პოლიტიკა
სამართალი

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიზნესდავის გადაწყვეტა „კანონიერი ქურდის“ ჩარევით - სპეცოპერაციის შედეგად, შსს-მ სამი პირი დააკავა
ბიზნესდავის გადაწყვეტა „კანონიერი ქურდის“ ჩარევით - სპეცოპერაციის შედეგად, შსს-მ სამი პირი დააკავა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის და სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, მიმ­დი­ნა­რე წლის 23 მარტს და­კა­ვე­ბუ­ლია წარ­სულ­ში სხვა­დას­ხვა მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის­თვის ნა­სა­მარ­თლე­ვი 3 პირი.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რო­ბის ბრალ­დე­ბით, "კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი" - 1970 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბ.ტ. და 1964 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.მ., ხოლო „კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის­თვის“ მი­მარ­თვის ბრალ­დე­ბით - 1959 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რ.ღ. და­ა­კა­ვეს. მათ მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 3-დან 10 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ერთ-ერ­თმა ბრალ­დე­ბულ­მა, რო­მე­ლიც კერ­ძო კომ­პა­ნი­ის მე­წი­ლეა, თა­ვი­სი­ვე ბიზ­ნეს­პარტნი­ორ­თან - აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტორ­თან წარ­მოქ­მნი­ლი და­ვის გა­და­წყვე­ტის მიზ­ნით, დახ­მა­რე­ბის­თვის 2 ნაც­ნობ კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტეტს მი­მარ­თა და კრი­მი­ნა­ლუ­რი გავ­ლე­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით, და­ვის მის სა­სარ­გებ­ლოდ გა­და­წყვე­ტა სთხო­ვა.

VIDEO: რო­გორ და­ა­კა­ვეს "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს" წევ­რე­ბი

გა­მო­ძი­ე­ბამ, ასე­ვე, და­ად­გი­ნა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი შეხ­ვდნენ ბრალ­დე­ბუ­ლის ბიზ­ნეს­პარტნი­ორს, მას გა­ეც­ნენ სა­ზღვარ­გა­რეთ მცხოვ­რე­ბი „კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის“ ზაალ მა­ხა­რობ­ლი­ძის (მეტ­სა­ხე­ლად „გლე­ხო­ვი­ჩის“) წარ­მო­მად­გენ­ლე­ბად და კომ­პა­ნი­ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წი­ლის დათ­მო­ბა მოს­თხო­ვეს. ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რებს შო­რის და­ვის გა­და­წყვე­ტა აღ­ნიშ­ნულ ე.წ. „კა­ნო­ნი­ერ ქურ­დთან“ სა­ტე­ლე­ფო­ნო კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით გაგ­რძელ­და. ზაალ მა­ხა­რობ­ლი­ძემ მხა­რე­ებს შო­რის უთან­ხმო­ე­ბა თა­ვი­სი კრი­მი­ნა­ლუ­რი გავ­ლე­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით, "ქურ­დუ­ლი წე­სე­ბით", ბრალ­დე­ბუ­ლის სა­სარ­გებ­ლოდ გა­და­წყვი­ტა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, სა­მი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლი სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებ­ში და­ა­კა­ვეს.

პო­ლი­ცი­ამ, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნე­ბის ჩხრე­კი­სას, ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი - „აკ-74“-ის მო­დე­ლის ავ­ტო­მა­ტი და "არა­ლის" მო­დე­ლის პის­ტო­ლე­ტი, ასე­ვე, ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი 21 საბ­რძო­ლო ვაზ­ნა, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კა და ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ისი­ნი ერ­თმა­ნეთს და სა­ზღვარ­გა­რეთ მცხოვ­რებ ქარ­თველ „კა­ნო­ნი­ერ ქურ­დს“ უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ.

გა­მო­ძი­ე­ბა "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რო­ბი­სა და "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი­სად­მი" მი­მარ­თვის ფაქ­ტებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 223-ე პრი­მა მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით და 223-ე 4-პრი­მა მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2018 წლის იან­ვრი­დან დღემ­დე პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ე­ცა 5 ე.წ. "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი", და­კა­ვე­ბუ­ლია "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს" 39 წევ­რი, ხოლო სა­მი­ნის­ტროს მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი, კა­ნონ­ში შე­სუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­დე­გად და­მა­ტე­ბუ­ლი ახა­ლი მუხ­ლე­ბით - „ქურ­დულ შეკ­რე­ბა­ში“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის, „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რის, „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რის ან „კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის­თვის“ მი­მარ­თვის ან მი­მარ­თვის შე­დე­გად მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სარ­გებ­ლის მი­ღე­ბის­თვის - 32 პირი.

ევ­რო­პელ კო­ლე­გებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, ევ­რო­კავ­ში­რის წევრ ქვეყ­ნებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მას­შტა­ბუ­რი ერ­თობ­ლი­ვი ოპე­რა­ცი­ე­ბის შე­დე­გად კი და­კა­ვე­ბუ­ლია კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­როს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს 141 მო­ქა­ლა­ქე, მათ შო­რის 10 ე.წ. „კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი“.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ბიზნესდავის გადაწყვეტა „კანონიერი ქურდის“ ჩარევით - სპეცოპერაციის შედეგად, შსს-მ სამი პირი დააკავა

ბიზნესდავის გადაწყვეტა „კანონიერი ქურდის“ ჩარევით - სპეცოპერაციის შედეგად, შსს-მ სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის 23 მარტს დაკავებულია წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი 3 პირი.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით, "კრიმინალური ავტორიტეტები" - 1970 წელს დაბადებული ბ.ტ. და 1964 წელს დაბადებული გ.მ., ხოლო „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით - 1959 წელს დაბადებული რ.ღ. დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა, რომელიც კერძო კომპანიის მეწილეა, თავისივე ბიზნესპარტნიორთან - აღნიშნული კომპანიის დირექტორთან წარმოქმნილი დავის გადაწყვეტის მიზნით, დახმარებისთვის 2 ნაცნობ კრიმინალურ ავტორიტეტს მიმართა და კრიმინალური გავლენის გამოყენებით, დავის მის სასარგებლოდ გადაწყვეტა სთხოვა.

VIDEO: როგორ დააკავეს "ქურდული სამყაროს" წევრები

გამოძიებამ, ასევე, დაადგინა, რომ აღნიშნული პირები შეხვდნენ ბრალდებულის ბიზნესპარტნიორს, მას გაეცნენ საზღვარგარეთ მცხოვრები „კანონიერი ქურდის“ ზაალ მახარობლიძის (მეტსახელად „გლეხოვიჩის“) წარმომადგენლებად და კომპანიის მნიშვნელოვანი წილის დათმობა მოსთხოვეს. ბიზნესპარტნიორებს შორის დავის გადაწყვეტა აღნიშნულ ე.წ. „კანონიერ ქურდთან“ სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით გაგრძელდა. ზაალ მახარობლიძემ მხარეებს შორის უთანხმოება თავისი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, "ქურდული წესებით", ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვიტა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, სამივე ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დააკავეს.

პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი - „აკ-74“-ის მოდელის ავტომატი და "არალის" მოდელის პისტოლეტი, ასევე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 21 საბრძოლო ვაზნა, კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ.

გამოძიება "ქურდული სამყაროს“ წევრობისა და "კანონიერი ქურდისადმი" მიმართვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე 4-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის იანვრიდან დღემდე პასუხისგებაში მიეცა 5 ე.წ. "კანონიერი ქურდი", დაკავებულია "ქურდული სამყაროს" 39 წევრი, ხოლო სამინისტროს მიერ ინიცირებული, კანონში შესული ცვლილებების შედეგად დამატებული ახალი მუხლებით - „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, „ქურდული სამყაროს“ წევრის ან „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ან მიმართვის შედეგად მატერიალური სარგებლის მიღებისთვის - 32 პირი.

ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჩატარებული მასშტაბური ერთობლივი ოპერაციების შედეგად კი დაკავებულია კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული საქართველოს 141 მოქალაქე, მათ შორის 10 ე.წ. „კანონიერი ქურდი“.

"ძლიერი ტკივილი აქვს გულ-მკერდის არეში" - მარნეულში სკოლის დირექტორს მოსწავლეზე ძალადობაში ადანაშაულებენ

"ვახტანგ ჩიქოვანმა ჩვენებისას თქვა, რომ "ტოიოტა ქამრის" მგზავრები შაქარაშვილს იმის გამო დაედევნენ, რათა მანქანა არ დაჯახებოდა" - პროკურორი

"საქმე ეხება ტრანსნაციონალურ დანაშაულს, ათეულობით მილიონი სხვადასხვა ვალუტის თანხების შესაძლო გათეთრებას" - სპეცოპერაციები თბილისში