სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაგვაბრუნონ ფილარმონიაში" - რა ხდება თბილისის საკონცერტო დარბაზის ირგვლივ და რას ითხოვს ნიკოლოზ რაჭველი?
"დაგვაბრუნონ ფილარმონიაში" - რა ხდება თბილისის საკონცერტო დარბაზის ირგვლივ და რას ითხოვს ნიკოლოზ რაჭველი?

ევ­გე­ნი მი­ქე­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრი თბი­ლი­სის სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში დაბ­რუ­ნე­ბის თხოვ­ნით პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ მა­მუ­კა ბახ­ტა­ძეს, კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრ მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვილს და ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრ გი­ორ­გი ქო­ბუ­ლი­ას მი­მარ­თავს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­თხოვ­ნით, ორ­კესტრმა უწყე­ბებს მას შემ­დეგ მი­მარ­თა, რაც ცნო­ბი­ლი გახ­და რომ, კომ­პა­ნია „ინ­თერ­ნე­ი­შე­ნალ ივენთსს“, რო­მელ­საც ფი­ლარ­მო­ნი­ის მარ­თვის უფ­ლე­ბა აქვს, სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­შე დიდი ოდე­ნო­ბით ვალი და­უგ­როვ­და, რა­მაც ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­წყვე­ტა გა­მო­იწ­ვია.

თბი­ლი­სის დიდი სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზი/ფი­ლარ­მო­ნია 49-წლი­ა­ნი მარ­თვის უფ­ლე­ბით შპს „ინ­თერ­ნე­ი­შე­ნალ ივენთსს“ 2007 წელს გა­და­ე­ცა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრო­ის­თვის დარ­ბაზს სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­შე 3,115,146 ლა­რის და $177,102 დო­ლა­რის და­ვა­ლი­ა­ნე­ბა ერი­ცხე­ბა. 2019 წლის 18 იან­ვარს ფი­ლარ­მო­ნი­ის მმარ­თველ­მა კომ­პა­ნი­ამ ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრ გი­ორ­გი ქო­ბუ­ლი­ას წე­რი­ლით მი­მარ­თა, რო­მელ­შიც და­ვა­ლი­ა­ნე­ბის 9 წელ­ზე გა­და­ნა­წი­ლე­ბას ითხოვს.

რაც შე­ე­ხე­ბა ევ­გე­ნი მი­ქე­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრის მო­თხოვ­ნას, მისი ხელ­მძღვა­ნე­ლი ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი ამ­ბობს, რომ ორ­კესტრი იმ­სა­ხუ­რებს, მუდ­მი­ვი სა­რე­პე­ტი­ციო ად­გი­ლი ჰქონ­დეს, სა­დაც შეძ­ლებს სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი კონ­ცერ­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბას.

„ეს ორ­კესტრი, რო­მელ­საც 100 წლის ტრა­დი­ცია აქვს და ყვე­ლა დრო­ში იყო უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ჩვე­ნი კულ­ტუ­რი­სათ­ვის, იმ­სა­ხუ­რებს, რომ ჰქონ­დეს დარ­ბა­ზი. ეს არის მრა­ვა­ლი წლის პრობ­ლე­მა და ტკი­ვი­ლი.

რა­ტომ ფი­ლარ­მო­ნია? - სა­ხელ­წი­ფო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის სიმ­ფო­ნი­უ­რი კო­ლექ­ტი­ვი, ფი­ლარ­მო­ნი­უ­ლი დარ­ბა­ზის კო­ლექ­ტი­ვი ფი­ლარ­მო­ნი­უ­ლი დარ­ბა­ზის რე­ზი­დენ­ტია. მსოფ­ლი­ო­ში ჩვე­ნი ორ­კესტრი მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ლარ­მო­ნი­უ­ლი ორ­კესტრი. თვი­თონ ეს სი­ტყვაც დარ­ბა­ზი­სა და სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრის შე­სა­ბა­მი­სი სი­ტყვაა.

მას შემ­დეგ, რაც გა­ვი­გეთ, რომ ამ­ჟა­მინ­დელ მმარ­თველ ჯგუფს შე­უ­წყდა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, სა­ხელ­მწი­ფომ გა­და­წყვი­ტა, რომ გა­ნა­ახ­ლოს ფი­ლარ­მო­ნი­ის ბედი, ჩვენ სა­მარ­თლი­ა­ნად მივ­მარ­თეთ მათ და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მხარ­და­ჭე­რის­თვის, რათა ჩვენ დაგ­ვაბ­რუ­ნონ ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში, დარ­ბაზ­ში, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ორ­კესტრის­თვის აშენ­და,” - გა­ნა­ცხა­და ნი­კო­ლოზ რაჭ­ველ­მა.

ევ­გე­ნი მი­ქე­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი/ფი­ლარ­მო­ნი­უ­ლი ორ­კესტრის წე­რილ­ში, რო­მე­ლიც მათ შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს გა­და­უგ­ზავ­ნეს, გან­მარ­ტე­ბუ­ლია ის მი­ზე­ზე­ბი, რის გა­მოც ორ­კესტრი ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში დაბ­რუ­ნე­ბას მო­ი­თხოვს.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­შე 8 წლის მან­ძილ­ზე დაგ­რო­ვი­ლი და­ვა­ლი­ა­ნე­ბი­სა და დარ­ღვე­ვე­ბის გამო, სა­ქარ­თვე­ლოს ქო­ნე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტომ თბი­ლი­სის სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზის ამ­ჟა­მინ­დელ მმარ­თველ კომ­პა­ნი­ას ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა შე­უ­წყვი­ტა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2019 წლის 4 იან­ვარს, სა­ხელ­მწი­ფო­სა და „ინ­თერ­ნე­ი­შე­ნალ ივენთს“ შო­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა შე­წყდა და დად­გა სა­კი­თხი თუ ვის და რა სტრა­ტე­გი­ით სა­მარ­თა­ვად უნდა გა­და­ე­ცეს ფი­ლარ­მო­ნი­ის შე­ნო­ბა.

ევ­გე­ნი მი­ქე­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრის წე­რილ­ში ნათ­ქვა­მია, რომ უსახ­ლკა­რო­ბის გამო, ყო­ვე­ლი კონ­ცერ­ტის გა­სა­მარ­თად უწევთ და­ფი­ნან­სე­ბის მო­ძი­ე­ბა დარ­ბა­ზი­სა და სა­თა­ნა­დო ტექ­ნი­კუ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის და­სა­ქი­რა­ვებ­ლად - რისი ღი­რე­ბუ­ლე­ბაც სა­შუ­ა­ლოდ 25 000 ლარს შე­ად­გენს.

"ჩვენ მზად ვართ სა­ჯა­როდ და გამჭვირ­ვა­ლედ წარ­მო­ვად­გი­ნოთ ფი­ლარ­მო­ნი­ის სა­მო­მავ­ლო გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი ხედ­ვა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მსოფ­ლი­ოს არ­ცერ­თი ქა­ლა­ქის ფი­ლარ­მო­ნი­უ­ლი დარ­ბა­ზი არ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს მუდ­მივ­მოქ­მე­დი სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრის გა­რე­შე. ჩვენ­თვის კარ­გა­დაა ცნო­ბი­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზე­ბის მარ­თვის პრინ­ცი­პე­ბი, რაც ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში ხელს უწყობს ტუ­რიზ­მი­სა და სა­ერ­თო კულ­ტუ­რუ­ლი დო­ნის მნიშ­ვნე­ლო­ვან გან­ვი­თა­რე­ბას, რაც ქვეყ­ნის სა­ხეს წარ­მო­ად­გენს.

ეროვ­ნულ ორ­კესტრში მუ­სი­კო­სე­ბის სამი თა­ო­ბა მოღ­ვა­წე­ობს. ყვე­ლა­ზე ღვაწლ­მო­სი­ლი 71 წლის გახ­ლავთ, ხოლო გა­მორ­ჩე­უ­ლად ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რდე­ბი 15-16 წლის ასა­კი­დან იწყე­ბენ ჩვენ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას. აგ­რეთ­ვე, არა­ერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა მუ­სი­კო­სი და­ვაბ­რუ­ნეთ უცხო­ე­თი­დან და და­ვარ­წმუ­ნეთ, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნას დღეს მათი გვერ­დში დგო­მა სჭირ­დე­ბა.

შე­ნო­ბის არ­ქო­ნის მი­უ­ხე­და­ვად, ჩვე­ნი სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლის - ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ძა­ლის­ხმე­ვით, წე­ლი­წად­ში 60-ზე მეტ კონ­ცერტს ვმარ­თავთ, ღირ­სე­უ­ლად ვმას­პინ­ძლობთ სხვა­დას­ხვა ჟან­რის აღი­ა­რე­ბულ სა­ერ­თა­შო­რი­სო არ­ტის­ტებს, ასე­ვე გა­მოვ­დი­ვართ მსოფ­ლი­ოს უმაღ­ლე­სი რან­გის ფი­ლარ­მო­ნი­ულ სცე­ნებ­ზე.

ჩვენ ვშრო­მობთ ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სა და მსმე­ნე­ლის­თვის და არ გვინ­და მრა­ვალ­წლი­ა­ნი შე­უს­რუ­ლე­ბე­ლი და­პი­რე­ბე­ბის შემ­დეგ კი­დევ ერთხელ გაგ­ვიც­რუვ­დეს იმე­დი, არ გვინ­და კი­დევ ერთხელ გა­ურ­კვე­ვე­ლი ვა­დით გა­და­ი­დოს ჩვენ­თვის სა­კონ­ცერ­ტო სივ­რცით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­კი­თხი - მით უფრო ამ ბოლო პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის­გან ვიგ­რძე­ნით ყუ­რა­დღე­ბა, რაც პირ­ველ რიგ­ში ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის გა­ნახ­ლე­ბის­თვის სა­ჭი­რო და­ფი­ნან­სე­ბის გა­მო­ყო­ფით გა­მო­ი­ხა­ტა, რის­თვი­საც გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს გულ­წრფელ მად­ლო­ბას ვუხ­დით.

ვი­ნა­ი­დან ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს ეროვ­ნუ­ლი ორ­კესტრის მხარ­და­სა­ჭე­რად - მოგ­მარ­თავთ თხოვ­ნით, დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით გა­ნი­ხი­ლოთ ჩვე­ნი წი­ნა­და­დე­ბა, რათა შევ­ძლოთ ჩვე­ნი მთა­ვა­რი მი­სი­ის შეს­რუ­ლე­ბა და ერ­თგუ­ლი მსმე­ნე­ლის­თვის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სა­კონ­ცერ­ტო პროგ­რა­მე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა.

გთხოვთ, და­უბ­რუ­ნოთ ას­წლო­ვა­ნი ის­ტო­რი­ის მქო­ნე კო­ლექ­ტივს თბი­ლი­სის ფი­ლარ­მო­ნია, რო­მე­ლიც 1969 წელს ჩვე­ნი იმ­ჟა­მინ­დე­ლი სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლის, ალექ­სი მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის ძა­ლის­ხმე­ვით, ევ­გე­ნი მი­ქე­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრის­თვის აშენ­და“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც ორ­კესტრმა პრე­მი­ე­რის, გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრი­სა და ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის აპა­რატს გა­უგ­ზავ­ნა.

აღ­ნიშ­ნუ­ლის პა­სუ­ხად სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო­ში აცხა­დე­ბენ, რომ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს სა­ა­გენ­ტომ შპს „ინ­ტერ­ნე­ი­შე­ნალ ივენთთან“ ცალ­მხრი­ვად შე­წყვი­ტა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" უწყე­ბა­ში გა­ნუ­მარ­ტეს, 2019 წლის 4 იან­ვარს გაგ­ზავ­ნი­ლი წე­რი­ლით სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ „ინ­ტერ­ნე­ი­შე­ნალ ივენ­თი“ გა­აფრ­თხი­ლა, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ცალ­მხრი­ვად შე­საძ­ლო შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ, რაც არ ნიშ­ნავს იმას, რომ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა შე­წყდა.

„ამ ეტაპ­ზე სა­ა­გენ­ტო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს შპს “ინ­ტერ­ნე­ი­შე­ნალ ივენთს“-ის მიერ სა­ა­გენ­ტო­ში წე­რი­ლო­ბით წარ­მოდ­გე­ნი­ლი იმ მი­ზე­ზე­ბის ობი­ექ­ტუ­რო­ბის შე­ფა­სე­ბის პრო­ცე­სი, რის გა­მოც კომ­პა­ნი­ას შე­ექ­მნა პრობ­ლე­მე­ბი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად, რის შემ­დგო­მაც სა­ა­გენ­ტო თა­ვი­სი კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში მი­ი­ღებს შე­სა­ბა­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

რაც შე­ე­ხე­ბა გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ თით­ქოს სა­ა­გენ­ტომ შპს „ინ­ტერ­ნე­ი­შე­ნალ ივენთსთან“ ცალ­მხრი­ვად შე­წყვი­ტა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს. ხსე­ნე­ბუ­ლი წე­რი­ლით მოხ­და შპს „ინ­ტერ­ნე­ი­შე­ნალ ივენთს“ ინ­ფორ­მი­რე­ბა-გაფრ­თხი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო­სა და შპს „ინ­ტერ­ნე­ი­შე­ნალ ივენთს“ შო­რის, შპს „თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზის“ სა­ხელ­მწი­ფო სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი 100 %-იანი წი­ლის მარ­თვის უფ­ლე­ბით გა­და­ცე­მის თა­ო­ბა­ზე, 2007 წლის 27 ივ­ლისს გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­წყვე­ტის უფ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

რაც შე­ე­ხე­ბა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­წყვე­ტას, აღ­ნიშ­ნუ­ლის თა­ო­ბა­ზე სსიპ - სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო გა­მოს­ცემს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თლებ­რი­ვი აქტს, რო­მე­ლიც უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს ზო­გა­დი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი კო­დექ­სის მო­თხოვ­ნებს,“- გან­მარ­ტა­ვენ სა­ა­გენ­ტო­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"დაგვაბრუნონ ფილარმონიაში" - რა ხდება თბილისის საკონცერტო დარბაზის ირგვლივ და რას ითხოვს ნიკოლოზ რაჭველი?

"დაგვაბრუნონ ფილარმონიაში" - რა ხდება თბილისის საკონცერტო დარბაზის ირგვლივ და რას ითხოვს ნიკოლოზ რაჭველი?

ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი თბილისის საკონცერტო დარბაზში დაბრუნების თხოვნით პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, კულტურის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს და ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიას მიმართავს.

აღნიშნული მოთხოვნით, ორკესტრმა უწყებებს მას შემდეგ მიმართა, რაც ცნობილი გახდა რომ, კომპანია „ინთერნეიშენალ ივენთსს“, რომელსაც ფილარმონიის მართვის უფლება აქვს, სახელმწიფოს წინაშე დიდი ოდენობით ვალი დაუგროვდა, რამაც ხელშეკრულების გაწყვეტა გამოიწვია.

თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი/ფილარმონია 49-წლიანი მართვის უფლებით შპს „ინთერნეიშენალ ივენთსს“ 2007 წელს გადაეცა. ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის დარბაზს სახელმწიფოს წინაშე 3,115,146 ლარის და $177,102 დოლარის დავალიანება ერიცხება. 2019 წლის 18 იანვარს ფილარმონიის მმართველმა კომპანიამ ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიას წერილით მიმართა, რომელშიც დავალიანების 9 წელზე გადანაწილებას ითხოვს.

რაც შეეხება ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მოთხოვნას, მისი ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი ამბობს, რომ ორკესტრი იმსახურებს, მუდმივი სარეპეტიციო ადგილი ჰქონდეს, სადაც შეძლებს საინტერესო და მრავალფეროვანი კონცერტების ჩატარებას.

„ეს ორკესტრი, რომელსაც 100 წლის ტრადიცია აქვს და ყველა დროში იყო უმნიშვნელოვანესი ჩვენი კულტურისათვის, იმსახურებს, რომ ჰქონდეს დარბაზი. ეს არის მრავალი წლის პრობლემა და ტკივილი.

რატომ ფილარმონია? - სახელწიფოებრივი მნიშვნელობის სიმფონიური კოლექტივი, ფილარმონიული დარბაზის კოლექტივი ფილარმონიული დარბაზის რეზიდენტია. მსოფლიოში ჩვენი ორკესტრი მოხსენიებულია, როგორც საქართველოს ფილარმონიული ორკესტრი. თვითონ ეს სიტყვაც დარბაზისა და სიმფონიური ორკესტრის შესაბამისი სიტყვაა.

მას შემდეგ, რაც გავიგეთ, რომ ამჟამინდელ მმართველ ჯგუფს შეუწყდა ხელშეკრულება, სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ განაახლოს ფილარმონიის ბედი, ჩვენ სამართლიანად მივმართეთ მათ და საზოგადოებას მხარდაჭერისთვის, რათა ჩვენ დაგვაბრუნონ ფილარმონიაში, დარბაზში, რომელიც ჩვენი ორკესტრისთვის აშენდა,” - განაცხადა ნიკოლოზ რაჭველმა.

ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული/ფილარმონიული ორკესტრის წერილში, რომელიც მათ შესაბამის უწყებებს გადაუგზავნეს, განმარტებულია ის მიზეზები, რის გამოც ორკესტრი ფილარმონიაში დაბრუნებას მოითხოვს.

მათი ინფორმაციით, ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფოს წინაშე 8 წლის მანძილზე დაგროვილი დავალიანებისა და დარღვევების გამო, საქართველოს ქონების მართვის სააგენტომ თბილისის საკონცერტო დარბაზის ამჟამინდელ მმართველ კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტა. არსებული ინფორმაციით, 2019 წლის 4 იანვარს, სახელმწიფოსა და „ინთერნეიშენალ ივენთს“ შორის ხელშეკრულება შეწყდა და დადგა საკითხი თუ ვის და რა სტრატეგიით სამართავად უნდა გადაეცეს ფილარმონიის შენობა.

ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის წერილში ნათქვამია, რომ უსახლკარობის გამო, ყოველი კონცერტის გასამართად უწევთ დაფინანსების მოძიება დარბაზისა და სათანადო ტექნიკური მოწყობილობების დასაქირავებლად - რისი ღირებულებაც საშუალოდ 25 000 ლარს შეადგენს.

"ჩვენ მზად ვართ საჯაროდ და გამჭვირვალედ წარმოვადგინოთ ფილარმონიის სამომავლო განვითარების პროფესიული ხედვა. მოგეხსენებათ, მსოფლიოს არცერთი ქალაქის ფილარმონიული დარბაზი არ ფუნქციონირებს მუდმივმოქმედი სიმფონიური ორკესტრის გარეშე. ჩვენთვის კარგადაა ცნობილი თანამედროვე საკონცერტო დარბაზების მართვის პრინციპები, რაც ყველა ქვეყანაში ხელს უწყობს ტურიზმისა და საერთო კულტურული დონის მნიშვნელოვან განვითარებას, რაც ქვეყნის სახეს წარმოადგენს.

ეროვნულ ორკესტრში მუსიკოსების სამი თაობა მოღვაწეობს. ყველაზე ღვაწლმოსილი 71 წლის გახლავთ, ხოლო გამორჩეულად ნიჭიერი ახალგაზრდები 15-16 წლის ასაკიდან იწყებენ ჩვენთან თანამშრომლობას. აგრეთვე, არაერთი წარმატებული ახალგაზრდა მუსიკოსი დავაბრუნეთ უცხოეთიდან და დავარწმუნეთ, რომ ჩვენს ქვეყანას დღეს მათი გვერდში დგომა სჭირდება.

შენობის არქონის მიუხედავად, ჩვენი სამხატვრო ხელმძღვანელის - ნიკოლოზ რაჭველის შემოქმედებითი ძალისხმევით, წელიწადში 60-ზე მეტ კონცერტს ვმართავთ, ღირსეულად ვმასპინძლობთ სხვადასხვა ჟანრის აღიარებულ საერთაშორისო არტისტებს, ასევე გამოვდივართ მსოფლიოს უმაღლესი რანგის ფილარმონიულ სცენებზე.

ჩვენ ვშრომობთ ჩვენი ქვეყნისა და მსმენელისთვის და არ გვინდა მრავალწლიანი შეუსრულებელი დაპირებების შემდეგ კიდევ ერთხელ გაგვიცრუვდეს იმედი, არ გვინდა კიდევ ერთხელ გაურკვეველი ვადით გადაიდოს ჩვენთვის საკონცერტო სივრცით უზრუნველყოფის საკითხი - მით უფრო ამ ბოლო პერიოდში, როდესაც საქართველოს მთავრობისგან ვიგრძენით ყურადღება, რაც პირველ რიგში ინსტრუმენტების განახლებისთვის საჭირო დაფინანსების გამოყოფით გამოიხატა, რისთვისაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გულწრფელ მადლობას ვუხდით.

ვინაიდან ჩვენთვის ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ეროვნული ორკესტრის მხარდასაჭერად - მოგმართავთ თხოვნით, დაჩქარებული წესით განიხილოთ ჩვენი წინადადება, რათა შევძლოთ ჩვენი მთავარი მისიის შესრულება და ერთგული მსმენელისთვის მრავალფეროვანი საკონცერტო პროგრამების შეთავაზება.

გთხოვთ, დაუბრუნოთ ასწლოვანი ისტორიის მქონე კოლექტივს თბილისის ფილარმონია, რომელიც 1969 წელს ჩვენი იმჟამინდელი სამხატვრო ხელმძღვანელის, ალექსი მაჭავარიანის ძალისხმევით, ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრისთვის აშენდა“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ორკესტრმა პრემიერის, განათლების მინისტრისა და ეკონომიკის მინისტრის აპარატს გაუგზავნა.

აღნიშნულის პასუხად სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოში აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სააგენტომ შპს „ინტერნეიშენალ ივენთთან“ ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება, სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუმარტეს, 2019 წლის 4 იანვარს გაგზავნილი წერილით სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ „ინტერნეიშენალ ივენთი“ გააფრთხილა, ხელშეკრულების ცალმხრივად შესაძლო შეწყვეტის შესახებ, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ხელშეკრულება შეწყდა.

„ამ ეტაპზე სააგენტოში მიმდინარეობს შპს “ინტერნეიშენალ ივენთს“-ის მიერ სააგენტოში წერილობით წარმოდგენილი იმ მიზეზების ობიექტურობის შეფასების პროცესი, რის გამოც კომპანიას შეექმნა პრობლემები ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად, რის შემდგომაც სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს სააგენტომ შპს „ინტერნეიშენალ ივენთსთან“ ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება, არ შეესაბამება სიმართლეს. ხსენებული წერილით მოხდა შპს „ინტერნეიშენალ ივენთს“ ინფორმირება-გაფრთხილება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და შპს „ინტერნეიშენალ ივენთს“ შორის, შპს „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100 %-იანი წილის მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე, 2007 წლის 27 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება ხელშეკრულების შეწყვეტას, აღნიშნულის თაობაზე სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს,“- განმარტავენ სააგენტოში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ