პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რისთვის ჩავიდა ვენესუელაში 99 რუსი სამხედრო?
რისთვის ჩავიდა ვენესუელაში 99 რუსი სამხედრო?

24 მარტს, კა­რა­კა­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში, რუ­სე­თის ორი სამ­ხედ­რო-სატ­რან­სპორ­ტო თვითმფრი­ნა­ვი - Ан-124 "Руслан" და Ил-62 და­ეშ­ვა, რომ­ლე­ბიც სი­რი­ის ქა­ლაქ ლა­ტა­კი­ა­დან ჩაფ­რინ­დნენ ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში.

Новая газета-ს ცნო­ბით, ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში დაფ­რე­ნამ­დე ისი­ნი სე­ნე­გალ­ში და­ეშ­ვნენ, იქი­დან კი, გა­ურ­კვე­ვე­ლი ტვირ­თით კა­რა­კა­სის­კენ გა­ე­მარ­თნენ. გა­მო­ცე­მა ირ­წმუ­ნე­ბა, რომ რუ­სეთ­მა ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში დე­სან­ტი გა­დას­ხა.

ვე­ნე­სუ­ე­ლე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის, ჰა­ვი­ერ მა­ი­ორ­კის ცნო­ბით, თვითმფრი­ნა­ვე­ბით 99 რუსი სამ­ხედ­რო ჩა­იყ­ვა­ნეს. Ан-124 "Руслан"-მა კი კა­რა­კას­ში 35 ტო­ნამ­დე ტვირ­თი ჩა­ი­ტა­ნა, თუმ­ცა, არ­სე­ბულ საფ­რენ აპა­რატს 120 ტონა ტვირ­თის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა შე­უძ­ლია. სამ­ხედ­რო­ებს შო­რის იმ­ყო­ფე­ბა რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რალ-პოლ­კოვ­ნი­კი ვა­სი­ლი ტონ­კოშ­კუ­რო­ვი.

აე­რო­პორ­ტში რუ­სებს ვე­ნე­სუ­ე­ლის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კავ­ში­რე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ვიცე-ად­მი­რა­ლი მა­რი­ა­ნი მატა, ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ედ­გარ კო­ლი­ნა რე­ი­სი და რუსი დიპ­ლო­მა­ტე­ბი დახ­ვდნენ.

ამას­თან, გუ­შინ Associated Press-მა ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში ად­გი­ლობ­რივ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში არ­სე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის შე­სას­წავ­ლად ჩა­ვიდ­ნენ.

Новая газета-ს ცნო­ბით, არ­სე­ბობს ასე­თი ვერ­სი­აც, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ვრცელ­დე­ბა. ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში ვი­თა­რე­ბის და­ძაბ­ვის შემ­თხვე­ვა­ში, ისი­ნი მა­დუ­რო­სა და რუ­სე­თის სა­ელ­ჩოს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის უსაფრ­თხო ევა­კუ­ა­ცი­ას უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ. გა­მო­ცე­მა იხ­სე­ნებს 2012 წლის შემ­თხვე­ვას, რო­დე­საც ლი­ბი­ის ქა­ლაქ ბენ­ღაზ­ში აშშ-ს ელჩი მოკ­ლეს.

გა­მო­ცე­მის ვერ­სი­ით, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ რუ­სეთს რა­ი­მე სა­ხის სპე­ცო­პე­რა­ცია ექ­ნე­ბო­და და­გეგ­მი­ლი, სამ­ხედ­რო­ებს კა­რა­კას­ში დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად არ ჩა­იყ­ვან­და, მით უფრო, აე­რო­პორ­ტში ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებს არ და­ახ­ვედ­რებ­დნენ. ამას­თან, ჩაფ­რე­ნა და­ი­გეგ­მე­ბო­და ღა­მით, ისე, რომ ყვე­ლა­ფე­რი შე­უმ­ჩნე­ვე­ლი ყო­ფი­ლი­ყო. კვა­ლის ასაბ­ნე­ვად, იმავდრო­უ­ლად კი­დევ ორი-სამი თვითმფრი­ნა­ვიც იქ­ნე­ბო­და, ვი­თომ ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მი­სი­ით.

"ტექ­ნი­კის შეს­წავ­ლა" ასე­ვე ანეგ­დო­ტია, რად­გან ვე­ნე­სუ­ე­ლის არ­მი­ა­ში რუ­სე­ბის­თვის სი­ახ­ლე არა­ფე­რია. რა უნდა შე­ის­წავ­ლონ იქ ჩვენ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა, Т-72Б1-ს მო­დე­ლის ტან­კე­ბი? БТР 80А-ს ჯავ­შანტრან­სპორ­ტი­ო­რე­ბი თუ 3М-ს "ბე­ემ­პე­ბი"? ლა­თი­ნო­ა­მე­რი­კე­ლე­ბი ყვე­ლა­ზე კარ­გად ერ­კვე­ვინ ჯავ­შან­ტექ­ნი­კა­ში, რო­მე­ლიც უკვე დიდი ხა­ნია ვე­ნე­სუ­ე­ლის არ­მი­ა­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა" - წერს გა­მო­ცე­მა.

რუსი ექ­სპერ­ტე­ბის დას­კვნით, ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში გა­დას­რო­ლი­ლი რუსი დე­სან­ტი “შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბის” მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი უფ­როა.

"ყვე­ლა­ზე მე­ტად ამის მი­ზა­ნია ამე­რი­კას ანა­ხოს, რომ რუ­სეთ­მა თა­ვი­სი არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თა - ის მხარს უჭერს მა­დუ­როს და პო­ზი­ცი­ის შეც­ვლას არ აპი­რებს. ვი­თა­რე­ბის გამ­წვა­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი, ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში უფრო სე­რი­ო­ზულ სამ­ხედ­რო კონ­ტი­გენტს გა­და­ის­ვრის" - ვკი­თხუ­ლობთ Новая газета-ს სტა­ტი­ა­ში.

პა­სუ­ხად, აშშ-მ რუ­სე­თი გა­აფრ­თხი­ლა, ვე­ნე­სუ­ე­ლას საქ­მე­ებ­ში არ ჩა­ე­რი­ოს. BBC-ის ცნო­ბით, აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა, მაიკ პომ­პე­ომ რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ სერ­გეი ლავ­როვ­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ "ვა­შინგტო­ნი უკ­მა­ყო­ფი­ლოა ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში რუ­სე­თის ქმე­დე­ბე­ბით".

სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტში აცხა­დე­ბენ, რომ რუ­სე­თის ქმე­დე­ბე­ბი ლა­თი­ნუ­რი ამე­რი­კის ამ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ რთულ სი­ტუ­ა­ცი­ას, უფრო მე­ტად ამ­წვა­ვებს. ამე­რი­კის სა­გა­რეო უწყე­ბა რუ­სეთს მო­უ­წო­დებს შე­წყვი­ტოს ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში "არა­კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბი".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

რისთვის ჩავიდა ვენესუელაში 99 რუსი სამხედრო?

რისთვის ჩავიდა ვენესუელაში 99 რუსი სამხედრო?

24 მარტს, კარაკასის საერთაშორისო აეროპორტში, რუსეთის ორი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი - Ан-124 "Руслан" და Ил-62 დაეშვა, რომლებიც სირიის ქალაქ ლატაკიადან ჩაფრინდნენ ვენესუელაში.

Новая газета-ს ცნობით, ვენესუელაში დაფრენამდე ისინი სენეგალში დაეშვნენ, იქიდან კი, გაურკვეველი ტვირთით კარაკასისკენ გაემართნენ. გამოცემა ირწმუნება, რომ რუსეთმა ვენესუელაში დესანტი გადასხა.

ვენესუელელი ჟურნალისტის, ჰავიერ მაიორკის ცნობით, თვითმფრინავებით 99 რუსი სამხედრო ჩაიყვანეს. Ан-124 "Руслан"-მა კი კარაკასში 35 ტონამდე ტვირთი ჩაიტანა, თუმცა, არსებულ საფრენ აპარატს 120 ტონა ტვირთის ტრანსპორტირება შეუძლია. სამხედროებს შორის იმყოფება რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალ-პოლკოვნიკი ვასილი ტონკოშკუროვი.

აეროპორტში რუსებს ვენესუელის შეიარაღებული ძალების საერთაშორისო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელი, ვიცე-ადმირალი მარიანი მატა, ეროვნული გვარდიის წარმომადგენელი ედგარ კოლინა რეისი და რუსი დიპლომატები დახვდნენ.

ამასთან, გუშინ Associated Press-მა ადგილობრივი ხელისუფლების წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსი სამხედროები ვენესუელაში ადგილობრივ შეიარაღებულ ძალებში არსებული სამხედრო ტექნიკის შესასწავლად ჩავიდნენ.

Новая газета-ს ცნობით, არსებობს ასეთი ვერსიაც, რომელიც სოციალურ ქსელებში ვრცელდება. ვენესუელაში ვითარების დაძაბვის შემთხვევაში, ისინი მადუროსა და რუსეთის საელჩოს წარმომადგენლობის უსაფრთხო ევაკუაციას უზრუნველყოფენ. გამოცემა იხსენებს 2012 წლის შემთხვევას, როდესაც ლიბიის ქალაქ ბენღაზში აშშ-ს ელჩი მოკლეს.

გამოცემის ვერსიით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთს რაიმე სახის სპეცოპერაცია ექნებოდა დაგეგმილი, სამხედროებს კარაკასში დემონსტრაციულად არ ჩაიყვანდა, მით უფრო, აეროპორტში ოფიციალურ პირებს არ დაახვედრებდნენ. ამასთან, ჩაფრენა დაიგეგმებოდა ღამით, ისე, რომ ყველაფერი შეუმჩნეველი ყოფილიყო. კვალის ასაბნევად, იმავდროულად კიდევ ორი-სამი თვითმფრინავიც იქნებოდა, ვითომ ჰუმანიტარული მისიით.

"ტექნიკის შესწავლა" ასევე ანეგდოტია, რადგან ვენესუელის არმიაში რუსებისთვის სიახლე არაფერია. რა უნდა შეისწავლონ იქ ჩვენმა სპეციალისტებმა, Т-72Б1-ს მოდელის ტანკები? БТР 80А-ს ჯავშანტრანსპორტიორები თუ 3М-ს "ბეემპები"? ლათინოამერიკელები ყველაზე კარგად ერკვევინ ჯავშანტექნიკაში, რომელიც უკვე დიდი ხანია ვენესუელის არმიაში გამოიყენება" - წერს გამოცემა.

რუსი ექსპერტების დასკვნით, ვენესუელაში გადასროლილი რუსი დესანტი “შესაძლებლობების დემონსტრირების” მაჩვენებელი უფროა.

"ყველაზე მეტად ამის მიზანია ამერიკას ანახოს, რომ რუსეთმა თავისი არჩევანი გააკეთა - ის მხარს უჭერს მადუროს და პოზიციის შეცვლას არ აპირებს. ვითარების გამწვავების შემთხვევაში კი, ვენესუელაში უფრო სერიოზულ სამხედრო კონტიგენტს გადაისვრის" - ვკითხულობთ Новая газета-ს სტატიაში.

პასუხად, აშშ-მ რუსეთი გააფრთხილა, ვენესუელას საქმეებში არ ჩაერიოს. BBC-ის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მაიკ პომპეომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ "ვაშინგტონი უკმაყოფილოა ვენესუელაში რუსეთის ქმედებებით".

სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ რუსეთის ქმედებები ლათინური ამერიკის ამ ქვეყანაში არსებულ რთულ სიტუაციას, უფრო მეტად ამწვავებს. ამერიკის საგარეო უწყება რუსეთს მოუწოდებს შეწყვიტოს ვენესუელაში "არაკონსტრუქციული ქმედებები".

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე