ავტორი:

"ყოველთვის თბილი და გამორჩეული მემახსოვრები" - ვინ იყო 32 წლის გოგო, რომელიც სა­ირ­მე­ში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა

"ყოველთვის თბილი და გამორჩეული მემახსოვრები" - ვინ იყო 32 წლის გოგო, რომელიც სა­ირ­მე­ში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, კურორტ საირმეში უბედური შემთხვევას 32 წლის გოგო ემსხვერპლა. იგი სასტუმროს შენობის მეოთხე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

Ambebi.ge-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი 32 წლის ლიკა კბილაშვილია, იგი აღნიშნულ სასტუმროში მუშაობდა. ერთ-ერთი ვერსიით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც გოგონა ფანჯარას წმენდდა.

მეგობრები ლიკას მხიარული ადამიანად ახასიათებენ. მომხდარის შემდეგ ისინი "ფეისბუქზე" გარდაცვლილი გოგონას გამოსამშვიდობებელ პოსტებს წერენ:

"ლიკუუ, კიდევ არ მჯერა. ყოველთვის ისეთი თბილი და გამორჩეული მემახსოვრები, როგორიც იყავი";

"არ ვიცი რა ვთქვა... გული ჩამწყდა... არ მინდა წარმოვიდგინო, რომ ვეღარ გნახავ... ყოველთვის გამორჩეული იყავი და ასე დარჩები ჩემთვის მუდამ! შენ ყოველთვის დარჩები ჩემს მეხსიერებაში, როგორც ცოცხალი";

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ