პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა სქემით ცდილობს რუსეთი, საქართველოში საავტორო უფლებების მართვაზე გავლენა მოიპოვოს
რა სქემით ცდილობს რუსეთი, საქართველოში საავტორო უფლებების მართვაზე გავლენა მოიპოვოს

რუ­სე­თის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ტე­ლექ­ტის ოკუ­პა­ცი­ის მცდე­ლო­ბა გრელ­დე­ბა და ძლი­ერ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცია (GCA) კი­დევ ერთხელ აფრ­თხი­ლებს.

GCA-ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ რუ­სე­თის მფარ­ვე­ლო­ბის ქვეშ შექ­მნი­ლი ჯგუ­ფი ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რებს აქ­ტი­უ­რად უკავ­შირ­დე­ბა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­ნაც­ვლოდ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ჰო­ნო­რა­რის გა­დახ­დას ჰპირ­დე­ბა.

„გვსურს, მთე­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით გან­ვა­ცხა­დოთ, რომ მათი მცდე­ლო­ბა კა­ნონს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა და და­პი­რე­ბე­ბი მოს­ყიდ­ვის ნიშ­ნებს ატა­რებს, რად­გან ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შექ­მნის შე­საძ­ლებ­ლო­ბას ქარ­თუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა არ უშ­ვებს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უმორ­ჩი­ლე­სად გთხოვთ, თავი შე­ი­კა­ვოთ მათ­თან რა­ი­მე ტი­პის მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში შეს­ვლის­გან და ყო­ვე­ლი ასე­თი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში, ასო­ცი­ა­ცი­ა­ში შეგ­ვა­ტყო­ბი­ნოთ“, - ასე აფრ­თხი­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცია მის წევ­რებს.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში GCA აქ­ვეყ­ნებს სქე­მა­საც, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ცხა­დი ხდე­ბა, თუ რო­დის და­ი­წყო რუ­სეთ­მა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვი­სა და ჰო­ნო­რა­რის-მი­ღე­ბა გა­ნა­წი­ლე­ბის­თვის ბრძო­ლა და რა დგას ამ პრო­ცე­სე­ბის უკან.

სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი რე­სურ­სის ოკუ­პი­რე­ბის­თვის ბრძო­ლა რუ­სეთ­მა 2016 წელს და­ი­წყო, რო­დე­საც ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა „ციფ­რუ­ლი ეკო­ნო­მი­კის“ პროგ­რა­მის შექ­მნა და­ა­ა­ნონ­სა. პრე­ზი­დენ­ტმა ახა­ლი რე­ფორ­მა ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბას და შექ­მნილ კონ­კუ­რენ­ცი­ა­საც და­უ­კავ­ში­რა.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცი­ის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნახ­მად, „ციფ­რუ­ლი ეკო­ნო­მი­კის“ პროგ­რა­მის და­ა­ნონ­სე­ბი­დან ერთი წლის შემ­დეგ, რუ­სე­თის ავ­ტორ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ (RAO) ევ­რა­ზი­ის უფ­ლე­ბის მფლო­ბელ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბე­ბის კონ­ფე­დე­რა­ცია - EACOP და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუ­თე­ბის ობი­ექ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ტრან­ზაქ­ცი­ე­ბის სა­კო­ორ­ცი­ნა­ციო ცენ­ტრი - IP CHAIN შექ­მნა.

მოკ­ვლე­ვის შე­დე­გად ირ­კვე­ვა, რომ მა­გა­ლი­თად, IP CHAIN პირ­და­პირ რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის და ე.წ ციფ­რუ­ლი ეკო­ნო­მი­კის ნა­წი­ლია. ამას ადას­ტუ­რებს ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის ობი­ექ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ტრან­ზაქ­ცი­ე­ბის სა­კო­ორ­ცი­ნა­ციო ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის ინ­ტერ­ვიუ, რო­მე­ლიც მან „ეხო მას­კვას“ მის­ცა. IP CHAIN-ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ან­დრეი კრი­ჩევ­სკი ინ­ტერ­ვი­უ­ში გან­მარ­ტავს, რომ ცენ­ტრი სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მას­თან აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი „ციფ­რუ­ლი ენო­კო­მი­კის“ მი­მარ­თუ­ლე­ბით.

„ციფ­რუ­ლი ეკო­ნო­მი­კის“ პროგ­რა­მა IP CHAIN-ს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ პლატ­ფორ­მად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში უწყობს ხელს, რო­მელ­საც შემ­დგომ­ში მე­ნე­ჯმენტს სა­ჯა­რო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი გა­უ­წე­ვენ“, -აღ­ნიშ­ნა მან.

ან­დრეი კრი­ჩევ­სკი ამავდრო­უ­ლად არის RAO-ს და EACOP-ის ხელ­მძღვა­ნელ თა­ნამ­დე­ბო­ბებს იკა­ვებს. მის კავ­ში­რებ­ზე კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­როს­თან ბევ­რს წე­რენ რუ­სე­თის მა­ს­მე­დი­ა­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცი­ის მო­საზ­რე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა ცხად­ყოფს, რომ რუ­სე­თის მიერ სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­ში არ­სე­ბუ­ლი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი რე­სურ­სის „ხელ­ში ჩაგ­დე­ბას“ ემ­სა­ხუ­რე­ბა. ამ არ­გუ­მენტს ამ­ყა­რებს ის ფაქ­ტიც, რომ რუ­სე­თი მზა­დაა, სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან IP CHAIN-სთვის და­ახ­ლო­ე­ბით, 20 მი­ლი­ო­ნი ევრო (1,5 მი­ლი­არ­დი რუბ­ლი) გა­მო­ყოს.

სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბი­სა და ჰო­ნო­რა­რის მი­ღე­ბა-გა­ნა­წი­ლე­ბით რუ­სე­თი გან­სა­კუთ­რე­ბით 2018 წელს გა­აქ­ტი­ურ­და. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, 4 პი­რის­გან შემ­დგა­რი ჯგუ­ფი, მათ შო­რის, ან­დრეი კრი­ჩევ­სკი, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და და სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რეს გიგა კო­ბა­ლა­ძეს შეხ­ვდა. შეხ­ვედ­რა­ზე რუ­სე­თის დე­ლე­გა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ევ­რა­ზი­ულ კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა და IP CHAIN-ით სარ­გებ­ლო­ბა შეს­თა­ვა­ზეს, რა­ზეც ქარ­თულ­მა მხა­რემ უარი გა­ნა­ცხა­და.

მი­უ­ხე­და­ვად უა­რი­სა, 2018 წელს სა­ქარ­თვე­ლო­დან რუ­სეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დედ კრი­ჩევ­სკიმ RAO-ს ვებგ­ვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა ინ­ტერ­ვიუ, რო­მელ­შიც მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ნელ ტემპზე სა­უბ­რობს.

„ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პერ­სპექ­ტი­ვა არ­სე­ბობს და ეს უდა­ვოა. ჩვენს შე­თა­ვა­ზე­ბებ­ში არ­სე­ბულ ინ­ტე­რე­სებს ხაზ­გას­მით ვხე­დავთ. ჩვენ ჯან­სა­ღი დი­ა­ლო­გის სტა­დი­ა­ზე ვართ“ - აღ­ნიშ­ნა მან.

სა­ვა­რა­უ­დოდ, რუ­სუ­ლი მხა­რის მხრი­დან ასე­თი „პო­ზი­ტი­უ­რი“ მო­ლო­დი­ნე­ბი და­გეგ­მილ ნა­ბი­ჯებს უკავ­შირ­დე­ბო­და. რუ­სუ­ლი მხა­რე არც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის უარ­მა შე­ა­ჩე­რა და არც მის­მა და­სავ­ლუ­რი სტან­დარ­ტე­ბის­კენ სწრაფ­ვამ, რად­გან სა­ბო­ლო­ოდ, საქ­მე­ში ქარ­თვე­ლი მუ­სი­კო­სე­ბი დათო ხუ­ჯა­ძე და აჩი ფურ­ცე­ლა­ძე ჩარ­თო.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცი­ას მი­აჩ­ნია, რომ ოკუ­პან­ტი მე­ზო­ბე­ლი ჰო­ნო­რა­რის აღე­ბი­სა და გა­ნა­წი­ლე­ბის საქ­მე­ში კონ­ტრო­ლის დამ­ყა­რე­ბას სწო­რედ მათი ჩა­რე­ვით ცდი­ლობს.

„რუ­სეთ­ში სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის სფე­რო კრი­მი­ნა­ლურ-კლა­ნუ­რად იმარ­თე­ბო­და და იმარ­თე­ბა ახ­ლაც. გვჯე­რა, რომ ქარ­თვე­ლი ხე­ლო­ვა­ნე­ბი არ და­უშ­ვე­ბენ ქარ­თუ­ლი სა­ხე­ლოვ­ნე­ბო სივ­რცის რუ­სე­თის ხელ­ში აღ­მო­ჩე­ნას!“, - აღ­ნიშ­ნა­ვენ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცი­ა­ში.

ასო­ცი­ა­ცი­ა­ში იმედს გა­მოთ­ქვა­მენ, რომ რუ­სუ­ლი მხა­რე ჩვე­ნი ქვეყ­ნის მთა­ვა­რი და­საყ­რდე­ნის - ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი რე­სურ­სის ოკუ­პა­ცი­ას ვერ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

რა სქემით ცდილობს რუსეთი, საქართველოში საავტორო უფლებების მართვაზე გავლენა მოიპოვოს

რა სქემით ცდილობს რუსეთი, საქართველოში საავტორო უფლებების მართვაზე გავლენა მოიპოვოს

რუსეთის მხრიდან საქართველოში ინტელექტის ოკუპაციის მცდელობა გრელდება და ძლიერდება. ამის შესახებ საზოგადოებას საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია (GCA) კიდევ ერთხელ აფრთხილებს.

GCA-ში განმარტავენ, რომ რუსეთის მფარველობის ქვეშ შექმნილი ჯგუფი ასოციაციის წევრებს აქტიურად უკავშირდება და თანამშრომლობის სანაცვლოდ დიდი რაოდენობით ჰონორარის გადახდას ჰპირდება.

„გვსურს, მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ მათი მცდელობა კანონს ეწინააღმდეგება და დაპირებები მოსყიდვის ნიშნებს ატარებს, რადგან ალტერნატიული ორგანიზაციის შექმნის შესაძლებლობას ქართული კანონმდებლობა არ უშვებს. აქედან გამომდინარე, უმორჩილესად გთხოვთ, თავი შეიკავოთ მათთან რაიმე ტიპის მოლაპარაკებებში შესვლისგან და ყოველი ასეთი კომუნიკაციის შემთხვევაში, ასოციაციაში შეგვატყობინოთ“, - ასე აფრთხილებს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია მის წევრებს.

სოციალურ ქსელში GCA აქვეყნებს სქემასაც, რომლის მიხედვითაც ცხადი ხდება, თუ როდის დაიწყო რუსეთმა საქართველოს საავტორო უფლებების დაცვისა და ჰონორარის-მიღება განაწილებისთვის ბრძოლა და რა დგას ამ პროცესების უკან.

საქართველოს ინტელექტუალური რესურსის ოკუპირებისთვის ბრძოლა რუსეთმა 2016 წელს დაიწყო, როდესაც ვლადიმერ პუტინმა „ციფრული ეკონომიკის“ პროგრამის შექმნა დააანონსა. პრეზიდენტმა ახალი რეფორმა ქვეყნის უსაფრთხოებას და შექმნილ კონკურენციასაც დაუკავშირა.

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, „ციფრული ეკონომიკის“ პროგრამის დაანონსებიდან ერთი წლის შემდეგ, რუსეთის ავტორთა საზოგადოებამ (RAO) ევრაზიის უფლების მფლობელთა საზოგადოებების კონფედერაცია - EACOP და ინტელექტუალური საკუთების ობიექტებთან დაკავშირებული ტრანზაქციების საკოორცინაციო ცენტრი - IP CHAIN შექმნა.

მოკვლევის შედეგად ირკვევა, რომ მაგალითად, IP CHAIN პირდაპირ რუსული პროპაგანდის და ე.წ ციფრული ეკონომიკის ნაწილია. ამას ადასტურებს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებთან დაკავშირებული ტრანზაქციების საკოორცინაციო ცენტრის ხელმძღვანელის ინტერვიუ, რომელიც მან „ეხო მასკვას“ მისცა. IP CHAIN-ის წარმომადგენელი ანდრეი კრიჩევსკი ინტერვიუში განმარტავს, რომ ცენტრი სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამასთან აქტიურად თანამშრომლობს, განსაკუთრებით კი „ციფრული ენოკომიკის“ მიმართულებით.

„ციფრული ეკონომიკის“ პროგრამა IP CHAIN-ს საზოგადოებრივ პლატფორმად ჩამოყალიბებაში უწყობს ხელს, რომელსაც შემდგომში მენეჯმენტს საჯარო ორგანიზაციები გაუწევენ“, -აღნიშნა მან.

ანდრეი კრიჩევსკი ამავდროულად არის RAO-ს და EACOP-ის ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებს. მის კავშირებზე კრიმინალურ სამყაროსთან ბევრს წერენ რუსეთის მასმედიაში.

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მოსაზრებით, აღნიშნული განცხადება ცხადყოფს, რომ რუსეთის მიერ საავტორო უფლებების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები მეზობელ ქვეყნებში არსებული ინტელექტუალური რესურსის „ხელში ჩაგდებას“ ემსახურება. ამ არგუმენტს ამყარებს ის ფაქტიც, რომ რუსეთი მზადაა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან IP CHAIN-სთვის დაახლოებით, 20 მილიონი ევრო (1,5 მილიარდი რუბლი) გამოყოს.

საავტორო უფლებების ხელში ჩაგდებისა და ჰონორარის მიღება-განაწილებით რუსეთი განსაკუთრებით 2018 წელს გააქტიურდა. უფრო კონკრეტულად, 4 პირისგან შემდგარი ჯგუფი, მათ შორის, ანდრეი კრიჩევსკი, საქართველოში ჩამოვიდა და საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარეს გიგა კობალაძეს შეხვდა. შეხვედრაზე რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებმა ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება და IP CHAIN-ით სარგებლობა შესთავაზეს, რაზეც ქართულმა მხარემ უარი განაცხადა.

მიუხედავად უარისა, 2018 წელს საქართველოდან რუსეთში დაბრუნების შემდედ კრიჩევსკიმ RAO-ს ვებგვერდზე გამოაქვეყნა ინტერვიუ, რომელშიც მეზობელ ქვეყანასთან მოლაპარაკებების ნელ ტემპზე საუბრობს.

„ნებისმიერ შემთხვევაში, თანამშრომლობის პერსპექტივა არსებობს და ეს უდავოა. ჩვენს შეთავაზებებში არსებულ ინტერესებს ხაზგასმით ვხედავთ. ჩვენ ჯანსაღი დიალოგის სტადიაზე ვართ“ - აღნიშნა მან.

სავარაუდოდ, რუსული მხარის მხრიდან ასეთი „პოზიტიური“ მოლოდინები დაგეგმილ ნაბიჯებს უკავშირდებოდა. რუსული მხარე არც საქართველოს საავტორო უფლებების ასოციაციის უარმა შეაჩერა და არც მისმა დასავლური სტანდარტებისკენ სწრაფვამ, რადგან საბოლოოდ, საქმეში ქართველი მუსიკოსები დათო ხუჯაძე და აჩი ფურცელაძე ჩართო.

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას მიაჩნია, რომ ოკუპანტი მეზობელი ჰონორარის აღებისა და განაწილების საქმეში კონტროლის დამყარებას სწორედ მათი ჩარევით ცდილობს.

„რუსეთში საავტორო უფლებების სფერო კრიმინალურ-კლანურად იმართებოდა და იმართება ახლაც. გვჯერა, რომ ქართველი ხელოვანები არ დაუშვებენ ქართული სახელოვნებო სივრცის რუსეთის ხელში აღმოჩენას!“, - აღნიშნავენ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციაში.

ასოციაციაში იმედს გამოთქვამენ, რომ რუსული მხარე ჩვენი ქვეყნის მთავარი დასაყრდენის - ინტელექტუალური რესურსის ოკუპაციას ვერ განახორციელებს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ