სამხედრო
Faceამბები

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ISIS-ის “ნარჩენები” რუსეთში - რას ყვებიან ტერორისტების ცოლები და შვილები სირიიდან დაბრუნების შემდეგ
ISIS-ის “ნარჩენები” რუსეთში - რას ყვებიან ტერორისტების ცოლები და შვილები სირიიდან დაბრუნების შემდეგ

"ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ, რუ­სეთ­ში ტე­რო­რის­ტთა ოჯა­ხე­ბი ეტა­პობ­რი­ვად ბრუნ­დე­ბი­ან. რუ­სუ­ლი მე­დია წერს, რომ ამ მხრივ ჩრდო­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნი - და­ღეს­ტა­ნი უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და იქ სი­ტუ­ა­ცი­ის აფეთ­ქე­ბის საფრ­თხე ყო­ველ­დღი­უ­რად არ­სე­ბობს.

სი­რი­ა­სა და ერაყ­ში, “ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს” რი­გებს, რუ­სე­თი­დან 4 000 ათას­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი შე­უ­ერ­თდა. ბევ­რი მათ­გა­ნის და­ღუპ­ვის ან და­პა­ტიმ­რე­ბის შემ­დეგ, მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ძი­რი­თა­დად, ქა­ლე­ბი და ბავ­შვე­ბი ქვე­ყა­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბას ცდი­ლო­ბენ. ათე­უ­ლო­ბით მათ­გა­ნი დაბ­რუნ­და კი­დეც, თუმ­ცა, ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, ბევ­რი ქალი რუ­სეთ­ში და­ა­კა­ვეს. და­ნარ­ჩე­ნებ­თან ФСБ-ს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ, ქა­ლე­ბი და­დი­ან მუდ­მივ და­კი­თხვა­ზე, აძ­ლე­ვენ ჩვე­ნე­ბებს, აღ­რი­ცხვა­ზე არი­ან და შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბის­გან კონ­ტროლ­დე­ბი­ან, თუმ­ცა, ეს მა­ინც არ ნიშ­ნავს, რომ საფრ­თხე არ არ­სე­ბობს.

Кавказский Узел-თან სა­უ­ბარ­ში, პო­ლი­ტო­ლო­გი ედუ­არდ ურა­ზა­ე­ვი აცხა­დებს, რომ ამის მი­ზე­ზია ტე­რო­რის­ტთა ცო­ლე­ბი და მათი ოჯა­ხე­ბი, რომ­ლე­ბიც ახლა რე­გი­ონ­ში ბრუნ­დე­ბი­ან და რომ­ლებ­თა­ნაც ISIS-ს იდე­ო­ლო­გი­ის ქვეშ მყო­ფე­ბი კავ­შირს მა­ინც ინარ­ჩუ­ნე­ბენ. მი­სი­ვე თქმით, გა­სულ წელს და­ღეს­ტნე­ლებ­სა და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს შო­რის 11 შე­ტა­კე­ბა მოხ­და.

BBC-ის რუ­სუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის კო­რეს­პო­დენ­ტი, სარა რა­ის­ფორ­დი და­ღეს­ტან­ში ერთ-ერთ ასეთ ოჯახს ეს­ტუმ­რა. "ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფო­ში" და­ბა­დე­ბუ­ლი გო­გო­ნა, სა­მი­რა იხ­სე­ნებს, რომ მათ ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რო­გორც კი და­ბომბვა და­ი­წყე­ბო­და, მა­შინ­ვე სახ­ლებ­ში შე­სუ­ლიყ­ვნენ. მი­სი­ვე თქმით, ეს იყო სა­ში­ნე­ლი სიზ­მა­რი, რო­მე­ლიც დიდ­ხანს არ დამ­თავ­რდა და რო­მელ­საც ვერ ივი­წყებს. ის და მისი ძმა აბუ ბაქ­რი და­ღეს­ტან­ში დე­ი­დას­თან 2018 წელს დაბ­რუნ­დნენ.

ბავ­შვე­ბის მე­ურ­ვის თქმით, ბავ­შვე­ბის დედა ერაყ­ში, ბაღ­და­თის ცი­ხე­ში იხ­დის სას­ჯელს, მამა კი - 2017 წელს ავი­ა­ი­ე­რი­შე­ბის დროს მოკ­ლეს. ბავ­შვე­ბის ბე­ბია იხ­სე­ნებს, რომ რო­დე­საც მის­მა ქა­ლიშ­ვილ­მა იმ ბიჭ­ზე გა­თხო­ვე­ბა გა­და­წყვი­ტა, არ შე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბია:

"ვი­ფიქ­რე, ნარ­კო­მა­ნი არ არის, ჭკვი­ა­ნი ბი­ჭია, ოჯახს მი­ხე­დავს-მეთ­ქი, რას ვი­ფიქ­რებ­დი, თუ იქ წა­ვი­დოდ­ნენ... ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ში­ნელ სიზ­მარს ჰგავს... ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი, ბიჭი, ყო­ველ ღამე მე­კი­თხე­ბო­და - დედა რო­დის მო­ვაო... ვე­უბ­ნე­ბი, რომ მალე მოვა-მეთ­ქი... ხან­და­ხან იმე­დი არც აქვს, მას ალ­ბათ არას­დროს ჩა­მო­იყ­ვა­ნე­ნო... რა­ტომ, შენ ხომ ჩა­მო­გიყ­ვა­ნეს-მეთ­ქი, ვე­უბ­ნე­ბი. ძა­ლი­ან გა­ნიც­დის", - ამ­ბობს ბავ­შვე­ბის ბე­ბია.

გო­გო­ნას “ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფო­ში” ყოფ­ნი­სას, მხო­ლოდ რე­ლი­გი­ურ სკო­ლა­ში სი­ა­რუ­ლის უფ­ლე­ბა ჰქონ­და, ამი­ტომ წერა-კი­თხვას მას ახლა დე­ი­და ას­წავ­ლის.

კი­დევ ერთი და­ღეს­ტნე­ლი ახალ­გაზ­რდა ქალი, ვიქ­ტო­რია BBC-ის­თან სა­უბ­რი­სას ამ­ბობს, რომ ძა­ლი­ან და­ი­ღა­ლა იქ ყოფ­ნით, მუდ­მი­ვი სტრე­სით და ში­შით: “მე­ში­ნო­და, რომ მე თუ რამე და­მე­მარ­თე­ბო­და, ჩემი 5 წლის შვი­ლი უპატ­რო­ნოდ დარ­ჩე­ბო­და...” თუმ­ცა, იმა­საც ამ­ბობს, რომ მა­ინ­ცდა­მა­ინც არ ნა­ნობს, რომ “ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფო­ში" წა­ვი­და.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე - რას ფიქ­რობს იმა­ზე, რა­საც ISIS სჩა­დი­ო­და, ის პა­სუ­ხობს: "არა­ვინ მო­მიკ­ლავს, ღმერ­თი­სა და სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­შე სუფ­თა ვარ. რაც შე­ე­ხე­ბა იმათ, მე მათ ნაც­ვლად არ ვა­გებ პა­სუხს, ყვე­ლა თა­ვის ცოდ­ვა­ზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი...” - ამ­ბობს ვიქ­ტო­რია, რომ­ლის თქმი­თაც, იქ მი­ღე­ბუ­ლი სტრე­სის შემ­დეგ, მის გო­გო­ნას მშვი­დო­ბი­ან გა­რე­მო­ში ცხოვ­რე­ბა უჭირს.

სი­რი­ა­ში ტე­რო­რის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბა "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო" სრუ­ლად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია. ის­ლა­მის­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მიმ­დი­ნა­რე 4-წლი­ა­ნი ინ­ტენ­სი­უ­რი ბრძო­ლა დას­რულ­და. ერთ დროს მათ სი­რი­ი­სა და ერა­ყის ტე­რი­ტო­რი­ის მე­სა­მე­დი ეკა­ვათ. სი­რი­ა­ში და­ე­შის სრუ­ლად გა­ნად­გუ­რე­ბის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მხარ­და­ჭე­რის მქო­ნე სი­რი­ის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა "ტვი­ტე­რის" მეშ­ვე­ო­ბით რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ავ­რცე­ლეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

ISIS-ის “ნარჩენები” რუსეთში - რას ყვებიან ტერორისტების ცოლები და შვილები სირიიდან დაბრუნების შემდეგ

ISIS-ის “ნარჩენები” რუსეთში - რას ყვებიან ტერორისტების ცოლები და შვილები სირიიდან დაბრუნების შემდეგ

"ისლამური სახელმწიფოს" დამარცხების შემდეგ, რუსეთში ტერორისტთა ოჯახები ეტაპობრივად ბრუნდებიან. რუსული მედია წერს, რომ ამ მხრივ ჩრდოლოეთ კავკასიის რეგიონი - დაღესტანი უმძიმეს მდგომარეობაშია და იქ სიტუაციის აფეთქების საფრთხე ყოველდღიურად არსებობს.

სირიასა და ერაყში, “ისლამური სახელმწიფოს” რიგებს, რუსეთიდან 4 000 ათასზე მეტი ადამიანი შეუერთდა. ბევრი მათგანის დაღუპვის ან დაპატიმრების შემდეგ, მათი ოჯახის წევრები, ძირითადად, ქალები და ბავშვები ქვეყანაში დაბრუნებას ცდილობენ. ათეულობით მათგანი დაბრუნდა კიდეც, თუმცა, ადგილობრივი მედიის ცნობით, ბევრი ქალი რუსეთში დააკავეს. დანარჩენებთან ФСБ-ს თანამშრომლები მუშაობენ, ქალები დადიან მუდმივ დაკითხვაზე, აძლევენ ჩვენებებს, აღრიცხვაზე არიან და შესაბამისი უწყებებისგან კონტროლდებიან, თუმცა, ეს მაინც არ ნიშნავს, რომ საფრთხე არ არსებობს.

Кавказский Узел-თან საუბარში, პოლიტოლოგი ედუარდ ურაზაევი აცხადებს, რომ ამის მიზეზია ტერორისტთა ცოლები და მათი ოჯახები, რომლებიც ახლა რეგიონში ბრუნდებიან და რომლებთანაც ISIS-ს იდეოლოგიის ქვეშ მყოფები კავშირს მაინც ინარჩუნებენ. მისივე თქმით, გასულ წელს დაღესტნელებსა და სამართალდამცავებს შორის 11 შეტაკება მოხდა.

BBC-ის რუსული საინფორმაციო სამსახურის კორესპოდენტი, სარა რაისფორდი დაღესტანში ერთ-ერთ ასეთ ოჯახს ესტუმრა. "ისლამურ სახელმწიფოში" დაბადებული გოგონა, სამირა იხსენებს, რომ მათ ეუბნებოდნენ, როგორც კი დაბომბვა დაიწყებოდა, მაშინვე სახლებში შესულიყვნენ. მისივე თქმით, ეს იყო საშინელი სიზმარი, რომელიც დიდხანს არ დამთავრდა და რომელსაც ვერ ივიწყებს. ის და მისი ძმა აბუ ბაქრი დაღესტანში დეიდასთან 2018 წელს დაბრუნდნენ.

ბავშვების მეურვის თქმით, ბავშვების დედა ერაყში, ბაღდათის ციხეში იხდის სასჯელს, მამა კი - 2017 წელს ავიაიერიშების დროს მოკლეს. ბავშვების ბებია იხსენებს, რომ როდესაც მისმა ქალიშვილმა იმ ბიჭზე გათხოვება გადაწყვიტა, არ შეწინააღმდეგებია:

"ვიფიქრე, ნარკომანი არ არის, ჭკვიანი ბიჭია, ოჯახს მიხედავს-მეთქი, რას ვიფიქრებდი, თუ იქ წავიდოდნენ... ეს ყველაფერი საშინელ სიზმარს ჰგავს... ჩემი შვილიშვილი, ბიჭი, ყოველ ღამე მეკითხებოდა - დედა როდის მოვაო... ვეუბნები, რომ მალე მოვა-მეთქი... ხანდახან იმედი არც აქვს, მას ალბათ არასდროს ჩამოიყვანენო... რატომ, შენ ხომ ჩამოგიყვანეს-მეთქი, ვეუბნები. ძალიან განიცდის", - ამბობს ბავშვების ბებია.

გოგონას “ისლამურ სახელმწიფოში” ყოფნისას, მხოლოდ რელიგიურ სკოლაში სიარულის უფლება ჰქონდა, ამიტომ წერა-კითხვას მას ახლა დეიდა ასწავლის.

კიდევ ერთი დაღესტნელი ახალგაზრდა ქალი, ვიქტორია BBC-ისთან საუბრისას ამბობს, რომ ძალიან დაიღალა იქ ყოფნით, მუდმივი სტრესით და შიშით: “მეშინოდა, რომ მე თუ რამე დამემართებოდა, ჩემი 5 წლის შვილი უპატრონოდ დარჩებოდა...” თუმცა, იმასაც ამბობს, რომ მაინცდამაინც არ ნანობს, რომ “ისლამურ სახელმწიფოში" წავიდა.

ჟურნალისტის კითხვაზე - რას ფიქრობს იმაზე, რასაც ISIS სჩადიოდა, ის პასუხობს: "არავინ მომიკლავს, ღმერთისა და სახელმწიფოს წინაშე სუფთა ვარ. რაც შეეხება იმათ, მე მათ ნაცვლად არ ვაგებ პასუხს, ყველა თავის ცოდვაზეა პასუხისმგებელი...” - ამბობს ვიქტორია, რომლის თქმითაც, იქ მიღებული სტრესის შემდეგ, მის გოგონას მშვიდობიან გარემოში ცხოვრება უჭირს.

სირიაში ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" სრულად განადგურებულია. ისლამისტების წინააღმდეგ მიმდინარე 4-წლიანი ინტენსიური ბრძოლა დასრულდა. ერთ დროს მათ სირიისა და ერაყის ტერიტორიის მესამედი ეკავათ. სირიაში დაეშის სრულად განადგურების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის მქონე სირიის დემოკრატიული ძალების წარმომადგენლებმა "ტვიტერის" მეშვეობით რამდენიმე დღის წინ გაავრცელეს.

"არ შეგვიძლია ჩუმად ვიყოთ, როდესაც ტერორიზმი ბოროტად იყენებს რელიგიას" - ერაყში რომის პაპის ისტორიული ვიზიტის დეტალები

"მგზავრების უმეტესობას ეძინა, მათ არ ეკეთათ ღვედები" - პოლონეთში ავტობუსი არხში გადავარდა, დაღუპულია 6 ადამიანი

"სახელისუფლებო ელიტაში განხეთქილებაა, რომელიც ჯერ კიდევ ომამდე დაიწყო" - სომხეთი "დანის პირზე" და მწვავე პროტესტი, რომელიც არ ცხრება