პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეკამ ვერ გაუძლო ელემენტარულ ტესტს..." - მამუკა მდინარაძე შეცდომით გაგზავნილ მესიჯზე ბესელიას განცხადებას პასუხობს
"ეკამ ვერ გაუძლო ელემენტარულ ტესტს..." - მამუკა მდინარაძე შეცდომით გაგზავნილ მესიჯზე ბესელიას განცხადებას პასუხობს

უკვე ნა­თე­ლია, ვის­გან გა­დი­ო­და ჩა­ტე­ბი­დან სხვა­დას­ხვა გზავ­ნი­ლე­ბი, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთე­რე­ბი­დან იგებ­და - აცხა­დებს ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლი­დე­რი მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე. მისი თქმით, ეს არ იყო სპი­კე­რე­ბის­თვის გა­საგ­ზავ­ნი მე­სი­ჯი. ამ მე­სი­ჯებს ის დე­პუ­ტატ ნინო წი­ლო­სან­სუგ­ზავ­ნი­და და შემ­თხვე­ვით ეკა ბე­სე­ლი­ას გა­უგ­ზავ­ნა.

"15 სა­ათ­სა და 38 წუთ­ზე გა­იგ­ზავ­ნა ეს მე­სი­ჯი შეც­დო­მით - ნინო წი­ლო­სან­თან გა­საგ­ზავ­ნი, ეკა ბე­სე­ლი­ას­თან. ეკამ ვერ გა­უძ­ლო ელე­მენ­ტა­რულ ტესტს, შე­იძ­ლე­ბა ად­ვი­ლად ვი­ვა­რა­უ­დოთ, მთე­ლი ამ ბოლო პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში და შე­იძ­ლე­ბა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­შიც, ვინ დარ­ბო­და „რუს­თა­ვი 2“-თან მე­სი­ჯე­ბით და ვის გაჰ­ქონ­და შიდა მე­სი­ჯე­ბი გა­რეთ. თუმ­ცა ასე­ვე შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ არა­ფე­რი ისე­თი იქ არ ეწე­რა, იყო მთე­ლი დღის ამო­ნაკ­რე­ბი, თუ რა მე­სი­ჯე­ბი გახ­მო­ვან­და ჩვე­ნი მხრი­დან. ნინო წი­ლო­სან­მა მკი­თხა, თუ რა გახ­მო­ვან­და ჩვე­ნი მხრი­დან, რად­გან მან ვერ მი­ა­დევ­ნა თვალ­ყუ­რი, ვუ­თხა­რი რომ ჩა­მო­წე­რი­ლი გვქონ­და და გა­და­ვუგ­ზავ­ნი­დი. შეც­დო­მით ეს გა­იგ­ზავ­ნა ეკა ბე­სე­ლი­ას­თან. მას ახლა ახა­ლი საქ­მე მი­ე­ცა და ეს გა­მო­ად­გა აქ­ტუ­ა­ლი­ზა­ცი­ი­სათ­ვის და აგ­რძე­ლებს ჩვე­ულ სტილ­ში. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია იმ აბ­სურ­დის მტკი­ცე­ბა, რომ მე გა­ვუგ­ზავ­ნე ეს ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს და მან გა­ახ­მო­ვა­ნა. ელე­მენ­ტა­რულ ტესტს ვერ გა­უძ­ლო და ად­ვი­ლად ვი­ვა­რა­უ­დებთ თუ ვის და რო­გორ გაჰ­ქონ­და მე­სი­ჯე­ბი გუნ­დი­დან. რამ­დე­ნი­მე წუთ­ში გა­ვარ­და და ტე­ლე­ვი­ზი­ებს ეს ამ­ბა­ვი მო­უყ­ვა. ამას ალ­ბათ, ად­რეც გა­ა­კე­თებ­და. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იუ­მო­რის­ტულ შო­უ­ში მოვ­ყვე­ბი ამ ამ­ბავს დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით, რად­გან მარ­თლა უხერ­ხუ­ლო­ბის მო­მენ­ტია და ყვე­ლას შემ­თხვე­ვია ასე­თი რამ“, - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ.

დე­პუ­ტატ ეკა ბე­სე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ მისი სა­ლან­ძღა­ვი გზავ­ნი­ლი, რომ­ლის გაგ­ზავ­ნაც სხვე­ბის­თვის უნ­დო­და, შემ­თხვე­ვით მას გა­უგ­ზავ­ნა. რო­გორც ეკა ბე­სე­ლი­ამ გა­ნა­ცხა­და, სწო­რედ ამი­ტომ კეთ­დე­ბო­და მის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ დღეს ერ­თნა­ი­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"ეკამ ვერ გაუძლო ელემენტარულ ტესტს..." - მამუკა მდინარაძე შეცდომით გაგზავნილ მესიჯზე ბესელიას განცხადებას პასუხობს

"ეკამ ვერ გაუძლო ელემენტარულ ტესტს..." - მამუკა მდინარაძე შეცდომით გაგზავნილ მესიჯზე ბესელიას განცხადებას პასუხობს

უკვე ნათელია, ვისგან გადიოდა ჩატებიდან სხვადასხვა გზავნილები, რომელსაც საზოგადოება სატელევიზიო ეთერებიდან იგებდა - აცხადებს ფრაქცია "ქართული ოცნების" ლიდერი მამუკა მდინარაძე. მისი თქმით, ეს არ იყო სპიკერებისთვის გასაგზავნი მესიჯი. ამ მესიჯებს ის დეპუტატ ნინო წილოსანსუგზავნიდა და შემთხვევით ეკა ბესელიას გაუგზავნა.

"15 საათსა და 38 წუთზე გაიგზავნა ეს მესიჯი შეცდომით - ნინო წილოსანთან გასაგზავნი, ეკა ბესელიასთან. ეკამ ვერ გაუძლო ელემენტარულ ტესტს, შეიძლება ადვილად ვივარაუდოთ, მთელი ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში და შეიძლება წლების განმავლობაშიც, ვინ დარბოდა „რუსთავი 2“-თან მესიჯებით და ვის გაჰქონდა შიდა მესიჯები გარეთ. თუმცა ასევე შემიძლია გითხრათ, რომ არაფერი ისეთი იქ არ ეწერა, იყო მთელი დღის ამონაკრები, თუ რა მესიჯები გახმოვანდა ჩვენი მხრიდან. ნინო წილოსანმა მკითხა, თუ რა გახმოვანდა ჩვენი მხრიდან, რადგან მან ვერ მიადევნა თვალყური, ვუთხარი რომ ჩამოწერილი გვქონდა და გადავუგზავნიდი. შეცდომით ეს გაიგზავნა ეკა ბესელიასთან. მას ახლა ახალი საქმე მიეცა და ეს გამოადგა აქტუალიზაციისათვის და აგრძელებს ჩვეულ სტილში. წარმოუდგენელია იმ აბსურდის მტკიცება, რომ მე გავუგზავნე ეს ირაკლი კობახიძეს და მან გაახმოვანა. ელემენტარულ ტესტს ვერ გაუძლო და ადვილად ვივარაუდებთ თუ ვის და როგორ გაჰქონდა მესიჯები გუნდიდან. რამდენიმე წუთში გავარდა და ტელევიზიებს ეს ამბავი მოუყვა. ამას ალბათ, ადრეც გააკეთებდა. აქედან გამომდინარე, იუმორისტულ შოუში მოვყვები ამ ამბავს დიდი სიამოვნებით, რადგან მართლა უხერხულობის მომენტია და ყველას შემთხვევია ასეთი რამ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებით, მამუკა მდინარაძემ მისი სალანძღავი გზავნილი, რომლის გაგზავნაც სხვებისთვის უნდოდა, შემთხვევით მას გაუგზავნა. როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა, სწორედ ამიტომ კეთდებოდა მის საწინააღმდეგოდ დღეს ერთნაირი განცხადებები საკანონმდებლო ორგანოში.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები