მსოფლიო
სპორტი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
Faceამბები
სამართალი
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბავშვთა პრობლემური საკითხების გადაწყვეტაში მღვდლები ჩაერთვებიან, სქესობრივი აღზრდის გაკვეთილებს კი მშობლის თანხმობით ჩაატარებენ?
ბავშვთა პრობლემური საკითხების გადაწყვეტაში მღვდლები ჩაერთვებიან, სქესობრივი აღზრდის გაკვეთილებს კი მშობლის თანხმობით ჩაატარებენ?

ბავ­შვთა პრობ­ლე­მუ­რი სა­კი­თხე­ბის გა­და­წყვე­ტა­ში, შე­საძ­ლოა, სამ­ღვდე­ლო პი­რე­ბი ან სხვა­დას­ხვა კონ­ფე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ჩა­ერ­თონ. რო­გორც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, სო­ფიო კი­ლა­ძემ კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე „ბავ­შვის უფ­ლე­ბა­თა კო­დექსზე“ სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, თუ ოჯა­ხი მო­ი­თხოვს და თვლის, რომ ეკ­ლე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის ჩარ­თვა არის სა­ჭი­რო მათ მიერ პრობ­ლე­მუ­რად მიჩ­ნე­ულ სა­კი­თხებ­ში, ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მათ ახა­ლი კო­დექ­სი მის­ცემს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ბავ­შვთა კო­დექ­სის მე­ცხრე ნა­წილს შე­სა­ბა­მი­სი დე­ბუ­ლე­ბა ემა­ტე­ბა.

„კო­დექ­სი­სი მე­ცხრე ნა­წილ­ში, გა­ვა­ჩი­ნეთ ასე­თი დე­ბუ­ლე­ბა, თუ ოჯა­ხი ითხოვს სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბუ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის, ან სხვა კონ­ფე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის ჩარ­თვას ისეთ შემ­თხვე­ვებ­ში, რო­მელ­საც ისი­ნი პრობ­ლე­მუ­რად მი­იჩ­ნე­ვენ, არის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ჩა­ერ­თონ ის პი­რე­ბი, ვი­საც ოჯა­ხი მო­ი­თხოვს და კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის დო­ნე­ზე იყოს შე­სა­ბა­მი­სი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი წარ­მო­ე­ბუ­ლი. ვფიქ­რობთ, რომ ვი­საც აქვს ამის სურ­ვი­ლი უნდა მივ­ცეთ მათ ამის სა­შუ­ა­ლე­ბა, მი­თუ­მე­ტეს ისეთ ქვე­ყა­ნა­ში, რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლოა, სა­დაც ძა­ლი­ან დიდი არის მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის როლი გან­სა­კუთ­რე­ბით და რა თქმა უნდა, სხვა კონ­ფე­სი­ე­ბი­საც იმ გად­მო­სა­ხე­დი­დან, რო­მელ­საც თვი­თონ წარ­მო­ად­გე­ნენ. მგო­ნია, რომ ძა­ლი­ან კარ­გი ცვლი­ლე­ბა არის ეს“, - გა­ნა­ცხა­და სოფო კი­ლა­ძემ.

გარ­და ამი­სა, სქე­სობ­რი­ვი აღ­ზრდის გაკ­ვე­თი­ლე­ბი და­საშ­ვე­ბი იქ­ნე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ მშობ­ლის თან­ხმო­ბით. კი­ლა­ძის თქმით, ამ კო­დექ­სის ან­ტი­ე­როვ­ნუ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­თხვე­ბი არ უნდა დარ­ჩეს.

„ჩვენ პირ­ვე­ლად შე­მოგ­ვაქვს სა­კა­ნონ­მდებ­ლო დო­ნე­ზე, რომ ჩვე­ნი შვი­ლე­ბი მა­ღა­ლი ზნე­ობ­რი­ვი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით უნდა აღვზარ­დოთ. ასე­ვე, სქე­სობ­რი­ვი აღ­ზრდის გაკ­ვე­თი­ლე­ბი და­საშ­ვე­ბი იქ­ნე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ მშობ­ლის თან­ხმო­ბით. ასე­ვე, თუ ოჯა­ხი მო­ი­თხოვს კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში, მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ეკ­ლე­სი­ას და სხვა კონ­ფე­სი­ებს, ვი­საც მო­ი­თხოვს კონ­კრე­ტუ­ლი ოჯა­ხი, მათ უფ­ლე­ბა ექ­ნე­ბათ ჩა­ერ­თონ და კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი გა­ი­ა­რონ ამ კონ­კრე­ტულ სა­კი­თხთან მი­მარ­თე­ბით. უბ­რა­ლოდ მინ­და ვკი­თხო სა­ზო­გა­დო­ე­ბას - ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს ან­ტი­ე­როვ­ნუ­ლი? - რა თქმა უნდა, არ შე­იძ­ლე­ბა. აქ არის კონ­კრე­ტუ­ლი გა­რან­ტი­ე­ბი ჩა­დე­ბუ­ლი იმი­სა, რაც სჭირ­დე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნას, რაც სჭირ­დე­ბა ოჯა­ხე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას, ჩვე­ნი ბავ­შვე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბას.

მზად ვარ, ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ან­თან გა­ვი­ა­რო კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი, აქაც შე­უძ­ლი­ათ მობ­რძან­დნენ კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე, რომ არ დარ­ჩეს კი­თხვე­ბი ამ კო­დექ­სის ან­ტი­ე­როვ­ნუ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და კი­ლა­ძემ.

კო­დექ­სის მე­ცხრე ნა­წი­ლი ბავ­შვის ზე­გავ­ლე­ნის­გან დაც­ვას ეხე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

ბავშვთა პრობლემური საკითხების გადაწყვეტაში მღვდლები ჩაერთვებიან, სქესობრივი აღზრდის გაკვეთილებს კი მშობლის თანხმობით ჩაატარებენ?

ბავშვთა პრობლემური საკითხების გადაწყვეტაში მღვდლები ჩაერთვებიან, სქესობრივი აღზრდის გაკვეთილებს კი მშობლის თანხმობით ჩაატარებენ?

ბავშვთა პრობლემური საკითხების გადაწყვეტაში, შესაძლოა, სამღვდელო პირები ან სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები ჩაერთონ. როგორც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ კომიტეტის სხდომაზე „ბავშვის უფლებათა კოდექსზე“ საუბრისას განაცხადა, თუ ოჯახი მოითხოვს და თვლის, რომ ეკლესიის წარმომადგენლის ჩართვა არის საჭირო მათ მიერ პრობლემურად მიჩნეულ საკითხებში, ამის შესაძლებლობას მათ ახალი კოდექსი მისცემს, რომლის მიხედვითაც, ბავშვთა კოდექსის მეცხრე ნაწილს შესაბამისი დებულება ემატება.

„კოდექსისი მეცხრე ნაწილში, გავაჩინეთ ასეთი დებულება, თუ ოჯახი ითხოვს საქართველოს მართლმადიდებულური ეკლესიის წარმომადგენლის, ან სხვა კონფესიის წარმომადგენლის ჩართვას ისეთ შემთხვევებში, რომელსაც ისინი პრობლემურად მიიჩნევენ, არის შესაძლებლობა, რომ ჩაერთონ ის პირები, ვისაც ოჯახი მოითხოვს და კონსულტაციების დონეზე იყოს შესაბამისი მოლაპარაკებები წარმოებული. ვფიქრობთ, რომ ვისაც აქვს ამის სურვილი უნდა მივცეთ მათ ამის საშუალება, მითუმეტეს ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც ძალიან დიდი არის მართლმადიდებლური ეკლესიის როლი განსაკუთრებით და რა თქმა უნდა, სხვა კონფესიებისაც იმ გადმოსახედიდან, რომელსაც თვითონ წარმოადგენენ. მგონია, რომ ძალიან კარგი ცვლილება არის ეს“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

გარდა ამისა, სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები დასაშვები იქნება მხოლოდ და მხოლოდ მშობლის თანხმობით. კილაძის თქმით, ამ კოდექსის ანტიეროვნულობასთან დაკავშირებით კითხვები არ უნდა დარჩეს.

„ჩვენ პირველად შემოგვაქვს საკანონმდებლო დონეზე, რომ ჩვენი შვილები მაღალი ზნეობრივი ღირებულებებით უნდა აღვზარდოთ. ასევე, სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები დასაშვები იქნება მხოლოდ და მხოლოდ მშობლის თანხმობით. ასევე, თუ ოჯახი მოითხოვს კონკრეტულ შემთხვევაში, მართლმადიდებლურ ეკლესიას და სხვა კონფესიებს, ვისაც მოითხოვს კონკრეტული ოჯახი, მათ უფლება ექნებათ ჩაერთონ და კონსულტაციები გაიარონ ამ კონკრეტულ საკითხთან მიმართებით. უბრალოდ მინდა ვკითხო საზოგადოებას - ეს ყველაფერი შეიძლება იყოს ანტიეროვნული? - რა თქმა უნდა, არ შეიძლება. აქ არის კონკრეტული გარანტიები ჩადებული იმისა, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რაც სჭირდება ოჯახების გაძლიერებას, ჩვენი ბავშვების კეთილდღეობას.

მზად ვარ, ნებისმიერ ადამიანთან გავიარო კონსულტაციები, აქაც შეუძლიათ მობრძანდნენ კომიტეტის სხდომაზე, რომ არ დარჩეს კითხვები ამ კოდექსის ანტიეროვნულობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კილაძემ.

კოდექსის მეცხრე ნაწილი ბავშვის ზეგავლენისგან დაცვას ეხება.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ