ავტორი:

"ისე ვიცხოვრებ, როგორც შენ გინდოდა, მამ..." - რას წერს ნინი ბადურაშვილი გარდაცვლილ მამაზე

"ისე ვიცხოვრებ, როგორც შენ გინდოდა, მამ..." - რას წერს ნინი ბადურაშვილი გარდაცვლილ მამაზე

57 წლის ასაკში რეჟისორი ერეკლე ბადურაშვილი გარდაიცვალა. რეჟისორი თირკმლის უკმარისობით გარდაიცვალა. ბადურაშვილი გუშინ ღამით კლინიკაში მოათავსეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გარდაცლილ მამას სოციალურ ქსელში პოსტს უძღვნის და ემოციური სიტყვებით ემშვიდობება მომღერალი ნინი ბადურაშვილი:

"დრო მოვა და ერთად ვიქნებით, მაგრამ ჯერ არა... ისე ვიცხოვრებ როგორც შენ გინდოდა მამ... მიყვარხარ და გემშვიდობები... შეხვედრამდე" - წერს ნინი ბადურაშვილი.

ერეკლე ბადურაშვილის რეჟისორობით გადაღებულია ფილმები - "ავტოპორტრეტი"(1987), "ცოდვის დღესასწაული"(1990), "თბილისი ჩემი სახლია"(1994), "კიდევ ერთი ქართული ისტორია" (2003); სცენარის ავტორია ფილმების: "ავტოპორტრეტი"(1987), "ცოდვის დღესასწაული"(1990).

2017 წელს ბადურაშვილმა დაიწყო ახალი ფილმის - “ხიდის” გადაღებები, რომელიც პირველი ქართულ-თურქული მხატვრული ფილმია. გადაღებები ბათუმში, თბილისსა და სტამბოლში მიმდინარეობდა.

"კლინიკიდან დღეს გამომწერეს და უკვე სახლში ვარ, Covid19-ის დადასტურებიდან მე-11-ე დღეა" - რას წერს ნოდიკო ტატიშვილი

"არ არსებობს "კეთილი" ყაჩაღი. არ აქვს მნიშვნელობა ხაჭაპური აჭამა მძევლებს თუ ტერფების მასაჟი შესთავაზა" - გიორგი გობრონიძე

"იყვნენ სამნი. აქედან ორი ფეიკმძევალი" - გვარამია ამტკიცებს, რომ ზუგდიდში, ბანკზე თავდამსხმელის ვინაობა უცნობმა წყარომ აცნობა