პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არასდროს ვყოფილვარ მოღალატე, არც ერთი ცოლისთვის მიღალატია" - ვისთან შექმნა მეოთხე ოჯახი მალხაზ ქვრივიშვილმა
"არასდროს ვყოფილვარ მოღალატე, არც ერთი ცოლისთვის მიღალატია" - ვისთან შექმნა მეოთხე ოჯახი მალხაზ ქვრივიშვილმა

იშ­ვი­ა­თად მი­ნა­ხავს ისე­თი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და რო­მან­ტი­კუ­ლი წყვი­ლი, რო­გო­რიც მსა­ხი­ო­ბი მალ­ხაზ ქვრი­ვიშ­ვი­ლი და ჟურ­ნა­ლის­ტი ხა­თუ­ნა ფე­იქ­რიშ­ვი­ლია. მალ­ხა­ზის­თვის ეს მე­ო­თხე ქორ­წი­ნე­ბაა, ხა­თუ­ნას­თვის კი - მე­სა­მე. მი­აჩ­ნი­ათ, რომ სიყ­ვა­რუ­ლის უხი­ლა­ვი ძა­ფე­ბი იდუ­მა­ლად გა­ე­ბა მათ შო­რის და დღეს სიმ­შვი­დი­თა და იდი­ლი­ით ტკბე­ბი­ან. მალ­ხაზს თა­ვი­სი ბიზ­ნე­სი აქვს, თუმ­ცა თვლის, რომ მსა­ხი­ო­ბო­ბა მისი ცხოვ­რე­ბაა. ხა­თუ­ნა კი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში, თავ­დაც­ვი­სა და უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტეტ­ში მუ­შა­ობს. მი­უ­ხე­და­ვად და­ძა­ბუ­ლი გრა­ფი­კი­სა, წყვილს რო­მან­ტი­კუ­ლი სა­ღა­მო­ე­ბის­თვის სულ სცა­ლია.

- ამ­ბო­ბენ, გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი ადა­მი­ანს დეპ­რე­სი­ა­ში აგ­დებს, ოჯა­ხის შექ­მნის მი­მართ შიშს უნერ­გავს, გა­ურ­ბის მო­რი­გი ცოლ­ქმრუ­ლი უღ­ლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­სო. თუმ­ცა, შენ სამი ოჯა­ხი და­გენგრა და ისევ გა­და­წყვი­ტე ოჯა­ხის შექ­მნა.

მალ­ხაზ ქვრი­ვიშ­ვი­ლი:

- ყო­ველ­თვის მინ­დო­და, ერთხელ მყვა­რე­ბო­და და ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე მის გვერ­დით ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ არ გა­მი­მარ­თლა. შე­იძ­ლე­ბა, ეს ჩემი ბრა­ლი­ცაა, მაგ­რამ მოვ­ლე­ნე­ბი ისე არ გან­ვი­თარ­და, რო­გორც მინ­დო­და. ალ­ბათ, ეს გზაც უნდა გა­მევ­ლო. დიახ, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რჯერ იდგა რთუ­ლი, დეპ­რე­სი­უ­ლი პე­რი­ო­დე­ბი, მაგ­რამ გა­დავ­ლა­ხე და დღემ­დე მო­ვე­დი.

იყო ოჯა­ხის დან­გრე­ვე­ბი, სამი წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი ოჯა­ხუ­რი თა­ნა­ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ დღეს საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი მყავს გვერ­დით და მშვი­დად ვარ. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი სიყ­ვა­რუ­ლე­ბის გამო იყო დეპ­რე­სი­ე­ბი. ჩემი თავი სა­სო­წარ­კვე­თი­ლიც მახ­სოვს, უბე­დუ­რიც, ჩა­ძი­რუ­ლიც, მაგ­რამ არა - და­ცე­მუ­ლი. იმე­დი ყო­ველ­თვის მქონ­და და ეს მაძ­ლევ­და ძა­ლას. ასე რომ, სამი წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი ოჯა­ხის მერე მე­ო­თხე შევ­ქმე­ნი და დღეს ბედ­ნი­ე­რი ვარ, ან­გე­ლო­ზი­ვით შვი­ლე­ბი მყავს, ყვე­ლა ჩემი შვი­ლის დე­დას უდი­დეს პა­ტივს ვცემ და მათ­თვის ყვე­ლა­ფერ­ზე წამ­სვლე­ლი ვარ. ხა­თუ­ნა კი ის ქა­ლია, რო­მე­ლიც ბე­დის­წე­რამ მა­ჩუ­ქა. მის გამო სხვა­ნა­ი­რად მი­ცემს გული და სახ­ლში მის­ვლა მი­ხა­რია.

სიყ­ვა­რულ­ში ასაკ­საც მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, გა­მოც­დი­ლე­ბა­საც და გა­რე­მო სი­ტუ­ა­ცი­ა­საც. ხა­თუ­ნას წყა­ლო­ბით, ამ ლა­მაზ ატ­მოს­ფე­რო­სა და სამ­ყა­რო­ში მოვ­ხვდი, რა­საც ვერც ვი­ნატ­რებ­დი. ზა­ფხულ­ში გა­ი­ბა სიყ­ვა­რუ­ლის უხი­ლა­ვი ძა­ფე­ბი ჩვენ შო­რის, თუმ­ცა, მა­ნამ­დეც ვიც­ნობ­დით ერ­თმა­ნეთს. ისე უც­ბად დაგ­ვა­ტყდა თავს სიყ­ვა­რუ­ლი, რომ არ ვე­ლო­დი. ხუ­თწ­ლი­ა­ნი პა­უ­ზის მერე ოჯა­ხის შექ­მნას არც კი ვფიქ­რობ­დი.

- ხა­თუ­ნა, მარ­თა­ლია, რომ არა შენი აქ­ტი­უ­რო­ბა, მალ­ხა­ზი და­ო­ჯა­ხე­ბას არ ფიქ­რობ­და და შენი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ დღეს ის ბედ­ნი­ე­რია? მალ­ხაზს, მე­ქალ­თა­ნის იმი­ჯი აქვს, სამი ოჯა­ხი ჰქონ­და და შენი მხრი­დან, მის გვერ­დით ყოფ­ნა ერ­თგვა­რი რის­კი არ იყო?

ხა­თუ­ნა ფე­იქ­რიშ­ვი­ლი:

- ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი მე­გობ­რო­ბით და­ი­წყო. სიყ­ვა­რუ­ლი უცებ დაგ­ვა­ტყდა თავს, მარ­თლა რომ არ ვე­ლო­დით, მა­შინ. გე­თან­ხმე­ბით, მალ­ხა­ზი რომ დღეს ბედ­ნი­ე­რია, ვფიქ­რობ, ჩემი დამ­სა­ხუ­რე­ბაა. რომ შე­ვამ­ჩნიე გრძნო­ბა ჰქონ­და და რა­ღაც აბ­რკო­ლებ­და, არ მინ­დო­და ამ ადა­მი­ა­ნის და­კარ­გვა და ვი­აქ­ტი­უ­რე. ზო­გა­დად, ამ მხრივ, არ ვარ აქ­ტი­უ­რი ქალი. კა­ცის­კენ პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი მე არა­სო­დეს გა­და­მიდ­გამს. მალ­ხა­ზი კი გა­მო­ნაკ­ლი­სი აღ­მოჩ­ნდა. ძა­ლი­ან მომ­წონ­და, თუმ­ცა შო­რი­დან სულ სხვა იმი­ჯით ვიც­ნობ­დი და ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, თუ სიყ­ვა­რულს ასე სე­რი­ო­ზუ­ლად უდ­გე­ბო­და. მეც იმ ასაკ­ში ვარ და ორ­ჯერ არ გა­მი­მარ­თლა. აღარც მე­გო­ნა და მჯე­რო­და, რომ ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი არ­სე­ბობ­დნენ. ჰოდა, რომ და­ვი­ნა­ხე, გა­ვი­ცა­ნი და მის­გან გრძნო­ბა ვიგ­რძე­ნი, ვთქვი, რა­ტო­მაც არა. თუ არ გა­მი­მარ­თლა, ამა­საც გა­და­ვი­ტან, თუ არა და მალ­ხა­ზი, მე­სა­მე და სა­მარ­თა­ლი იქ­ნე­ბა-მეთ­ქი (იცი­ნის).

მალ­ხა­ზი:

- ადრე, ერ­თმა ჟურ­ნა­ლის­ტმა რომ მკი­თხა, მე­ქალ­თა­ნე ხარ­თო? არ ვი­ცო­დი ამ სი­ტყვის მნიშ­ვნე­ლო­ბა, და­ვი­ბე­ნი და ვუ­თხა­რი: რას ნიშ­ნავს ეს-მეთ­ქი. მი­პა­სუ­ხა: ქა­ლის სიყ­ვა­რულ­სო. ჰოდა, მეც ვუ­თხა­რი: ღმერ­თო ჩემო, ღმერ­თმა კა­ცად იმი­ტომ გა­მა­ჩი­ნა, რომ ქალი მიყ­ვარ­დეს-მეთ­ქი (იცი­ნის). მე­ქალ­თა­ნე­ო­ბა­ში თუ ღა­ლატს გუ­ლის­ხმო­ბენ, არას­დროს ვყო­ფილ­ვარ მო­ღა­ლა­ტე კაცი და არც ერთი ცო­ლის­თვის არ მი­ღა­ლა­ტია. ქა­ლის მოყ­ვა­რუ­ლი, დამ­ცვე­ლი და პა­ტი­ვის­მცე­მე­ლი კი სულ ვი­ყა­ვი და ვარ. მე­ზი­ზღე­ბა სი­ტყვა - მე­ქალ­თა­ნე და ღა­ლა­ტი. ხა­თუ­ნა ძა­ლი­ან თბი­ლი ადა­მი­ა­ნია და მის გვერ­დით თავს ძა­ლი­ან კარ­გად ვგრძნობ.

ხა­თუ­ნა:

- სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნია მალ­ხა­ზი. დი­ლით ყა­ვას მახ­ვედ­რებს, მა­ნე­ბივ­რებს. ცდი­ლობს, ყო­ვე­ლი დღე გა­მი­ლა­მა­ზოს. ისე­თი სი­ურპრი­ზი მო­მი­წყო და­ბა­დე­ბის დღე­ზე, შოკ­ში ჩა­მაგ­დო, ისე მშვი­დად იქ­ცე­ო­და, ცხვი­რი ჩა­მო­ვუშ­ვი, "და­ვირ­გუ­ზე". ვი­ფიქ­რე, არ ახ­სოვს ჩემი და­ბა­დე­ბის დღე-მეთ­ქი და ასე მო­ხერ­ხე­ბუ­ლად შეკ­რი­ბა ჩემი მე­გობ­რე­ბი, შვი­ლი, სიძე, შვი­ლიშ­ვი­ლი, ისე მო­ტყუ­ე­ბით მი­მიყ­ვა­ნა სა­ოც­რად გა­ლა­მა­ზე­ბულ გა­რე­მო­ში და ისე გა­მა­ო­ცა, რომ ვიხ­სე­ნებ, დღემ­დე გული ცუ­დად მიხ­დე­ბა, შოკი მე­მარ­თე­ბა (იცი­ნის). ამა­ში მისი ქა­ლიშ­ვი­ლი და­ეხ­მა­რა - ლიკა, თა­ვის სამ­სა­ხი­ო­ბო ნი­ჭიც გა­მო­ი­ყე­ნა, და­მიდ­გა სპექ­ტაკ­ლი და სი­ურპრი­ზი ნამ­დვი­ლად გა­მო­უ­ვი­და.

მალ­ხა­ზი:

- არც შენ გა­მი­კე­თე ნაკ­ლე­ბი სი­ურპრი­ზი და­ბა­დე­ბის დღე­ზე, შენც და­მიდ­გი სპექ­ტაკ­ლი და დამ­შო­კე (იცი­ნის). ხა­თუ­ნა­საც ჩემი შვი­ლი, ლი­კუ­ნა და­ეხ­მა­რა. ორი გოგო "შე­იკ­რა" და ისე­თი და­ბა­დე­ბის დღე მო­მი­წყვეს, არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა. ჩემს ოფის­ში შე­მიკ­რი­ბა მე­გობ­რე­ბი, მო­ტყუ­ე­ბით მი­მიყ­ვა­ნა მეც და ბუშ­ტე­ბი, ან­თე­ბუ­ლი სან­თლე­ბი, ტორ­ტი რომ დამ­ხვდა, კი­ნა­ღამ გა­და­ვი­რიე. მოკ­ლედ, მე­გო­ნა, ოფის­ში პრობ­ლე­მა იყო, გი­ჟი­ვით გავ­ვარ­დი… და ხა­თუ­ნას წყა­ლო­ბით, ნა­თელ­ში მოვ­ხვდი (იცი­ნის).

- რო­დის გეგ­მავთ ამ სიყ­ვა­რუ­ლის და­კა­ნო­ნე­ბას? თუ თვლით, რომ გრძნო­ბა­სა და სიყ­ვა­რულს ფურ­ცელ­ზე ხელ­მო­წე­რა არ სჭირ­დე­ბა?

- ძა­ლი­ან მინ­და მა­ხოს­თან ჯვრის­წე­რა, მინ­და, კურ­თხე­უ­ლი ოჯა­ხი მქონ­დეს, მაგ­რამ მე­სა­მე ჯვრის­წე­რა არ გა­მო­დის. სა­მო­ქა­ლა­ქო ქორ­წი­ნე­ბას კი ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს.

მალ­ხა­ზი:

- აუ­ცი­ლებ­ლად მო­ვა­წერთ ხელს, რომ მა­ვან­ნი დამ­შვიდ­დნენ. ჯერ არ გვეჩ­ქა­რე­ბა და ამა­ზე არც მი­ფიქ­რია.

ნონა და­თე­ში­ძე

ჟურ­ნა­ლი "თბი­ლი­სე­ლე­ბი"

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნ.
2
შვილსაც თუ გააჩენთ, მაგრები იქნებით.
ტარას ბულბა
0

აბა ჰეეეეე, აბა ოოოოოო 4:3 შეიძლება კი დაოკდენ ასაკი მაინც ასაკიააააა???? ახალა ქართული მენტალიტეტით საყვარლები არიან ბ ო ი ფ რ ე ნ დ

ავტორი:

"არასდროს ვყოფილვარ მოღალატე, არც ერთი ცოლისთვის მიღალატია" - ვისთან შექმნა მეოთხე ოჯახი მალხაზ ქვრივიშვილმა

"არასდროს ვყოფილვარ მოღალატე, არც ერთი ცოლისთვის მიღალატია" - ვისთან შექმნა მეოთხე ოჯახი მალხაზ ქვრივიშვილმა

იშვიათად მინახავს ისეთი შეყვარებული და რომანტიკული წყვილი, როგორიც მსახიობი მალხაზ ქვრივიშვილი და ჟურნალისტი ხათუნა ფეიქრიშვილია. მალხაზისთვის ეს მეოთხე ქორწინებაა, ხათუნასთვის კი - მესამე. მიაჩნიათ, რომ სიყვარულის უხილავი ძაფები იდუმალად გაება მათ შორის და დღეს სიმშვიდითა და იდილიით ტკბებიან. მალხაზს თავისი ბიზნესი აქვს, თუმცა თვლის, რომ მსახიობობა მისი ცხოვრებაა. ხათუნა კი საქართველოს პარლამენტში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში მუშაობს. მიუხედავად დაძაბული გრაფიკისა, წყვილს რომანტიკული საღამოებისთვის სულ სცალია.

- ამბობენ, გაუმართლებელი სიყვარული ადამიანს დეპრესიაში აგდებს, ოჯახის შექმნის მიმართ შიშს უნერგავს, გაურბის მორიგი ცოლქმრული უღლის პასუხისმგებლობასო. თუმცა, შენ სამი ოჯახი დაგენგრა და ისევ გადაწყვიტე ოჯახის შექმნა.

მალხაზ ქვრივიშვილი:

- ყოველთვის მინდოდა, ერთხელ მყვარებოდა და ცხოვრების ბოლომდე მის გვერდით ვყოფილიყავი, მაგრამ არ გამიმართლა. შეიძლება, ეს ჩემი ბრალიცაა, მაგრამ მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც მინდოდა. ალბათ, ეს გზაც უნდა გამევლო. დიახ, ჩემს ცხოვრებაში ბევრჯერ იდგა რთული, დეპრესიული პერიოდები, მაგრამ გადავლახე და დღემდე მოვედი.

იყო ოჯახის დანგრევები, სამი წარუმატებელი ოჯახური თანაცხოვრება, მაგრამ დღეს საყვარელი ადამიანი მყავს გვერდით და მშვიდად ვარ. რასაკვირველია, გაუმართლებელი სიყვარულების გამო იყო დეპრესიები. ჩემი თავი სასოწარკვეთილიც მახსოვს, უბედურიც, ჩაძირულიც, მაგრამ არა - დაცემული. იმედი ყოველთვის მქონდა და ეს მაძლევდა ძალას. ასე რომ, სამი წარუმატებელი ოჯახის მერე მეოთხე შევქმენი და დღეს ბედნიერი ვარ, ანგელოზივით შვილები მყავს, ყველა ჩემი შვილის დედას უდიდეს პატივს ვცემ და მათთვის ყველაფერზე წამსვლელი ვარ. ხათუნა კი ის ქალია, რომელიც ბედისწერამ მაჩუქა. მის გამო სხვანაირად მიცემს გული და სახლში მისვლა მიხარია.

სიყვარულში ასაკსაც მნიშვნელობა აქვს, გამოცდილებასაც და გარემო სიტუაციასაც. ხათუნას წყალობით, ამ ლამაზ ატმოსფეროსა და სამყაროში მოვხვდი, რასაც ვერც ვინატრებდი. ზაფხულში გაიბა სიყვარულის უხილავი ძაფები ჩვენ შორის, თუმცა, მანამდეც ვიცნობდით ერთმანეთს. ისე უცბად დაგვატყდა თავს სიყვარული, რომ არ ველოდი. ხუთწლიანი პაუზის მერე ოჯახის შექმნას არც კი ვფიქრობდი.

- ხათუნა, მართალია, რომ არა შენი აქტიურობა, მალხაზი დაოჯახებას არ ფიქრობდა და შენი დამსახურებაა, რომ დღეს ის ბედნიერია? მალხაზს, მექალთანის იმიჯი აქვს, სამი ოჯახი ჰქონდა და შენი მხრიდან, მის გვერდით ყოფნა ერთგვარი რისკი არ იყო?

ხათუნა ფეიქრიშვილი:

- ჩვენი სიყვარული მეგობრობით დაიწყო. სიყვარული უცებ დაგვატყდა თავს, მართლა რომ არ ველოდით, მაშინ. გეთანხმებით, მალხაზი რომ დღეს ბედნიერია, ვფიქრობ, ჩემი დამსახურებაა. რომ შევამჩნიე გრძნობა ჰქონდა და რაღაც აბრკოლებდა, არ მინდოდა ამ ადამიანის დაკარგვა და ვიაქტიურე. ზოგადად, ამ მხრივ, არ ვარ აქტიური ქალი. კაცისკენ პირველი ნაბიჯი მე არასოდეს გადამიდგამს. მალხაზი კი გამონაკლისი აღმოჩნდა. ძალიან მომწონდა, თუმცა შორიდან სულ სხვა იმიჯით ვიცნობდი და ვერ წარმოვიდგენდი, თუ სიყვარულს ასე სერიოზულად უდგებოდა. მეც იმ ასაკში ვარ და ორჯერ არ გამიმართლა. აღარც მეგონა და მჯეროდა, რომ ასეთი ადამიანები არსებობდნენ. ჰოდა, რომ დავინახე, გავიცანი და მისგან გრძნობა ვიგრძენი, ვთქვი, რატომაც არა. თუ არ გამიმართლა, ამასაც გადავიტან, თუ არა და მალხაზი, მესამე და სამართალი იქნება-მეთქი (იცინის).

მალხაზი:

- ადრე, ერთმა ჟურნალისტმა რომ მკითხა, მექალთანე ხართო? არ ვიცოდი ამ სიტყვის მნიშვნელობა, დავიბენი და ვუთხარი: რას ნიშნავს ეს-მეთქი. მიპასუხა: ქალის სიყვარულსო. ჰოდა, მეც ვუთხარი: ღმერთო ჩემო, ღმერთმა კაცად იმიტომ გამაჩინა, რომ ქალი მიყვარდეს-მეთქი (იცინის). მექალთანეობაში თუ ღალატს გულისხმობენ, არასდროს ვყოფილვარ მოღალატე კაცი და არც ერთი ცოლისთვის არ მიღალატია. ქალის მოყვარული, დამცველი და პატივისმცემელი კი სულ ვიყავი და ვარ. მეზიზღება სიტყვა - მექალთანე და ღალატი. ხათუნა ძალიან თბილი ადამიანია და მის გვერდით თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.

ხათუნა:

- საოცარი ადამიანია მალხაზი. დილით ყავას მახვედრებს, მანებივრებს. ცდილობს, ყოველი დღე გამილამაზოს. ისეთი სიურპრიზი მომიწყო დაბადების დღეზე, შოკში ჩამაგდო, ისე მშვიდად იქცეოდა, ცხვირი ჩამოვუშვი, "დავირგუზე". ვიფიქრე, არ ახსოვს ჩემი დაბადების დღე-მეთქი და ასე მოხერხებულად შეკრიბა ჩემი მეგობრები, შვილი, სიძე, შვილიშვილი, ისე მოტყუებით მიმიყვანა საოცრად გალამაზებულ გარემოში და ისე გამაოცა, რომ ვიხსენებ, დღემდე გული ცუდად მიხდება, შოკი მემართება (იცინის). ამაში მისი ქალიშვილი დაეხმარა - ლიკა, თავის სამსახიობო ნიჭიც გამოიყენა, დამიდგა სპექტაკლი და სიურპრიზი ნამდვილად გამოუვიდა.

მალხაზი:

- არც შენ გამიკეთე ნაკლები სიურპრიზი დაბადების დღეზე, შენც დამიდგი სპექტაკლი და დამშოკე (იცინის). ხათუნასაც ჩემი შვილი, ლიკუნა დაეხმარა. ორი გოგო "შეიკრა" და ისეთი დაბადების დღე მომიწყვეს, არასდროს დამავიწყდება. ჩემს ოფისში შემიკრიბა მეგობრები, მოტყუებით მიმიყვანა მეც და ბუშტები, ანთებული სანთლები, ტორტი რომ დამხვდა, კინაღამ გადავირიე. მოკლედ, მეგონა, ოფისში პრობლემა იყო, გიჟივით გავვარდი… და ხათუნას წყალობით, ნათელში მოვხვდი (იცინის).

- როდის გეგმავთ ამ სიყვარულის დაკანონებას? თუ თვლით, რომ გრძნობასა და სიყვარულს ფურცელზე ხელმოწერა არ სჭირდება?

- ძალიან მინდა მახოსთან ჯვრისწერა, მინდა, კურთხეული ოჯახი მქონდეს, მაგრამ მესამე ჯვრისწერა არ გამოდის. სამოქალაქო ქორწინებას კი ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს.

მალხაზი:

- აუცილებლად მოვაწერთ ხელს, რომ მავანნი დამშვიდდნენ. ჯერ არ გვეჩქარება და ამაზე არც მიფიქრია.

ნონა დათეშიძე

ჟურნალი "თბილისელები"

საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება - უახლოესი დღეების პროგნოზი

კორონავირუსით ინფიცირებული ქორწილში იმყოფებოდა - რას ამბობს ამირან გამყრელიძე ვირუსის ახალი შემთხვევების შესახებ

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, "დონას კლასტერთან“ 35-მდე შემთხვევაა დაკავშირებული