ავტორი:

ბიჭი, რომელმაც თანაკლასელები ავტობუსის გატაცებისას გადაარჩინა, იტალიის მოქალაქეობას მიიღებს

ბიჭი, რომელმაც თანაკლასელები ავტობუსის გატაცებისას გადაარჩინა, იტალიის მოქალაქეობას მიიღებს

მილანში მცხოვრები ბიჭი, რომელმაც თანაკლასელები ავტობუსის გატაცებისას სიკვდილისგან გადაარჩინა, იტალიის მოქალაქეობას მიიღებს. BBC-ს ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ვიცე-პრემიერმა მატეო სალვინიმ განაცხადა.

შემთხვევა მილანში რამდენიმე დღის წინ მოხდა, სკოლის ავტობუსი, რომელშიც 51 მოსწავლე იჯდა, მძღოლმა გაიტაცა და ცეცხლი წაუკიდა.

ავტობუსში 2 კლასის მოსწავლეები ისხდნენ, ისინი სკოლიდან სავარჯიშო დარბაზში მიდიოდნენ, თუმცა მოულოდნელად მძღოლმა გზიდან გადაუხვია და სხვა მიმართულებით წავიდა. როდესაც მან დანით მუქარა და ყვირილი დაიწყო, 13 წლის რამი შეჰატამ შეძლო, ყველასთვის შეუმჩნევლად მშობლებისთვის და სამართალდამცველებისთვის დაერეკა.

პოლიციამ ავტობუსს გზა გადაუღობა და ცეცხლმოკიდებული ტრანსპორტის ფანჯრებიდან ბავშვები უვნებლად გადმოვიდნენ.

სალვინი აცხადებს, რომ გმირობისთვის ჯილდოდ ბიჭმა იტალიის მოქალაქეობა უნდა მიიღოს, რადგან „რამის ქვეყნის ფასეულობები კარგად ესმის“.

შეჰატას მამა ეგვიპტიდან იტალიაში საცხოვრებლად 2001 წელს გადავიდა. რამი იტალიაში დაიბადა, თუმცა მოქალაქეობა არ აქვს. იტალიის კანონმდებლობის მიხედვით, იმიგრირებული მშობლების შვილი, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე დაიბადა, მოქალაქეობას 18 წლის ასაკამდე ვერ მიიღებს.

სამართალდამცველებს მომხდარის შესახებ შეატყობინა კიდევ ერთმა ბიჭმა, წარმოშობით მაროკოელმა ადამ ელ ჰამამიმ, რომლის მამა, ხალიდ ელ ჰამამი მიიჩნევს, რომ მოქალაქეობა მის შვილსაც უნდა მისცენ.

„ადამი ძალიან ემოციური ბიჭია და ძალიან წყინს, რომ ყველა საუბრობს რამიზე და მას არავინ ახსენებს,“ - ამბობს ხალიდი.

სააგენტო Ansa-ს ინფორმაციით, რამიმ ყველას მოაჩვენა თავი, რომ არაბულად ლოცულობდა, რეალურად კი მამამისს მომხდარის შესახებ აცნობა.

სალვინი პირადად შეხვდება ხუთ ბიჭს, რომლებმაც ინციდენტის დროს გმირობა გამოიჩინეს. მათ შორის არის ფაბიო, რომელიც ცდილობდა, ტერორისტს დალაპარაკებოდა და დაემშვიდებინა და ნიკოლო, რომელიც მამაკაცს საკუთარ თავს ტყვედ სთავაზობდა სხვების გათავისუფლების სანაცვლოდ.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე