კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ღმერთმა იცის, რომ ეს მახოს გაკეთებული არ არის" - მალხაზ კობაურის დედის კომენტარი ვერდიქტის შემდეგ და კადრები სასამართლოდან
"ღმერთმა იცის, რომ ეს მახოს გაკეთებული არ არის" - მალხაზ კობაურის დედის კომენტარი ვერდიქტის შემდეგ და კადრები სასამართლოდან

მე სა­მარ­თალს ვერ ვი­პო­ვი, სა­ნამ ესე­ნი მე­ფო­ბენ. ღმერ­თმა იცის, რომ ეს მა­ხოს გა­კე­თე­ბუ­ლი არ არის. ღმერ­თმა იცის, იქ რაც მოხ­და, ღმერ­თი გას­ცემს ყვე­ლას სა­კად­რის პა­სუხს, ჩემს შვილ­საც და ყვე­ლას, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს მალ­ხაზ კო­ბა­უ­რის დე­დამ მა­რი­ამ მარ­ტი­აშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

"ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჩვენ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, მაგ­რამ ყვე­ლაფ­რის­თვის მზად ვი­ყა­ვით. ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იმი­ტომ მი­ი­ღეს, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან ზე­წო­ლის ქვეშ იყ­ვნენ. ძა­ლი­ან კარ­გად იცო­და ოპრკუ­რა­ტუ­რამ, რაც ხდე­ბო­და აქ, მაგ­რამ ამე­რი­კას რო­გორ აწყე­ნი­ნე­ბენ, აბა ქარ­თვე­ლი ყო­ფი­ლი­ყო და ის მო­ეკ­ლათ. მე ყვე­ლა­ფერს მო­ვე­ლო­დი ამათ­გან. რა უნდა ვთქვა, შოკ­ში ვარ, სირ­ცხვი­ლი მარ­თლა სა­ქარ­თვე­ლოს", -გა­ნა­ცხა­და მა­რი­ამ მარ­ტი­აშ­ვილ­მა.

ხა­დას ხე­ო­ბა­ში სმი­ტე­ბის ოჯა­ხის სამი წევ­რის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ მალ­ხაზ კო­ბა­ურს ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი ვერ­დიქ­ტი გა­მო­უ­ტა­ნეს. კო­ბა­უ­რი ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა წარ­დგე­ნილ ყვე­ლა ბრალ­ში ერ­თხმად დამ­ნა­შა­ვედ სცნეს, მათ შო­რის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ში.

მსა­ჯუ­ლე­ბი სა­თათ­ბი­რო ოთახ­ში 4 სა­ა­თი მსჯე­ლობ­დნენ. მალ­ხაზ კო­ბა­ურს ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის „გ“, მე-2 ნა­წი­ლის „ბ“, მე-3 ნა­წი­ლის „ა“ და „ბ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით და 137-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით ჰქონ­და წარ­დგე­ნი­ლი, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას სხვა და­ნა­შა­უ­ლის გა­ად­ვი­ლე­ბი­სა და და­ფარ­ვის მიზ­ნით, სამი პი­რის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით მკვლე­ლო­ბას, წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ მკვლე­ლო­ბა­სა და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბას გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი 16-დან 20-წლამ­დე, ან უვა­დო პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ფოტო: ეკუ­ნა ლე­მონ­ჯა­ვა

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ღმერთმა იცის, რომ ეს მახოს გაკეთებული არ არის" - მალხაზ კობაურის დედის კომენტარი ვერდიქტის შემდეგ და კადრები სასამართლოდან

"ღმერთმა იცის, რომ ეს მახოს გაკეთებული არ არის" - მალხაზ კობაურის დედის კომენტარი ვერდიქტის შემდეგ და კადრები სასამართლოდან

მე სამართალს ვერ ვიპოვი, სანამ ესენი მეფობენ. ღმერთმა იცის, რომ ეს მახოს გაკეთებული არ არის. ღმერთმა იცის, იქ რაც მოხდა, ღმერთი გასცემს ყველას საკადრის პასუხს, ჩემს შვილსაც და ყველას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მალხაზ კობაურის დედამ მარიამ მარტიაშვილმა განუცხადა.

"ეს გადაწყვეტილება ჩვენთვის მოულოდნელი იყო, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვიყავით. ნაფიცმა მსაჯულებმა ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ პროკურატურისგან ზეწოლის ქვეშ იყვნენ. ძალიან კარგად იცოდა ოპრკურატურამ, რაც ხდებოდა აქ, მაგრამ ამერიკას როგორ აწყენინებენ, აბა ქართველი ყოფილიყო და ის მოეკლათ. მე ყველაფერს მოველოდი ამათგან. რა უნდა ვთქვა, შოკში ვარ, სირცხვილი მართლა საქართველოს", -განაცხადა მარიამ მარტიაშვილმა.

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს. კობაური ნაფიცმა მსაჯულებმა წარდგენილ ყველა ბრალში ერთხმად დამნაშავედ სცნეს, მათ შორის გაუპატიურებაში.

მსაჯულები სათათბირო ოთახში 4 საათი მსჯელობდნენ. მალხაზ კობაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც განზრახ მკვლელობას სხვა დანაშაულის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, სამი პირის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობას, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ მკვლელობასა და გაუპატიურებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 16-დან 20-წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ფოტო: ეკუნა ლემონჯავა

ყანდაურას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ნოდარ გამყრელიძეს ბრალი დაუმძიმდა - მას დედის და კიდევ ოთხი პირის მკვლელობას ედავებიან

დავით ცინარიძის მეუღლე უარყოფს, რომ ქმარმა იარაღიდან დამიზნებით ესროლა - პროკურატურა

"ყოფას გიტირებ" იყო ნათქვამი... იარაღი შემთხვევით გაუვარდა" - დავით ცინარიძის ადვოკატი