ავტორი:

"მოუწყობელი ბინა მაქვს, სადაც ყავის დასალევადაც ვერ შეიყვან მეზობელს" - ვინ სთხოვდა ლადო აფხაზავას, ოჯახის შექმნაზე უარი ეთქვა

"მოუწყობელი ბინა მაქვს, სადაც ყავის დასალევადაც ვერ შეიყვან მეზობელს" - ვინ სთხოვდა ლადო აფხაზავას, ოჯახის შექმნაზე უარი ეთქვა

"მასწავლებლის გლობალური ჯილდო 2019"-ის გამარჯვებულის ვინაობა ცნობილია. მისი მფლობელი კენიელი პედაგოგი პიტერ ტაბიჩი გახდა. გადაწყვეტილება დუბაიში, პედაგოგების დაჯილდოებაზე გახდა ცნობილი. იგი პრიზის სახით მილიონ აშშ დოლარს მიიღებს.

მასწავლებლების დაჯილდოებაზე ქართველი პედაგოგი ლადო აფხაზავაც იყო წარდგენილი. ვლადიმერ აფხაზავა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელია. მისმა მოსწავლეებმა ბევრი რამ შეძლეს სოფლისთვის: დაადგმევინეს ნაგვის ურნები, მდინარის ჯებირები გააკეთებინეს, საფეხმავლო ხიდები და სანიაღვრე არხები აღადგენინეს, დამსკდარი მილები გამოაცვლევინეს და ა.შ.

ჟურნალმა "გზამ" რამდენიმე დღის წინ ლადო აფხაზავასთან ინტერვიუ ჩაწერა. გთავაზოვთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- ლადო, გაქვს რამდენიმე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, თუმცა ძირითადად, გიცნობენ, როგორც სამოქალაქო განათლების მასწავლებელს და სოციალურ მენეჯერს...

- 2010 წლიდან ვმუშაობ მშობლიურ სკოლაში მასწავლებლად. 2012 წლიდან ვარ მცირე საოჯახო სახლის მენეჯერი, სადაც რვა ბავშვი ცხოვრობს.

- რას გვეტყვი შენს "დემოკრატიულ რევოლუციაზე"?

- პროგრამა "დემოკრატიული რევოლუცია" გულისხმობს სკოლის მენეჯმენტის გარდაქმნას სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესების გზით. არ შეიძლება, სწავლა-სწავლება კომუნიკაციის მაღალი ხარისხის გარეშე, თუ გვინდა, რომ კონკურენტუნარიანი თაობები გავზარდოთ. დემოკრატიულობა ალბათ არსად ისე საჭირო არაა, როგორც სკოლაში. თუ არ იქნება პედაგოგსა და მოსწავლეს შორის დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ურთიერთობა, არ იქნება შედეგი! ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, ამიტომ მასწავლებელმა უნდა მონახოს უნივერსალური საშუალებები, რითაც ეფექტიანი გახდება ქართული სკოლა.

- ადრე წერდი, "ეს დღეებია ვერაფერი მოვუხერხე ჩემს გულს, რადგან ჩემს პირადზე არასდროს მიფიქრია. რატომღაც დღეს ჩემზეც დავიწყე ფიქრი და რაღაცის მოლოდინი შემომეპარა, ჩემს გულს კი ამის უფლებას არასდროს ვაძლევდი. მე მრავალშვილიან ოჯახში დავიბადე და გავიზარდე და მაშინ, როცა ძალიან მჭირდებოდა, სულ მარტო დავრჩი უავეჯო ოთახის პირისპირ, რადგან ყველაფერი ჩემი მშობლების წამლის საყიდლად გავყიდე"... ახლა რა მდგომარეობა გაქვს?

- მატერიალური მდგომარეობით არ ვარ გამორჩეული. მაქვს მოუწყობელი ბინა ლანჩხუთში, სადაც ყავის დასალევადაც ვერ შეიყვან მეზობელსაც კი... ჩემი ბიჭები, რომლებიც სოციალური სახლის ბენეფიციარები არიან, ფიქრობენ, რომ მომავალშიც ჩემს სიახლოვეს უნდა ცხოვრობდნენ. ადრე მათ გარკვევით და ხისტად მითხრეს, - დაოჯახებაზე არ იფიქრო, მერე ჩვენზე მეტად ცოლ-შვილი გეყვარებაო. ხუმრობით პირობაც დავდე, რომ არ დავოჯახდებოდი, მაგრამ ამას უკვე ხუმრობის გარეშე ვამბობ: ცოლის მაშინ მოვიყვან, როცა სახლის დახსნას შევძლებ ბანკიდან, იპოთეკური სესხით რომ ვიყიდე.

- ბენეფიციარები, უფრო კი "შენი ბავშვები", შენთან ახლოს დასახლებას გეგმავენ?

- კი, ასეა. ისინი გამორიცხავენ მშობლებთან დაბრუნებას... ამბობენ, რომ "ლადო ბიძიესთან" უკეთ არიან და მომავალშიც ჩემს ახლოს უნდათ ცხოვრება! ვფიქრობ, დიდი ოჯახი მყავს და ამით ძალიან ვამაყობ...წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი