პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
15 და 17 წლის არასრულწლოვნებმა მაღაზიიდან 25 000 ლარის ღირებულების მობილურები მოიპარეს
15 და 17 წლის არასრულწლოვნებმა მაღაზიიდან 25 000 ლარის ღირებულების მობილურები მოიპარეს

პო­ლი­ცი­ამ მა­ღა­ზია "ზუ­მე­რი­დან" 25 000 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბის მო­პარ­ვის ფაქ­ტზე ორი არას­რულ­წლო­ვა­ნი ამ­ხი­ლა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ქვე­მო ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის რუს­თა­ვის სა­ქა­ლა­ქო სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ქურ­დო­ბის ბრალ­დე­ბით, ორი არას­რულ­წლო­ვა­ნი - 2004 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ვ. და 2002 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ.ა. ამ­ხი­ლეს.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ნა­შა­უ­ლი 3-დან 5 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ არას­რულ­წლოვ­ნებ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 24 მარტს რუს­თავ­ში მდე­ბა­რე მა­ღა­ზია „ზუ­მე­რი­დან“ 25 000 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი მო­ი­პა­რეს და თბი­ლის­ში, ერთ-ერთ მა­ღა­ზი­ა­ში ჩა­ა­ბა­რეს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნა­ქურ­და­ლი ტექ­ნი­კა ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ი­ღეს.

გა­მო­ძი­ე­ბა ქურ­დო­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 177-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ა“ და „ბ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

15 და 17 წლის არასრულწლოვნებმა მაღაზიიდან 25 000 ლარის ღირებულების მობილურები მოიპარეს

15 და 17 წლის არასრულწლოვნებმა მაღაზიიდან 25 000 ლარის ღირებულების მობილურები მოიპარეს

პოლიციამ მაღაზია "ზუმერიდან" 25 000 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონების მოპარვის ფაქტზე ორი არასრულწლოვანი ამხილა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით, ორი არასრულწლოვანი - 2004 წელს დაბადებული გ.ვ. და 2002 წელს დაბადებული ლ.ა. ამხილეს.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა მიმდინარე წლის 24 მარტს რუსთავში მდებარე მაღაზია „ზუმერიდან“ 25 000 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონები მოიპარეს და თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში ჩააბარეს.

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ტექნიკა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

ქორწინების მიზნით, 19 წლის გოგოსთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

თბილისში, პაბლო პიკასოს ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი მოკლეს

"ვინაიდან გადაწყვეტილი ჰქონდა მოკვლა, გაქცულ მეუღლეს დაეწია და კვლავ დანა დაარტყა" - პროკურატურა ხაშურში მომხდარ დაჭრის ფაქტზე