საზოგადოება
პოლიტიკა

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტოიოტას" უსაფრთხოების სისტემა და ჰიბრიდული ტექნოლოგია
"ტოიოტას" უსაფრთხოების სისტემა და ჰიბრიდული ტექნოლოგია

რამ­დე­ნი­მე დღის წინ "ტო­ი­ო­ტა კავ­კა­სი­ამ" ქარ­თველ ჟურ­ნა­ლის­ტებს ორი ახა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი, "ტო­ი­ო­ტა რავ4" და "ტო­ი­ო­ტა კო­რო­ლა" წა­რუდ­გი­ნა.

პრე­ზენ­ტა­ცი­ი­სას გა­ნა­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტი "ტო­ი­ო­ტას" უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მა­სა (TSS) და ჰიბ­რი­დულ ტექ­ნო­ლო­გი­ა­ზე გა­კეთ­და.

უსაფრ­თხო­ე­ბის მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბის და­ნერგვა­სა და ჰიბ­რი­დუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის წარ­მო­ე­ბა­ში, ტო­ი­ო­ტა ნამ­დვი­ლად სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ბაზ­რის ლი­დე­რია.

ტო­ი­ო­ტას უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მა

„ან­ზე­ნი“ - ეს სი­ტყვა ია­პო­ნუ­რად უსაფრ­თხო­ე­ბას ნიშ­ნავს და ტო­ი­ო­ტას არ­სე­ბო­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ე­ბი­დან მის ცენ­ტრა­ლურ ფა­სე­უ­ლო­ბას წარ­მო­ად­გენს.

ტო­ი­ო­ტას მან­ქა­ნე­ბი იწარ­მო­ე­ბა იმ რწმე­ნით, რომ უსაფრ­თხო­ე­ბა გა­ცი­ლე­ბით მე­ტია, ვიდ­რე ავ­ტო­მო­ბი­ლის უბ­რა­ლო მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, რად­გან ის ადა­მი­ნი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლეს ეხე­ბა.

ისე­თი შე­ჯა­ხე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც სხე­უ­ლის სე­რი­ო­ზულ და­ზი­ა­ნე­ბას იწ­ვევს, უმე­ტე­სად გა­მოწ­ვე­უ­ლია მძღო­ლის მხრი­დან სი­ტუ­ა­ცი­ის არას­წო­რი შე­ფა­სე­ბით და/ან დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი რე­აქ­ცი­ით. ტო­ი­ო­ტამ შე­ი­მუ­შა­ვა უსაფრ­თხო­ე­ბის აქ­ტი­უ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, სა­ხე­ლად ტო­ი­ო­ტას უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მა (Toyota Safety Sense, ან TSS), რო­მე­ლიც ეხ­მა­რე­ბა მძღო­ლებს გზებ­ზე არ­სე­ბუ­ლი სა­შიშ­რო­ე­ბე­ბის აღ­ქმა­სა და შე­ჯა­ხე­ბე­ბის თა­ვი­დან არი­დე­ბა­ში. მსოფ­ლი­ო­ში უკვე 10-მა მი­ლი­ონ­მა მომ­ხმა­რე­ბელ­მა აირ­ჩია ტო­ი­ო­ტას უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მით აღ­ჭურ­ვი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი და ეს რი­ცხვი სწრა­ფად იზ­რდე­ბა.

2019 წლი­დან, ეს ტექ­ნო­ლო­გია ჩვენს ბა­ზარ­ზეც გა­მოჩ­ნდა. ახა­ლი თა­ო­ბის კო­რო­ლა, ახა­ლი თა­ო­ბის RAV4, კამ­რის ჰიბ­რი­დი, C-HR და LC 200 არის იმ მო­დე­ლე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რომ­ლებ­საც გა­აჩ­ნი­ათ ტო­ი­ო­ტას უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მით აღ­ჭურ­ვი­ლი კომ­პლექ­ტა­ცია.

ზუს­ტად რო­გორ მუ­შა­ობს ტო­ი­ო­ტას უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მა (TSS)? TSS არის ისე­თი სის­ტე­მე­ბის კო­ლექ­ტი­უ­რი სა­ხე­ლი, რომ­ლე­ბიც მძღოლს მარ­თვი­სას ეხ­მა­რე­ბა.

შე­ჯა­ხე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მა (Pre-Collision System)

რა თქმა უნდა, არა­ვის სურს ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ში მოხ­ვედ­რა. მაგ­რამ რო­დე­საც ავა­რია ხდე­ბა, ტო­ი­ო­ტას სურ­ვი­ლია, მი­ნი­მუ­მამ­დე შე­ამ­ცი­როს რო­გორც ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბა, ასე­ვე ავ­ტო­მო­ბი­ლის და­ზი­ა­ნე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ზა­რა­ლი. ეს არის ერთ-ერთი მი­ზე­ზი, რა­ტო­მაც ტო­ი­ო­ტამ შე­ი­მუ­შა­ვა შე­ჯა­ხე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მა. თუ სის­ტე­მა რა­და­რის ტექ­ნო­ლო­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით და­ას­კვნის, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლის წინა მხა­რეს არ­სე­ბობს შე­ჯა­ხე­ბის მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბა, ის მოგ­ცემთ გა­მაფრ­თხი­ლე­ბელ ნი­შანს. გარ­კვე­ულ პი­რო­ბებ­ში, თუ სის­ტე­მა და­ად­გენს, რომ შე­ჯა­ხე­ბა გარ­და­უ­ვა­ლია, ის თვი­თონ და­ა­მუხ­რუ­ჭებს და და­ჭი­მავს ავ­ტო­მო­ბი­ლის ღვე­დებს.

რო­გორ მუ­შა­ობს სის­ტე­მა:

ზო­ლი­დან გა­დას­ვლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო გარფთხი­ლე­ბის სის­ტე­მა (Lane Departure Alert)

ზო­ლი­დან გა­დას­ვლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო გაფრ­თხი­ლე­ბის სის­ტე­მის მეშ­ვე­ო­ბით, თქვე­ნი ტო­ი­ო­ტა შე­გა­ტყო­ბი­ნებთ, თუ ის და­ა­ფიქ­სი­რებს, რომ თქვე­ნი ზო­ლის ფარ­გლებს გა­დაც­დით. 50 კმ/სთ-ზე მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რით ისეთ გზა­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას, რო­მელ­საც გა­აჩ­ნია ზო­ლის მო­ნიშ­ვნა, სის­ტე­მა იყე­ნებს სპე­ცი­ა­ლურ კა­მე­რას, რო­მე­ლიც ცნობს ზო­ლის აღმნიშ­ვნელ ხა­ზებს და ხვდე­ბა, თუ თქვენ მათ გა­და­უხ­ვევთ. ამ დროს, ავ­ტო­მო­ბი­ლი გაძ­ლევთ ხმო­ვან შე­ნიშ­ვნას და ან­თებს შე­სა­ბა­მის ნი­შანს ხელ­სა­წყო­თა პა­ნელ­ზე.

რო­გორ მუ­შა­ობს სის­ტე­მა:

ავ­ტო­მა­ტუ­რი შორი გა­ნა­თე­ბა (Automatic High Beams)

ავ­ტო­მა­ტუ­რი შორი გა­ნა­თე­ბა წარ­მო­ად­გენს უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მის ნა­წილს, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს ღა­მით ხილ­ვა­დო­ბის გაზ­რდას სხვა მძღო­ლე­ბის­თვის ხე­ლის შეშ­ლის გა­რე­შე. ის ირ­თვე­ბა 40 კმ/სთ სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბი­სას. მან­ქა­ნა­ში ჩა­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი კა­მე­რის მეშ­ვე­ო­ბით, ავ­ტო­მა­ტუ­რი შორი გა­ნა­თე­ბის სის­ტე­მა აფიქ­სი­რებს რო­გორც სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­მა­ვა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის წინა ფა­რე­ბის სი­ნათ­ლეს, ასე­ვე წინ­მა­ვა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის უკა­ნა გა­ბა­რი­ტუ­ლი ფა­რე­ბის ნა­თე­ბას და ამ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით, ავ­ტო­მა­ტუ­რად რთავს ახლო თუ შორი გა­ნა­თე­ბის ფა­რებს. შორი გა­ნა­თე­ბის უფრო ხში­რი და სწო­რი გა­მო­ყე­ნე­ბით, სის­ტე­მა მოგ­ცემთ ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლე­ე­ბის ან გზა­ზე არ­სე­ბუ­ლი დაბ­რკო­ლე­ბის ად­რე­უ­ლი შემ­ჩნე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას.

რო­გორ მუ­შა­ობს სის­ტე­მა:

დი­ნა­მი­უ­რი კრუ­იზ-კონ­ტრო­ლი

ეს სის­ტე­მა იყე­ნებს მი­ლი­მეტ­რულ ტალ­ღა­თა დი­ა­პა­ზონ­ზე მო­მუ­შა­ვე რა­დი­ო­ლო­კა­ცი­ურ სენ­სორს და ერთ-ლინ­ზი­ან კა­მე­რას წინ­მა­ვა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის და­სა­ფიქ­სი­რებ­ლად, ასე­ვე მისი გა­და­ად­გი­ლე­ბის სიჩ­ქა­რის გა­მო­სათ­ვლე­ლად. ამის შე­დე­გად, ის არე­გუ­ლი­რებს თქვე­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლის სიჩ­ქა­რეს (წი­ნას­წარ მი­თი­თე­ბულ ფარ­გლებ­ში) და ამ­გვა­რად გეხ­მა­რე­ბათ წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრუ­ლი მან­ქა­ნა­თა­შო­რი­სი მან­ძი­ლის დაც­ვა­ში. შემ­დგომ­ში, მძღოლს შე­უძ­ლია ამ მან­ძი­ლის რე­გუ­ლი­რე­ბა სა­ჭე­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი სა­მარ­თა­ვის მეშ­ვე­ო­ბით.

რო­გორ მუ­შა­ობს სის­ტე­მა:

„ტო­ი­ო­ტა“ გვახ­სე­ნებს, რომ ეს უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მა(Toyota Safety Sense) შექ­მნი­ლია ტა­რე­ბის პრო­ცეს­ში მძღო­ლის მხო­ლოდ და­სახ­მა­რებ­ლად და ავ­ტო­მო­ბი­ლის სრულ­ყო­ფი­ლად მარ­თვა მხო­ლოდ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია. თუმ­ცა, მსგავ­სი სის­ტე­მე­ბი ნამ­დვი­ლად გვი­მარ­ტი­ვებს მარ­თვის პრო­ცესს.

ტო­ი­ო­ტას ჰიბ­რი­დე­ბი

გა­რე­მოს დაც­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის სა­პა­სუ­ხოდ, 1993 წლის გა­ზა­ფხულ­ზე ტო­ი­ო­ტამ სა­კუ­თარ თავს გა­მორ­ჩე­უ­ლად რთუ­ლი ამო­ცა­ნა და­უ­სა­ხა. ეს ამო­ცა­ნა გუ­ლის­ხმობ­და 21-ე სა­უ­კუ­ნის ავ­ტო­მო­ბი­ლის პრო­ექ­ტის შექ­მნას, რო­მელ­საც იმა­ვე კლა­სის ავ­ტო­მო­ბი­ლებ­თან შე­და­რე­ბით ექ­ნე­ბო­და საწ­ვა­ვის მოხ­მა­რე­ბის ეკო­ნო­მი­უ­რო­ბის მი­ნი­მუმ ორ­ჯერ უფრო მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, შემ­ცი­რე­ბუ­ლი CO2-ის გა­მო­ნა­ბოლ­ქვი, სა­ლო­ნის მაქ­სი­მა­ლუ­რი სივ­რცე კომ­პაქ­ტუ­რი დი­ზა­ი­ნის პი­რო­ბებ­ში და და­ი­ტევ­და 5 ზრდას­რულ ადა­მი­ანს.

გან­მე­ო­რე­ბი­თი კვლე­ვის შე­დე­გად, 1995 წლის ივ­ნის­ში ტო­ი­ო­ტამ გა­და­წყვი­ტა ში­დაწ­ვის ძრა­ვი­სა და ელექტროძ­რა­ვის ჰიბ­რი­დუ­ლი სის­ტე­მის შე­მუ­შა­ვე­ბა. ორ­ნა­ხე­ვარ წე­ლი­წად­ში, 1997 წლის დე­კემ­ბერ­ში, ტო­ი­ო­ტამ თა­ვი­სი ინო­ვა­ცი­უ­რი ჰიბ­რი­დუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი მსოფ­ლი­ოს ახა­ლი მო­დე­ლის, პრი­უ­სის სა­ხით წა­რუდ­გი­ნა. ამით, ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვის ძვე­ლი სტი­ლი წარ­სულს ჩა­ბარ­და.

რო­გორც ჰიბ­რი­დუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ლი­დე­რი, ბოლო 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ტო­ი­ო­ტა სრულ­ყო­ფი­ლე­ბამ­დე ხვე­წდა თა­ვის ინო­ვა­ცი­ურ, თვით­და­მუხ­ტვად ჰიბ­რი­დულ ავ­ტო­მო­ბი­ლებს. ამის შე­დე­გად, დღეს ტო­ი­ო­ტას გა­აჩ­ნია მო­დუ­რი, მოქ­ნი­ლი და ეფექ­ტუ­რი ჰიბ­რი­დუ­ლი მო­დე­ლე­ბის უპ­რე­ცე­დენ­ტო ასორ­ტი­მენ­ტი, რო­მე­ლიც ცხოვ­რე­ბის ნე­ბის­მი­ერ სტილს მო­ერ­გე­ბა. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, ტო­ი­ო­ტამ მნიშ­ვნე­ლო­ვან შე­დე­გებს მი­აღ­წია ეფექ­ტუ­რო­ბა­ში, სა­ი­მე­დო­ო­ბა­სა და სიმ­ძლავ­რე­ში. ამ შე­დე­გე­ბის ფონ­ზე, ტო­ი­ო­ტას მი­მართ მძღო­ლე­ბის ნდო­ბა მზარ­დია. 12 მი­ლი­ონ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი მთელს მსოფ­ლი­ო­ში ირ­ჩევს ტო­ი­ო­ტას ჰიბ­რიდს.

არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რი, რაც ტო­ი­ო­ტას ჰიბ­რი­დებს ასეთ მიმ­ზიდ­ველს ხდის მძღო­ლე­ბის­თვის:

საწ­ვა­ვის მოხ­მა­რე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი

საწ­ვა­ვის მოხ­მა­რე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბის მხრივ, ტო­ი­ო­ტას ჰიბ­რი­დე­ბი თა­ვი­ან­თი კლა­სის ლი­დე­რე­ბი არი­ან. მოკ­ლე მან­ძილ­ზე და­ბალ­სიჩ­ქა­რი­ა­ნი მგზავ­რო­ბი­სას, ან ისე­თი გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას, რო­მე­ლიც ხშირ დაძ­ვრა­სა და გა­ჩე­რე­ბას გუ­ლის­ხმობს, ჰიბ­რი­დე­ბი სა­ერ­თოდ არ მო­იხ­მა­რენ საწ­ვავს. ამის მი­ზე­ზი ისაა, რომ ისი­ნი ხში­რად მხო­ლოდ ელექტროძ­რა­ვი­სა და ჰიბ­რი­დუ­ლი ბა­ტა­რე­ის მეშ­ვე­ო­ბით გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან.

ვი­ნა­ი­დან ტო­ი­ო­ტას ყვე­ლა ჰიბ­რი­დი თვით­და­მუხ­ტვა­დია, ისი­ნი აღ­ჭურ­ვი­ლია რე­გე­ნე­რა­ცი­უ­ლი და­მუხ­რუ­ჭე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ით, რაც ნიშ­ნავს, რომ და­მუხ­რუ­ჭე­ბი­სას ან დაღ­მარ­თზე ინერ­ცი­ით მოძ­რა­ო­ბი­სას წარ­მოქ­მნი­ლი ელექტრო­ე­ნერ­გია ბა­ტა­რე­ა­ში ინა­ხე­ბა. ეს საგ­რძნობ­ლად ზრდის იმ მან­ძილს, რომ­ლის გავ­ლა­საც თქვენ მხო­ლოდ ელექტროძ­რა­ვის მეშ­ვე­ო­ბით შეძ­ლებთ, რაც თქვენს მგზავ­რო­ბას უფრო ეკო­ნო­მი­ურს ხდის. მა­გა­ლი­თის­თვის, ქა­ლაქ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას, ენერ­გი­ის თით­ქმის ნა­ხე­ვარს ელექტროძ­რა­ვა და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­მო­ი­მუ­შა­ვებს, რა დრო­საც ავ­ტო­მო­ბი­ლი სა­ერ­თოდ არ მო­იხ­მარს ბენ­ზინს.

ამის შე­დე­გად, 100 კი­ლო­მეტრზე საწ­ვა­ვის მოხ­მა­რე­ბა სულ რა­ღაც 3.4 ლიტრს შე­ად­გენს.

ჰიბ­რიდ­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა უფრო მარ­ტი­ვია

ჰიბ­რი­დუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ა­ში არა­ფე­რია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად რთუ­ლი. სი­ნამ­დვი­ლე­ში, შე­საძ­ლოა ტო­ი­ო­ტას ჰიბ­რი­დი კი­დევ უფრო ად­ვი­ლი სა­მარ­თა­ვიც იყოს, ვიდ­რე თქვენ­თვის ჩვე­უ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი. ტო­ი­ო­ტას თვით­და­მუხ­ტვა­დი ჰიბ­რი­დუ­ლი სის­ტე­მა სა­კუ­თარ თავს აკონ­ტრო­ლებს და შე­უმ­ჩნევ­ლად ირ­ჩევს უხ­მა­უ­რო ელექტროძ­რა­ვას, მოქ­ნილ ბენ­ზი­ნის ძრა­ვას, ან ორი­ვეს, იმ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რო­დე­საც თქვენ სიმ­ძლავ­რის ბიძ­გი გჭირ­დე­ბათ. არა­ვი­თა­რი ბერ­კე­ტე­ბი, ღი­ლა­კე­ბი, და გა­დამ­რთვე­ლე­ბი.

მე­ტიც, ყვე­ლა ტო­ი­ო­ტას ჰიბ­რი­დი აღ­ჭურ­ვი­ლია ავ­ტო­მა­ტუ­რი გა­და­ცე­მა­თა კო­ლო­ფით, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ თქვენ შე­გიძ­ლი­ათ გა­დარ­თოთ სიჩ­ქა­რის მცვლე­ლი ბერ­კე­ტი მოძ­რა­ო­ბის (Drive) პო­ზი­ცი­ა­ში და მო­ემ­ზა­დოთ მშვი­დი და კომ­ფორ­ტუ­ლი მგზავ­რო­ბი­სათ­ვის.

გო­ნივ­რუ­ლი სიმ­ძლავ­რე, გა­ნურ­ჩევ­ლად იმი­სა თუ სად მიბ­რძან­დე­ბით.

სიმ­შვი­დე, რო­მე­ლიც მუ­დამ თქვენ­თან არის

ტო­ი­ო­ტას ჰიბ­რი­დებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ბა­ტა­რე­ე­ბის ინო­ვა­ცი­უ­რი ტექ­ნო­ლო­გია შექ­მნი­ლია იმის­თვის, რომ ტო­ი­ო­ტას ბა­ტა­რე­ებ­მა ავ­ტო­მო­ბი­ლის სრუ­ლი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში შეძ­ლონ მუ­შა­ო­ბა. ვი­ნა­ი­დან ტო­ი­ო­ტას ჰიბ­რი­დის ბა­ტა­რეა თვით­და­მუხ­ტვა­დია, ის არას­დროს სა­ჭი­რო­ებს გა­რე­შე წყა­რო­დან და­მუხ­ტვას. გარ­და ამი­სა, ისე­თი მე­ქა­ნი­კუ­რი ელე­მენ­ტე­ბი, რო­გო­რი­ცაა გა­დაბ­მუ­ლო­ბა, ალ­ტერ­ნა­ტო­რი და ელექტროს­ტარ­ტე­რი, სრუ­ლად ამო­ღე­ბუ­ლია ტო­ი­ო­ტას ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი­დან, რაც კი­დევ უფრო ამ­ცი­რებს სა­მო­მავ­ლო გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი ხარ­ჯე­ბის რისკს. ასე­ვე, ტო­ი­ო­ტას რე­გე­ნე­რა­ცი­უ­ლი და­მუხ­რუ­ჭე­ბის ინო­ვა­ცი­უ­რი სის­ტე­მის ერთ-ერთი უპი­რა­ტე­სო­ბა იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ ტო­ი­ო­ტას ჰიბ­რი­დე­ბის სა­მუხ­რუ­ჭე ხუნ­დე­ბის ცვე­თა შემ­ცი­რე­ბუ­ლია, რის შე­დე­გა­დაც მათი ტექ­მომ­სა­ხუ­რე­ბა 5 პრო­ცენ­ტამ­დე უფრო იაფი ჯდე­ბა.

ჰიბ­რი­დი ყვე­ლას­თვი­საა

ტო­ი­ო­ტას ოფი­ცი­ა­ლუ­რი დი­ლე­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში -- ტო­ი­ო­ტას ცენ­ტრი თბი­ლი­სი და ტო­ი­ო­ტას ცენ­ტრი თე­გე­ტა -- გთა­ვა­ზო­ბენ ხუთი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­დე­ლის­გან შემ­დგარ ასორ­ტი­მენტს. გა­ნურ­ჩევ­ლად იმი­სა, თუ რო­მე­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლით მო­ი­ხიბ­ლე­ბით -- დი­ნა­მი­უ­რი C-HR ჰიბ­რი­დუ­ლი ქრო­სო­ვე­რით, მო­დუ­რი კამ­რის ჰიბ­რი­დით, სრუ­ლი ამძრა­ვი სის­ტე­მის მქო­ნე RAV4 ჰიბ­რი­დით, კო­რო­ლას ჰიბ­რი­დუ­ლი სა­ქა­ლა­ქო ავ­ტო­მო­ბი­ლით, თუ მათ შო­რის ყვე­ლა­ზე ინო­ვა­ცი­უ­რი პრი­უ­სით, ტო­ი­ო­ტას სწამს, რომ მას თქვენ­თვის სა­უ­კე­თე­სო ჰიბ­რი­დი ჰყავს.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"ტოიოტას" უსაფრთხოების სისტემა და ჰიბრიდული ტექნოლოგია

"ტოიოტას" უსაფრთხოების სისტემა და ჰიბრიდული ტექნოლოგია

რამდენიმე დღის წინ "ტოიოტა კავკასიამ" ქართველ ჟურნალისტებს ორი ახალი ავტომობილი, "ტოიოტა რავ4" და "ტოიოტა კოროლა" წარუდგინა.

პრეზენტაციისას განასაკუთრებული აქცენტი "ტოიოტას" უსაფრთხოების სისტემასა (TSS) და ჰიბრიდულ ტექნოლოგიაზე გაკეთდა.

უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დანერგვასა და ჰიბრიდული ავტომობილების წარმოებაში, ტოიოტა ნამდვილად საავტომობილო ბაზრის ლიდერია.

ტოიოტას უსაფრთხოების სისტემა

„ანზენი“ - ეს სიტყვა იაპონურად უსაფრთხოებას ნიშნავს და ტოიოტას არსებობის პირველივე დღეებიდან მის ცენტრალურ ფასეულობას წარმოადგენს.

ტოიოტას მანქანები იწარმოება იმ რწმენით, რომ უსაფრთხოება გაცილებით მეტია, ვიდრე ავტომობილის უბრალო მახასიათებელი, რადგან ის ადამინიანების სიცოცხლეს ეხება.

ისეთი შეჯახებები, რომლებიც სხეულის სერიოზულ დაზიანებას იწვევს, უმეტესად გამოწვეულია მძღოლის მხრიდან სიტუაციის არასწორი შეფასებით და/ან დაგვიანებული რეაქციით. ტოიოტამ შეიმუშავა უსაფრთხოების აქტიური ტექნოლოგიები, სახელად ტოიოტას უსაფრთხოების სისტემა (Toyota Safety Sense, ან TSS), რომელიც ეხმარება მძღოლებს გზებზე არსებული საშიშროებების აღქმასა და შეჯახებების თავიდან არიდებაში. მსოფლიოში უკვე 10-მა მილიონმა მომხმარებელმა აირჩია ტოიოტას უსაფრთხოების სისტემით აღჭურვილი ავტომობილები და ეს რიცხვი სწრაფად იზრდება.

2019 წლიდან, ეს ტექნოლოგია ჩვენს ბაზარზეც გამოჩნდა. ახალი თაობის კოროლა, ახალი თაობის RAV4, კამრის ჰიბრიდი, C-HR და LC 200 არის იმ მოდელების ჩამონათვალი, რომლებსაც გააჩნიათ ტოიოტას უსაფრთხოების სისტემით აღჭურვილი კომპლექტაცია.

ზუსტად როგორ მუშაობს ტოიოტას უსაფრთხოების სისტემა (TSS)? TSS არის ისეთი სისტემების კოლექტიური სახელი, რომლებიც მძღოლს მართვისას ეხმარება.

შეჯახების საწინააღმდეგო სისტემა (Pre-Collision System)

რა თქმა უნდა, არავის სურს ავტოავარიაში მოხვედრა. მაგრამ როდესაც ავარია ხდება, ტოიოტას სურვილია, მინიმუმამდე შეამციროს როგორც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება, ასევე ავტომობილის დაზიანებით გამოწვეული ზარალი. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ტოიოტამ შეიმუშავა შეჯახების საწინააღმდეგო სისტემა. თუ სისტემა რადარის ტექნოლოგიის გამოყენებით დაასკვნის, რომ ავტომობილის წინა მხარეს არსებობს შეჯახების მაღალი ალბათობა, ის მოგცემთ გამაფრთხილებელ ნიშანს. გარკვეულ პირობებში, თუ სისტემა დაადგენს, რომ შეჯახება გარდაუვალია, ის თვითონ დაამუხრუჭებს და დაჭიმავს ავტომობილის ღვედებს.

როგორ მუშაობს სისტემა:

ზოლიდან გადასვლის საწინააღმდეგო გარფთხილების სისტემა (Lane Departure Alert)

ზოლიდან გადასვლის საწინააღმდეგო გაფრთხილების სისტემის მეშვეობით, თქვენი ტოიოტა შეგატყობინებთ, თუ ის დააფიქსირებს, რომ თქვენი ზოლის ფარგლებს გადაცდით. 50 კმ/სთ-ზე მაღალი სიჩქარით ისეთ გზაზე გადაადგილებისას, რომელსაც გააჩნია ზოლის მონიშვნა, სისტემა იყენებს სპეციალურ კამერას, რომელიც ცნობს ზოლის აღმნიშვნელ ხაზებს და ხვდება, თუ თქვენ მათ გადაუხვევთ. ამ დროს, ავტომობილი გაძლევთ ხმოვან შენიშვნას და ანთებს შესაბამის ნიშანს ხელსაწყოთა პანელზე.

როგორ მუშაობს სისტემა:

ავტომატური შორი განათება (Automatic High Beams)

ავტომატური შორი განათება წარმოადგენს უსაფრთხოების სისტემის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს ღამით ხილვადობის გაზრდას სხვა მძღოლებისთვის ხელის შეშლის გარეშე. ის ირთვება 40 კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბებისას. მანქანაში ჩამონტაჟებული კამერის მეშვეობით, ავტომატური შორი განათების სისტემა აფიქსირებს როგორც საპირისპირო მიმართულებით მომავალი ავტომობილების წინა ფარების სინათლეს, ასევე წინმავალი ავტომობილების უკანა გაბარიტული ფარების ნათებას და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ავტომატურად რთავს ახლო თუ შორი განათების ფარებს. შორი განათების უფრო ხშირი და სწორი გამოყენებით, სისტემა მოგცემთ ქვეითად მოსიარულეების ან გზაზე არსებული დაბრკოლების ადრეული შემჩნევის საშუალებას.

როგორ მუშაობს სისტემა:

დინამიური კრუიზ-კონტროლი

ეს სისტემა იყენებს მილიმეტრულ ტალღათა დიაპაზონზე მომუშავე რადიოლოკაციურ სენსორს და ერთ-ლინზიან კამერას წინმავალი ავტომობილის დასაფიქსირებლად, ასევე მისი გადაადგილების სიჩქარის გამოსათვლელად. ამის შედეგად, ის არეგულირებს თქვენი ავტომობილის სიჩქარეს (წინასწარ მითითებულ ფარგლებში) და ამგვარად გეხმარებათ წინასწარ განსაზღვრული მანქანათაშორისი მანძილის დაცვაში. შემდგომში, მძღოლს შეუძლია ამ მანძილის რეგულირება საჭეზე დამონტაჟებული სამართავის მეშვეობით.

როგორ მუშაობს სისტემა:

„ტოიოტა“ გვახსენებს, რომ ეს უსაფრთხოების სისტემა(Toyota Safety Sense) შექმნილია ტარების პროცესში მძღოლის მხოლოდ დასახმარებლად და ავტომობილის სრულყოფილად მართვა მხოლოდ ადამიანს შეუძლია. თუმცა, მსგავსი სისტემები ნამდვილად გვიმარტივებს მართვის პროცესს.

ტოიოტას ჰიბრიდები

გარემოს დაცვასთან დაკავშირებული გამოწვევების საპასუხოდ, 1993 წლის გაზაფხულზე ტოიოტამ საკუთარ თავს გამორჩეულად რთული ამოცანა დაუსახა. ეს ამოცანა გულისხმობდა 21-ე საუკუნის ავტომობილის პროექტის შექმნას, რომელსაც იმავე კლასის ავტომობილებთან შედარებით ექნებოდა საწვავის მოხმარების ეკონომიურობის მინიმუმ ორჯერ უფრო მაღალი მაჩვენებელი, შემცირებული CO2-ის გამონაბოლქვი, სალონის მაქსიმალური სივრცე კომპაქტური დიზაინის პირობებში და დაიტევდა 5 ზრდასრულ ადამიანს.

განმეორებითი კვლევის შედეგად, 1995 წლის ივნისში ტოიოტამ გადაწყვიტა შიდაწვის ძრავისა და ელექტროძრავის ჰიბრიდული სისტემის შემუშავება. ორნახევარ წელიწადში, 1997 წლის დეკემბერში, ტოიოტამ თავისი ინოვაციური ჰიბრიდული ავტომობილი მსოფლიოს ახალი მოდელის, პრიუსის სახით წარუდგინა. ამით, ავტომობილის მართვის ძველი სტილი წარსულს ჩაბარდა.

როგორც ჰიბრიდული ტექნოლოგიების ლიდერი, ბოლო 20 წლის განმავლობაში ტოიოტა სრულყოფილებამდე ხვეწდა თავის ინოვაციურ, თვითდამუხტვად ჰიბრიდულ ავტომობილებს. ამის შედეგად, დღეს ტოიოტას გააჩნია მოდური, მოქნილი და ეფექტური ჰიბრიდული მოდელების უპრეცედენტო ასორტიმენტი, რომელიც ცხოვრების ნებისმიერ სტილს მოერგება. ამ დროის განმავლობაში, ტოიოტამ მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია ეფექტურობაში, საიმედოობასა და სიმძლავრეში. ამ შედეგების ფონზე, ტოიოტას მიმართ მძღოლების ნდობა მზარდია. 12 მილიონზე მეტი ადამიანი მთელს მსოფლიოში ირჩევს ტოიოტას ჰიბრიდს.

არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რაც ტოიოტას ჰიბრიდებს ასეთ მიმზიდველს ხდის მძღოლებისთვის:

საწვავის მოხმარების ეფექტურობის მაჩვენებელი

საწვავის მოხმარების ეფექტურობის მხრივ, ტოიოტას ჰიბრიდები თავიანთი კლასის ლიდერები არიან. მოკლე მანძილზე დაბალსიჩქარიანი მგზავრობისას, ან ისეთი გადაადგილებისას, რომელიც ხშირ დაძვრასა და გაჩერებას გულისხმობს, ჰიბრიდები საერთოდ არ მოიხმარენ საწვავს. ამის მიზეზი ისაა, რომ ისინი ხშირად მხოლოდ ელექტროძრავისა და ჰიბრიდული ბატარეის მეშვეობით გადაადგილდებიან.

ვინაიდან ტოიოტას ყველა ჰიბრიდი თვითდამუხტვადია, ისინი აღჭურვილია რეგენერაციული დამუხრუჭების ტექნოლოგიით, რაც ნიშნავს, რომ დამუხრუჭებისას ან დაღმართზე ინერციით მოძრაობისას წარმოქმნილი ელექტროენერგია ბატარეაში ინახება. ეს საგრძნობლად ზრდის იმ მანძილს, რომლის გავლასაც თქვენ მხოლოდ ელექტროძრავის მეშვეობით შეძლებთ, რაც თქვენს მგზავრობას უფრო ეკონომიურს ხდის. მაგალითისთვის, ქალაქში გადაადგილებისას, ენერგიის თითქმის ნახევარს ელექტროძრავა დამოუკიდებლად გამოიმუშავებს, რა დროსაც ავტომობილი საერთოდ არ მოიხმარს ბენზინს.

ამის შედეგად, 100 კილომეტრზე საწვავის მოხმარება სულ რაღაც 3.4 ლიტრს შეადგენს.

ჰიბრიდთან ერთად ცხოვრება უფრო მარტივია

ჰიბრიდული ავტომობილების ტექნოლოგიაში არაფერია განსაკუთრებულად რთული. სინამდვილეში, შესაძლოა ტოიოტას ჰიბრიდი კიდევ უფრო ადვილი სამართავიც იყოს, ვიდრე თქვენთვის ჩვეული ავტომობილი. ტოიოტას თვითდამუხტვადი ჰიბრიდული სისტემა საკუთარ თავს აკონტროლებს და შეუმჩნევლად ირჩევს უხმაურო ელექტროძრავას, მოქნილ ბენზინის ძრავას, ან ორივეს, იმ სიტუაციაში, როდესაც თქვენ სიმძლავრის ბიძგი გჭირდებათ. არავითარი ბერკეტები, ღილაკები, და გადამრთველები.

მეტიც, ყველა ტოიოტას ჰიბრიდი აღჭურვილია ავტომატური გადაცემათა კოლოფით, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ შეგიძლიათ გადართოთ სიჩქარის მცვლელი ბერკეტი მოძრაობის (Drive) პოზიციაში და მოემზადოთ მშვიდი და კომფორტული მგზავრობისათვის.

გონივრული სიმძლავრე, განურჩევლად იმისა თუ სად მიბრძანდებით.

სიმშვიდე, რომელიც მუდამ თქვენთან არის

ტოიოტას ჰიბრიდებში გამოყენებული ბატარეების ინოვაციური ტექნოლოგია შექმნილია იმისთვის, რომ ტოიოტას ბატარეებმა ავტომობილის სრული ექსპლუატაციის პერიოდის განმავლობაში შეძლონ მუშაობა. ვინაიდან ტოიოტას ჰიბრიდის ბატარეა თვითდამუხტვადია, ის არასდროს საჭიროებს გარეშე წყაროდან დამუხტვას. გარდა ამისა, ისეთი მექანიკური ელემენტები, როგორიცაა გადაბმულობა, ალტერნატორი და ელექტროსტარტერი, სრულად ამოღებულია ტოიოტას ავტომობილებიდან, რაც კიდევ უფრო ამცირებს სამომავლო გაუთვალისწინებელი ხარჯების რისკს. ასევე, ტოიოტას რეგენერაციული დამუხრუჭების ინოვაციური სისტემის ერთ-ერთი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ტოიოტას ჰიბრიდების სამუხრუჭე ხუნდების ცვეთა შემცირებულია, რის შედეგადაც მათი ტექმომსახურება 5 პროცენტამდე უფრო იაფი ჯდება.

ჰიბრიდი ყველასთვისაა

ტოიოტას ოფიციალური დილერები საქართველოში -- ტოიოტას ცენტრი თბილისი და ტოიოტას ცენტრი თეგეტა -- გთავაზობენ ხუთი განსხვავებული მოდელისგან შემდგარ ასორტიმენტს. განურჩევლად იმისა, თუ რომელი ავტომობილით მოიხიბლებით -- დინამიური C-HR ჰიბრიდული ქროსოვერით, მოდური კამრის ჰიბრიდით, სრული ამძრავი სისტემის მქონე RAV4 ჰიბრიდით, კოროლას ჰიბრიდული საქალაქო ავტომობილით, თუ მათ შორის ყველაზე ინოვაციური პრიუსით, ტოიოტას სწამს, რომ მას თქვენთვის საუკეთესო ჰიბრიდი ჰყავს.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი