ავტორი:

შეიცვლება თუ არა 6 წლამდე ბავშვების სკოლაში მიღების წესი - რა კომენტარს აკეთებენ განათლების სამინისტროში

შეიცვლება თუ არა 6 წლამდე ბავშვების სკოლაში მიღების წესი - რა კომენტარს აკეთებენ განათლების სამინისტროში

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2019-2020 წლის სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა ასაკობრივი ცენზის გადახედვას არ გეგმავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროში განუცხადეს.

„პირველკლასელთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო და ამ ეტაპზე, რეგისტრაცია მიმდინარეობს კანონში არსებული წესით. წელს ამ მიმართულებით ცვლილებები არ იგეგმება“, - აცხადებენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ საკანონმდებლო ორგანოში შევიდა პეტიცია, რომლითაც 402 მოქალაქე იმ ბავშვების პირველ კლასში მიღებას მოითხოვს, რომლებსაც 6 წელი პირველ იანვრამდე შეუსრულდებათ.

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, პეტიციის განხილვა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს დაევალა.

ამასთან, პირველკლასელის სასკოლო ასაკის შესაძლო გადახედვის საკითხი გასულ წელსაც წამოიჭრა. როგორც 2018 წლის სექტემბერში პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გენადი მარგველაშვილი აცხადებდა, განხილული შეიძლება იყოს რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის ის, რომ სკოლაში დაშვებული იყოს ბავშვის მიღება, რომელსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უსრულდება, ან მეორე - პირველ კლასში მიღებამდე შესაძლოა, 2-წლიანი მოსამზადებელი კურსი შემოიღონ.

თუმცა, ცვლილება არ განხორციელებულა და მოქმედი რეგულაციით, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ანუ სწავლის დაწყებისთვის 6 წელი უკვე შესრულებული აქვთ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი