პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოთხი დღე საპენსიო სქემიდან გასვლამდე - როგორ შეძლებთ სისტემის დატოვებას
ოთხი დღე საპენსიო სქემიდან გასვლამდე - როგორ შეძლებთ სისტემის დატოვებას

2019 წლის 1-ლი აპ­რი­ლი­დან დაგ­რო­ვე­ბი­თი სა­პენ­სიო სქე­მი­დან გას­ვლის მსურ­ვე­ლებს სის­ტე­მის და­ტო­ვე­ბის უფ­ლე­ბა მი­ე­ცე­მათ.კერ­ძოდ, სა­უ­ბა­რია იმ და­საქ­მე­ბულ პი­რებ­ზე, რომ­ლე­ბიც 2018 წლის 6 აგ­ვის­ტოს 40 წლის ან მეტი ასა­კის იყ­ვნენ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 1-ლი აპ­რი­ლი სქე­მი­დან გას­ვლის­თვის გან­სა­ზღვრუ­ლი მი­ნი­მა­ლუ­რი ვა­დაა, თუმ­ცა, ეს თა­რი­ღი შე­საძ­ლოა, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი იყოს. კერ­ძოდ კი, პი­რე­ბი რო­მელ­თაც ამის უფ­ლე­ბა აქვთ დაგ­რო­ვე­ბი­თი სა­პენ­სიო სის­ტე­მი­დან გას­ვლას პირ­ვე­ლი სა­პენ­სიო შე­ნა­ტა­ნის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის (ხელ­ფა­სის ჩა­რი­ცხვის) დღი­დან 3 თვის შემ­დეგ შეძ­ლე­ბენ. რო­დის გან­ხორ­ცი­ელ­და პირ­ვე­ლი სა­პენ­სიო შე­ნა­ტა­ნი, ამის გა­და­მოწ­მე­ბა კი მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­კუ­თარ სა­პენ­სიო ან­გა­რიშ­ზე შე­უძ­ლი­ათ.

ამას­თან, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სქე­მი­დან გას­ვლის­თვის პი­რებს ორ­თვი­ა­ნი ვადა აქვთ ანუ სის­ტე­მი­დან გას­ვლა 1-ლი აპ­რი­ლი­დან 31 მა­ი­სის ჩათ­ვლით იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ აღ­ნიშ­ნულ პე­რი­ოდ­ში, პირი სა­პენ­სიო სქე­მას არ და­ტო­ვებს, ის სის­ტე­მის მო­ნა­წი­ლედ დარ­ჩე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ცე­დუ­რას, სა­პენ­სიო სქე­მი­დან ამორ­თვის­თვის, აუ­ცი­ლე­ბე­ლია მო­ქა­ლა­ქე მი­ვი­დეს სა­პენ­სიო სა­ა­გენ­ტოს ფი­ლი­ალ­ში ან სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ნე­ბის­მი­ერ ფი­ლი­ალ­ში და მი­მარ­თოს სა­ა­გენ­ტოს გან­ცხა­დე­ბით. ამის­თვის მო­ქა­ლა­ქეს თან პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მოწ­მო­ბა, ხოლო თუ მის ნაც­ვლად სხვა ადა­მი­ა­ნი მივა გა­ნა­ცხა­დის და­სა­წე­რად შე­სა­ბა­მი­სი მინ­დო­ბი­ლო­ბა უნდა ჰქონ­დეს. სქე­მი­დან გას­ვლა გან­ცხა­დე­ბის და­წე­რის­თა­ნა­ვე მოხ­დე­ბა, ხოლო ამის შემ­დეგ 1 თვის პე­რი­ოდ­ში სის­ტე­მი­დან გა­სულ და­საქ­მე­ბულს, მის დამ­საქ­მე­ბელ­სა და სა­ხელ­მწი­ფოს ფონდში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი შე­ნა­ტა­ნე­ბი და­უბ­რუნ­დე­ბათ.

წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ავტორი:

ოთხი დღე საპენსიო სქემიდან გასვლამდე - როგორ შეძლებთ სისტემის დატოვებას

ოთხი დღე საპენსიო სქემიდან გასვლამდე - როგორ შეძლებთ სისტემის დატოვებას

2019 წლის 1-ლი აპრილიდან დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის მსურველებს სისტემის დატოვების უფლება მიეცემათ.კერძოდ, საუბარია იმ დასაქმებულ პირებზე, რომლებიც 2018 წლის 6 აგვისტოს 40 წლის ან მეტი ასაკის იყვნენ.

აღსანიშნავია, რომ 1-ლი აპრილი სქემიდან გასვლისთვის განსაზღვრული მინიმალური ვადაა, თუმცა, ეს თარიღი შესაძლოა, ინდივიდუალური იყოს. კერძოდ კი, პირები რომელთაც ამის უფლება აქვთ დაგროვებითი საპენსიო სისტემიდან გასვლას პირველი საპენსიო შენატანის განხორციელების (ხელფასის ჩარიცხვის) დღიდან 3 თვის შემდეგ შეძლებენ. როდის განხორციელდა პირველი საპენსიო შენატანი, ამის გადამოწმება კი მოქალაქეებს საკუთარ საპენსიო ანგარიშზე შეუძლიათ.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ სქემიდან გასვლისთვის პირებს ორთვიანი ვადა აქვთ ანუ სისტემიდან გასვლა 1-ლი აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულ პერიოდში, პირი საპენსიო სქემას არ დატოვებს, ის სისტემის მონაწილედ დარჩება.

რაც შეეხება პროცედურას, საპენსიო სქემიდან ამორთვისთვის, აუცილებელია მოქალაქე მივიდეს საპენსიო სააგენტოს ფილიალში ან სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში და მიმართოს სააგენტოს განცხადებით. ამისთვის მოქალაქეს თან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ხოლო თუ მის ნაცვლად სხვა ადამიანი მივა განაცხადის დასაწერად შესაბამისი მინდობილობა უნდა ჰქონდეს. სქემიდან გასვლა განცხადების დაწერისთანავე მოხდება, ხოლო ამის შემდეგ 1 თვის პერიოდში სისტემიდან გასულ დასაქმებულს, მის დამსაქმებელსა და სახელმწიფოს ფონდში განხორციელებული შენატანები დაუბრუნდებათ.

წაიკითხეთ სრულად

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო