საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში საავტორო უფლებების სფეროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით CISAC-ი შეშფოთებას გამოთქვამს
საქართველოში საავტორო უფლებების სფეროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით CISAC-ი შეშფოთებას გამოთქვამს

CISAC-ი (ავ­ტორ­თა და კომ­პო­ზი­ტორ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­დე­რა­ცია) სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცი­ას გა­ნი­ხი­ლავს, რო­გორც წარ­მა­ტე­ბის ნამ­დვილ მა­გა­ლითს და ასო­ცი­ა­ცი­ის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შექ­მნის მცდე­ლო­ბის გამო უკი­დუ­რეს შეშ­ფო­თე­ბას გა­მო­ხა­ტავს.

CISAC-ში, რო­მე­ლიც და­ფუძ­ნე­ბუ­ლია 1926 წელს, მას­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბუ­ლია მსოფ­ლი­ოს 239 ორ­გა­ნი­ზა­ცია და სა­ქარ­თვე­ლოც მისი წევ­რია. სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო პე­რი­ოდ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ას­ცო­ცი­ა­ცი­ის (GCA) თავ­მჯდო­მა­რეს გიგა კო­ბა­ლა­ძეს წე­რი­ლი გა­მო­უგ­ზავ­ნა, რო­მელ­შიც ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­ლექ­ტი­უ­რი მარ­თვის სფე­რო­ში ერთი ფან­ჯრის პრინ­ცი­პის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

GCA სა­ქარ­თვე­ლო­ში CISAC-ის ერ­თა­დერ­თი წევ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია. ასო­ცი­ა­ცია ქარ­თუ­ლი რე­პერ­ტუ­ა­რის გარ­და, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია მარ­თოს სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­პერ­ტუ­ა­რი იმ არა­ერ­თი ურ­თი­ერ­თწარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რო­მე­ლიც ხელ­მო­წე­რი­ლია მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ანა­ლო­გი­უ­რი კო­ლექ­ტი­უ­რი მარ­თვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან (მა­გა­ლი­თი­სათ­ვის: საფ­რან­გე­თი, დიდი ბრი­ტა­ნე­თი, გერ­მა­ნია, რუ­სე­თი, აშშ, ია­პო­ნია, იტა­ლია, ეს­პა­ნე­თი, ბრა­ზი­ლია, თურ­ქე­თი და სხვა). აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ასო­ცი­ა­ცია ას­რუ­ლებს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს როლს სა­ქარ­თვე­ლო­ში ად­გი­ლობ­რი­ვი და უცხო­ე­ლი ხე­ლო­ვა­ნე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის კუ­თხით.

CISAC-ის წე­რილ­ში, რო­მელ­საც ხელს აწერს CISAC-ის ევ­რო­პის რე­გი­ო­ნა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი მიტ­კო ჩა­თალ­ბა­შე­ვი GCA-ის საქ­მი­ა­ნო­ბა შე­ფა­სე­ბუ­ლია, რო­გორც ნამ­დვი­ლი წარ­მა­ტე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს რე­ა­ლო­ბა­ში. გთა­ვა­ზობთ წე­რილს უც­ვლე­ლი სა­ხით:

„ჩვენ­თვის, CISAC-ის­თვის, ასო­ცი­ა­ცია არის მა­გა­ლი­თი კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში, რო­მე­ლიც ახ­დენს სა­უ­კე­თე­სო სა­ერ­თა­შო­რი­სო და ევ­რო­პულ გა­მოც­დი­ლე­ბის იმპლე­მენ­ტი­რე­ბას. მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ იმ ფაქ­ტით, რომ ასო­ცი­ა­ცია გა­ნაგ­რძობს სტა­ბი­ლურ გან­ვი­თა­რე­ბას სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის და კო­ლექ­ტი­უ­რი მარ­თვის სფე­რო­ში.

აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის რე­გი­ონ­ში, ასე­ვე კავ­კა­სი­ი­სა და ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ა­ში, ძლი­ე­რი სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის სის­ტე­მა უფრო გა­მო­ნაკ­ლი­სია, ვიდ­რე ნორ­მა. სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა წარ­მო­ად­გენს და­მა­ტე­ბით გა­მოწ­ვე­ვას უფ­ლე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი­სათ­ვის. ამ რე­გი­ონ­ში ჩვენ­მა გა­მოც­დი­ლე­ბამ აჩ­ვე­ნა, რომ ეფექ­ტუ­რი კო­ლექ­ტი­უ­რი მარ­თვა არ­სე­ბობს მა­შინ, რო­დე­საც მხო­ლოდ ერთი სა­ზო­გა­დო­ე­ბაა ერთი კა­ტე­გო­რი­ის უფ­ლე­ბებ­ზე, გან­სხვა­ვე­ბით იმ სის­ტე­მის­გან, რო­დე­საც რამ­დე­ნი­მე სა­ზო­გა­დო­ე­ბა წარ­მო­ად­გენს იმა­ვე ტი­პის უფ­ლე­ბის მფლო­ბე­ლებს (მა­გა­ლი­თი­სათ­ვის, მუ­სი­კა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის ავ­ტო­რებს).

ერთი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი მა­გა­ლი­თი მრა­ვა­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის არ­სე­ბო­ბის საფრ­თხი­სა იყო მე­ზო­ბელ რუ­სეთ­ში, სა­დაც, მა­ნამ­დე სა­ნამ 2008 წელს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­ფორ­მა გან­ხორ­ცი­ელ­და სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექსში, კო­ლექ­ტი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის შე­უ­ზღუ­და­ვი რა­ო­დე­ნო­ბის არ­სე­ბო­ბა იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი. ამან გა­მო­იწ­ვია ქა­ო­სი, გა­ურ­კვევ­ლო­ბა და სა­ეჭ­ვო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის არ­სე­ბო­ბა.

კი­დევ ერთი მა­გა­ლი­თი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სო­კო­ე­ბი­ვით გამ­რავ­ლე­ბის ნე­გა­ტი­უ­რი ეფექ­ტი­სა არის უკ­რა­ი­ნა­ში. 2018 წლის ივ­ლის­ში უკ­რა­ი­ნა­ში ახა­ლი კა­ნო­ნი ამოქ­მედ­და კო­ლექ­ტი­ურ მმარ­თვე­ლო­ბა­ზე, რო­მე­ლიც იმე­დი გვაქვს, რომ გა­მო­ას­წო­რებს სა­ში­ნელ სი­ტუ­ა­ცი­ას 19 კო­ლექ­ტი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის არ­სე­ბო­ბის ფონ­ზე. უკ­რა­ი­ნის უმ­რავ­ლეს კო­ლექ­ტი­ურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას არ გა­აჩ­ნია საკ­მა­რი­სი კად­რე­ბი და ცოდ­ნა, რო­მელ­მაც წარ­მოშ­ვა გან­გრძო­ბი­თი ზი­ა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო და ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლო­ვა­ნე­ბის­თვის.

ამ კონ­ტექ­სტში, ჩვენ ძა­ლი­ან შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ვართ იმ შე­საძ­ლო საფრ­თხის გამო, რაც შე­იძ­ლე­ბა შე­ე­ხოს კო­ლექ­ტი­ურ მარ­თვე­ლო­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთი ფან­ჯრის პრინ­ცი­პის დარ­ღვე­ვით. ერთი და იგი­ვე უფ­ლე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რი ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის არ­სე­ბო­ბა სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­იწ­ვევს გა­ურ­კვევ­ლო­ბას მო­სარ­გებ­ლე­ებ­ში, ასე­ვე ტა­რი­ფე­ბის და­წე­ვას და შე­სა­ბა­მი­სად წა­არ­თმევს ად­გი­ლობ­რივ და უცხო­ელ უფ­ლე­ბის მფლო­ბე­ლებს სა­მარ­თლი­ა­ნი ჰო­ნო­რა­რის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

გარ­და ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი­სა, ბევ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის არ­სე­ბო­ბა:

  • გა­ურ­თუ­ლებს შე­სა­ბა­მის სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნო­ებს ფუნ­ქცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბას, რად­გან სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა რამ­დე­ნი­მე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა. გან­სხვა­ვე­ბით იმ სი­ტუ­ა­ცი­ის­გან, რო­დე­საც ერთი სა­ზო­გა­დო­ე­ბის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ხელ­მწი­ფო ვალ­დე­ბუ­ლია ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა გა­უ­წი­ოს ერთი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას;
  • მო­ახ­დენს რე­პერ­ტუ­ა­რის ფრაგ­მენ­ტი­რე­ბას სხვა­დას­ხვა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ქვეშ. ასე­თი ფრაგ­მენ­ტი­რე­ბა ავ­ნებს იმ მთა­ვარ უპი­რა­ტე­სო­ბას, რაც გა­აჩ­ნია კო­ლექ­ტი­ურ მარ­თვის სის­ტე­მას, კერ­ძოდ, „ბლან­კე­ტუ­რი ლი­ცენ­ზი­ის გა­ცე­მას“, რო­დე­საც ერთი ლი­ცენ­ზია ფა­რავს მსოფ­ლიო რე­პერ­ტუ­არს;
  • შე­ა­სუს­ტებს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ძა­ლის­ხმე­ვას, რაც გა­ა­უ­ა­რე­სებს სი­ტუ­ა­ცი­ას კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის და სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის კუ­თხით და და­ა­სუს­ტებს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ეფექ­ტუ­რო­ბას;
  • გა­მო­იწ­ვევს არა­თან­მიმ­დევ­რულ მიდ­გო­მას, რად­გან თი­თო­ე­ულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ექ­ნე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კა, პო­ლი­ტი­კა და „მე­სი­ჯე­ბი“. ეს გა­მო­იწ­ვევს ბა­ზარ­ზე გა­ურ­კვევ­ლო­ბას;
  • წარ­მო­შობს კონ­ფლიქტს და ვნე­ბა­თა­ღელ­ვას კონ­კუ­რენტ სა­ზო­გა­დო­ე­ბებ­ში, რაც არა­ვის­თვის იქ­ნე­ბა სა­სარ­გებ­ლო.

ყო­ვე­ლი­ვე ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, არ არის სი­ურპრი­ზი, რომ ქვეყ­ნე­ბის დიდ უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში, კო­ლექ­ტი­უ­რი მარ­თვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი არი­ან დე ფაქ­ტო ან დე იურე მო­ნო­პო­ლი­ე­ბი. ასე­თი მო­ნო­პო­ლის­ტუ­რი სტა­ტუ­სი არ ნიშ­ნავს, რომ ასე­თი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი დგა­ნან კა­ნონ­ზე მაღ­ლა. პი­რი­ქით, ყვე­ლა იუ­რის­დიქ­ცი­ა­ში, შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი არ­სე­ბობს, რო­გო­რი­ცაა მა­გა­ლი­თად სა­ხელ­მწი­ფო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა/აკ­რე­დი­ტა­ცია, ან­ტი­მო­ნო­პო­ლი­უ­რი/სა­სა­მარ­თლო რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ქმნი­ან მრა­ვალ­მხრივ გა­რან­ტი­ას კო­ლექ­ტი­უ­რი მარ­თვის სის­ტე­მის სა­თა­ნა­დო ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის კუ­თხით.

ამ კონ­ტექ­სტში, იმე­დი გვაქვს, რომ სა­ქარ­თვე­ლო და ასო­ცი­ა­ცია გა­აგ­რძე­ლებს კურსს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის სფე­რო­ში სა­უ­კე­თე­სო ევ­რო­პუ­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამ პრო­ცეს­ში, CISAC მზა­დაა შეს­თა­ვა­ზოს მხარ­და­ჭე­რა სა­უ­კე­თე­სო გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის ჩათ­ვლით იმ ახა­ლი სეგ­მენ­ტე­ბის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის სფე­რო­ში, რო­მე­ლიც და­დე­ბი­თად წა­ად­გე­ბა ქარ­თველ და უცხო­ელ შე­მოქ­მედ სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

ჩვენ მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ აღ­ვნიშ­ნოთ, რომ აუ­დი­ო­ვი­ზუ­ა­ლუ­რი უფ­ლე­ბე­ბის იმ­პე­ლენ­ტა­ცია და სა­თა­ნა­დო ანა­ზღა­უ­რე­ბის სის­ტე­მის არ­სე­ბო­ბა ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის მიერ ნა­წარ­მო­ე­ბის რეპ­რო­დუ­ცი­რე­ბის სფე­რო­ში არის ასო­ცი­ა­ცი­ის უახ­ლო­ეს მიზ­ნებს შო­რის და ჩვენ მზად ვართ დახ­მა­რე­ბა გა­გი­წი­ოთ ჩვე­ნი მან­და­ტის ფარ­გლებ­ში, რომ ეს მიზ­ნე­ბი წარ­მა­ტე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ“.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება
ავტორი:

საქართველოში საავტორო უფლებების სფეროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით CISAC-ი შეშფოთებას გამოთქვამს

საქართველოში საავტორო უფლებების სფეროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით CISAC-ი შეშფოთებას გამოთქვამს

CISAC-ი (ავტორთა და კომპოზიტორთა საზოგადოებების საერთაშორისო კონფედერაცია) საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას განიხილავს, როგორც წარმატების ნამდვილ მაგალითს და ასოციაციის ალტერნატიული ორგანიზაციის შექმნის მცდელობის გამო უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს.

CISAC-ში, რომელიც დაფუძნებულია 1926 წელს, მასში გაწევრიანებულია მსოფლიოს 239 ორგანიზაცია და საქართველოც მისი წევრია. საქართველოში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ორგანიზაციამ საქართველოს საავტორო უფლებათა ასცოციაციის (GCA) თავმჯდომარეს გიგა კობალაძეს წერილი გამოუგზავნა, რომელშიც ხაზგასმით აღნიშნულია, რომ საქართველოში კოლექტიური მართვის სფეროში ერთი ფანჯრის პრინციპის შენარჩუნება აუცილებელია.

GCA საქართველოში CISAC-ის ერთადერთი წევრი ორგანიზაცია. ასოციაცია ქართული რეპერტუარის გარდა, უფლებამოსილია მართოს საერთაშორისო რეპერტუარი იმ არაერთი ურთიერთწარმომადგენლობითი ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც ხელმოწერილია მსოფლიოს მასშტაბით ანალოგიური კოლექტიური მართვის ორგანიზაციებთან (მაგალითისათვის: საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, რუსეთი, აშშ, იაპონია, იტალია, ესპანეთი, ბრაზილია, თურქეთი და სხვა). აქედან გამომდინარე, ასოციაცია ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს საქართველოში ადგილობრივი და უცხოელი ხელოვანების უფლებების დაცვის კუთხით.

CISAC-ის წერილში, რომელსაც ხელს აწერს CISAC-ის ევროპის რეგიონალური დირექტორი მიტკო ჩათალბაშევი GCA-ის საქმიანობა შეფასებულია, როგორც ნამდვილი წარმატება საქართველოს რეალობაში. გთავაზობთ წერილს უცვლელი სახით:

„ჩვენთვის, CISAC-ისთვის, ასოციაცია არის მაგალითი კავკასიის რეგიონში, რომელიც ახდენს საუკეთესო საერთაშორისო და ევროპულ გამოცდილების იმპლემენტირებას. მოხარულები ვართ იმ ფაქტით, რომ ასოციაცია განაგრძობს სტაბილურ განვითარებას საავტორო უფლებების და კოლექტიური მართვის სფეროში.

აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, ასევე კავკასიისა და ცენტრალური აზიაში, ძლიერი საავტორო უფლებების სისტემა უფრო გამონაკლისია, ვიდრე ნორმა. საავტორო უფლებების აღსრულება წარმოადგენს დამატებით გამოწვევას უფლების მფლობელებისათვის. ამ რეგიონში ჩვენმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ეფექტური კოლექტიური მართვა არსებობს მაშინ, როდესაც მხოლოდ ერთი საზოგადოებაა ერთი კატეგორიის უფლებებზე, განსხვავებით იმ სისტემისგან, როდესაც რამდენიმე საზოგადოება წარმოადგენს იმავე ტიპის უფლების მფლობელებს (მაგალითისათვის, მუსიკალური ნაწარმოებების ავტორებს).

ერთი ყველაზე გამორჩეული მაგალითი მრავალი საზოგადოების არსებობის საფრთხისა იყო მეზობელ რუსეთში, სადაც, მანამდე სანამ 2008 წელს მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა სამოქალაქო კოდექსში, კოლექტიური ორგანიზაციების შეუზღუდავი რაოდენობის არსებობა იყო შესაძლებელი. ამან გამოიწვია ქაოსი, გაურკვევლობა და საეჭვო ორგანიზაციების არსებობა.

კიდევ ერთი მაგალითი საზოგადოების სოკოებივით გამრავლების ნეგატიური ეფექტისა არის უკრაინაში. 2018 წლის ივლისში უკრაინაში ახალი კანონი ამოქმედდა კოლექტიურ მმართველობაზე, რომელიც იმედი გვაქვს, რომ გამოასწორებს საშინელ სიტუაციას 19 კოლექტიური ორგანიზაციის არსებობის ფონზე. უკრაინის უმრავლეს კოლექტიურ ორგანიზაციას არ გააჩნია საკმარისი კადრები და ცოდნა, რომელმაც წარმოშვა განგრძობითი ზიანი საერთაშორისო და ადგილობრივი ხელოვანებისთვის.

ამ კონტექსტში, ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ იმ შესაძლო საფრთხის გამო, რაც შეიძლება შეეხოს კოლექტიურ მართველობას საქართველოში ერთი ფანჯრის პრინციპის დარღვევით. ერთი და იგივე უფლების პარალელური ადმინისტრირების შესაძლებლობის არსებობა სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ საქართველოში გამოიწვევს გაურკვევლობას მოსარგებლეებში, ასევე ტარიფების დაწევას და შესაბამისად წაართმევს ადგილობრივ და უცხოელ უფლების მფლობელებს სამართლიანი ჰონორარის მიღების შესაძლებლობას.

გარდა ზემოაღნიშნული პრობლემებისა, ბევრი საზოგადოების არსებობა:

  • გაურთულებს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს ფუნქციების შესრულებას, რადგან საჭირო იქნება რამდენიმე ორგანიზაციის ზედამხედველობა. განსხვავებით იმ სიტუაციისგან, როდესაც ერთი საზოგადოების არსებობის შემთხვევაში, სახელმწიფო ვალდებულია ზედამხედველობა გაუწიოს ერთი ორგანიზაციას;
  • მოახდენს რეპერტუარის ფრაგმენტირებას სხვადასხვა საზოგადოების ქვეშ. ასეთი ფრაგმენტირება ავნებს იმ მთავარ უპირატესობას, რაც გააჩნია კოლექტიურ მართვის სისტემას, კერძოდ, „ბლანკეტური ლიცენზიის გაცემას“, როდესაც ერთი ლიცენზია ფარავს მსოფლიო რეპერტუარს;
  • შეასუსტებს შემოქმედებითი საზოგადოების ძალისხმევას, რაც გააუარესებს სიტუაციას კვალიფიციური ექსპერტიზის და სპეციალიზაციის კუთხით და დაასუსტებს ადმინისტრაციულ ეფექტურობას;
  • გამოიწვევს არათანმიმდევრულ მიდგომას, რადგან თითოეულ საზოგადოებას ექნება განსხვავებული პრაქტიკა, პოლიტიკა და „მესიჯები“. ეს გამოიწვევს ბაზარზე გაურკვევლობას;
  • წარმოშობს კონფლიქტს და ვნებათაღელვას კონკურენტ საზოგადოებებში, რაც არავისთვის იქნება სასარგებლო.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არ არის სიურპრიზი, რომ ქვეყნების დიდ უმრავლესობაში, კოლექტიური მართვის ორგანიზაციები არიან დე ფაქტო ან დე იურე მონოპოლიები. ასეთი მონოპოლისტური სტატუსი არ ნიშნავს, რომ ასეთი ორგანიზაციები დგანან კანონზე მაღლა. პირიქით, ყველა იურისდიქციაში, შესაბამისი სამართლებრივი რეგულაციები არსებობს, როგორიცაა მაგალითად სახელმწიფო ზედამხედველობა/აკრედიტაცია, ანტიმონოპოლიური/სასამართლო რეგულაციები, რომლებიც ქმნიან მრავალმხრივ გარანტიას კოლექტიური მართვის სისტემის სათანადო ფუნქციონირების კუთხით.

ამ კონტექსტში, იმედი გვაქვს, რომ საქართველო და ასოციაცია გააგრძელებს კურსს საავტორო უფლებების სფეროში საუკეთესო ევროპული და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიმართულებით. ამ პროცესში, CISAC მზადაა შესთავაზოს მხარდაჭერა საუკეთესო გამოცდილების გაზიარების ჩათვლით იმ ახალი სეგმენტების ადმინისტრირების სფეროში, რომელიც დადებითად წაადგება ქართველ და უცხოელ შემოქმედ საზოგადოებას.

ჩვენ მოხარულები ვართ აღვნიშნოთ, რომ აუდიოვიზუალური უფლებების იმპელენტაცია და სათანადო ანაზღაურების სისტემის არსებობა ფიზიკური პირების მიერ ნაწარმოების რეპროდუცირების სფეროში არის ასოციაციის უახლოეს მიზნებს შორის და ჩვენ მზად ვართ დახმარება გაგიწიოთ ჩვენი მანდატის ფარგლებში, რომ ეს მიზნები წარმატებით განახორციელოთ“.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის