საზოგადოება
Faceამბები
კონფლიქტები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაუყოვნებელ რეაგირებას მოითხოვს" - დეკანოზ მამალაძის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს
"მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაუყოვნებელ რეაგირებას მოითხოვს" - დეკანოზ მამალაძის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

ად­ვო­კა­ტი და­ვით ჯან­დი­ე­რი დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ.

"მქონ­და შეხ­ვედ­რა დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძეს­თან. დღეს მან უარი გა­ნა­ცხა­და სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის N18 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა­ზე. სამ­წუ­ხა­როდ ჩვე­ნი რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი შეხ­ვედ­რა ისე დას­რულ­და, ვერ შევ­ძე­ლი გა­და­მერ­წმუ­ნე­ბი­ნა. დღეს­ვე მქონ­და შეხ­ვედ­რა სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, რომ­ლე­ბიც ახლო სა­ა­თებ­ში მო­ი­ნა­ხუ­ლე­ბენ მსჯავ­რდე­ბულ დე­კა­ნოზს. ქვე­მოთ გად­მო­ცე­მუ­ლია მის ჯან­მრთე­ლო­ბა­სა და ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის პი­რო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია.

დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე ო.ღუ­დუ­შა­უ­რის სა­ხე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი­დან 2019 წლის 22 თე­ბერ­ვალს მისი ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ და მკურ­ნალ ექიმ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად გა­დაყ­ვა­ნი­ლი იქნა სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სა­სა­ხუ­რის N18 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის სა­მე­დი­ცი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მიერ გა­ცე­მუ­ლი გა­რან­ტი­ე­ბი გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის სამ­კურ­ნა­ლო პი­რო­ბე­ბის სა­თა­ნა­დოდ უზ­რუნ­ველ­ყო­ფის შე­სა­ხებ, არ შეს­რუ­ლე­ბუ­ლა. კერ­ძოდ, პა­ტი­მარს დღემ­დე არ უტარ­დე­ბა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის სა­ჭი­რო/აუ­ცი­ლე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, თუ არ ჩავ­თვლით ხელ­სა და ფეხ­ზე ვარ­ჯიშს. ძი­რი­თად დი­აგ­ნოს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არა­სა­თა­ნა­დო მკურ­ნა­ლო­ბის გარ­და, პა­ტიმ­რის გან­ცხა­დე­ბით, ბოლო პე­რი­ოდ­ში მას აღე­ნიშ­ნე­ბა მკვეთ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი ცვა­ლე­ბა­დო­ბა, აქვს ოფ­ლი­ა­ნო­ბა, რისი გა­მომ­წვვე­ვი მი­ზე­ზიც არ დად­გე­ნი­ლა.

და­მა­ტე­ბით, რამ­დე­ნი­მე დღის წინ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე გა­ცივ­და. მას გა­ე­წია სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა, მაგ­რამ არა­ე­ფექ­ტუ­რად. გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძემ ჩემ­თან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ ერ­თის მხრივ, კლი­ნი­კამ ის უზ­რუნ­ველ­ყო და­ბა­ლი ხა­რის­ხის მე­დი­კა­მენ­ტით, მე­ო­რეს მხრივ კი სხვა მის­თვის სა­ჭი­რო მე­დი­კა­მენ­ტი, რომ­ლის მა­რა­გი კლი­ნი­კას ჰქონ­და - არ მი­ე­წო­და; ად­გი­ლი ჰქონ­და შემ­თხვე­ვას, რო­დე­საც ექი­მის მიერ და­ნიშ­ნუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტი სა­ერ­თოდ არ მი­ე­წო­და. ხაზი უნდა გა­ეს­ვას იმ გა­რე­მო­ე­ბას, რომ მკურ­ნა­ლი ექიმს ის არ უნა­ხავს პა­რას­კე­ვის შემ­დეგ დღე­ვან­დე­ლი დღის 16 სა­ა­თამ­დე, რა დრო­საც დავ­ტო­ვე N18 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა.

შეხ­ვედ­რა­ზე დე­კა­ნოზ­მა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ მო­რი­გე ექიმს მის­თვის ნათ­ქვა­მი ჰქონ­და, რომ მას ჰქონ­და ბრონ­ქი­ტი. ამ დი­აგ­ნო­ზის, ასე­ვე ტემ­პე­რა­ტუ­რულ ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გარ­კვე­ვის მიზ­ნით, მთა­ვა­რი ექი­მის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ და მთა­ვა­რი ექი­მის მო­ად­გი­ლის, ასე­ვე მო­რი­გე ექი­მის თან­დას­წრე­ბით მოვ­თხო­ვეთ სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი ბა­რა­თი. სა­ათ­ზე მეტი ხნის ლო­დი­ნის შემ­დეგ, რომ­ლის გან­მავ­ლო­ბა­შიც სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი შეხ­ვედ­რის ოთა­ხი­დან უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა რამ­დენ­ჯერ­მე გა­იყ­ვა­ნეს, შე­სა­ბა­მის­მა თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ მო­რი­გე ექიმ­მა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი ბა­რა­თი, რო­მელ­შიც შე­ი­ტა­ნე­ბა ინ­ფორ­მა­ცია პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ, მო­რი­გე ექიმ­მა დი­ლით ჩა­კე­ტა სე­იფ­ში და წა­ვი­და. მთა­ვა­რი ექი­მის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლის გან­ცხა­დე­ბით, მო­რი­გე ექიმს და­უ­რე­კეს და უთხრეს მო­სუ­ლი­ყო, თუმ­ცა პა­ტი­მარ­მა არ მო­ი­სურ­ვა და­ლო­დე­ბა, ვი­ნა­ი­დან აღ­ნიშ­ნულ­მა უხეშ­მა და და­უ­ჯე­რე­ბელ­მა დარ­ღვე­ვამ გა­ა­ჩი­ნა და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ვა­რა­უ­დი, რომ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სტა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბა­რათ­ში არ­სე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის შეც­ვლა/და­ზუს­ტე­ბა/შეს­წო­რე­ბა.

პა­ტი­მარ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის პი­რო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, და­მა­ტე­ბით უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ მის პა­ლა­ტა­ში, რო­მე­ლიც გად­მო­ცე­მით ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სოა შე­ნო­ბა­ში, პე­რი­ო­დუ­ლად ითი­შე­ბა გათ­ბო­ბა, ასე­ვე შე­ფერ­ხე­ბე­ბია ცხე­ლი წყლის მი­წო­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში პა­ტი­მარ­მა 4 ჯერ იბა­ნა­ვა, აქე­დან ორ­ჯერ ცხე­ლი, ხოლო ორ შემ­თხვე­ვა­ში - გრი­ლი წყლით, რაც მისი გან­ცხა­დე­ბით მისი გა­ცი­ვე­ბა გა­მო­იწ­ვია. და­მა­ტე­ბით ხაზი უნდა გა­ეს­ვას იმ გა­რე­მო­ე­ბას, რომ მისი ძი­რი­თა­დი დი­აგ­ნო­ზის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის N18 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის სხვა პი­რო­ბე­ბიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მძი­მეა არამ­ყუდ­რო გა­რე­მოს გამო, რაც ამ­ძაფ­რებს მის ისე­დაც სტრე­სულ მდგო­მა­რე­ო­ბას. დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის მდგო­მა­რე­ო­ბას ამ­ძაფ­რებს ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ N18 და­წე­სე­ბუ­ლე­ბას არა აქვს სა­მარ­ხო მე­ნიუ, რის გა­მოც ის იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და სა­ჩივ­რით მი­ე­მარ­თა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის­თვის.

დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე მი­ე­სალ­მე­ბა 2019 წლის 7 მარტს სა­ექ­სპერ­ტო დას­კვნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მიერ გა­ცე­მულ რე­კო­მენ­და­ცი­ას. სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა რე­კო­მენ­და­ცი­ით მი­მარ­თა უშუ­ა­ლოდ იუს­ტი­ცი­ის მი­ნისტრს პა­ტი­მარ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის გა­დაყ­ვა­ნის შე­სა­ხებ სა­მო­ქა­ლა­ქო ტი­პის სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ჭი­რო მკურ­ნა­ლო­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად. სა­მი­ნის­ტროს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის რე­კო­მენ­და­ცი­ა­ზე რე­ა­გი­რე­ბის­თვის 2 დღე დარ­ჩა. რე­კო­მენ­და­ცი­ა­ზე რე­ა­გი­რე­ბის არ­ქო­ნა 18 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მომ­ჩივ­ნის რწმე­ნით ადას­ტუ­რებს სა­მი­ნის­ტროს არა­სენ­სი­ტი­უ­რო­ბას დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის ჯან­მრთე­ლო­ბის სა­კი­თხი­სად­მი, რაც და­ა­დას­ტუ­რა იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის 2019 წლის 20 მარ­ტის სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბამ იმის თა­ო­ბა­ზე, თით­ქოს ორი სხვა­დას­ხვა, წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვი დას­კვნა არ­სე­ბობს მომ­ჩივ­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ, არა­და ორი­ვე დას­კვნა ავ­სებს ერ­თმა­ნეთს და სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მიერ ისი­ნი მი­ე­თი­თა, რო­გორც მის მიერ გა­ცე­მუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ის გა­მამ­ყა­რე­ბე­ლი ორი სხვა­დას­ხვა დო­კუ­მენ­ტი. სამ­წუ­ხა­როდ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი სა­კუ­თარ თავს აძ­ლევს უფ­ლე­ბას ტყუ­ი­ლე­ბი იკად­როს, რო­დე­საც სა­კი­თხი ადა­მი­ა­ნის ფუნ­და­მენ­ტურ უფ­ლე­ბას, მის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას ეხე­ბა.

დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მო­ი­თხოვს და­უ­ყოვ­ნე­ბელ რე­ა­გი­რე­ბას. გა­მოვ­თქვამთ იმედს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უმოკ­ლეს პე­რი­ოდ­ში მი­ი­ღებს ზო­მებს პა­ტიმ­რის უფ­ლე­ბე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ავტორი:

"მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაუყოვნებელ რეაგირებას მოითხოვს" - დეკანოზ მამალაძის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

"მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაუყოვნებელ რეაგირებას მოითხოვს" - დეკანოზ მამალაძის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

ადვოკატი დავით ჯანდიერი დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"მქონდა შეხვედრა დეკანოზ გიორგი მამალაძესთან. დღეს მან უარი განაცხადა სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 დაწესებულების მიერ მოწოდებული საკვების მიღებაზე. სამწუხაროდ ჩვენი რამდენიმესაათიანი შეხვედრა ისე დასრულდა, ვერ შევძელი გადამერწმუნებინა. დღესვე მქონდა შეხვედრა სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან, რომლებიც ახლო საათებში მოინახულებენ მსჯავრდებულ დეკანოზს. ქვემოთ გადმოცემულია მის ჯანმრთელობასა და ზემოაღნიშნულ დაწესებულებაში ყოფნის პირობებთან დაკავშირებული ინფორმაცია.

დეკანოზი გიორგი მამალაძე ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრიდან 2019 წლის 22 თებერვალს მისი ნების საწინააღმდეგოდ და მკურნალ ექიმზე განხორციელებული ზემოქმედების შედეგად გადაყვანილი იქნა სპეციალური პენიტენციური სასახურის N18 დაწესებულებაში. სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მიერ გაცემული გარანტიები გიორგი მამალაძის სამკურნალო პირობების სათანადოდ უზრუნველყოფის შესახებ, არ შესრულებულა. კერძოდ, პატიმარს დღემდე არ უტარდება რეაბილიტაციისთვის საჭირო/აუცილებელი ღონისძიებები, თუ არ ჩავთვლით ხელსა და ფეხზე ვარჯიშს. ძირითად დიაგნოსთან დაკავშირებული არასათანადო მკურნალობის გარდა, პატიმრის განცხადებით, ბოლო პერიოდში მას აღენიშნება მკვეთრი ტემპერატურული ცვალებადობა, აქვს ოფლიანობა, რისი გამომწვვევი მიზეზიც არ დადგენილა.

დამატებით, რამდენიმე დღის წინ გიორგი მამალაძე გაცივდა. მას გაეწია სამედიცინო დახმარება, მაგრამ არაეფექტურად. გიორგი მამალაძემ ჩემთან საუბრისას აღნიშნა, რომ ერთის მხრივ, კლინიკამ ის უზრუნველყო დაბალი ხარისხის მედიკამენტით, მეორეს მხრივ კი სხვა მისთვის საჭირო მედიკამენტი, რომლის მარაგი კლინიკას ჰქონდა - არ მიეწოდა; ადგილი ჰქონდა შემთხვევას, როდესაც ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტი საერთოდ არ მიეწოდა. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ მკურნალი ექიმს ის არ უნახავს პარასკევის შემდეგ დღევანდელი დღის 16 საათამდე, რა დროსაც დავტოვე N18 დაწესებულება.

შეხვედრაზე დეკანოზმა გიორგი მამალაძემ განაცხადა, რომ მორიგე ექიმს მისთვის ნათქვამი ჰქონდა, რომ მას ჰქონდა ბრონქიტი. ამ დიაგნოზის, ასევე ტემპერატურულ ცვლილებებთან დაკავშირებული ინფორმაციის გარკვევის მიზნით, მთავარი ექიმის მოვალეობის შემსრულებელ და მთავარი ექიმის მოადგილის, ასევე მორიგე ექიმის თანდასწრებით მოვთხოვეთ სტაციონარული ბარათი. საათზე მეტი ხნის ლოდინის შემდეგ, რომლის განმავლობაშიც სამედიცინო პერსონალი შეხვედრის ოთახიდან უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა რამდენჯერმე გაიყვანეს, შესაბამისმა თანამდებობის პირებმა განაცხადეს, რომ მორიგე ექიმმა გიორგი მამალაძის სტაციონარული ბარათი, რომელშიც შეიტანება ინფორმაცია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მორიგე ექიმმა დილით ჩაკეტა სეიფში და წავიდა. მთავარი ექიმის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, მორიგე ექიმს დაურეკეს და უთხრეს მოსულიყო, თუმცა პატიმარმა არ მოისურვა დალოდება, ვინაიდან აღნიშნულმა უხეშმა და დაუჯერებელმა დარღვევამ გააჩინა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მიმდინარეობდა სტაციონალური ბარათში არსებული ჩანაწერების შეცვლა/დაზუსტება/შესწორება.

პატიმარ გიორგი მამალაძის პირობებთან დაკავშირებით, დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მის პალატაში, რომელიც გადმოცემით ერთ-ერთი საუკეთესოა შენობაში, პერიოდულად ითიშება გათბობა, ასევე შეფერხებებია ცხელი წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით. ერთი თვის განმავლობაში პატიმარმა 4 ჯერ იბანავა, აქედან ორჯერ ცხელი, ხოლო ორ შემთხვევაში - გრილი წყლით, რაც მისი განცხადებით მისი გაცივება გამოიწვია. დამატებით ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ მისი ძირითადი დიაგნოზის გათვალისწინებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 დაწესებულებაში ყოფნის სხვა პირობებიც განსაკუთრებულად მძიმეა არამყუდრო გარემოს გამო, რაც ამძაფრებს მის ისედაც სტრესულ მდგომარეობას. დეკანოზ გიორგი მამალაძის მდგომარეობას ამძაფრებს ის გარემოება, რომ N18 დაწესებულებას არა აქვს სამარხო მენიუ, რის გამოც ის იძულებული გახდა საჩივრით მიემართა ადმინისტრაციისთვის.

დეკანოზი გიორგი მამალაძე მიესალმება 2019 წლის 7 მარტს საექსპერტო დასკვნების საფუძველზე სახალხო დამცველის მიერ გაცემულ რეკომენდაციას. სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა უშუალოდ იუსტიციის მინისტრს პატიმარ გიორგი მამალაძის გადაყვანის შესახებ სამოქალაქო ტიპის სამკურნალო დაწესებულებაში, მისი ჯანმრთელობისთვის საჭირო მკურნალობის ჩასატარებლად. სამინისტროს სახალხო დამცველის რეკომენდაციაზე რეაგირებისთვის 2 დღე დარჩა. რეკომენდაციაზე რეაგირების არქონა 18 დღის განმავლობაში მომჩივნის რწმენით ადასტურებს სამინისტროს არასენსიტიურობას დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის საკითხისადმი, რაც დაადასტურა იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 20 მარტის საჯარო განცხადებამ იმის თაობაზე, თითქოს ორი სხვადასხვა, წინააღმდეგობრივი დასკვნა არსებობს მომჩივნის ჯანმრთელობის შესახებ, არადა ორივე დასკვნა ავსებს ერთმანეთს და სახალხო დამცველის მიერ ისინი მიეთითა, როგორც მის მიერ გაცემული რეკომენდაციის გამამყარებელი ორი სხვადასხვა დოკუმენტი. სამწუხაროდ იუსტიციის მინისტრი საკუთარ თავს აძლევს უფლებას ტყუილები იკადროს, როდესაც საკითხი ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას, მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს დაუყოვნებელ რეაგირებას. გამოვთქვამთ იმედს, ხელისუფლება უმოკლეს პერიოდში მიიღებს ზომებს პატიმრის უფლებების უზრუნველსაყოფად", - აღნიშნულია განცხადებაში.

"ჩვენთან 3 ახალშობილია მოთავსებული, რომელთა მდგომარეობა მძიმეა" - ლევან რატიანი

როგორია კორონავირუსით ინფიცირებული ძველი და ახალი პაციენტების მდგომარეობა - უახლესი მონაცემები სხვადასხვა კლინიკიდან

ესპანელი მედიკოსების თქმით, კორონავირუსის გამოსავლენი ჩინური სწრაფი ტესტები ზუსტ პასუხს არ იძლევა