საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ის ახალგაზრდა დარჩა ქრისტიანი და დღესაც რუსეთში მოღვაწეობს" - ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ის დრო გაიხსენა, ვიდრე პატრიარქად ეკურთხებოდა
"ის ახალგაზრდა დარჩა ქრისტიანი და დღესაც რუსეთში მოღვაწეობს" - ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ის დრო გაიხსენა, ვიდრე პატრიარქად ეკურთხებოდა

ლოც­ვის შე­დე­გად ადა­მი­ან­ში ფე­რის­ცვა­ლე­ბა ხდე­ბა, - მის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ სა­მე­ბის ტა­ძარ­ში ქა­და­გე­ბი­სას ბრძა­ნა. პატ­რი­არ­ქმა ლოც­ვის ძა­ლა­ზე ისა­უბ­რა და ის პე­რი­ო­დი გა­იხ­სე­ნა, ვიდ­რე პატ­რი­არ­ქად ეკურ­თხე­ბო­და.

"ყვე­ლას გი­ლო­ცავთ მე­ო­რე კვი­რას დიდ მარ­ხვი­სა. ნა­თე­ლი ქრის­ტე­სი გან­გვა­ნათ­ლებს ყო­ველ­თა. ნა­თე­ლი ქრის­ტე­სი სულ სხვა არის, ვიდ­რე ჩვენ ვი­ცით. მე მახ­სენ­დე­ბა ჩემი აფხა­ზეთ­ში ყოფ­ნის დრო პატ­რი­არ­ქო­ბამ­დე. რუ­სე­თი­დან ჩა­მო­ვი­და ერთი ახალ­გაზ­რდა, ეროვ­ნე­ბით ებ­რა­ე­ლი. შემ­დეგ ავი­და უდაბ­ნო­ში აფხა­ზე­თის და იქ მოღ­ვა­წე­ობ­და. ბე­რე­ბი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ მე, რომ სა­ოც­რე­ბა ხდე­ბაო. ეს ახალ­გაზ­რდა ჩა­მო­ვი­და და იმ­დე­ნად დიდი იყო მისი სარ­წმუ­ნო­ე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი, რომ როცა ლოც­ვებს კი­თხუ­ლობ­და, სხვა ბე­რე­ბი ნა­თელს ხე­დავ­დნენ მის თავ­ზე. მე მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ჩვენ არ ვე­უბ­ნე­ბით და არ ვუმ­ხელ­თო, რომ ეს ნა­თე­ლი თავ­ზე ად­გას, რათა ამ­პარ­ტავ­ნე­ბის გრძნო­ბა არ და­ე­უფ­ლო­სო.

მისი მამა ერთ-ერთ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში პრო­ფე­სო­რი იყო. ის სა­ში­ნე­ლი ათე­ის­ტი იყო. ჩა­მო­ვი­და ჩემ­თან სო­ხუმ­ში და ეძებ­და თა­ვის შვილს. მან მი­ამ­ბო, თუ რო­გორ და­ი­წყო სარ­წმუ­ნო­ე­ბა­ში მოს­ვლა. ის ამ­ბობ­და, რომ ხელ­ზე შე­მოხ­ვე­უ­ლი აქვს ფსკვნი­ლიო. ათე­ის­ტურ ოჯახ­შია გაზ­რდი­ლი და ფსკვნილს ხმა­რობ­სო. და ამი­ტომ შე­ვიყ­ვა­ნეთ ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვად­მყო­ფო­შიო. მთელს საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში მისი ძი­ე­ბა იყო გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. მაგ­რამ ღვთის მად­ლით ის დარ­ჩა მორ­წმუ­ნე ქრის­ტი­ა­ნი და დღე­საც რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე­ობს. ეს მო­გახ­სე­ნეთ იმი­ტომ, თუ რა შე­უძ­ლია ლოც­ვას. ფე­რის­ცვა­ლე­ბა ხდე­ბა ადა­მი­ან­ში ლოც­ვის შე­დე­გად. ჩვენ ვმად­ლობთ უფალს, რომ უფა­ლი ჩვენ­თან არს", - ბრძა­ნა პატ­რი­არ­ქმა.

VIDEO: "ლოც­ვის შე­დე­გად ადა­მი­ან­ში ფე­რის­ცვა­ლე­ბა ხდე­ბა" - ილია მე­ო­რე

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"ის ახალგაზრდა დარჩა ქრისტიანი და დღესაც რუსეთში მოღვაწეობს" - ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ის დრო გაიხსენა, ვიდრე პატრიარქად ეკურთხებოდა

"ის ახალგაზრდა დარჩა ქრისტიანი და დღესაც რუსეთში მოღვაწეობს" - ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ის დრო გაიხსენა, ვიდრე პატრიარქად ეკურთხებოდა

ლოცვის შედეგად ადამიანში ფერისცვალება ხდება, - მის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების ტაძარში ქადაგებისას ბრძანა. პატრიარქმა ლოცვის ძალაზე ისაუბრა და ის პერიოდი გაიხსენა, ვიდრე პატრიარქად ეკურთხებოდა.

"ყველას გილოცავთ მეორე კვირას დიდ მარხვისა. ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა. ნათელი ქრისტესი სულ სხვა არის, ვიდრე ჩვენ ვიცით. მე მახსენდება ჩემი აფხაზეთში ყოფნის დრო პატრიარქობამდე. რუსეთიდან ჩამოვიდა ერთი ახალგაზრდა, ეროვნებით ებრაელი. შემდეგ ავიდა უდაბნოში აფხაზეთის და იქ მოღვაწეობდა. ბერები მეუბნებოდნენ მე, რომ საოცრება ხდებაო. ეს ახალგაზრდა ჩამოვიდა და იმდენად დიდი იყო მისი სარწმუნოება და სიყვარული, რომ როცა ლოცვებს კითხულობდა, სხვა ბერები ნათელს ხედავდნენ მის თავზე. მე მეუბნებოდნენ, რომ ჩვენ არ ვეუბნებით და არ ვუმხელთო, რომ ეს ნათელი თავზე ადგას, რათა ამპარტავნების გრძნობა არ დაეუფლოსო.

მისი მამა ერთ-ერთ უნივერსიტეტში პროფესორი იყო. ის საშინელი ათეისტი იყო. ჩამოვიდა ჩემთან სოხუმში და ეძებდა თავის შვილს. მან მიამბო, თუ როგორ დაიწყო სარწმუნოებაში მოსვლა. ის ამბობდა, რომ ხელზე შემოხვეული აქვს ფსკვნილიო. ათეისტურ ოჯახშია გაზრდილი და ფსკვნილს ხმარობსო. და ამიტომ შევიყვანეთ ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიო. მთელს საბჭოთა კავშირში მისი ძიება იყო გამოცხადებული. მაგრამ ღვთის მადლით ის დარჩა მორწმუნე ქრისტიანი და დღესაც რუსეთში მოღვაწეობს. ეს მოგახსენეთ იმიტომ, თუ რა შეუძლია ლოცვას. ფერისცვალება ხდება ადამიანში ლოცვის შედეგად. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ უფალი ჩვენთან არს", - ბრძანა პატრიარქმა.

VIDEO: "ლოცვის შედეგად ადამიანში ფერისცვალება ხდება" - ილია მეორე

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ