პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ის, რაც თრილერის მოყვარულებსა და პოტერჰედებს აერთიანებთ - ჯოან როულინგის ახალი თარგმანის პრეზენტაცია
ის, რაც თრილერის მოყვარულებსა და პოტერჰედებს აერთიანებთ  - ჯოან როულინგის ახალი თარგმანის პრეზენტაცია

28 მარტს, 19:00 სა­ათ­ზე „ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში“ (თბი­ლი­სი, კან­დე­ლა­კის #7) რო­ბერტ გელბ­რე­ი­თის ანუ ჯოან რო­უ­ლინ­გის ახა­ლი წიგ­ნის - „ბო­რო­ტე­ბის სამ­სა­ხურ­ში“ წარ­დგე­ნა გა­ი­მარ­თე­ბა. წიგნს ტე­ლეჟურ­ნა­ლის­ტი, მა­რი­ამ ჯა­ნე­ლი­ძე წა­რად­გენს.

თრი­ლე­რულ სა­ღა­მო­ზე სტუმ­რე­ბი ჰარი პო­ტე­რის ავ­ტო­რის კრი­მი­ნა­ლურ მხა­რეს გა­ეც­ნო­ბი­ან. გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-მა“ უკვე გა­მოს­ცა გელბ­რე­ი­თის „გუ­გუ­ლის ძა­ხი­ლი“ და „აბ­რე­შუ­მის ჭია“, რომ­ლებ­საც ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლის დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მწე­რა­ლი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი სან­დრო ლორ­თქი­ფა­ნი­ძე და მწე­რა­ლი და სცე­ნა­რის­ტი, ტო­რე­სა მოსი გელბ­რე­ი­თის ამ გა­მო­ცე­მებ­ზეც ისა­უბ­რე­ბენ.

ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლის­თვის რო­ბერტ გელბ­რე­ი­თი უკვე კარ­გად ცნო­ბი­ლი ავ­ტო­რია და ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ის ფაქ­ტიც ცნო­ბი­ლია, რომ მწე­რა­ლი დე­ტექ­ტი­ურ სე­რი­ას ფსევ­დო­ნი­მით წერს. რო­ბერტ გელბ­რე­ი­თი ლე­გენ­და­რუ­ლი „ჰარი პო­ტე­რის“ ავ­ტო­რის, ჯოან რო­უ­ლინ­გის ფსევ­დო­ნი­მია.

რო­უ­ლინ­გმა ტრი­ლო­გია მა­მა­კა­ცის სა­ხე­ლით, რო­ბერტ გელბ­რე­ი­თის ავ­ტო­რო­ბით გა­მოს­ცა. დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ტრი­ლო­გი­ის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის გა­მო­ცე­მი­დან ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ვინ იცო­და, რომ გელბ­რე­ი­თი ფსევ­დო­ნი­მია. მხო­ლოდ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ რო­უ­ლინ­გმა სრუ­ლი­ად სხვა ჟანრ­ში სცა­და ძა­ლე­ბი და ეს საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბით გა­მო­უ­ვი­და. აღ­ნიშ­ნულს ადას­ტუ­რებს წიგ­ნის გა­ყიდ­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც. ნა­წარ­მო­ებ­მა პო­პუ­ლა­რო­ბა იმ პე­რი­ოდ­ში მო­ი­პო­ვა, ვიდ­რე მისი რე­ა­ლუ­რი ავ­ტო­რი გახ­დე­ბო­და ცნო­ბი­ლი.

ლი­ტე­რა­ტუ­რულ სა­ღა­მო­ზე მო­სუ­ლი სტუმ­რე­ბის­თვის „გუ­გუ­ლის ძა­ხი­ლი“, „აბ­რე­შუ­მის ჭია“ და „ბო­რო­ტე­ბის სამ­სა­ხურ­ში“ 20%-იანი ფას­დაკ­ლე­ბით გა­ი­ყი­დე­ბა.

ღო­ნის­ძი­ე­ბის ბმუ­ლი: https://www.facebook.com/events/432028287605989/

ავტორი:

ის, რაც თრილერის მოყვარულებსა და პოტერჰედებს აერთიანებთ - ჯოან როულინგის ახალი თარგმანის პრეზენტაცია

ის, რაც თრილერის მოყვარულებსა და პოტერჰედებს აერთიანებთ  - ჯოან როულინგის ახალი თარგმანის პრეზენტაცია

28 მარტს, 19:00 საათზე „ბიბლუსი გალერეაში“ (თბილისი, კანდელაკის #7) რობერტ გელბრეითის ანუ ჯოან როულინგის ახალი წიგნის - „ბოროტების სამსახურში“ წარდგენა გაიმართება. წიგნს ტელეჟურნალისტი, მარიამ ჯანელიძე წარადგენს.

თრილერულ საღამოზე სტუმრები ჰარი პოტერის ავტორის კრიმინალურ მხარეს გაეცნობიან. გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ უკვე გამოსცა გელბრეითის „გუგულის ძახილი“ და „აბრეშუმის ჭია“, რომლებსაც ქართველი მკითხველის დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ღონისძიებაზე მწერალი და ტელეწამყვანი სანდრო ლორთქიფანიძე და მწერალი და სცენარისტი, ტორესა მოსი გელბრეითის ამ გამოცემებზეც ისაუბრებენ.

ქართველი მკითხველისთვის რობერტ გელბრეითი უკვე კარგად ცნობილი ავტორია და ფართო საზოგადოებისთვის ის ფაქტიც ცნობილია, რომ მწერალი დეტექტიურ სერიას ფსევდონიმით წერს. რობერტ გელბრეითი ლეგენდარული „ჰარი პოტერის“ ავტორის, ჯოან როულინგის ფსევდონიმია.

როულინგმა ტრილოგია მამაკაცის სახელით, რობერტ გელბრეითის ავტორობით გამოსცა. დიდ ბრიტანეთში ტრილოგიის პირველი ნაწილის გამოცემიდან ერთი წლის განმავლობაში არავინ იცოდა, რომ გელბრეითი ფსევდონიმია. მხოლოდ გარკვეული პერიოდის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ როულინგმა სრულიად სხვა ჟანრში სცადა ძალები და ეს საკმაოდ წარმატებით გამოუვიდა. აღნიშნულს ადასტურებს წიგნის გაყიდვების რაოდენობაც. ნაწარმოებმა პოპულარობა იმ პერიოდში მოიპოვა, ვიდრე მისი რეალური ავტორი გახდებოდა ცნობილი.

ლიტერატურულ საღამოზე მოსული სტუმრებისთვის „გუგულის ძახილი“, „აბრეშუმის ჭია“ და „ბოროტების სამსახურში“ 20%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება.

ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/432028287605989/

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს