საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტრადიციული თუ ონლაინ-მაღაზია - რომელი უფრო მომგებიანი ბიზნესია და რატომ?
ტრადიციული თუ ონლაინ-მაღაზია - რომელი უფრო მომგებიანი ბიზნესია და რატომ?

ელექტრო­ნუ­ლი კო­მერ­ცია ვაჭ­რო­ბის ტრა­დი­ცი­ულ მე­თოდს ნელ-ნელა ანაც­ვლებს, რა­საც სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბიც ადას­ტუ­რებს - გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში 2018 წელს სა­ცა­ლო ონ­ლა­ინ-გა­ყიდ­ვე­ბის წილ­მა 18%-ს მი­აღ­წია. მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ადა­მი­ა­ნი კი ონ­ლა­ინ მა­ღა­ზია amazon-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ჯეფ ბე­ზო­სი გახ­და.

ელექტრო­ნუ­ლი კო­მერ­ცი­ის ასე­თი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ზე­ზი ჩვენ - მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ვართ, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის რი­ცხვი, ვინც სა­ვაჭ­რო ცენ­ტრებ­ში სა­ა­თო­ბით სი­ა­რულს, უბ­რა­ლოდ ნივ­თის ონ­ლა­ინ გა­მო­წე­რას ვამ­ჯო­ბი­ნებთ; დატ­ვირ­თუ­ლი სა­მუ­შაო დღის შემ­დეგ კი რეს­ტო­რან­ში წას­ვლის ნაც­ვლად, პი­ცას ვუკ­ვე­თავთ და სა­ღა­მოს სახ­ლში კომ­ფორ­ტუ­ლად ვა­ტა­რებთ.

თბი­ლის­ში უკვე ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მომ­ხმა­რე­ბელს სთა­ვა­ზო­ბენ საკ­ვე­ბის მო­მენ­ტა­ლურ მი­წო­დე­ბას სხვა­დას­ხვა რეს­ტორ­ნე­ბი­დან. ფაქ­ტი­უ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია ვერ შე­ამ­ჩნიო ყო­ველ­დღი­უ­რად Glovo-ს; Wolt-ის თუ menu.ge-ს სკუ­ტე­რე­ბი. სა­წყის ეტაპ­ზე ცნო­ბი­ლი რეს­ტორ­ნე­ბი თუ სწრა­ფი კვე­ბის ქსე­ლე­ბი ერი­დე­ბოდ­ნენ მსგავს კომ­პა­ნი­ებ­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბას, მაგ­რამ მომ­ხმა­რებ­ლე­ბის მხრი­დან წა­მო­სულ­მა მზარ­დმა მო­თხოვ­ნამ და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მო­თა­მა­შე­ე­ბის გა­მო­ჩე­ნამ მი­წო­დე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით აი­ძუ­ლა კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბას და­ე­წყოთ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა შე­სა­ბა­მის კომ­პა­ნი­ებ­თან (Glovo; Wolt; menu.ge). ახლა უკვე წარ­მა­ტე­ბუ­ლი რეს­ტორ­ნე­ბის და სწრა­ფი კვე­ბის ქსე­ლე­ბის გა­ყიდ­ვე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 20% სწო­რედ ამ მო­მენ­ტა­ლუ­რი მი­წო­დე­ბის კომ­პა­ნი­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

იგი­ვე სცე­ნა­რი არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი სა­ცა­ლო ონ­ლა­ინ გა­ყიდ­ვე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც, ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე უკვე გა­მოჩ­ნდა ახა­ლი პლატ­ფორ­მა B2C (https://www.b2c.ge/), რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც სრულ­ყო­ფი­ლი ონ­ლა­ინ-მა­ღა­ზი­ის შექ­მნა რამ­დე­ნი­მე წუთ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი. მოქ­მედ სა­ვაჭ­რო ბიზ­ნე­სებს, ასე­ვე დამ­წყებ მე­წარ­მე­ებს მო­ეხ­სნათ ყვე­ლა ბა­რი­ე­რი და უკვე ყო­ველ­თვი­უ­რად იზ­რდე­ბა იმ მა­ღა­ზი­ე­ბის რი­ცხვი, რომ­ლე­ბიც პრო­დუქ­ცი­ის შე­ძე­ნას სა­კუ­თარ ვებ-გვერ­დზე გთა­ვა­ზობთ.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ელექტრო­ნუ­ლი კო­მერ­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით ძი­რი­თა­დი შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი B2C-ის მსგავ­სი მო­ხერ­ხე­ბუ­ლი სერ­ვი­სის არ არ­სე­ბო­ბა იყო. პრობ­ლე­მა ექ­მნე­ბო­დათ მე­წარ­მე­ებს სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სის და გა­ყიდ­ვე­ბის ონ­ლა­ინ სივ­რცე­ში გა­ტა­ნი­სას. ამის პა­რა­ლე­ლუ­რად კი ქარ­თვე­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი უკვე მი­ეჩ­ვია ონ­ლა­ინ ვაჭ­რო­ბას. აქ­ტი­უ­რად იყე­ნე­ბენ Amazon.com-ს, eBay.com-ს, Alibaba.com-ს და სხვა პო­პუ­ლა­რულ სა­ერ­თა­შო­რი­სო ონ­ლა­ინ-გა­ყიდ­ვებ­ში ჩარ­თულ ვებ-გვერ­დებს.

კვლე­ვებ­ში კარ­გად ჩანს მომ­ხმა­რებ­ლის მხრი­დან და­ნა­ხუ­ლი ის უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი და მი­ზე­ზე­ბი, რაც გა­ნა­პი­რო­ბებს ონ­ლა­ინ ვაჭ­რო­ბის ზრდის ასეთ მა­ღალ მაჩ­ვე­ნე­ბელს მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით. კი­თხვარ­ზე თუ რა­ტომ ამ­ჯო­ბი­ნებთ ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­ას ტრა­დი­ცი­ულ ვაჭ­რო­ბას პა­სუ­ხე­ბი ასე გა­ნა­წილ­და:

სის­წრა­ფე და სი­მარ­ტი­ვე

დღემ­დე ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­ის გახ­სნა ასო­ცირ­დე­ბო­და შემ­დე­გი ეტა­პე­ბის და ბა­რი­ე­რე­ბის დაძ­ლე­ვას­თან:

  • სან­დო პროგ­რა­მის­ტთა და დი­ზა­ი­ნერ­თა ჯგუ­ფის შერ­ჩე­ვა
  • პროგ­რა­მის­ტთა ჯგუფ­თან ტექ­ნი­კუ­რი დე­ტა­ლე­ბის შე­თან­ხმე­ბა
  • და­ახ­ლო­ე­ბით 5000 ლა­რი­ა­ნი ინ­ვეს­ტი­ცი­ის მო­ძი­ე­ბა, ეს ფაქ­ტი­უ­რად მი­ნი­მა­ლუ­რი თან­ხაა თა­ნა­მედ­რო­ვე და სრუ­ლი ფონ­ქცი­ო­ნა­ლის მქო­ნე ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­ის და­სა­წე­რად პერ­სო­ნა­ლუ­რი დაკ­ვე­თის შემ­თხვე­ვა­ში
  • და­ახ­ლო­ე­ბით 3 თვი­ა­ნი პე­რი­ო­დი სა­სურ­ვე­ლი ფუნ­ქცი­ო­ნა­ლის მქო­ნე ელექტრო­ნუ­ლი მა­ღა­ზი­ის მი­ღე­ბამ­დე
  • სა­სურ­ვე­ლი დო­მე­ნის შე­ძე­ნა
  • SSL სერ­თი­ფი­კა­ტის შე­ძე­ნა უსაფრ­თო­ხე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად
  • სა­ი­მე­დო და სწრა­ფი ჰოს­ტინ­გის სერ­ვი­სის მომ­წო­დებ­ლის არ­ჩე­ვა
  • ჩვე­ნი პრო­დუქ­ცი­ის­თვის ეფექ­ტუ­რი სუ­რა­თე­ბის გა­და­ღე­ბა
  • მი­წო­დე­ბის სერ­ვი­სის პრო­ვა­ი­დე­რის, ანუ სა­კუ­რი­ე­რო კომ­პა­ნი­ის მო­ძებ­ნა
  • კონ­ტრაქ­ტის გა­ფორ­მე­ბა ბანკთან, სა­ბან­კო ბა­რა­თე­ბით გა­დახ­დე­ბის მი­სა­ღე­ბად
  • კონ­ტრაქ­ტის გა­ფორ­მე­ბა ბანკთან, გან­ვა­დე­ბის სერ­ვი­სის მი­სა­ღე­ბად

თუმ­ცა ბა­ზარ­ზე B2C-ის გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ ეს ბა­რი­ე­რე­ბი მო­იხ­სნა. თქვენ სახ­ლი­დან თუ ოფი­სი­დან გა­უს­ვლე­ლად, ზა­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გა­რე­შეც შე­გიძ­ლი­ათ შექ­მნათ სრულ­ყო­ფი­ლი ონ­ლა­ინ მა­ღა­ზია წუ­თებ­ში და ამის სა­ნაც­ვლოდ არა­ნა­ი­რი ფი­ნან­სუ­რი ინ­ვეს­ტი­ცია არ არის სა­ჭი­რო. ერ­თა­დერ­თი, რა­ზეც თქვენ ისევ უნდა იზ­რუ­ნოთ სა­კუ­თა­რი პრო­დუქ­ცი­ის­თვის ეფექ­ტუ­რი სუ­რა­თე­ბის გა­და­ღე­ბაა, რათა ისი­ნი ატ­ვირ­თოთ თქვენს ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­ა­ში.

ამის სა­პირ­წო­ნედ შე­გიძ­ლი­ათ თა­ვად წარ­მო­იდ­გი­ნოთ თუ რა პრო­ცე­დუ­რებ­თან და ბა­რი­ე­რებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მიმ­ზიდ­ვე­ლი მა­ღა­ზი­ის გახ­სნა თბი­ლი­სის პრეს­ტი­ჟულ უბ­ნებ­ში.

სა­წყი­სი ინ­ვეს­ტი­ცია

შე­ვა­და­როთ რა სა­წყის ინ­ვეს­ტი­ცი­ას მო­ი­თხოვს B2C-ის სა­შუ­ა­ლე­ბით ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­ის გახ­სნა, ტრა­დი­ცი­ულ მა­ღა­ზი­ას­თან შე­და­რე­ბით.

რა თქმა უნდა ტრა­დი­ცი­უ­ლი მა­ღა­ზი­ის გახ­სნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­წყი­სი ინ­ვეს­ტი­ცი­ის მო­ცუ­ლო­ბა ძა­ლი­ან ცვა­ლე­ბა­დია გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან თუ რა ტი­პის მა­ღა­ზი­ას ვა­კე­თებთ, რა ფარ­თი უჭი­რავს ჩვენ მა­ღა­ზი­ას, რა პრო­დუქ­ცია არის შიგ­ნით გან­თავ­სე­ბუ­ლი და ასე შემ­დეგ. თუმ­ცა მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე სა­კი­თხზე დავ­ფიქ­რდეთ: სა­ჭი­როა ფარ­თის რე­მონ­ტი და სა­თა­ნა­დოდ მო­წყო­ბა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია მა­ღა­ზი­ა­ში შე­სა­ბა­მი­სი ავე­ჯის და ინ­ვენ­ტა­რის გან­თავ­სე­ბა, გარე ფა­სა­დის გა­ფორ­მე­ბა, კომ­პი­უ­ტე­რი და მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი კლი­ენ­ტთა მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის და ჩე­კის­თვის, მა­ღა­ზი­ის პრო­დუქ­ცი­ით შევ­სე­ბა, დაც­ვის სის­ტე­მე­ბის მონ­ტა­ჟი და ასე შემ­დეგ. რო­გორც ხვდე­ბით აქ ლა­პა­რა­კია მი­ნი­მუმ 50,000 ლა­რი­ან ინ­ვეს­ტი­ცი­ა­ზე.

ინ­ვეს­ტი­ცი­ის მო­ცუ­ლო­ბა მი­ნი­მა­ლუ­რი ხდე­ბა თუ ჩვენ ვქმნით ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­ას პლატ­ფორ­მა­ზე B2C. ერ­თა­დერ­თი ჩვენ ისევ შე­იძ­ლე­ბა დაგ­ვჭირ­დეს ინ­ვეს­ტი­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა გა­სა­ყი­დი პრო­დუქ­ცი­ის შე­სა­ძე­ნად, თუმ­ცა გან­სხვა­ვე­ბით ტრა­დი­ცი­უ­ლი მა­ღა­ზი­ის­გან ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც გა­ცი­ლე­ბით მოქ­ნი­ლე­ბი ვართ, არ არის სა­ჭი­რო თა­რო­ე­ბის შევ­სე­ბის მიზ­ნით დიდი მა­რა­გე­ბის შე­ძე­ნა, ზო­გი­ერ­თი ონ­ლა­ინ მა­ღა­ზია კი მხო­ლოდ შეკ­ვე­თის მი­ღე­ბის შემ­დეგ ყი­დუ­ლობს ნივთს სა­ბი­თუ­მო მომ­წო­დებ­ლის­გან.

მიმ­დი­ნა­რე ხარ­ჯე­ბი

რო­გორც მსოფ­ლი­ოს, ისე სა­ქარ­თვე­ლოს მა­გა­ლი­თი ნათ­ლად ასა­ხავს, რომ ტრა­დი­ცი­უ­ლი ვაჭ­რო­ბა უფრო მეტ ყო­ველ­თვი­ურ და­ნა­ხარ­ჯებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ვიდ­რე ელექტრო­ნუ­ლი კო­მერ­ცია. ეს ფაქ­ტო­რი გა­დამ­წყვე­ტია კონ­კუ­რენ­ტუ­ლი ფა­სე­ბის მი­საღ­წე­ვად. სწო­რედ ამი­ტომ, თით­ქმის ყვე­ლა წარ­მა­ტე­ბუ­ლი კომ­პა­ნია, ცდი­ლობს სა­ცა­ლო გა­ყიდ­ვე­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი ონ­ლა­ინ-სივ­რცე­ში გა­და­ი­ტა­ნოს. მიმ­დი­ნა­რე და­ნა­ხარ­ჯე­ბის სიმ­ცი­რის გამო ონ­ლა­ინ-კო­მერ­ცია მიმ­ზიდ­ვე­ლია სტარ­ტა­პე­ბის­თვი­საც.

შე­ვა­და­როთ ციფ­რე­ბი: ტრა­დი­ცი­უ­ლი ფორ­მა­ტის, ძა­ლი­ან მცი­რე ზო­მის ტან­საც­მლის მა­ღა­ზი­ას, რო­მე­ლიც იკა­ვებს 30 კვმ ფართს ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩა­ზე, გან­სხვა­ვე­ბით ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­ის­გან ყო­ველ­თვი­უ­რად ესა­ჭი­რო­ე­ბა: იჯა­რის ხარ­ჯი, კო­მუ­ნა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დე­ბის ხარ­ჯი, კონ­სულ­ტან­ტე­ბის ხელ­ფა­სი, დაც­ვის ხარ­ჯი და ასე შემ­დეგ. მარ­ტო ეს ჩა­მო­ნათ­ვა­ლი ყო­ველ­თვი­უ­რად 10,000 ლა­რის ფარ­გლებ­შია. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ყვე­ლა ეს ხარ­ჯი ფიქ­სი­რე­ბუ­ლია და არ შემ­ცირ­დე­ბა თქვე­ნი მა­ღა­ზი­ის გა­ყიდ­ვე­ბის შემ­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­ის შემ­თხვე­ვა­ში კი გან­სხვა­ვე­ბით ტრა­დი­ცი­უ­ლი მა­ღა­ზი­ის­გან თქვენ გე­მა­ტე­ბათ ყო­ველ­თვი­უ­რი 99 ლარი, B2C-ის პლატ­ფორ­მა­ზე ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­ის ყო­ველ­თვი­უ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა. ასე­ვე გვრქნე­ბა ციფ­რუ­ლი მარ­კე­ტინ­გის ხარ­ჯი და მი­წო­დე­ბის სერ­ვი­სის ხარ­ჯი, რაც ჯა­მუ­რად მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ჩა­მორ­ჩე­ბა თუნ­დაც მარ­ტო იჯა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბას.

ახალ მომ­ხმა­რებ­ლებ­ზე წვდო­მა და ზრდის პერ­სპექ­ტი­ვა

ინ­ტერ­ნეტ-სივ­რცე­ში კომ­პა­ნი­ი­სა თუ პრო­დუქ­ტის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა გა­ცი­ლე­ბით მარ­ტი­ვად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, ვიდ­რე მა­ღა­ზი­ის მიმ­დე­ბა­რედ სა­ინ­ფორ­მა­ციო ბუკ­ლე­ტე­ბის და­რი­გე­ბა ან პრო­მო აგენ­ტე­ბის და­ქი­რა­ვე­ბა. ტრა­დი­ცი­უ­ლი მა­ღა­ზი­ის შემ­თხვე­ვა­ში ფარ­თის მდე­ბა­რე­ო­ბა გა­დამ­წყვე­ტია და მისი არას­წო­რად შერ­ჩე­ვის შემ­თხვე­ვა­ში ვე­რა­ნა­ი­რი მარ­კე­ტინ­გუ­ლი აქ­ტი­ვო­ბა ვე­ღარ გვიშ­ვე­ლის.

გა­ცი­ლე­ბით მოქ­ნი­ლია ონ­ლა­ინ სივ­რცე, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს მუდ­მი­ვად ვცვა­ლოთ და და­ვა­კო­რექ­ტი­როთ ჩვე­ნი სა­მიზ­ნე მომ­ხმა­რებ­ლე­ბი. ინ­ტერ­ნეტ-სივ­რცე­ში მომ­ხმა­რე­ბელ­თა დიდი ნა­წი­ლის პო­ზი­ტი­ურ შე­ფა­სე­ბას (ისე­ვე რო­გორც ნე­გა­ტი­ურს), ჯაჭ­ვუ­რი რე­აქ­ცია მოჰ­ყვე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, პრო­დუქ­ცი­ის რე­ა­ლი­ზა­ცი­აც იზ­რდე­ბა ან იკ­ლებს. ეს ონ­ლა­ინ-მა­ღა­ზი­ის კი­დევ ერთი და­დე­ბი­თი მხა­რეა. ელ-კო­მერ­ცია სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, ერ­თგუ­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში შე­ი­ძი­ნო და ბიზ­ნე­სი კი­დევ უფრო გა­ა­ფარ­თო­ვო. არ ვართ არა­ნა­ი­რად შე­ზღუ­დუ­ლი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბით. იგი­ვე B2C-ის გა­მო­ყე­ნე­ბით შექ­მნილ მა­ღა­ზი­ებს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ აირ­ჩი­ონ სა­ქარ­თვე­ლოს ფოს­ტის ჩა­შე­ნე­ბუ­ლი სერ­ვი­სი და სა­კუ­თა­რი პრო­დუქ­ცია მომ­ხმა­რე­ბელს მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ წერ­ტილ­ში მი­ა­წო­დონ.

კი­დევ ერთი მი­ზე­ზი, რაც ყვე­ლა ჩვენ­განს იზი­დავს და ხში­რად გა­სა­ყიდ ნივთზე უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მა­ღა­ზი­ის ვი­ზუ­ა­ლია. სა­ინ­ტე­რე­სო ვი­ზუ­ა­ლით შექ­მნი­ლი ონ­ლა­ინ-მა­ღა­ზი­ე­ბი ყო­ველ­თვის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ექ­ცე­ვა. ეს სა­ცა­ლო ვაჭ­რო­ბის ელ-კო­მერ­ცი­ა­ში გა­და­ტა­ნის კი­დევ ერთი უპი­რა­ტე­სო­ბაა. მა­გა­ლი­თად, პლატ­ფორ­მა B2C სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევს, ისე­თი ონ­ლა­ინ-მა­ღა­ზია შექ­მნა, რო­გო­რიც თა­ვად გსურს და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ვი­ზუ­ა­ლი გა­ნა­ახ­ლო კი­დეც რა­მო­დე­ნი­მე წუთ­ში. ეს პრო­ცე­დუ­რა კი ტრა­დი­ცი­უ­ლი ვაჭ­რო­ბის შემ­თხვე­ვა­ში დიდ და­ნა­ხარ­ჯებს უკავ­შირ­დე­ბა.

ახა­ლი ტენ­დენ­ცია - სა­უ­კე­თე­სო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­ი­სა და ტრა­დი­ცი­უ­ლი მა­ღა­ზი­ის სინ­თე­ზია

თუნ­დაც გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში სა­ცა­ლო გა­ყიდ­ვე­ბის 80% ჯერ ისევ ტრა­დი­ცი­ულ სა­ცა­ლო ვაჭ­რო­ბა­ზე მო­დის. სა­ინ­ტე­რე­სოა კვლე­ვის შე­დე­გე­ბი, რა­ტომ ამ­ჯო­ბი­ნე­ბენ მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ფი­ზი­კურ მა­ღა­ზი­ებს:

ონ­ლა­ინ-მა­ღა­ზი­ის სწრა­ფად ზრდის სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლითს წარ­მო­ად­გენს Amazon.com, რო­მე­ლიც მის­მა დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, ჯეფ ბე­ზოს­მა ჯერ კი­დევ 1994 წელს შექ­მნა, დღეს კი ელ-კო­მერ­ცი­ის სფე­რო­ში ლი­დე­რის პო­ზი­ცი­ას იკა­ვებს. თა­ვად ჯეფ ბე­ზო­სი გა­მო­ცე­მა Forbes-ის 2019 წლის მი­ლი­არ­დე­რე­ბის სი­ა­ში 131 მი­ლი­არ­დი აშშ დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის კა­პი­ტა­ლით, პირ­ველ ად­გილ­ზეა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. სწო­რედ Amazon.com-ის და სხვა ლი­დე­რი ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­ე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბით, გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში ყო­ველ­წლი­უ­რად იზ­რდე­ბა გა­კოტ­რე­ბუ­ლი და და­ხუ­რუ­ლი სა­ვაჭ­რო ცენ­ტრე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა.

სა­ინ­ტე­რე­სოა ის ფაქ­ტი, რომ იმ პი­რო­ბებ­ში, როცა ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­ე­ბის ზრდის ტემ­პი 4 ჯერ აღე­მა­ტე­ბა ტრა­დი­ცი­უ­ლი მა­ღა­ზი­ე­ბის ზრდის ტემპს, ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ­მა ონ­ლა­ინ მა­ღა­ზია Amazon.com-მა 2018 წელს სა­კუ­თა­რი ფი­ზი­კუ­რი მა­ღა­ზი­ე­ბის გახ­სნა და­ი­წყო. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი კი სი­ნერ­გი­ის ეფექ­ტია, რა­საც პა­რა­ლე­ლუ­რად ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­ი­სა და ტრა­დი­ცი­უ­ლი მა­ღა­ზი­ის ერ­თობ­ლი­ო­ბა იწ­ვევს.

ამ შემ­თხვე­ვა­ში სი­ნერ­გი­ის ეფექ­ტი მი­იღ­წე­ვა ხარ­ჯე­ბის და­ზოგ­ვა­ში, თუნ­დაც ერ­თობ­ლი­ვი სა­წყო­ბის არ­სე­ბო­ბით, ასე­ვე სა­ერ­თო მარ­კე­ტინ­გუ­ლი აქ­ტი­ვო­ბის წარ­მო­ე­ბით, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ისევ მომ­ხმა­რებ­ლის ქცე­ვაა, საქ­მე იმა­შია, რომ მომ­ხმა­რებ­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი ფი­ზი­კურ მა­ღა­ზი­ა­ში პრო­დუქ­ტის შე­ძე­ნამ­დე მის შეს­წავ­ლას ახ­დენს ონ­ლა­ინ სივ­რცე­ში. ქვე­მოთ მო­ცე­მუ­ლია სტა­ტის­ტი­კა თუ რამ­დე­ნი პრო­ცენ­ტი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი­სა ცდი­ლობს პრო­დუქ­ტის შეს­წავ­ლას ონ­ლა­ინ სივ­რცე­ში შეს­ყიდ­ვამ­დე, პრო­დუქ­ტის კა­ტე­გო­რი­ე­ბის მი­ხედ­ვით.

რე­ა­ლო­ბა ასე­თია: ელექტრო­ნულ კო­მერ­ცია არის ის ბიზ­ნეს­მი­მარ­თუ­ლე­ბა, რო­მელ­საც მი­ნი­მა­ლუ­რი ფი­ნან­სუ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ის სა­ნაც­ვლოდ, ძა­ლი­ან დიდი შე­მო­სავ­ლე­ბის მო­ტა­ნა შე­უძ­ლია, რო­გორც მოქ­მე­დი ბიზ­ნე­სე­ბის­თვის, ასე­ვე დამ­წყე­ბი მე­წარ­მე­ე­ბის­თვის. ამ სფე­რო­ში არ­შეს­ვლით კი თქვენ ყო­ველ­დღი­უ­რად კარ­გავთ პო­ტენ­ცი­ურ შე­მო­სავ­ლებს.

მა­რი­ამ მე­ნაბ­დიშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

ტრადიციული თუ ონლაინ-მაღაზია - რომელი უფრო მომგებიანი ბიზნესია და რატომ?

ტრადიციული თუ ონლაინ-მაღაზია - რომელი უფრო მომგებიანი ბიზნესია და რატომ?

ელექტრონული კომერცია ვაჭრობის ტრადიციულ მეთოდს ნელ-ნელა ანაცვლებს, რასაც სტატისტიკური მონაცემებიც ადასტურებს - განვითარებულ ქვეყნებში 2018 წელს საცალო ონლაინ-გაყიდვების წილმა 18%-ს მიაღწია. მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი კი ონლაინ მაღაზია amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი გახდა.

ელექტრონული კომერციის ასეთი განვითარების მიზეზი ჩვენ - მომხმარებლები ვართ, მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც სავაჭრო ცენტრებში საათობით სიარულს, უბრალოდ ნივთის ონლაინ გამოწერას ვამჯობინებთ; დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ კი რესტორანში წასვლის ნაცვლად, პიცას ვუკვეთავთ და საღამოს სახლში კომფორტულად ვატარებთ.

თბილისში უკვე ძალიან პოპულარული გახდა კომპანიები, რომლებიც მომხმარებელს სთავაზობენ საკვების მომენტალურ მიწოდებას სხვადასხვა რესტორნებიდან. ფაქტიურად შეუძლებელია ვერ შეამჩნიო ყოველდღიურად Glovo-ს; Wolt-ის თუ menu.ge-ს სკუტერები. საწყის ეტაპზე ცნობილი რესტორნები თუ სწრაფი კვების ქსელები ერიდებოდნენ მსგავს კომპანიებთან ხელშეკრულების გაფორმებას, მაგრამ მომხმარებლების მხრიდან წამოსულმა მზარდმა მოთხოვნამ და კვალიფიციური მოთამაშეების გამოჩენამ მიწოდების მიმართულებით აიძულა კვების ობიექტების უმეტესობას დაეწყოთ თანამშრომლობა შესაბამის კომპანიებთან (Glovo; Wolt; menu.ge). ახლა უკვე წარმატებული რესტორნების და სწრაფი კვების ქსელების გაყიდვების დაახლოებით 20% სწორედ ამ მომენტალური მიწოდების კომპანიების მეშვეობით ხორციელდება.

იგივე სცენარი არის მოსალოდნელი საცალო ონლაინ გაყიდვების მიმართულებითაც, ადგილობრივ ბაზარზე უკვე გამოჩნდა ახალი პლატფორმა B2C (https://www.b2c.ge/), რომლის მეშვეობითაც სრულყოფილი ონლაინ-მაღაზიის შექმნა რამდენიმე წუთშია შესაძლებელი. მოქმედ სავაჭრო ბიზნესებს, ასევე დამწყებ მეწარმეებს მოეხსნათ ყველა ბარიერი და უკვე ყოველთვიურად იზრდება იმ მაღაზიების რიცხვი, რომლებიც პროდუქციის შეძენას საკუთარ ვებ-გვერდზე გთავაზობთ.

საქართველოში ელექტრონული კომერციის მიმართულებით ძირითადი შემაფერხებელი B2C-ის მსგავსი მოხერხებული სერვისის არ არსებობა იყო. პრობლემა ექმნებოდათ მეწარმეებს საკუთარი ბიზნესის და გაყიდვების ონლაინ სივრცეში გატანისას. ამის პარალელურად კი ქართველი მომხმარებელი უკვე მიეჩვია ონლაინ ვაჭრობას. აქტიურად იყენებენ Amazon.com-ს, eBay.com-ს, Alibaba.com-ს და სხვა პოპულარულ საერთაშორისო ონლაინ-გაყიდვებში ჩართულ ვებ-გვერდებს.

კვლევებში კარგად ჩანს მომხმარებლის მხრიდან დანახული ის უპირატესობები და მიზეზები, რაც განაპირობებს ონლაინ ვაჭრობის ზრდის ასეთ მაღალ მაჩვენებელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კითხვარზე თუ რატომ ამჯობინებთ ონლაინ მაღაზიას ტრადიციულ ვაჭრობას პასუხები ასე განაწილდა:

სისწრაფე და სიმარტივე

დღემდე ონლაინ მაღაზიის გახსნა ასოცირდებოდა შემდეგი ეტაპების და ბარიერების დაძლევასთან:

  • სანდო პროგრამისტთა და დიზაინერთა ჯგუფის შერჩევა
  • პროგრამისტთა ჯგუფთან ტექნიკური დეტალების შეთანხმება
  • დაახლოებით 5000 ლარიანი ინვესტიციის მოძიება, ეს ფაქტიურად მინიმალური თანხაა თანამედროვე და სრული ფონქციონალის მქონე ონლაინ მაღაზიის დასაწერად პერსონალური დაკვეთის შემთხვევაში
  • დაახლოებით 3 თვიანი პერიოდი სასურველი ფუნქციონალის მქონე ელექტრონული მაღაზიის მიღებამდე
  • სასურველი დომენის შეძენა
  • SSL სერთიფიკატის შეძენა უსაფრთოხების უზრუნველსაყოფად
  • საიმედო და სწრაფი ჰოსტინგის სერვისის მომწოდებლის არჩევა
  • ჩვენი პროდუქციისთვის ეფექტური სურათების გადაღება
  • მიწოდების სერვისის პროვაიდერის, ანუ საკურიერო კომპანიის მოძებნა
  • კონტრაქტის გაფორმება ბანკთან, საბანკო ბარათებით გადახდების მისაღებად
  • კონტრაქტის გაფორმება ბანკთან, განვადების სერვისის მისაღებად

თუმცა ბაზარზე B2C-ის გამოჩენის შემდეგ ეს ბარიერები მოიხსნა. თქვენ სახლიდან თუ ოფისიდან გაუსვლელად, ზარის განხორციელების გარეშეც შეგიძლიათ შექმნათ სრულყოფილი ონლაინ მაღაზია წუთებში და ამის სანაცვლოდ არანაირი ფინანსური ინვესტიცია არ არის საჭირო. ერთადერთი, რაზეც თქვენ ისევ უნდა იზრუნოთ საკუთარი პროდუქციისთვის ეფექტური სურათების გადაღებაა, რათა ისინი ატვირთოთ თქვენს ონლაინ მაღაზიაში.

ამის საპირწონედ შეგიძლიათ თავად წარმოიდგინოთ თუ რა პროცედურებთან და ბარიერებთან არის დაკავშირებული მიმზიდველი მაღაზიის გახსნა თბილისის პრესტიჟულ უბნებში.

საწყისი ინვესტიცია

შევადაროთ რა საწყის ინვესტიციას მოითხოვს B2C-ის საშუალებით ონლაინ მაღაზიის გახსნა, ტრადიციულ მაღაზიასთან შედარებით.

რა თქმა უნდა ტრადიციული მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებული საწყისი ინვესტიციის მოცულობა ძალიან ცვალებადია გამომდინარე იქიდან თუ რა ტიპის მაღაზიას ვაკეთებთ, რა ფართი უჭირავს ჩვენ მაღაზიას, რა პროდუქცია არის შიგნით განთავსებული და ასე შემდეგ. თუმცა მხოლოდ რამდენიმე საკითხზე დავფიქრდეთ: საჭიროა ფართის რემონტი და სათანადოდ მოწყობა, აუცილებელია მაღაზიაში შესაბამისი ავეჯის და ინვენტარის განთავსება, გარე ფასადის გაფორმება, კომპიუტერი და მოწყობილობები კლიენტთა მომსახურებისთვის და ჩეკისთვის, მაღაზიის პროდუქციით შევსება, დაცვის სისტემების მონტაჟი და ასე შემდეგ. როგორც ხვდებით აქ ლაპარაკია მინიმუმ 50,000 ლარიან ინვესტიციაზე.

ინვესტიციის მოცულობა მინიმალური ხდება თუ ჩვენ ვქმნით ონლაინ მაღაზიას პლატფორმაზე B2C. ერთადერთი ჩვენ ისევ შეიძლება დაგვჭირდეს ინვესტიციის განხორციელება გასაყიდი პროდუქციის შესაძენად, თუმცა განსხვავებით ტრადიციული მაღაზიისგან ამ მიმართულებითაც გაცილებით მოქნილები ვართ, არ არის საჭირო თაროების შევსების მიზნით დიდი მარაგების შეძენა, ზოგიერთი ონლაინ მაღაზია კი მხოლოდ შეკვეთის მიღების შემდეგ ყიდულობს ნივთს საბითუმო მომწოდებლისგან.

მიმდინარე ხარჯები

როგორც მსოფლიოს, ისე საქართველოს მაგალითი ნათლად ასახავს, რომ ტრადიციული ვაჭრობა უფრო მეტ ყოველთვიურ დანახარჯებთან არის დაკავშირებული, ვიდრე ელექტრონული კომერცია. ეს ფაქტორი გადამწყვეტია კონკურენტული ფასების მისაღწევად. სწორედ ამიტომ, თითქმის ყველა წარმატებული კომპანია, ცდილობს საცალო გაყიდვების ძირითადი ნაწილი ონლაინ-სივრცეში გადაიტანოს. მიმდინარე დანახარჯების სიმცირის გამო ონლაინ-კომერცია მიმზიდველია სტარტაპებისთვისაც.

შევადაროთ ციფრები: ტრადიციული ფორმატის, ძალიან მცირე ზომის ტანსაცმლის მაღაზიას, რომელიც იკავებს 30 კვმ ფართს ცენტრალურ ქუჩაზე, განსხვავებით ონლაინ მაღაზიისგან ყოველთვიურად ესაჭიროება: იჯარის ხარჯი, კომუნალური გადასახადების ხარჯი, კონსულტანტების ხელფასი, დაცვის ხარჯი და ასე შემდეგ. მარტო ეს ჩამონათვალი ყოველთვიურად 10,000 ლარის ფარგლებშია. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეს ხარჯი ფიქსირებულია და არ შემცირდება თქვენი მაღაზიის გაყიდვების შემცირების შემთხვევაში.

ონლაინ მაღაზიის შემთხვევაში კი განსხვავებით ტრადიციული მაღაზიისგან თქვენ გემატებათ ყოველთვიური 99 ლარი, B2C-ის პლატფორმაზე ონლაინ მაღაზიის ყოველთვიური ღირებულება. ასევე გვრქნება ციფრული მარკეტინგის ხარჯი და მიწოდების სერვისის ხარჯი, რაც ჯამურად მნიშვნელოვნად ჩამორჩება თუნდაც მარტო იჯარის ღირებულებას.

ახალ მომხმარებლებზე წვდომა და ზრდის პერსპექტივა

ინტერნეტ-სივრცეში კომპანიისა თუ პროდუქტის შესახებ ინფორმაციის გავრცელება გაცილებით მარტივად არის შესაძლებელი, ვიდრე მაღაზიის მიმდებარედ საინფორმაციო ბუკლეტების დარიგება ან პრომო აგენტების დაქირავება. ტრადიციული მაღაზიის შემთხვევაში ფართის მდებარეობა გადამწყვეტია და მისი არასწორად შერჩევის შემთხვევაში ვერანაირი მარკეტინგული აქტივობა ვეღარ გვიშველის.

გაცილებით მოქნილია ონლაინ სივრცე, სოციალური ქსელები საშუალებას გვაძლევს მუდმივად ვცვალოთ და დავაკორექტიროთ ჩვენი სამიზნე მომხმარებლები. ინტერნეტ-სივრცეში მომხმარებელთა დიდი ნაწილის პოზიტიურ შეფასებას (ისევე როგორც ნეგატიურს), ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება, შესაბამისად, პროდუქციის რეალიზაციაც იზრდება ან იკლებს. ეს ონლაინ-მაღაზიის კიდევ ერთი დადებითი მხარეა. ელ-კომერცია საშუალებას იძლევა, ერთგული მომხმარებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შეიძინო და ბიზნესი კიდევ უფრო გააფართოვო. არ ვართ არანაირად შეზღუდული გეოგრაფიული მდებარეობით. იგივე B2C-ის გამოყენებით შექმნილ მაღაზიებს საშუალება აქვთ აირჩიონ საქართველოს ფოსტის ჩაშენებული სერვისი და საკუთარი პროდუქცია მომხმარებელს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მიაწოდონ.

კიდევ ერთი მიზეზი, რაც ყველა ჩვენგანს იზიდავს და ხშირად გასაყიდ ნივთზე უფრო მნიშვნელოვანია მაღაზიის ვიზუალია. საინტერესო ვიზუალით შექმნილი ონლაინ-მაღაზიები ყოველთვის ყურადღების ცენტრში ექცევა. ეს საცალო ვაჭრობის ელ-კომერციაში გადატანის კიდევ ერთი უპირატესობაა. მაგალითად, პლატფორმა B2C საშუალებას გაძლევს, ისეთი ონლაინ-მაღაზია შექმნა, როგორიც თავად გსურს და საჭიროების შემთხვევაში, ვიზუალი განაახლო კიდეც რამოდენიმე წუთში. ეს პროცედურა კი ტრადიციული ვაჭრობის შემთხვევაში დიდ დანახარჯებს უკავშირდება.

ახალი ტენდენცია - საუკეთესო გადაწყვეტილება ონლაინ მაღაზიისა და ტრადიციული მაღაზიის სინთეზია

თუნდაც განვითარებულ ქვეყნებში საცალო გაყიდვების 80% ჯერ ისევ ტრადიციულ საცალო ვაჭრობაზე მოდის. საინტერესოა კვლევის შედეგები, რატომ ამჯობინებენ მომხმარებლები ფიზიკურ მაღაზიებს:

ონლაინ-მაღაზიის სწრაფად ზრდის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს Amazon.com, რომელიც მისმა დამფუძნებელმა, ჯეფ ბეზოსმა ჯერ კიდევ 1994 წელს შექმნა, დღეს კი ელ-კომერციის სფეროში ლიდერის პოზიციას იკავებს. თავად ჯეფ ბეზოსი გამოცემა Forbes-ის 2019 წლის მილიარდერების სიაში 131 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის კაპიტალით, პირველ ადგილზეა წარმოდგენილი. სწორედ Amazon.com-ის და სხვა ლიდერი ონლაინ მაღაზიების დამსახურებით, განვითარებულ ქვეყნებში ყოველწლიურად იზრდება გაკოტრებული და დახურული სავაჭრო ცენტრების რაოდენობა.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ იმ პირობებში, როცა ონლაინ მაღაზიების ზრდის ტემპი 4 ჯერ აღემატება ტრადიციული მაღაზიების ზრდის ტემპს, ყველაზე წარმატებულმა ონლაინ მაღაზია Amazon.com-მა 2018 წელს საკუთარი ფიზიკური მაღაზიების გახსნა დაიწყო. ამ გადაწყვეტილების ძირითადი მიზეზი კი სინერგიის ეფექტია, რასაც პარალელურად ონლაინ მაღაზიისა და ტრადიციული მაღაზიის ერთობლიობა იწვევს.

ამ შემთხვევაში სინერგიის ეფექტი მიიღწევა ხარჯების დაზოგვაში, თუნდაც ერთობლივი საწყობის არსებობით, ასევე საერთო მარკეტინგული აქტივობის წარმოებით, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ისევ მომხმარებლის ქცევაა, საქმე იმაშია, რომ მომხმარებლების დიდი ნაწილი ფიზიკურ მაღაზიაში პროდუქტის შეძენამდე მის შესწავლას ახდენს ონლაინ სივრცეში. ქვემოთ მოცემულია სტატისტიკა თუ რამდენი პროცენტი მომხმარებლებისა ცდილობს პროდუქტის შესწავლას ონლაინ სივრცეში შესყიდვამდე, პროდუქტის კატეგორიების მიხედვით.

რეალობა ასეთია: ელექტრონულ კომერცია არის ის ბიზნესმიმართულება, რომელსაც მინიმალური ფინანსური ინვესტიციის სანაცვლოდ, ძალიან დიდი შემოსავლების მოტანა შეუძლია, როგორც მოქმედი ბიზნესებისთვის, ასევე დამწყები მეწარმეებისთვის. ამ სფეროში არშესვლით კი თქვენ ყოველდღიურად კარგავთ პოტენციურ შემოსავლებს.

მარიამ მენაბდიშვილი

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის