მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
57 მლნ ევროს ღირებულების სასახლე მფლობელმა 18 თვეში უნდა დაანგრიოს - სასამართლომ მშენებლობა არაკანონიერად ცნო
57 მლნ ევროს ღირებულების სასახლე მფლობელმა 18 თვეში უნდა დაანგრიოს - სასამართლომ მშენებლობა არაკანონიერად ცნო

57 მლნ ევ­როდ შე­ფა­სე­ბუ­ლი შატო "დი­ტე­რი", რო­მე­ლიც ფრან­გულ რი­ვი­ე­რა­ზე მდე­ბა­რე­ობს და ხში­რად მას­პინ­ძლობს მდი­დარ და ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს ხმა­უ­რი­ან წვე­უ­ლე­ბებ­ზე, მომ­დევ­ნო 18 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა და­ინ­გრეს. „დე­ი­ლი მე­ი­ლის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­სა­მარ­თლომ მი­ი­ღო.

"დი­ტე­რი" ულა­მა­ზე­სი ტოს­კა­ნუ­რი სტი­ლის შა­ტოა, რო­მე­ლიც მო­ნა­კო­სა და კანს შო­რის მდე­ბა­რე­ობს. მის­მა მფლო­ბელ­მა, პატ­რიკ დი­ტერ­მა მდიდ­რუ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი 2005 წელს ტყის და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უკა­ნო­ნოდ აა­შე­ნა.

სა­სა­მარ­თლო დავა 14 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­და, დი­ტერს მე­ზობ­ლე­ბი და ბრი­ტა­ნე­ლი მი­ლი­ო­ნე­რე­ბი - სტი­ვენ და კე­რო­ლინ ბა­ტე­ბი და­უ­პი­რის­პირ­დნენ. ხმა­უ­რი­ან­მა წვე­უ­ლე­ბებ­მა და დი­ტე­რე­ბის და­უს­რუ­ლე­ბელ­მა სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ებ­მა გარ­შე­მო მცხოვ­რე­ბი ხალ­ხი შე­ა­წუ­ხა. მათი სარ­ჩე­ლის სა­ფუძ­ველ­ზე კი გა­მო­ძი­ე­ბა და სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვე­ბი და­ი­წყო.

პრო­კუ­რო­რის გან­ცხა­დე­ბით, კონ­სტრუქ­ცია ბევ­რი წე­სის დარ­ღვე­ვით არის აშე­ნე­ბუ­ლი, მათ შო­რის - უსაფრ­თხო­ე­ბის, გა­რე­მოს დაც­ვის­თვის სა­ჭი­რო ნორ­მე­ბი­სა და ურ­ბა­ნუ­ლი და­გეგ­მა­რე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფით, „მფლო­ბე­ლის ერ­თა­დერ­თი ინ­ტე­რე­სი კი ფუ­ლია“.

დი­ტე­რე­ბის ოჯა­ხი

ფრანგ ბიზ­ნეს­მენს ახლა 18 თვე აქვს იმის­თვის, რომ შატო და­ან­გრი­ოს. მდიდ­რულ სა­სახ­ლეს ხში­რად აქი­რა­ვე­ბენ ოლი­გარ­ქე­ბი­სა და ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ქორ­წი­ლე­ბის­თვის, ასე­ვე - სხვა­დას­ხვა ფილ­მის გა­და­ღე­ბის­თვის. შა­ტოს დღი­უ­რი გა­ქი­რა­ვე­ბის ფასი და­ახ­ლო­ე­ბით 50 ათა­სი ევ­როა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

57 მლნ ევროს ღირებულების სასახლე მფლობელმა 18 თვეში უნდა დაანგრიოს - სასამართლომ მშენებლობა არაკანონიერად ცნო

57 მლნ ევროს ღირებულების სასახლე მფლობელმა 18 თვეში უნდა დაანგრიოს - სასამართლომ მშენებლობა არაკანონიერად ცნო

57 მლნ ევროდ შეფასებული შატო "დიტერი", რომელიც ფრანგულ რივიერაზე მდებარეობს და ხშირად მასპინძლობს მდიდარ და ცნობილ ადამიანებს ხმაურიან წვეულებებზე, მომდევნო 18 თვის განმავლობაში უნდა დაინგრეს. „დეილი მეილის“ ინფორმაციით, გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო.

"დიტერი" ულამაზესი ტოსკანური სტილის შატოა, რომელიც მონაკოსა და კანს შორის მდებარეობს. მისმა მფლობელმა, პატრიკ დიტერმა მდიდრული საცხოვრებელი 2005 წელს ტყის დაცულ ტერიტორიაზე უკანონოდ ააშენა.

სასამართლო დავა 14 წლის განმავლობაში გაგრძელდა, დიტერს მეზობლები და ბრიტანელი მილიონერები - სტივენ და კეროლინ ბატები დაუპირისპირდნენ. ხმაურიანმა წვეულებებმა და დიტერების დაუსრულებელმა სამშენებლო სამუშაოებმა გარშემო მცხოვრები ხალხი შეაწუხა. მათი სარჩელის საფუძველზე კი გამოძიება და სასამართლო განხილვები დაიწყო.

პროკურორის განცხადებით, კონსტრუქცია ბევრი წესის დარღვევით არის აშენებული, მათ შორის - უსაფრთხოების, გარემოს დაცვისთვის საჭირო ნორმებისა და ურბანული დაგეგმარების უგულებელყოფით, „მფლობელის ერთადერთი ინტერესი კი ფულია“.

დიტერების ოჯახი

ფრანგ ბიზნესმენს ახლა 18 თვე აქვს იმისთვის, რომ შატო დაანგრიოს. მდიდრულ სასახლეს ხშირად აქირავებენ ოლიგარქებისა და ცნობილი ადამიანების ქორწილებისთვის, ასევე - სხვადასხვა ფილმის გადაღებისთვის. შატოს დღიური გაქირავების ფასი დაახლოებით 50 ათასი ევროა.

"ბევრი კვლევის მიუხედავად, "ხელჩასაჭიდი“ ვერ ვიპოვნეთ. ვინერვიულეთ ბევრი" - რა პრობლემა აქვს ვახო სანაიას და თამუნა ყურაშვილის სრულიად ჯანმრთელ ბიჭს?

რატომ აჩუქა მაკა ასათიანის ქმარმა პაატა იმნაძეს სახლი - იმნაძე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ანდრია პირველწოდებულს იხსენიებს - რა უნდა იცოდეს მორწმუნემ წმინდანის შესახებ