ქართველი პედაგოგი ლადო აფხაზავა, რომელიც "მასწავლებლის გლობალური ჯილდოს" ათ ფინალისტს შორის იყო, დუბაიდან სამშობლოში უკვე დაბრუნდა.
სოფელ ჩიბათში, სადაც აფხაზავა სამოქალაქო განათლებას ასწავლის, საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. ფოტოები „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ „ფეისბუქის“ გვერდზე განთავსდა.
განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე Global Teacher 2019-ის გამარჯვებული პედაგოგი 24 მარტს დუბაიში გამოვლინდა. გამარჯვებული კენიელი პიტერ ტაბიჩი გახდა.