მსოფლიო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღეს განსაკუთრებული დღეა, რომელიც ისტორიულ თარიღს აღემატება... - პატრიარქი
დღეს განსაკუთრებული დღეა, რომელიც ისტორიულ თარიღს აღემატება... - პატრიარქი

ავ­ტო­კე­ფა­ლია რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, არა­ვინ იცის, რა შე­იძ­ლე­ბა მომ­ხდა­რი­ყო ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში, - ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ილია მე­ო­რემ სი­ო­ნის ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­ში პა­რაკ­ლი­სის და­წყე­ბამ­დე ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და. უწ­მინ­დეს­მა მრევლს სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის აღ­დგე­ნის დღე მი­უ­ლო­ცა და მის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა.

პატ­რი­არ­ქის თქმით, დღეს არის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დღე, რო­მე­ლიც აღე­მა­ტე­ბა ის­ტო­რი­ულ თა­რიღს.

„ჩვენ ქედ­სა და მუხლს ვიყ­რით იმ ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბის წი­ნა­შე, რო­მელ­თაც იღ­ვა­წეს ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის აღ­დგე­ნი­სათ­ვის. ეს იყო კი­რი­ო­ნი, ლე­ო­ნი­დე, ამ­ბრო­სი, ქრის­ტე­ფო­რე, კა­ლის­ტრა­ტე და მრა­ვა­ლი სხვა", - გა­ნა­ცხა­და უწ­მინ­დეს­მა.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ამ ავ­ტო­კე­ფა­ლია ან­ტი­ო­ქი­ის ეკ­ლე­სი­ის­გან ვახ­ტანგ გორ­გას­ლის დროს, მე-5 სა­უ­კუ­ნე­ში მი­ი­ღო. პირ­ვე­ლი კა­თო­ლი­კო­სი კი პეტ­რე იყო და შემ­დგომ სა­ქარ­თვე­ლო სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იცავ­და ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ას. პატ­რი­არ­ქის თქმით, 1500 წელი დას­ჭირ­და, რომ კონ­სტან­ტი­ნე­პო­ლის მა­შინ­დელ მსოფ­ლიო პატ­რი­არ­ქს ეცნო სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლია.

„ავ­ტო­კე­ფა­ლია რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, არა­ვინ არ იცის, რა შე­იძ­ლე­ბა მომ­ხდა­რი­ყო ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში. ღმერ­თმა დაგ­ლო­ცოთ. ყვე­ლას გი­ლო­ცავთ ამ დი­დე­ბულ თა­რიღს და ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბის ლოც­ვით ღმერ­თმა და­ლო­ცოს, გა­აძ­ლი­ე­როს, გა­ამ­თლი­ა­ნოს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო", - გა­ნა­ცხა­და პატ­რი­არ­ქმა.

პა­რაკ­ლისს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი და მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

დღეს განსაკუთრებული დღეა, რომელიც ისტორიულ თარიღს აღემატება... - პატრიარქი

დღეს განსაკუთრებული დღეა, რომელიც ისტორიულ თარიღს აღემატება... - პატრიარქი

ავტოკეფალია რომ არ ყოფილიყო, არავინ იცის, რა შეიძლება მომხდარიყო ჩვენს ცხოვრებაში, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში პარაკლისის დაწყებამდე ქადაგებისას განაცხადა. უწმინდესმა მრევლს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე მიულოცა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

პატრიარქის თქმით, დღეს არის განსაკუთრებული დღე, რომელიც აღემატება ისტორიულ თარიღს.

„ჩვენ ქედსა და მუხლს ვიყრით იმ ჩვენი წინაპრების წინაშე, რომელთაც იღვაწეს ავტოკეფალიის აღდგენისათვის. ეს იყო კირიონი, ლეონიდე, ამბროსი, ქრისტეფორე, კალისტრატე და მრავალი სხვა", - განაცხადა უწმინდესმა.

მისივე თქმით, საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია ანტიოქიის ეკლესიისგან ვახტანგ გორგასლის დროს, მე-5 საუკუნეში მიიღო. პირველი კათოლიკოსი კი პეტრე იყო და შემდგომ საქართველო საუკუნეების განმავლობაში იცავდა ეკლესიის ავტოკეფალიას. პატრიარქის თქმით, 1500 წელი დასჭირდა, რომ კონსტანტინეპოლის მაშინდელ მსოფლიო პატრიარქს ეცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია.

„ავტოკეფალია რომ არ ყოფილიყო, არავინ არ იცის, რა შეიძლება მომხდარიყო ჩვენს ცხოვრებაში. ღმერთმა დაგლოცოთ. ყველას გილოცავთ ამ დიდებულ თარიღს და ჩვენი წინაპრების ლოცვით ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს, გაამთლიანოს სრულიად საქართველო", - განაცხადა პატრიარქმა.

პარაკლისს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ