საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირველად მოთხრობა რომ მიუტანია­ დასაბეჭდად, უთქვამთ, სხვა საქმეს მოჰკიდე ხელიო... - გურამ დოჩანაშვილი 80 წლის გახდა
პირველად მოთხრობა რომ მიუტანია­ დასაბეჭდად, უთქვამთ, სხვა საქმეს მოჰკიდე ხელიო... - გურამ დოჩანაშვილი 80 წლის გახდა

თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის ერთ-ერთ გამო­რ­ჩეულ­ მწე­რალს, გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვილს დღეს, 26 მარტს 80 წელი შე­უს­რულ­და და ამი­ტო­მაც­ თა­მა­მად ვი­ტყვით - 2019 წელი გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლის წე­ლი­წა­დია!

მას­თან ტრა­დი­ცი­უ­ლი­ ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რა თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია, ამი­ტომ "კვი­რის პა­ლიტ­რის" სტა­ტი­აც ჩვე­ნე­ულ-ტრა­დი­ცი­უ­ლი იქ­ნე­ბა - ბა­ტო­ნი გუ­რა­მი­სა­ და ქალ­ბა­ტო­ნი ნა­თე­ლა სე­ფი­აშ­ვი­ლის, მწერ­ლის უსა­ზღვროდ მზრუნ­ვე­ლი მე­უღ­ლის გზა­დაგ­ზა ნა­ამ­ბო­ბი­დან ამოკ­რე­ბი­ლი.

"რა გგო­ნი­ათ, მხო­ლოდ მა­ქებ­ენ?"

ერთხელ სა­უ­ბარს ღი­მი­ლით მო­ა­ყო­ლა: მწე­რა­ლი არ და­ბა­დე­ბუ­ლა ისე, თა­ვი­სით, მით უფრო, მე რო­გორ და­ვი­ბა­დე­ბო­დი? არ არ­სე­ბობს მწე­რა­ლი, კომ­პო­ზი­ტო­რი, მხატ­ვა­რი:­ მწე­რა­ლი არის გა­დამ­წე­რი,­ კომ­პო­ზი­ტო­რი - გა­დამმ­ღე­რე­ბე­ლი, მხატ­ვა­რი­ - გა­დამ­ხა­ტა­ვი, მთა­ვა­რი კი შენ უნდა ამო­იც­ნო - ყვე­ლაფ­რის შე­მოქ­მე­დიო.

პირ­ვე­ლად მო­თხრო­ბა რომ მი­უ­ტა­ნია­ და­სა­ბეჭ­დად, მა­ვანს უთ­ქვამს, სხვა საქ­მეს მოჰ­კი­დე ხე­ლიო. გაბ­რა­ზე­ბულს მისი სა­ხე­ლის პირ­ვე­ლი ასო ამო­უ­კაწ­რავს კე­დელ­ზე­ და ყო­ველ­დღე იმე­ო­რებ­და - "ეს რო­გორ მი­თხრაო".

- რა გგო­ნი­ათ, მხო­ლოდ მა­ქებ­ენ? - სა­უ­ბარ­მა მო­ი­ტა­ნა და მი­თხრა. - მახ­სოვს­, 1971 წელი იქ­ნე­ბო­და, ჩემი მე­ო­თხე­ თუ მე­ხუ­თე წიგ­ნი რომ გა­მო­ვი­და, სა­ჩუქ­რად და­ვა­რი­გე, მაგ­რამ ბე­ბი­ა­ჩე­მის მკვიდ­რი დე­ი­დაშ­ვი­ლი, კა­ტუ­ტა ბე­ბია გა­მომ­რჩა. მა­შინ იაფი იყო და იო­ლად ყი­დუ­ლობ­და ხალ­ხი წიგნს, ამი­ტომ ჩემი პრო­ზა 3 დღე­ში დახ­ლე­ბი­დან გაქ­რა. ბე­ბი­ამ დამ­ტუქ­სა, შე უსინ­დი­სო, კა­კუ­ტა რავა გა­მოგრჩაო? რაღა მექ­ნა?

ერ­თმა კე­თილ­მა კაც­მა მირ­ჩია, აე­რო­პორ­ტის­კენ სამი მა­ღა­ზი­აა, მე­სა­მეს­თან არა­ქარ­თვე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა ცხოვ­რობს და იქ ქარ­თუ­ლი წიგ­ნე­ბი დიდ­ხანს ძლებ­სო. ძლივს­ მი­ვაკ­ვლიე მა­ღა­ზი­ას, შე­ვე­დი და ახალ­გაზ­რდა გამ­ყიდ­ველ­თან ჩემი წიგ­ნი მო­ვი­კი­თხე, თუმ­ცა ვი­ნა­ო­ბა არ გა­მიმ­ხე­ლია. მოკ­ლედ მო­მიჭ­რა, იყო და გა­თავ­დაო! რომ წარ­მო­ვიდ­გი­ნე ბე­ბი­ა­ჩე­მი კა­კუ­ტა და ისიც, რა მო­მე­ლო­და, მო­ვი­წყი­ნე. გამ­ყიდ­ველ­მა ეს შე­ნიშ­ნა და მა­ნუ­გე­შა, რა­ტომ მო­ი­წყი­ნეთ? მე ეგ წიგ­ნი წა­ვი­კი­თხე და თა­ვი­დან ბოლ­ომდე სი­სუ­ლე­ლე­აო, - გუ­ლი­ა­ნი სი­ცი­ლით და­მის­რუ­ლა თხრო­ბა...

"რა დრო გა­სუ­ლა?!"

2019 წელი ორ­მა­გად გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლის წე­ლი­წა­დია - ნა­თე­ლა სე­ფი­აშ­ვილ­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბის 55-ე წლის­თა­ვი!

- გა­ინ­ტე­რე­სებთ, რო­გო­რი იყო მას­თან­ თა­ნა­ცხოვ­რე­ბა? - მე­კი­თხე­ბა ქალ­ბა­ტო­ნი­ ნა­თე­ლა და თა­ვად­ვე გა­ნაგ­რძობს, - ძალ­იან რთუ­ლი. გაც­ნო­ბის დღი­დან ჩვე­ნი მთა­ვა­რი შე­ხე­ბის წერ­ტი­ლი და ბრძო­ლის ველი ბოთ­ლი იყო, სხვა პრობ­ლე­მა არას­დროს შეგვქმნია. სა­ნამ ნაგ­ვის ბუნ­კე­რი გვქონ­და, სას­მელს პირ­და­პირ ვუშ­ვებ­დი­, ახლა ეზო­ში უნდა ჩა­ვი­ტა­ნო. ბო­ლოს, შტო­ფი რომ მო­ი­ტა­ნეს, ავა­ყი­რა­ვე და მეშ­ვი­დე სარ­თუ­ლი­დან პირ­ველ სარ­თუ­ლამ­დე ღვი­ნის მდი­ნა­რე ჩა­დი­ო­და. ამ ბრძო­ლა­ში ტო­მე­ბი და­ი­წე­რა. განა სმის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა აქვს, მაგ­რამ წვე­თიც რომ და­ა­ლე­ვი­ნონ, ვე­ღარ ჩერ­დე­ბა.

"სპი­ლო დი­დია ძაღლზე,/ მელა - მარ­დი­ და ფლი­დი./ შენ ხარ პა­ტა­რა თაგ­ვი,/­ მე კი კატა დიდი და/ ბო­ლოს და­გი­ჭერ მა­ინც..." - ეს სა­ხუ­მა­რო სტრი­ქო­ნე­ბი­ გუ­რამ­მა­ ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის გა­რიჟ­რაჟ­ზე­ და­წე­რა, 5 წე­ლი­წა­დის გან­მავ­ლო­ბა­ში მარ­თლაც და­ჭე­რო­ბა­ნა გვქონ­და... ერთხელ ზე­მელ­ზე გა­დამ­ყიდ­ველ­თან ნა­ყი­დი ჰე­მინ­გუ­ე­ის ტო­მე­ბით უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ხა­რე­ბუ­ლი შევ­დი­ო­დი, გუ­რამს რომ და­ვუ­ნა­ხი­ვარ, უფიქ­რია: მე მწე­რა­ლი გა­მო­ვალ, ამას კი წიგ­ნის კი­თხვა უყ­ვარ­სო და ასე და­მად­გა თვა­ლი.

პირ­ველ კურ­სზე უცხო ენე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე გერ­მა­ნულ ენას ვსწავ­ლობ­დი და შილ­ერის სა­ღა­მო­ზე ჟანა დ,არკს ვთა­მა­შო­ბდი. ამი­ტომ პირ­ვე­ლი კორ­პუ­სის ბაღ­ში ხში­რად შევრბო­დი და გა­მოვრბო­დი, ესე­ნი­ კი: ზვი­ა­დი, მე­რა­ბი, გუ­რა­მი, ვოვა, ნა­ცი­ხა­რე­ბის შა­ი­კა, ის­ხდნენ და მი­რევ­დნენ. სპექტ­აკ­ლი­დან ჩემი ერთი რეპ­ლი­კა­ რომ წა­მო­ი­ძა­ხა ვო­ვამ, გუ­რამ­მა თავ­ში ჩა­ა­თხლი­შა ხელი. კი გა­მიკ­ვირ­და, რა­ტომ აეწ­ვა კუჭი-მეთ­ქი?

ჩვე­ნი პირ­ვე­ლი შვი­ლი ქეთო და გუ­რა­მის პირ­ვე­ლი წიგ­ნი ერ­თად გაჩ­ნდა 1966 წელს, ჩვე­ნი ვა­ჟის, ირაკ­ლის და­ბა­დე­ბა კი მის მწე­რალ­თა კავ­ში­რის წევ­რო­ბას დაემ­თხვა 1968 წელს... რა დრო გა­სუ­ლა? 55 წე­ლი­წა­დია, გუ­რა­მის ცოლი ვარ...ჟურ­ნა­ლის­ტებს რომ გა­ურ­ბის, სულ ვე­უბ­ნე­ბი, მკი­თხველს შე­კი­თხვე­ბი უჩ­ნდე­ბა და რა უფ­ლე­ბა გაქვს, უარს რომ ეუბ­ნე­ბი-მეთ­ქი. მაგ­რამ როცა წერს, მტრი­სას! მთლი­ა­ნად არის როლ­ში შე­სუ­ლი... ყვე­ლა­ზე მშვი­დი პე­რი­ო­დია, როცა ბეჭ­დავს წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

ფოტო: ეროვ­ნუ­ლი ფო­ტო­მა­ტი­ა­ნე

ავტორი:

პირველად მოთხრობა რომ მიუტანია­ დასაბეჭდად, უთქვამთ, სხვა საქმეს მოჰკიდე ხელიო... - გურამ დოჩანაშვილი 80 წლის გახდა

პირველად მოთხრობა რომ მიუტანია­ დასაბეჭდად, უთქვამთ, სხვა საქმეს მოჰკიდე ხელიო... - გურამ დოჩანაშვილი 80 წლის გახდა

თანამედროვეობის ერთ-ერთ გამორჩეულ მწერალს, გურამ დოჩანაშვილს დღეს, 26 მარტს 80 წელი შეუსრულდა და ამიტომაც თამამად ვიტყვით - 2019 წელი გურამ დოჩანაშვილის წელიწადია!

მასთან ტრადიციული ინტერვიუს ჩაწერა თითქმის შეუძლებელია, ამიტომ "კვირის პალიტრის" სტატიაც ჩვენეულ-ტრადიციული იქნება - ბატონი გურამისა და ქალბატონი ნათელა სეფიაშვილის, მწერლის უსაზღვროდ მზრუნველი მეუღლის გზადაგზა ნაამბობიდან ამოკრებილი.

"რა გგონიათ, მხოლოდ მაქებენ?"

ერთხელ საუბარს ღიმილით მოაყოლა: მწერალი არ დაბადებულა ისე, თავისით, მით უფრო, მე როგორ დავიბადებოდი? არ არსებობს მწერალი, კომპოზიტორი, მხატვარი: მწერალი არის გადამწერი, კომპოზიტორი - გადამმღერებელი, მხატვარი - გადამხატავი, მთავარი კი შენ უნდა ამოიცნო - ყველაფრის შემოქმედიო.

პირველად მოთხრობა რომ მიუტანია დასაბეჭდად, მავანს უთქვამს, სხვა საქმეს მოჰკიდე ხელიო. გაბრაზებულს მისი სახელის პირველი ასო ამოუკაწრავს კედელზე და ყოველდღე იმეორებდა - "ეს როგორ მითხრაო".

- რა გგონიათ, მხოლოდ მაქებენ? - საუბარმა მოიტანა და მითხრა. - მახსოვს, 1971 წელი იქნებოდა, ჩემი მეოთხე თუ მეხუთე წიგნი რომ გამოვიდა, საჩუქრად დავარიგე, მაგრამ ბებიაჩემის მკვიდრი დეიდაშვილი, კატუტა ბებია გამომრჩა. მაშინ იაფი იყო და იოლად ყიდულობდა ხალხი წიგნს, ამიტომ ჩემი პროზა 3 დღეში დახლებიდან გაქრა. ბებიამ დამტუქსა, შე უსინდისო, კაკუტა რავა გამოგრჩაო? რაღა მექნა?

ერთმა კეთილმა კაცმა მირჩია, აეროპორტისკენ სამი მაღაზიაა, მესამესთან არაქართველი მოსახლეობა ცხოვრობს და იქ ქართული წიგნები დიდხანს ძლებსო. ძლივს მივაკვლიე მაღაზიას, შევედი და ახალგაზრდა გამყიდველთან ჩემი წიგნი მოვიკითხე, თუმცა ვინაობა არ გამიმხელია. მოკლედ მომიჭრა, იყო და გათავდაო! რომ წარმოვიდგინე ბებიაჩემი კაკუტა და ისიც, რა მომელოდა, მოვიწყინე. გამყიდველმა ეს შენიშნა და მანუგეშა, რატომ მოიწყინეთ? მე ეგ წიგნი წავიკითხე და თავიდან ბოლომდე სისულელეაო, - გულიანი სიცილით დამისრულა თხრობა...

"რა დრო გასულა?!"

2019 წელი ორმაგად გურამ დოჩანაშვილის წელიწადია - ნათელა სეფიაშვილთან თანაცხოვრების 55-ე წლისთავი!

- გაინტერესებთ, როგორი იყო მასთან თანაცხოვრება? - მეკითხება ქალბატონი ნათელა და თავადვე განაგრძობს, - ძალიან რთული. გაცნობის დღიდან ჩვენი მთავარი შეხების წერტილი და ბრძოლის ველი ბოთლი იყო, სხვა პრობლემა არასდროს შეგვქმნია. სანამ ნაგვის ბუნკერი გვქონდა, სასმელს პირდაპირ ვუშვებდი, ახლა ეზოში უნდა ჩავიტანო. ბოლოს, შტოფი რომ მოიტანეს, ავაყირავე და მეშვიდე სართულიდან პირველ სართულამდე ღვინის მდინარე ჩადიოდა. ამ ბრძოლაში ტომები დაიწერა. განა სმის მოთხოვნილება აქვს, მაგრამ წვეთიც რომ დაალევინონ, ვეღარ ჩერდება.

"სპილო დიდია ძაღლზე,/ მელა - მარდი და ფლიდი./ შენ ხარ პატარა თაგვი,/ მე კი კატა დიდი და/ ბოლოს დაგიჭერ მაინც..." - ეს სახუმარო სტრიქონები გურამმა ჩვენი ურთიერთობის გარიჟრაჟზე დაწერა, 5 წელიწადის განმავლობაში მართლაც დაჭერობანა გვქონდა... ერთხელ ზემელზე გადამყიდველთან ნაყიდი ჰემინგუეის ტომებით უნივერსიტეტში გახარებული შევდიოდი, გურამს რომ დავუნახივარ, უფიქრია: მე მწერალი გამოვალ, ამას კი წიგნის კითხვა უყვარსო და ასე დამადგა თვალი.

პირველ კურსზე უცხო ენების ფაკულტეტზე გერმანულ ენას ვსწავლობდი და შილერის საღამოზე ჟანა დ,არკს ვთამაშობდი. ამიტომ პირველი კორპუსის ბაღში ხშირად შევრბოდი და გამოვრბოდი, ესენი კი: ზვიადი, მერაბი, გურამი, ვოვა, ნაციხარების შაიკა, ისხდნენ და მირევდნენ. სპექტაკლიდან ჩემი ერთი რეპლიკა რომ წამოიძახა ვოვამ, გურამმა თავში ჩაათხლიშა ხელი. კი გამიკვირდა, რატომ აეწვა კუჭი-მეთქი?

ჩვენი პირველი შვილი ქეთო და გურამის პირველი წიგნი ერთად გაჩნდა 1966 წელს, ჩვენი ვაჟის, ირაკლის დაბადება კი მის მწერალთა კავშირის წევრობას დაემთხვა 1968 წელს... რა დრო გასულა? 55 წელიწადია, გურამის ცოლი ვარ...ჟურნალისტებს რომ გაურბის, სულ ვეუბნები, მკითხველს შეკითხვები უჩნდება და რა უფლება გაქვს, უარს რომ ეუბნები-მეთქი. მაგრამ როცა წერს, მტრისას! მთლიანად არის როლში შესული... ყველაზე მშვიდი პერიოდია, როცა ბეჭდავს წაიკითხეთ ვრცლად

ფოტო: ეროვნული ფოტომატიანე

"ერთ დროს ძალიან მიჭირდა, უფასო სასადილოდან საჭმელი მომქონდა შვილისთვის, რომელსაც ძმა ჰყავდა გარდაცვლილი" - როგორ ცხოვრობდა კაცი, რომელიც ყველას უყვარდა

მწერალი გურამ დოჩანაშვილი გარდაიცვალა

სამების ტაძარში, სადაც ანზორ ერქომაიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, ბიძინა ივანიშვილი მივიდა