პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მასწავლებელი უღარიბესი სოფლიდან, რომელიც ხელფასის 80%-ს მოსწავლეებისთვის ხარჯავს - ვინ არის პიტერ ტაბიჩი
მასწავლებელი უღარიბესი სოფლიდან, რომელიც ხელფასის 80%-ს მოსწავლეებისთვის ხარჯავს - ვინ არის პიტერ ტაბიჩი

მას­წავ­ლებ­ლის გლო­ბა­ლუ­რი ჯილ­დოს მფლო­ბე­ლი კე­ნი­ე­ლი პი­ტერ ტა­ბი­ჩი გახ­და.

36 წლის პე­და­გო­გი სო­ფელ პვა­ნის სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში ას­წავ­ლის. მოს­წავ­ლე­ე­ბი სხვა­დას­ხვა კულ­ტუ­რი­სა და რე­ლი­გი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან.

ტა­ბი­ჩის სო­ფე­ლი კე­ნი­ის ღა­რიბ რე­გი­ონ­ში მდე­ბა­რე­ობს, სა­დაც გვალ­ვე­ბი და შიმ­ში­ლი უცხო არა­ვის­თვის არის. მოს­წავ­ლე­ე­ბის 95% ღა­რი­ბი ოჯა­ხე­ბი­და­ნაა, თით­ქმის მე­სა­მე­დი ობო­ლია, ან მხო­ლოდ ერთი მშო­ბე­ლი ჰყავს. ბავ­შვე­ბის უმე­ტე­სო­ბას სახ­ლში საჭ­მე­ლი არ აქვს. სო­ფელ­ში წა­მალ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, მო­ზარ­დე­ბის ორ­სუ­ლო­ბა და სუ­ი­ცი­დი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნე­ბია.

სკო­ლა­ში მხო­ლოდ 1 კომ­პი­უ­ტე­რია და ძა­ლი­ან და­ბა­ლი ხა­რის­ხის ინ­ტერ­ნე­ტი. 58 მოს­წავ­ლე­ზე აქ 1 მას­წავ­ლე­ბე­ლი მო­დის, რაც პე­და­გო­გე­ბის მუ­შა­ო­ბას ძა­ლი­ან არ­თუ­ლებს. სკო­ლა­ში რომ მი­ვიდ­ნენ, მოს­წავ­ლე­ებს 7 კმ-ს ფე­ხით გავ­ლა უხ­დე­ბათ, წვი­მი­ან ამინ­დში კი გზა გა­უ­ვა­ლი ხდე­ბა.

პი­ტერ­მა სკო­ლა­ში მეც­ნი­ე­რე­ბის კლუ­ბი და­ა­არ­სა, ის მოს­წავ­ლე­ებს ეხ­მა­რე­ბა კვლე­ვი­თი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში და მისი მოს­წავ­ლე­ე­ბის 60% ეროვ­ნულ შე­ჯიბ­რე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობს. მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით გა­სულ წელს კე­ნი­ის სა­მეც­ნი­ე­რო-ტექ­ნი­კურ ბაზ­რო­ბა­ზე მოს­წავ­ლე­ებ­მა მათ მიერ შექ­მნი­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა წა­რად­გი­ნეს, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც სმე­ნა და მხედ­ვე­ლო­ბა­დაქ­ვე­ი­თე­ბულ ადა­მი­ა­ნებს საგ­ნე­ბის გა­ზომ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ.

ამას­თან, პი­ტე­რი და მისი ოთხი კო­ლე­გა და­ბა­ლი მოს­წრე­ბის მოს­წავ­ლე­ებს სკო­ლის გაკ­ვე­თი­ლე­ბის გარ­და და­მა­ტე­ბი­თაც ამ­ზა­დე­ბენ. პი­ტე­რი უქმე დღე­ებ­ში თა­ვად და­დის მოს­წავ­ლე­ე­ბის სახ­ლებ­ში, რათა მათი მშობ­ლე­ბი გა­იც­ნოს და პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ ჰქონ­დეს ინ­ფორ­მა­ცია.

ტა­ბი­ჩი მუდ­მი­ვად ზრუ­ნავს მოს­წავ­ლე­ე­ბის თვით­შე­ფა­სე­ბის ამაღ­ლე­ბა­ზეც. სკო­ლა­ში მოს­წავ­ლე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­ორ­მაგ­და, დის­ციპ­ლი­ნუ­რი დარ­ღვე­ვე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი კი შემ­ცირ­და.

კე­ნი­ე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი პრეს­ტი­ჟულ ტი­ტულ­თან ერ­თად 1 მლნ დო­ლარს მი­ი­ღებს.

ავტორი:

მასწავლებელი უღარიბესი სოფლიდან, რომელიც ხელფასის 80%-ს მოსწავლეებისთვის ხარჯავს - ვინ არის პიტერ ტაბიჩი

მასწავლებელი უღარიბესი სოფლიდან, რომელიც ხელფასის 80%-ს მოსწავლეებისთვის ხარჯავს - ვინ არის პიტერ ტაბიჩი

მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მფლობელი კენიელი პიტერ ტაბიჩი გახდა.

36 წლის პედაგოგი სოფელ პვანის საშუალო სკოლაში ასწავლის. მოსწავლეები სხვადასხვა კულტურისა და რელიგიის წარმომადგენლები არიან.

ტაბიჩის სოფელი კენიის ღარიბ რეგიონში მდებარეობს, სადაც გვალვები და შიმშილი უცხო არავისთვის არის. მოსწავლეების 95% ღარიბი ოჯახებიდანაა, თითქმის მესამედი ობოლია, ან მხოლოდ ერთი მშობელი ჰყავს. ბავშვების უმეტესობას სახლში საჭმელი არ აქვს. სოფელში წამალდამოკიდებულება, მოზარდების ორსულობა და სუიციდი ჩვეულებრივი მოვლენებია.

სკოლაში მხოლოდ 1 კომპიუტერია და ძალიან დაბალი ხარისხის ინტერნეტი. 58 მოსწავლეზე აქ 1 მასწავლებელი მოდის, რაც პედაგოგების მუშაობას ძალიან ართულებს. სკოლაში რომ მივიდნენ, მოსწავლეებს 7 კმ-ს ფეხით გავლა უხდებათ, წვიმიან ამინდში კი გზა გაუვალი ხდება.

პიტერმა სკოლაში მეცნიერების კლუბი დააარსა, ის მოსწავლეებს ეხმარება კვლევითი პროექტის განხორციელებაში და მისი მოსწავლეების 60% ეროვნულ შეჯიბრებებში მონაწილეობს. მისი ხელმძღვანელობით გასულ წელს კენიის სამეცნიერო-ტექნიკურ ბაზრობაზე მოსწავლეებმა მათ მიერ შექმნილი მოწყობილობა წარადგინეს, რომლის საშუალებითაც სმენა და მხედველობადაქვეითებულ ადამიანებს საგნების გაზომვის საშუალება ეძლევათ.

ამასთან, პიტერი და მისი ოთხი კოლეგა დაბალი მოსწრების მოსწავლეებს სკოლის გაკვეთილების გარდა დამატებითაც ამზადებენ. პიტერი უქმე დღეებში თავად დადის მოსწავლეების სახლებში, რათა მათი მშობლები გაიცნოს და პრობლემების შესახებ ჰქონდეს ინფორმაცია.

ტაბიჩი მუდმივად ზრუნავს მოსწავლეების თვითშეფასების ამაღლებაზეც. სკოლაში მოსწავლეების რაოდენობა გაორმაგდა, დისციპლინური დარღვევების შემთხვევები კი შემცირდა.

კენიელი მასწავლებელი პრესტიჟულ ტიტულთან ერთად 1 მლნ დოლარს მიიღებს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე