­ლიც მკვლე­ლო­ბე­ბით დას­რულ­და.

ერთ-ერთი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის მარ­გა­რი­ტა ხა­ჩა­ტუ­რი­ა­ნის თქმით, სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის ყა­რა­ბაღ­ში გაგ­რძე­ლე­ბა, ერ­თგვა­რი დას­ჯის მე­ქა­ნიზ­მია. “მეგ­რი ეს არის ირა­ნის სა­ზღვა­რი, სა­დაც სიმ­შვი­დეა, ყა­რა­ბა­ღი კი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მო­სა­ზღვრეა და ამი­ტო­მაც შფო­თა­ვენ მშობ­ლე­ბი” - აცხა­დებს ის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ბუნტი" სომხეთის ჯარში - "დიდი ალბათობით, სამხედროებს ფულის მიტანას აიძულებდნენ..."

"ბუნტი" სომხეთის ჯარში - "დიდი ალბათობით, სამხედროებს ფულის მიტანას აიძულებდნენ..."

სომხეთის არმიაში ჯარისკაცების მიერ დაწყებული ბუნტი ადგილობრივ შეიარაღებულ ძალებში "დისციპლინის მოშლად შეაფასეს". ჯარისკაცების უკმაყოფილება ერთი სამხედრო ნაწილიდან მეორეში გადაყვანას მოჰყვა - შედეგად, ასეული გაიფიცა და სამხედრო ნაწილი დატოვა.

სომხური მედიის ცნობით, ვითარების გამწვავების თავიდან ასარიდებლად, "დათმობაზე" მეთაურობა წავიდა და ქალაქ მეგრთან ახლოს მდებარე სამხედრო ნაწილში აბუნტებული ჯარისკაცები მთიან ყარაბაღში გადაიყვანეს. უფლებადამცელებისა და ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ვითარების დაძაბვას ცდილობენ შეიარაღებულ ძალებში დარჩენილი წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელთა კორუფციული წარსულის გამო მათი ჯარიდან გაშვება გარდაუვალია...

YerevanToday-ს ცნობით, რამდენიმე დღის წინ, მეგრის სამხედრო ნაწილში ერთ-ერთი ოფიცრის, გვარად გასპარიანის მიერ ჯარისკაცებისადმი დამოკიდებულებას ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, რის გამოც ასეულობით ჯარისკაცმა ნაწილი დატოვა. შემდეგ მათ ასეულის მეთაური დაუკავშირდა და დაბრუნება სთხოვა.

"იმავე ღამეს, ჯარისკაცებს მოწყობა უბრძანეს, ბუნტში მონაწილე 20 ჯარისკაცი აარჩიეს, მათ სამხედრო ფორმა შემოახიეს, ტელეფონები წაართვეს, ავტობუსში შეყარეს და კაპანის სამხედრო პოლიციაში წაიყვანეს, იქიდან კი სტეფანაკერტისკენ გადაისროლეს. არადა, 3 თვეა რაც ჯარში არიან, არავინ იცის რამდენად მზად არიან იქაურობისთვის" - ამბობს ერთი-ერთი ჯარისკაცის დედა Кавказский Узел-თან საუბარში, რომლის თქმითაც, მან შვილის ადგილსამყოფელი მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, რაც ის ყარაბაღიდან დაუკავშირდა.

ერთ-ერთი ვერსიით, ჯარისკაცების პროტესტი ადგილობრივი ოფიცრის დამოკიდებულებამ გამოიწვია, თუმცა, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივნის არირუნ ოვანესიანის თქმით, “ინციდენტი, რამდენიმე ჯარისკაცის ქმედებამ გამოიწვია, რომლებიც ცდილობდნენ, 90-იანი წლების დროინდელი პრინციპები გაეტარებინათ”.

ადგილობრივების თქმით, ეს არ არის სწორი ვერსია, რადგან სინამდვილეში, ოფიცერ გასპარიანის წინააღმდეგ საქმეა აღძრული:

“საქმე ის არის, რომ რევოლუციის შემდეგ ჩატარებული საკადრო ცვლილებების მიუხედავად, ძალოვან უწყებებსა და შეიარაღებულ ძალებში ჯერ კიდევ ინარჩუნებენ პოსტებს სარგსიანის დროინდელი კადრები. ისინი კი, ძველი სტილით მუშაობენ - კორუფცია, ქრთამის მიტანა... სამხედრო ფორმა შემოახია თურმე ოფიცერმა. ისინი შეჩვეული არიან 90-იანი წლების სტილით მართონ ჯარი. გავლენებს ვერ თმობენ. ამ შემთხვევაშიც, ისინი, დიდი ალბათობით, სამხედროებს ფულის მიტანას აიძულებდნენ..." - ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბარში ადგილობრივი რობერტ კოჩარიანი.

ორგანიზაცია “ჟურნალისტები ადამიანის უფლებების სახელით” ხელმძვანელი ჟანა ალექსიანი სოციალურ ქსელში წერს რომ, ოფიცრები ჯარისკაცების დამცირებას ცდილობდნენ. სხვების თქმით, ჯარისკაცებმა ოფიცრების ცემა გადაწყვიტეს, რასაც მათი მხრიდან, შესაბამისი რეაქცია მოჰყვა.

“ეს ფაქტი დაუსჯელი რომ დარჩეს, ნიშნავს, რომ იგივე მოხდება სხვა სამხედრო ნაწილებშიც. ოფიცრებისა და მეთაურობის თემა სომხეთის შეიარაღებულ ძალებში შესასწავლია...” - ამბობს უფლებადამცველი არტურ საკუნცი.

ყარაბაღში გადაყვანილი სამხედროების დედებმა 24 მარტს აქცია გამართეს და გამოძიების ობიექტურად წარმართვა მოითხოვეს. ისინი ხელისუფლებას სთხოვენ, მათი შვილების წინააღმდეგ საჩივარი არ შეიტანონ, რადგან ყარაბაღში, სადაც რისკები ისედაც არსებობს, მათ დამატებითი სტრესის ქვეშ მოუწევთ მსახურება. “რაც შეეხება ფორმას, რომელიც მათ ოფიცერმა დაუხია, ასე არ უნდა მოქცეულიყო, მაგრამ არაუშავს, ახალს ვიყიდით. ჩვენი თხოვნაა, - ისინი არ გასამართლდნენ” - ამბობს ერთ-ერთი სამხედრო დედა.

საზოგადოებრივი ორგანიზაცია, “მშვიდობიანი დიალოგის” წარმომადგენლის მანე გრიგორიანის თქმით, 1994 წლიდან მეგრიში მდებარე სამხედრო ნაწილში 8 გახმაურებული ინციდენტი მოხდა, რომელიც მკვლელობებით დასრულდა.

ერთ-ერთი უფლებადამცველის მარგარიტა ხაჩატურიანის თქმით, სამხედრო სამსახურის ყარაბაღში გაგრძელება, ერთგვარი დასჯის მექანიზმია. “მეგრი ეს არის ირანის საზღვარი, სადაც სიმშვიდეა, ყარაბაღი კი, აზერბაიჯანის მოსაზღვრეა და ამიტომაც შფოთავენ მშობლები” - აცხადებს ის.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე