პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვისზე გადააფორმა ქონება შაქრო კალაშოვმა დაპატიმრებამდე - მედია მისი მდიდრული სახლების ფოტოებს ავრცელებს
ვისზე გადააფორმა ქონება შაქრო კალაშოვმა დაპატიმრებამდე - მედია მისი მდიდრული სახლების ფოტოებს ავრცელებს

გავ­ლე­ნი­ა­ნი „კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი“ და ყო­ფი­ლი №1 “კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი“ შაქ­რო კა­ლა­შო­ვი ცი­ხე­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში შე­სა­ნიშ­ნა­ვად ახერ­ხებს, სა­კუ­თარ ქო­ნე­ბას მი­ხე­დოს, ამის შე­სა­ხებ რუ­სუ­ლი მე­დია წერს.

რუ­სუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს 65 წლის ლი­დე­რი თე­ბერ­ვლის ბო­ლოს კრას­ნო­და­რის ოლ­ქში, მკაც­რი რე­ჟი­მის მე­ო­რე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მას 9 წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა აქვს მის­ჯი­ლი. რო­გორც გა­ირ­კვა, კრას­ნო­დარ­თან კა­ლა­შოვს მხო­ლოდ ციხე არ აკავ­ში­რებს - Life წერს, რომ მისი ქო­ნე­ბა მთლი­ა­ნად გა­ფორ­მე­ბუ­ლია აღ­ნიშ­ნულ ოლ­ქში მცხოვ­რებ 57 წლის ქალ­ზე, იუ­ლია ბრატ­ჩენ­კო­ზე, რო­მე­ლიც კა­ლა­შო­ვის ცო­ლის, მა­რი­ნა გოლდბერ­გის შო­რე­უ­ლი ნა­თე­სა­ვია.

VIDEO კად­რე­ბი შაქ­რო კა­ლა­შო­ვის მდიდ­რუ­ლი სახ­ლი­დან, რო­მე­ლიც "კა­ნო­ნი­ერ­მა ქურდმა" და­პა­ტიმ­რე­ბამ­დე, 57 წლის ქალს გა­და­უ­ფორ­მა

გოლდბერ­გი და ბრატ­ჩენ­კო ქა­ლაქ აპ­შე­რონ­სკში და­ი­ბად­ნენ, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ერ­თად გა­და­ვიდ­ნენ სა­ცხოვ­რებ­ლად ხან­ტი-მან­სი­ის ავ­ტო­ნო­მი­ურ ოლ­ქში. 2003 წელს შაქ­რო კა­ლა­შოვ­მა გოლდბერგს მოს­კოვ­ში სა­მო­თა­ხი­ა­ნი ბინა უყი­და და გოლდბერ­გი და ბრატ­ჩენ­კო სა­ცხოვ­რებ­ლად რუ­სე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში გა­და­ვიდ­ნენ. მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბი­ნის სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 50 მლნ დო­ლა­რია.

კა­ლა­შოვ­მა სა­კუ­თა­რი ქო­ნე­ბა ბრატ­ჩენ­კოს სა­ხელ­ზე რამ­დე­ნი­მე წლის წინ გა­და­ა­ფორ­მა.

ყო­ფი­ლი „კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის“ მფლო­ბე­ლო­ბა­შია 70 მლნ რუბ­ლად შე­ფა­სე­ბუ­ლი სახ­ლი ნი­კო­ლი­ნა გო­რა­ზე, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი Mercedes E200, Mercedes ML350 და Lexus და მდიდ­რუ­ლი სახ­ლი, რო­მელ­შიც კა­ლა­შო­ვი მი­ღე­ბებს მარ­თავ­და.

„კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი“ 2016 წლის 12 ივ­ლისს და­ა­კა­ვეს.

ავტორი:

ვისზე გადააფორმა ქონება შაქრო კალაშოვმა დაპატიმრებამდე - მედია მისი მდიდრული სახლების ფოტოებს ავრცელებს

ვისზე გადააფორმა ქონება შაქრო კალაშოვმა დაპატიმრებამდე - მედია მისი მდიდრული სახლების ფოტოებს ავრცელებს

გავლენიანი „კრიმინალური ავტორიტეტი“ და ყოფილი №1 “კანონიერი ქურდი“ შაქრო კალაშოვი ციხეში ყოფნის პერიოდში შესანიშნავად ახერხებს, საკუთარ ქონებას მიხედოს, ამის შესახებ რუსული მედია წერს.

რუსული კრიმინალური სამყაროს 65 წლის ლიდერი თებერვლის ბოლოს კრასნოდარის ოლქში, მკაცრი რეჟიმის მეორე დაწესებულებაში გადაიყვანეს. მას 9 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. როგორც გაირკვა, კრასნოდართან კალაშოვს მხოლოდ ციხე არ აკავშირებს - Life წერს, რომ მისი ქონება მთლიანად გაფორმებულია აღნიშნულ ოლქში მცხოვრებ 57 წლის ქალზე, იულია ბრატჩენკოზე, რომელიც კალაშოვის ცოლის, მარინა გოლდბერგის შორეული ნათესავია.

VIDEO კადრები შაქრო კალაშოვის მდიდრული სახლიდან, რომელიც "კანონიერმა ქურდმა" დაპატიმრებამდე, 57 წლის ქალს გადაუფორმა

გოლდბერგი და ბრატჩენკო ქალაქ აპშერონსკში დაიბადნენ, მოგვიანებით კი ერთად გადავიდნენ საცხოვრებლად ხანტი-მანსიის ავტონომიურ ოლქში. 2003 წელს შაქრო კალაშოვმა გოლდბერგს მოსკოვში სამოთახიანი ბინა უყიდა და გოლდბერგი და ბრატჩენკო საცხოვრებლად რუსეთის დედაქალაქში გადავიდნენ. მედიის ინფორმაციით, ბინის საბაზრო ღირებულება 50 მლნ დოლარია.

კალაშოვმა საკუთარი ქონება ბრატჩენკოს სახელზე რამდენიმე წლის წინ გადააფორმა.

ყოფილი „კანონიერი ქურდის“ მფლობელობაშია 70 მლნ რუბლად შეფასებული სახლი ნიკოლინა გორაზე, ავტომობილები Mercedes E200, Mercedes ML350 და Lexus და მდიდრული სახლი, რომელშიც კალაშოვი მიღებებს მართავდა.

„კრიმინალური ავტორიტეტი“ 2016 წლის 12 ივლისს დააკავეს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე