სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 12:58-ზე, მთვარე კუროშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. დღეს ადამიანი მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გიო ხუციშვილზე უზომოდ დარდობდა... წელიც არ გასულა და ერეკლეც გაჰყვა" - რა წინათგრძნობა ჰქონდა ერეკლე ბადურაშვილს გარდაცვალებამდე
"გიო ხუციშვილზე უზომოდ დარდობდა... წელიც არ გასულა და ერეკლეც გაჰყვა" - რა წინათგრძნობა ჰქონდა ერეკლე ბადურაშვილს გარდაცვალებამდე

რე­ჟი­სო­რი ერეკ­ლე ბა­დუ­რაშ­ვი­ლი 57 წლის ასაკ­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად, თირკმლის უკ­მა­რი­სო­ბით გარ­და­იც­ვა­ლა. ბა­დუ­რაშ­ვი­ლი ბოლო პე­რი­ოდ­ში მუ­შა­ობ­და ფილმზე „ხიდი,“ რო­მე­ლიც ქარ­თულ-თურ­ქუ­ლი კოპ­რო­დუქ­ცი­აა.

ერეკ­ლე ბა­დუ­რაშ­ვილს AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ახ­ლობ­ლე­ბი ასე იხ­სე­ნე­ბენ:

ხა­თუ­ნა ხუნ­და­ძე, "ქარ­თუ­ლი ფილ­მის“ დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე:

"მთე­ლი მისი გა­ტა­ცე­ბა ეს ფილ­მი იყო, რო­მელ­ზეც მუ­შა­ობ­და! აკ­ვი­ა­ტე­ბუ­ლი ჰქონ­და - ეს ჩემი ბოლო ფილ­მი­აო... ვე­უბ­ნე­ბო­დი, სად მი­დი­ხარ-მეთ­ქი? - იუ­მორ­ში გა­დამ­ქონ­და. კაც­მა არ იცის, რო­გორ ვი­ცხოვ­რებთ, რა მოხ­დე­ბა და ზუს­ტად ვიცი, ეს ჩემი ბოლო ფილ­მი­აო. მოკ­ლედ, ბოლო კი არა, ვერც და­ას­რუ­ლა...

5 აპ­რილს თურ­ქე­თი­დან უნდა ჩა­მო­სუ­ლიყ­ვნენ, გა­და­ღე­ბე­ბი უნდა გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო. ერეკ­ლეს პა­ვი­ლი­ო­ნი და­ჯავ­შნი­ლი ჰქონ­და, რამ­დე­ნი­მე სას­ტუმ­რო, სა­დაც გა­და­ღე­ბე­ბი 12 აპ­რი­ლის ჩათ­ვლით იქ­ნე­ბო­და. მა­ნამ­დე, იან­ვრის ბო­ლოს, თურ­ქეთ­ში იყ­ვნენ... იქ გა­ცივ­და, ზღვის პი­რას იღებ­დნენ, სა­ში­ნე­ლი ტე­ნი­ა­ნი გა­რე­მო იყო... ვკან­კა­ლებ­დი, ისე მცი­ო­დაო, მიყ­ვე­ბო­და. 40 გრა­დუ­სამ­დე ჰქონ­და სი­ცხე, ბოლო დღეს, ბან­კე­ტის­თვის ისე ცუ­დად გახ­და, სა­წო­ლი­დან ვერ ადგა, გემ­ზე იყო სა­ღა­მო და ფაქ­ტობ­რი­ვად, მის სახ­ლთან მი­უ­ყე­ნე­ბი­ათ გემი და სი­ცხი­ა­ნი მა­ინც წა­იყ­ვა­ნეს...

ეტყო­ბა, იმ გა­ცი­ე­ბამ ძა­ლი­ან და­ა­სუს­ტა, აქ ვირუ­სიც შე­ე­ყა­რა და ბოლო დროს სი­სუს­ტე­საც უჩი­ო­და. რო­გორც ჩანს, ამან თირკმლის პრო­ვო­ცი­რე­ბა გა­მო­იწ­ვია.

გა­სულ სამ­შა­ბათს მან­ქა­ნით სახ­ლში მო­მიყ­ვა­ნა. გზა­ში ლა­ლიმ (ლალი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი - დედა) და­უ­რე­კა და ტე­ლე­ფო­ნი რომ გა­თი­შა, მი­თხრა, - ლა­ლის რომ რამე და­ე­მარ­თოს, ვერ გა­და­ვი­ტა­ნო. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი დე­დაშ­ვი­ლო­ბა ჰქონ­დათ - ძმა­კაც-და­ქა­ლუ­რი...

მან­ქა­ნი­დან რომ გად­მო­ვე­დი, მი­თხრა, - ყვე­ლამ ხელი უნდა შე­მი­წყოთ, რომ ფილ­მი და­ვას­რუ­ლოო... პა­ტა­რა ბი­უ­ჯე­ტი ჰქონ­და და მარ­თლა რო­გორ შეძ­ლო სა­ერ­თოდ იმ ბი­უ­ჯე­ტით რა­მის გა­კე­თე­ბა?! ყვე­ლა­ნი მხარ­ში გიდ­გა­ვართ, ხომ იცი და 13 აპ­რილს ფილ­მი უკვე გა­და­ღე­ბუ­ლი გექ­ნე­ბა-მეთ­ქი.

- ბევ­რი აკ­ლია ფილ­მის დას­რუ­ლე­ბას?

- ერთი კვი­რის სა­მუ­შა­ოა მხო­ლოდ დარ­ჩე­ნი­ლი, თბი­ლი­სის კად­რე­ბია გა­და­სა­ღე­ბი. ბა­თუ­მის, ძვე­ლი პე­რი­ო­დის და თურ­ქე­თის კად­რე­ბი გა­და­ღე­ბუ­ლია. ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­ა­თი და 40 წუთი მზად არის. ქარ­თულ-თურ­ქუ­ლი ამ­ბა­ვია - ქარ­თვე­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რის ცხოვ­რე­ბა, რო­მე­ლიც გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 30-იან წლებ­ში თურ­ქეთ­ში გა­იქ­ცა. იქ სხვა ცოლი შე­ირ­თო, იმი­ტომ, რომ უკან ვერ ბრუნ­დე­ბო­და, არ შე­იძ­ლე­ბო­და. დაბ­რუ­ნე­ბა კი უკვე თა­ნა­მედ­რო­ვე ეპო­ქა­ში შეძ­ლო და აქა­ურ ცოლ-შვილ­თან ჩა­მო­ვი­და... ძა­ლი­ან სევ­დი­ა­ნი ამ­ბა­ვია. ფილ­მს ჰქვია „ხიდი“, რად­გა­ნაც არ­ქი­ტექ­ტო­რი ხი­დე­ბის მშე­ნე­ბე­ლია.

- ასე ძა­ლი­ან უნ­დო­და ამ ფილ­მის დას­რუ­ლე­ბა, ცხა­დია, თხოვ­ნას აუს­რუ­ლებთ და ერეკ­ლე ბა­დუ­რაშ­ვი­ლის "ხიდს" მა­ყუ­რე­ბე­ლი იხი­ლავს...

- გუ­შინ ტი­რი­ლით გი­ორ­გი თა­ვარ­თქი­ლა­ძეს და­ვუ­რე­კე. ამ ფილ­მის პრო­დი­უ­სე­რია, თან ერეკ­ლეს ნა­თე­სა­ვი, ამას­თან, წარ­მა­ტე­ბუ­ლი რე­ჟი­სო­რიც, ახ­ლა­ხან მის­მა ფილმმა „ცუდი ხალ­ხი“ ბევ­რი პრი­ზი მი­ი­ღო. ვუ­თხა­რი - შენ უნდა და­ამ­თავ­რო ფილ­მი ღირ­სე­უ­ლად-მეთ­ქი... და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, ამას ახლა რომ გე­უბ­ნე­ბით...

ერეკ­ლეს სა­სა­უბ­რო თემა მხო­ლოდ ეს ფილ­მი იყო. სულ ვამ­შვი­დებ­დი, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა-მეთ­ქი... მი­ა­მი­ტი კაცი იყო, ბავ­შვუ­რად კე­თი­ლი, დიახ, უაღ­რე­სად კე­თი­ლი, სუ­ლით ხორ­ცამ­დე რე­ჟი­სო­რი. მთლი­ა­ნად ამ სამ­ყა­რო­თი იყო მო­ცუ­ლი, უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი თა­ვის საქ­მე­ზე და გან­სა­კუთ­რე­ბით, ამ ფილმზე... თბი­ლი იყო ყვე­ლას­თან, ცხოვ­რობ­და მე­გობ­რე­ბით, თურ­ქეთ­შიც ყვე­ლას და­უძ­მა­კაც­და და მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა მათ­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რი შოკი იყო.

უც­ნა­უ­რია, ამ ფილმში ექ­სცენ­ტრი­კუ­ლი მხატ­ვრის როლ­ში ერეკ­ლეს უნ­დო­და, ლიკა ქა­ვჟა­რა­ძეს ეთა­მა­შა, მის­თვის სცე­ნა­რიც მი­ტა­ნი­ლი ჰქონ­და. ლიკა რომ გარ­და­იც­ვა­ლა, თავ­თან ედო ერეკ­ლეს მი­ტა­ნი­ლი სცე­ნა­რი. ორი დღით ადრე იყო მას­თან მი­სუ­ლი... მა­საც ვერ დას­ცალ­და...

ფილ­მის გარ­და კი­დევ რა­ზეც ხში­რად სა­უბ­რობ­და, ეს იყო გიო ხუ­ციშ­ვი­ლი, უზო­მოდ დარ­დობ­და მის გარ­დაც­ვა­ლე­ბას. სახე უნათ­დე­ბო­და, მას­ზე როცა ლა­პა­რა­კობ­და, გიო კი წე­ლი­წა­დიც არ არის, რაც წა­ვი­და და ერეკ­ლეც გაჰ­ყვა... ასე­ვე მის გარ­დაც­ვლილ დე­ი­დაშ­ვილ­ზე, ზაზა შე­რა­ზა­დიშ­ვილ­ზე, იგი­ვე პა­პუ­ა­სა­ზე, რო­მე­ლიც 2 წლის წინ გარ­და­იც­ვა­ლა.

ზუკა ხუ­ციშ­ვი­ლი, მომ­ღე­რა­ლი:

- გი­ო­სა და ერეკ­ლეს შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მე­გობ­რო­ბა იყო. რო­გო­რი სამ­წუ­ხა­როც უნდა იყოს, ეს მე­გობ­რო­ბა წარ­სულს ჩაჰ­ბარ­და. მე­გობ­რო­ბა, რო­მე­ლიც ბა­ბუ­აჩ­ვე­ნე­ბის მე­გობ­რო­ბი­დან, ბავ­შვო­ბი­დან, სიმ­ღე­რით, ხე­ლოვ­ნე­ბით, ომის პე­რი­ო­დი­დან, თბი­ლი­სი­დან მო­დი­ო­და... ერ­თად ძა­ლი­ან ბევ­რი რამ გა­მო­ი­ა­რეს...

მა­მა­ჩე­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მერე ერეკ­ლე ძა­ლი­ან ცუ­დად იყო... მახ­სოვს, ჯერ კი­დევ პა­ნაშ­ვი­დის პირ­ველ ღა­მეს, ითახ­ში, სა­დაც მა­მა­ჩე­მი იყო დას­ვე­ნე­ბუ­ლი, ღამე გა­მო­ვე­დი და კუ­თხე­ში, სიბ­ნე­ლე­ში ერეკ­ლე შევ­ნიშ­ნე, თა­ვის­თვის იჯდა, არც ვი­ცო­დი, თუ იქ იყო. მი­თხრა, - შენ არ ინერ­ვი­უ­ლო, ჩემს ძმას არ დავ­ტო­ვე­ბო... იმის მერე, ხომ ვამ­ბობ, სულ და­სევ­დი­ა­ნე­ბუ­ლი ჩან­და, ჩემ­თვი­საც კი უც­ნა­უ­რი იყო ეს, გიოს გარ­დაც­ვა­ლე­ბით მი­ღე­ბუ­ლი შო­კის­გან ვერ გა­მო­ვი­და.

ერთი თვის წინ მა­მა­ჩე­მის და­ბა­დე­ბის დღე იყო, რო­გორც შეგ­ვეძ­ლო, ისე აღ­ვნიშ­ნეთ. ახ­ლობ­ლე­ბის­თვის სუფ­რა გა­ვა­კე­თეთ, რამ­დენ­ჯერ­მე თქვა - მეც მალე წა­ვა­ლო... ეს მის­გან ყვე­ლამ ისე მი­ი­ღო, რომ მე­გო­ბა­რი ენატ­რე­ბო­და...

მის ცხოვ­რე­ბა­ში მარ­თლაც რა არ ყო­ფი­ლა, ათა­სი სირ­თუ­ლე, პრობ­ლე­მე­ბი, უიღ­ბლო მო­მენ­ტე­ბი... უნი­ჭი­ე­რე­სი კაცი იყო, კარ­გი რე­ჟი­სო­რი და ლა­მა­ზი კაცი, თა­ვი­სი ადა­მი­ა­ნო­ბით, მსგავ­სი არ შემ­ხვედ­რია.

ახლა ჩვენ­თვი­საც ძა­ლი­ან რთუ­ლი პე­რი­ო­დია... ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რად და ცუ­დად აე­წყო ყვე­ლა­ფე­რი, არ ვიცი, რას და­ვაბ­რა­ლო - გა­რე­მოს, ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბას, ექი­მებს, საკ­ვებს, პრო­დუქტს, რაც შე­მო­დის ქვე­ყა­ნა­ში, არ ვიცი, გა­მო­სა­ვა­ლი სად არის?! ბევ­რი ახალ­გაზ­რდა მი­დის. ისი­ნი იმ ასაკ­ში არ არი­ან, ცხოვ­რე­ბა ასე ადრე და­ამ­თავ­რონ. 57 წელი სიკ­ვდი­ლის­თვის ძა­ლი­ან ად­რეა. ასე არ უნდა მი­დი­ოდ­ნენ. როცა შე­იძ­ლე­ბა, რომ სხვა­ნა­ი­რად იყოს ყვე­ლა­ფე­რი...

ნოე სუ­ა­ბე­რი­ძე, პრო­დი­უ­სე­რი, ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი:

- ერეკ­ლე ბა­დუ­რაშ­ვი­ლი, პირ­ველ რიგ­ში, უმაგ­რე­სი მამა იყო, რო­მე­ლიც გიჟ­დე­ბო­და თა­ვის შვილ­ზე და შვი­ლიშ­ვილ­ზე. ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი, თბი­ლი ადა­მი­ა­ნი გახ­ლდათ. ამას გრძნობ­და ნი­ნის ყვე­ლა მე­გო­ბა­რი. ის აუ­ცი­ლებ­ლად და­აკ­ლდე­ბა ქა­ლაქს და ქვე­ყა­ნას თა­ვი­სი შარ­მით, კო­ლო­რი­ტით, ნი­ჭით.

ფილმზე მუ­შა­ობ­და და სამ­წუ­ხა­როა, რომ ვერ მო­ას­წრო, და­ეს­რუ­ლე­ბი­ნა. ამ ფილმში ნინი თა­მა­შობ­და მთა­ვარ როლს. თურ­ქეთ­შიც მიმ­დი­ნა­რე­ობ­და გა­და­ღე­ბე­ბი... მარ­თლა და­უ­ჯე­რე­ბე­ლი რამ მოხ­და, ჯა­ნით სავ­სე ადა­მი­ა­ნი წა­ვი­და, ასე არ უნდა და­მარ­თნო­და. კარ­გად ვიც­ნობ­დი, რა­ღაც ერ­თად დავ­გეგ­მეთ კი­დეც, ვი­ლა­პა­რა­კეთ. ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ, და­უ­ჯე­რე­ბე­ლია...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მოქალაქეები მაცხოვრის შობის დღესასწაულს რუსთაველის გამზირზე ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდნენ
ავტორი:

"გიო ხუციშვილზე უზომოდ დარდობდა... წელიც არ გასულა და ერეკლეც გაჰყვა" - რა წინათგრძნობა ჰქონდა ერეკლე ბადურაშვილს გარდაცვალებამდე

"გიო ხუციშვილზე უზომოდ დარდობდა... წელიც არ გასულა და ერეკლეც გაჰყვა" - რა წინათგრძნობა ჰქონდა ერეკლე ბადურაშვილს გარდაცვალებამდე

რეჟისორი ერეკლე ბადურაშვილი 57 წლის ასაკში მოულოდნელად, თირკმლის უკმარისობით გარდაიცვალა. ბადურაშვილი ბოლო პერიოდში მუშაობდა ფილმზე „ხიდი,“ რომელიც ქართულ-თურქული კოპროდუქციაა.

ერეკლე ბადურაშვილს AMBEBI.GE-სთან საუბარში ახლობლები ასე იხსენებენ:

ხათუნა ხუნდაძე, "ქართული ფილმის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე:

"მთელი მისი გატაცება ეს ფილმი იყო, რომელზეც მუშაობდა! აკვიატებული ჰქონდა - ეს ჩემი ბოლო ფილმიაო... ვეუბნებოდი, სად მიდიხარ-მეთქი? - იუმორში გადამქონდა. კაცმა არ იცის, როგორ ვიცხოვრებთ, რა მოხდება და ზუსტად ვიცი, ეს ჩემი ბოლო ფილმიაო. მოკლედ, ბოლო კი არა, ვერც დაასრულა...

5 აპრილს თურქეთიდან უნდა ჩამოსულიყვნენ, გადაღებები უნდა გაგრძელებულიყო. ერეკლეს პავილიონი დაჯავშნილი ჰქონდა, რამდენიმე სასტუმრო, სადაც გადაღებები 12 აპრილის ჩათვლით იქნებოდა. მანამდე, იანვრის ბოლოს, თურქეთში იყვნენ... იქ გაცივდა, ზღვის პირას იღებდნენ, საშინელი ტენიანი გარემო იყო... ვკანკალებდი, ისე მციოდაო, მიყვებოდა. 40 გრადუსამდე ჰქონდა სიცხე, ბოლო დღეს, ბანკეტისთვის ისე ცუდად გახდა, საწოლიდან ვერ ადგა, გემზე იყო საღამო და ფაქტობრივად, მის სახლთან მიუყენებიათ გემი და სიცხიანი მაინც წაიყვანეს...

ეტყობა, იმ გაციებამ ძალიან დაასუსტა, აქ ვირუსიც შეეყარა და ბოლო დროს სისუსტესაც უჩიოდა. როგორც ჩანს, ამან თირკმლის პროვოცირება გამოიწვია.

გასულ სამშაბათს მანქანით სახლში მომიყვანა. გზაში ლალიმ (ლალი ბადურაშვილი - დედა) დაურეკა და ტელეფონი რომ გათიშა, მითხრა, - ლალის რომ რამე დაემართოს, ვერ გადავიტანო. წარმოუდგენელი დედაშვილობა ჰქონდათ - ძმაკაც-დაქალური...

მანქანიდან რომ გადმოვედი, მითხრა, - ყველამ ხელი უნდა შემიწყოთ, რომ ფილმი დავასრულოო... პატარა ბიუჯეტი ჰქონდა და მართლა როგორ შეძლო საერთოდ იმ ბიუჯეტით რამის გაკეთება?! ყველანი მხარში გიდგავართ, ხომ იცი და 13 აპრილს ფილმი უკვე გადაღებული გექნება-მეთქი.

- ბევრი აკლია ფილმის დასრულებას?

- ერთი კვირის სამუშაოა მხოლოდ დარჩენილი, თბილისის კადრებია გადასაღები. ბათუმის, ძველი პერიოდის და თურქეთის კადრები გადაღებულია. ფაქტობრივად, საათი და 40 წუთი მზად არის. ქართულ-თურქული ამბავია - ქართველი არქიტექტორის ცხოვრება, რომელიც გასული საუკუნის 30-იან წლებში თურქეთში გაიქცა. იქ სხვა ცოლი შეირთო, იმიტომ, რომ უკან ვერ ბრუნდებოდა, არ შეიძლებოდა. დაბრუნება კი უკვე თანამედროვე ეპოქაში შეძლო და აქაურ ცოლ-შვილთან ჩამოვიდა... ძალიან სევდიანი ამბავია. ფილმს ჰქვია „ხიდი“, რადგანაც არქიტექტორი ხიდების მშენებელია.

- ასე ძალიან უნდოდა ამ ფილმის დასრულება, ცხადია, თხოვნას აუსრულებთ და ერეკლე ბადურაშვილის "ხიდს" მაყურებელი იხილავს...

- გუშინ ტირილით გიორგი თავართქილაძეს დავურეკე. ამ ფილმის პროდიუსერია, თან ერეკლეს ნათესავი, ამასთან, წარმატებული რეჟისორიც, ახლახან მისმა ფილმმა „ცუდი ხალხი“ ბევრი პრიზი მიიღო. ვუთხარი - შენ უნდა დაამთავრო ფილმი ღირსეულად-მეთქი... დაუჯერებელია, ამას ახლა რომ გეუბნებით...

ერეკლეს სასაუბრო თემა მხოლოდ ეს ფილმი იყო. სულ ვამშვიდებდი, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი... მიამიტი კაცი იყო, ბავშვურად კეთილი, დიახ, უაღრესად კეთილი, სულით ხორცამდე რეჟისორი. მთლიანად ამ სამყაროთი იყო მოცული, უზომოდ შეყვარებული თავის საქმეზე და განსაკუთრებით, ამ ფილმზე... თბილი იყო ყველასთან, ცხოვრობდა მეგობრებით, თურქეთშიც ყველას დაუძმაკაცდა და მისი გარდაცვალება მათთვის აბსოლუტური შოკი იყო.

უცნაურია, ამ ფილმში ექსცენტრიკული მხატვრის როლში ერეკლეს უნდოდა, ლიკა ქავჟარაძეს ეთამაშა, მისთვის სცენარიც მიტანილი ჰქონდა. ლიკა რომ გარდაიცვალა, თავთან ედო ერეკლეს მიტანილი სცენარი. ორი დღით ადრე იყო მასთან მისული... მასაც ვერ დასცალდა...

ფილმის გარდა კიდევ რაზეც ხშირად საუბრობდა, ეს იყო გიო ხუციშვილი, უზომოდ დარდობდა მის გარდაცვალებას. სახე უნათდებოდა, მასზე როცა ლაპარაკობდა, გიო კი წელიწადიც არ არის, რაც წავიდა და ერეკლეც გაჰყვა... ასევე მის გარდაცვლილ დეიდაშვილზე, ზაზა შერაზადიშვილზე, იგივე პაპუასაზე, რომელიც 2 წლის წინ გარდაიცვალა.

ზუკა ხუციშვილი, მომღერალი:

- გიოსა და ერეკლეს შორის განსაკუთრებული მეგობრობა იყო. როგორი სამწუხაროც უნდა იყოს, ეს მეგობრობა წარსულს ჩაჰბარდა. მეგობრობა, რომელიც ბაბუაჩვენების მეგობრობიდან, ბავშვობიდან, სიმღერით, ხელოვნებით, ომის პერიოდიდან, თბილისიდან მოდიოდა... ერთად ძალიან ბევრი რამ გამოიარეს...

მამაჩემის გარდაცვალების მერე ერეკლე ძალიან ცუდად იყო... მახსოვს, ჯერ კიდევ პანაშვიდის პირველ ღამეს, ითახში, სადაც მამაჩემი იყო დასვენებული, ღამე გამოვედი და კუთხეში, სიბნელეში ერეკლე შევნიშნე, თავისთვის იჯდა, არც ვიცოდი, თუ იქ იყო. მითხრა, - შენ არ ინერვიულო, ჩემს ძმას არ დავტოვებო... იმის მერე, ხომ ვამბობ, სულ დასევდიანებული ჩანდა, ჩემთვისაც კი უცნაური იყო ეს, გიოს გარდაცვალებით მიღებული შოკისგან ვერ გამოვიდა.

ერთი თვის წინ მამაჩემის დაბადების დღე იყო, როგორც შეგვეძლო, ისე აღვნიშნეთ. ახლობლებისთვის სუფრა გავაკეთეთ, რამდენჯერმე თქვა - მეც მალე წავალო... ეს მისგან ყველამ ისე მიიღო, რომ მეგობარი ენატრებოდა...

მის ცხოვრებაში მართლაც რა არ ყოფილა, ათასი სირთულე, პრობლემები, უიღბლო მომენტები... უნიჭიერესი კაცი იყო, კარგი რეჟისორი და ლამაზი კაცი, თავისი ადამიანობით, მსგავსი არ შემხვედრია.

ახლა ჩვენთვისაც ძალიან რთული პერიოდია... ძალიან უცნაურად და ცუდად აეწყო ყველაფერი, არ ვიცი, რას დავაბრალო - გარემოს, ჰაერის დაბინძურებას, ექიმებს, საკვებს, პროდუქტს, რაც შემოდის ქვეყანაში, არ ვიცი, გამოსავალი სად არის?! ბევრი ახალგაზრდა მიდის. ისინი იმ ასაკში არ არიან, ცხოვრება ასე ადრე დაამთავრონ. 57 წელი სიკვდილისთვის ძალიან ადრეა. ასე არ უნდა მიდიოდნენ. როცა შეიძლება, რომ სხვანაირად იყოს ყველაფერი...

ნოე სუაბერიძე, პროდიუსერი, ნინი ბადურაშვილის მეგობარი:

- ერეკლე ბადურაშვილი, პირველ რიგში, უმაგრესი მამა იყო, რომელიც გიჟდებოდა თავის შვილზე და შვილიშვილზე. ძალიან ყურადღებიანი, თბილი ადამიანი გახლდათ. ამას გრძნობდა ნინის ყველა მეგობარი. ის აუცილებლად დააკლდება ქალაქს და ქვეყანას თავისი შარმით, კოლორიტით, ნიჭით.

ფილმზე მუშაობდა და სამწუხაროა, რომ ვერ მოასწრო, დაესრულებინა. ამ ფილმში ნინი თამაშობდა მთავარ როლს. თურქეთშიც მიმდინარეობდა გადაღებები... მართლა დაუჯერებელი რამ მოხდა, ჯანით სავსე ადამიანი წავიდა, ასე არ უნდა დამართნოდა. კარგად ვიცნობდი, რაღაც ერთად დავგეგმეთ კიდეც, ვილაპარაკეთ. ძალიან ვწუხვარ, დაუჯერებელია...

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ