მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯგუფ ''ნიუტონის'' სოლისტი თამარ ბაბილუა გარდაიცვალა
ჯგუფ ''ნიუტონის'' სოლისტი თამარ ბაბილუა გარდაიცვალა

ახალ­გაზ­რდა მუ­სი­კო­სი თა­მარ ბა­ბი­ლუა, იგი­ვე ბაბი, რო­მე­ლიც სიმ­სივ­ნეს ებ­რძო­და, გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცია Ambebi.ge-ს მუ­სი­კო­სის მე­გობ­რებ­მა და­უ­დას­ტუ­რეს.

თა­მარ ბა­ბი­ლუა ბოლო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ბენ­დის "ნი­უ­ტო­ნის" სო­ლის­ტი იყო.

"ბაბი ჩვენ­თან სამი წე­ლია, რაც არის. ის ნე­ბის­ყო­ფის, უდი­დე­სი ძა­ლის, ნი­ჭი­ე­რე­ბის მა­გა­ლი­თია. რაც მას გა­და­უ­ტა­ნია, ქი­მი­ა­გა­კე­თე­ბუ­ლი მო­სუ­ლა და ზე­დი­ზედ, სხვა­დას­ხვა ობი­ექ­ტზე 2 "ლა­ი­ვი" ჩაგ­ვი­ტა­რე­ბია. მის­გან ერთი და­წუ­წუ­ნე­ბა არ გა­მი­გია, ში­ნა­გა­ნად მყა­რი ადა­მი­ა­ნია. მე­ო­რე ასე­თი ადა­მი­ა­ნი არ გვი­ნა­ხავს... ასე რომ, შეხ­მატ­კბი­ლე­ბუ­ლად ვმუ­შა­ობთ, ერ­თმა­ნე­თის გვეს­მის და ვა­კე­თებთ საქ­მეს, რო­მე­ლიც გვიყ­ვარს" - ასე ახა­სი­ა­თებ­და ბა­ბი­ლუ­ას ჯგუ­ფის ერთ-ერთი წევ­რი ლე­ვან აბ­ში­ლა­ვა Ambebi.ge-სთვის რამ­დე­ნი­მე თვის წინ მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

2015 წელს ბა­ბის სიმ­სივ­ნე აღ­მო­აჩ­ნდა, მაგ­რამ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პა­უ­ზა არ გა­უ­კე­თე­ბია, მე­ტიც პირ­ვე­ლი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ მან და­ამ­ყა­რა სა­ქარ­თვე­ლოს რე­კორ­დი – 25 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­უს­ვე­ნებ­ლად და­უკ­რა ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე.

ასე­ვე 2018 წელს აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი პრო­ექტ "მხო­ლოდ ქარ­თულ­ში", სა­დაც ჯგუ­ფი "ნი­უ­ტო­ნი" კონ­კურ­სან­ტებს მუ­სი­კა­ლურ აკომ­პა­ნი­მენტს უკე­თებ­და. მი­უ­ხე­და­ვად მძი­მე ავად­მყო­ფო­ბი­სა, იმ პე­რი­ოდ­ში თა­მარ ბა­ბი­ლუას ჯგუ­ფის წევ­რებ­თან ერ­თად მთე­ლი კონ­ცერ­ტის მან­ძილ­ზე სცე­ნა­ზე ყოფ­ნა უწევ­და.

"არ შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ სხვა­ნა­ი­რად არ შე­მიძ­ლია, ამ რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ამ ყვე­ლა­ფერს ჩემ­თვის გა­მამ­ხნე­ვე­ბე­ლი ეფექ­ტი აქვს. რომ დავ­წვე, მარ­თლა კოშ­მა­რი იქ­ნე­ბა. გან­ტვირ­თვას საქ­მით ვახ­დენ... - და­ა­ვა­დე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად რამ­დე­ნად ძლი­ე­რი ხარ. დიდი იმე­დი მაქვს, რომ სა­წყი­სი ეტა­პია და ვუშ­ვე­ლით! თუმ­ცა ქი­მი­ო­თე­რა­პია სა­ში­ნე­ლე­ბაა. ამ პრო­ცე­დუ­რის შემ­დეგ რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე მა­ინც დავ­დი­ო­დი, მთლი­ა­ნად მოშ­ლი­ლი და და­სუს­ტე­ბუ­ლი" - ამ­ბობ­და თა­მარ ბა­ბი­ლუა Ambebi.ge-სთვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში. თა­მარ ბა­ბი­ლუ­ას ერთი შვი­ლი დარ­ჩა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

ჯგუფ ''ნიუტონის'' სოლისტი თამარ ბაბილუა გარდაიცვალა

ჯგუფ ''ნიუტონის'' სოლისტი თამარ ბაბილუა გარდაიცვალა

ახალგაზრდა მუსიკოსი თამარ ბაბილუა, იგივე ბაბი, რომელიც სიმსივნეს ებრძოდა, გარდაიცვალა. ინფორმაცია Ambebi.ge-ს მუსიკოსის მეგობრებმა დაუდასტურეს.

თამარ ბაბილუა ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბენდის "ნიუტონის" სოლისტი იყო.

"ბაბი ჩვენთან სამი წელია, რაც არის. ის ნებისყოფის, უდიდესი ძალის, ნიჭიერების მაგალითია. რაც მას გადაუტანია, ქიმიაგაკეთებული მოსულა და ზედიზედ, სხვადასხვა ობიექტზე 2 "ლაივი" ჩაგვიტარებია. მისგან ერთი დაწუწუნება არ გამიგია, შინაგანად მყარი ადამიანია. მეორე ასეთი ადამიანი არ გვინახავს... ასე რომ, შეხმატკბილებულად ვმუშაობთ, ერთმანეთის გვესმის და ვაკეთებთ საქმეს, რომელიც გვიყვარს" - ასე ახასიათებდა ბაბილუას ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ლევან აბშილავა Ambebi.ge-სთვის რამდენიმე თვის წინ მიცემულ ინტერვიუში.

2015 წელს ბაბის სიმსივნე აღმოაჩნდა, მაგრამ შემოქმედებითი პაუზა არ გაუკეთებია, მეტიც პირველი ოპერაციის შემდეგ მან დაამყარა საქართველოს რეკორდი – 25 საათის განმავლობაში შეუსვენებლად დაუკრა ფორტეპიანოზე.

ასევე 2018 წელს აქტიურად იყო ჩართული პროექტ "მხოლოდ ქართულში", სადაც ჯგუფი "ნიუტონი" კონკურსანტებს მუსიკალურ აკომპანიმენტს უკეთებდა. მიუხედავად მძიმე ავადმყოფობისა, იმ პერიოდში თამარ ბაბილუას ჯგუფის წევრებთან ერთად მთელი კონცერტის მანძილზე სცენაზე ყოფნა უწევდა.

"არ შეიძლება, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია, ამ რთულ სიტუაციაში ამ ყველაფერს ჩემთვის გამამხნევებელი ეფექტი აქვს. რომ დავწვე, მართლა კოშმარი იქნება. განტვირთვას საქმით ვახდენ... - დაავადებისთვის მნიშვნელოვანია, ფსიქოლოგიურად რამდენად ძლიერი ხარ. დიდი იმედი მაქვს, რომ საწყისი ეტაპია და ვუშველით! თუმცა ქიმიოთერაპია საშინელებაა. ამ პროცედურის შემდეგ რეპეტიციებზე მაინც დავდიოდი, მთლიანად მოშლილი და დასუსტებული" - ამბობდა თამარ ბაბილუა Ambebi.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში. თამარ ბაბილუას ერთი შვილი დარჩა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ